1750241535
ხანძარი თელავში - ცეცხლი ორსართულიან სახლში გაჩნდა

თელავში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მეპატრონეები არ იმყოფებიან, რადგან ისინი ბინაში სეზონურად, ძირითადად ზაფხულში ცხოვრობენ.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია გამოძახებული, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
რა ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლს და რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მოგვიანებით გაირკვევა.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ჩიკაგოს სტოუნჰენჯი" - როგორ იქცა ტროტუარზე ვირთხის ანაბეჭდი ქალაქის ღირსშესანიშნაობად
შეიძლება თუ არა თმის დაბანა ყოველ დღე? - ვარსკვლავების სტილისტის რჩევები