1746733863
ავარია რუსთავში - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.