გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
1786558006
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.



,,მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას.
მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო" , - აღნიშნულია განცხადებაში.