ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

სახანძრო

ბათუმში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცნობისთვის, ცეცხლი გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.