„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოხდა.
ახლობლების თქმით, მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.
„აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება, გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ,“ – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.