მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება წელის მიდამოს დაჟეჟილობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის დამატებითი კვლევები უტარდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.