„შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა “ - რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები

უტა

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, რომელსაც ოჯახი ადასტურებს.

"უტი, ასე გაგვახარე შენი მოსვლით… აქ წერით ვიმშვიდებ გულს, უტი, მე შენ გელოდები.… შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა დამიბრუნდი. მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები“,-წერდა უტას დედა.

ახლობლების თქმით, უტას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

 

რაც შე­ე­ხება მეორე ცხედარს, უცნობია ის გიორგი შამუგიას ეკუთვნის თუ მესამე პირს, რომელიც მათთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა.

მესამე დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.

ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.