1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მკვლელობა სოფელ მარტყოფში - 34 წლის მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა გოჩა ჯერენაშვილი სოფლის ცენტრში დაიბარა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვედრის შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტი. ნიკა სახლთხუციშვილმა მეგობარს 5 ტყვია ესროლა. გოჩა ჯერენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის შესაძლო მოტივის შესახებ ადგილობრივები მედიასთან არ საუბრობენ. მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის დილით პოლიციას თავად ჩაბარდა.
„მთელი სოფელი შეძრულია ამ ამბით და მომხდარზე საუბარი ყველას უჭირს. ორივე ერთად გაზრდილები, ბავშვობის მეგობრები არიან და მეზობლები. როგორც ვიცი, სუფრასთან იყვნენ, მთვრალები, იქ მომხდარა შელაპარაკება. ამის შემდეგ გამოსულა ნიკა სახლთხუციშვილი, წამოუღია იარაღი და უსვრია მანქანიდან. სიმთვრალეში რაღაცაზე იჩხუბეს და ასეთი უბედურება მოხდა.
გოჩა კარგი ახალგაზრდა იყო, მოჭიდავე, სპორტსმენი, ჯანიანი ბიჭები რომ არიან, ასეთები არიან ორივე. ყველას რომ უყვარს. ნიკაც სპორტსმენია, რა გადაუბრუნდა თავში, არავინ იცის. შოკია ყველასთვის. სუფრიდან გამოსული ქუჩაში მოკლა. ეტყობა იარაღი გამოიტანა და მანქანიდან გაისროლა. არ ვიცი, თვითმხილველები არიან ამ ფაქტის, თუ - არა. რაზე მოუვიდათ ჩხუბი ესეც არ ვიცით. თანატოლები და ბავშვობის ძმაკაცები არიან. ნიკა დაკავებულია“, - გვითხრა ადგილობრივმა.
ამ დროისთვის ნიკა სახლთხუციშვილი გადაყვანილია ვაზიანის წინასწარი დაკავების იზოლატორში. მიმდინარეობს დაკითხვა. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მკვლელობას ედავება, ბრალი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, პროკურატურას ამისთვის 48 საათიანი ვადა აქვს. ბრალის წარდგენის შემდეგ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.