დაშავებულია ახალგაზრდა ქალი - ავარია რუსთავში

პოლიცია

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოტოციკლს მართავდა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.