იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
კახეთში, პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გურჯაანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები ერთად თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალის არეში მოხვდა.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავს.