ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
1769787975
ინდოეთის შტატ ჰიმაჩალ-პრადეში, ბჰარამანი მატას ტაძართან ახლოს, ქარბუქში ორი მოზარდი დაიღუპა. მათი ცხედრების პოვნა მაშველებმა მხოლოდ 4 დღის შემდეგ შეძლეს.
მედიის ინფორმაციით, 19 წლის ვიკსიტ რანა და მისი 13 წლის ბიძაშვილი, პიუშ კუმარი, ვიდეოს გადასაღებად გავიდნენ და თოვლში გაიჭედნენ. ტემპერატურა -10 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა და კომუნიკაცია დაიკარგა.
პიუშის ძაღლი, პიტბული სახელად "შერუ", მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იყო. მედია წერს, რომ სიცივის და შიმშილის მიუხედავად, ძაღლი პატრონის ცხედარს 4 დღის განმავლობაში იცავდა.
ევაკუაციის დროს, ძაღლმა მაშველებს თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ უკან დაიხია. ძაღლი ვიკსიტის ოჯახს გადასცეს - ის ცოცხალი და უვნებელია.