კურორტ გომის მთაზე რამდენიმე სახლი დაიწვა

გომის მთა

გომის მთაზე სამი სახლი დაიწვა. 

ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა. 

„პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით [ნივთის დაზიანება, ან განადგურება].