„მტკივა და განვიცდი, დახმარებას ითხოვდი, რომ გადაერჩინე...“ - ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა

გიორგი გუჯაბიძე

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა, გიორგი გუჯაბიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სპორტის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

სპორტის უნივერსიტეტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის წლევანდელი კურსდამთავრებულის, გიორგი გუჯაბიძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლებიც ემშვიდობებიან.

მე ჩაფიქრებული ვარ, შენ იღიმი ... არ ვიცოდი, ვინმე თუ გვიღებდა, თორემ მეც გავიღიმებდი. მაგ დღეს ერთ მანქანაში ვისხედით... გზაში ბევრი ვიმხიარულეთ.

მერე თვითონაც დაჯდა საჭესთან,  რა თქმა უნდა, ჩქარა ატარებდა, არაფერი ვუთხარი და მითხრა, ან იყვირე, ან რამე თქვი, ასე ჩუმად როგორ ხარო... მერე სიჩქარეს მოუკლო...

კენჭებიანი, რთული გზა იყო გასასვლელი, მთელი გზა ხელი ჰქონდა მოკიდებული, ქუსლებით ხარ და არ დამემტვრეო... ასეთი მზრუნველი იყო, ძალიან ლამაზი დღე იყო, ბევრი ვიმხიარულეთ, ვიცეკვეთ და სამახსოვრო ფოტოები და ვიდეოები გადავიღეთ...

როგორი ტკივილი ხარ იცი, სიტყვებითაც ვერ აღიწერება... ძალიან მტკივა და განვიცდი... დახმარებას რომ ითხოვდი, რომ გადაერჩინე, როცა იხვეწებოდი, რომ ეშველათ შენთვის... 

თბილისიდან რომ მოვდიოდი გურიაში, გზაში ხომ დიდი დრო მქონდა ფიქრისთვის... მთელი სკოლის წლები თვალწინ მედგა, როგორი სიცოცხლით სავსე და მხიარული იყავი... სულ ვხუმრობდით, არასდროს გვიჩხუბია. სიმაღლის შიში ხომ მაქვს და ახლა ვიხსენებდით, 6 წლის წინანდელ ამბავს - როგორ განერვიულე ატრაქციონზე ცუდად რომ გავხდი და ეგრევე რომ 112-ში დარეკე, მთელი დღე დამდევდი, ხომ კარგად ვიყავი... ძალიან ყურადღებიანი და უთბილესი ადამიანი იყავი... 

ბოლო გზაზე უნდა გაგაცილოთ და როგორ უნდა შევძლოთ ეს, რანაირად... ჯარის გამო თავისი კუწკუწა თმის დათმობა მოუწია, განიცდიდა... გიო თავისი ლამაზი თმის გარეშე წარმოუდგენელი იყო ჩვენთვისაც... ახლა ვიცი მეტყოდა, კაი რა, ქისო, ნუ ტირი რა... ამიერიდან შენს სულს ზრუნვა სჭირდება და უფალმა შემაძლებინოს შენი სულისათვის ღირსეული საქმეების გაკეთება... 

ჩემო ანგელოზო, ძალიან მიყვარხარ და მომენატრები ჩემო ვარსკვლავო. მჯერა, ოდესმე ისევ შევხვდებით და შენც იცი, სულ არ მეშინია სიკვდილის, იმდენი ძვირფასი ადამიანი მყავხართ მანდ,“ - წერს დაღუპულის თანაკლასელი.

ასევე ნახეთ:

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა... გთხოვთ გადავარჩინოთ ეს ულამაზესი გოგო“ - ახალგაზრდა მოცეკვავეს დახმარება ესაჭიროება