საქართველოს პროკურატურა

სამართალი • 1791615407

საქართველოს პროკურატურა: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.„ საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გიორგი დავითაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3, 4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი 2025 წლის 10 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულებაში. 2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმიური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებითა და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.2025 წლის 26 დეკემბერს, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და მისი პირადი შემოწმებიდან 5 დღის შემდეგ, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ,,კვარა” მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. თავის მხრივ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე. ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი.გიორგი დავითაძე გამოიკითხვა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ. ამავე დროს, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოკითხვისას დასახელებული თითქოსდა მასზე მოძალადე ვინმე ,,კვარა”, როგორც შემდეგ განმარტეს - გიორგი კვარაცხელია საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.2026 წლის 3 ივლისს გიორგი დავითაძის ადვოკატმა, პროკურატურას მომართა შუამდგომლობით გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. პროკურორის მიერ იმავე დღეს გამოტანილი იქნა დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამირან გულუაშვილი

სამართალი • 1791554205

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას - ამირან გულუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

"საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს" - ასე აფასებს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას საქართველოს შედეგებზე.შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში."განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას, დამნაშავე პირთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასა და ტრეფიკინგის დაზარალებულის სისხლის სამართლებრივი წესით რესტიტუციას. დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, ასევე პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულო წესით ჩართულობა და პროკურორთა კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 როელ დონა საქართველოში  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

პოლიტიკა • 1790751999

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა.თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა.საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმარს თბილისის პროკურატურის შენობა დაათვალიერებინეს. ასევე, გააცნეს თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი.

გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა

სამართალი • 1790751367

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მათივე ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას შორის არსებული ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ პროკურატურის მონაწილეობაზე მსოფლიო პროკურორთა ასოციაციაში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსით ვახდენთ კონტრიბუციას მსოფლიო პროკურორთა ასოციაციაში და განვიხილეთ სამომავლო ურთიერთობის გეგმები, ასევე განვიხილეთ საქართველოში რეგიონული კონფერენციის მოწყობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურმა მდივანმა როელ დონამ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.„მოხარული ვარ და საპატიოა ჩემთვის საქართველოში ყოფნა. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა გენერალურ პროკურორთან. საქართველო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წევრია. წლების განმავლობაში გვეხმარებოდით კონფერენციების ორგანიზებაში და გვიწევდით მხარდაჭერას. ასევე, გვეხმარებოდით პროფესიონალური პროგრამების, ტრენინგ კურსების, კვალიფიკაციის ამაღლების ვებინარების მომზადებაში. ამგვარად, მშვენიერი იყო ძველ მეგობრებთან შეხვედრა და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალის განხილვა“, - განაცხადა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურმა მდივანმა როელ დონამ.პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა, სადაც შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მადლობის წერილები გადაეცათ

სამართალი • 1790061727

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მადლობის წერილები გადაეცათ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა ბიუროს (INL) ატაშეს მოვალეობის შემსრულებელს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.ორმხრივ შეხვედრას ქალაქ თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი, თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გურგენ გილაური და თბილისის პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელმა დევიდ ჰედლსტონმა, თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს: მერაბ ჯერენაშვილს, გურგენ გილაურს, ლაშა გამყრელიძეს, მარიამ გიგაურს, მარი მეშველიანს, მარტა ყიყინაშვილს, სალომე შიოშვილს და ლანა რუსიას ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. "ქეისებს" და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადების საქმეზე წარმატებული თანამშრომლობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადასცა."კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის. როგორც ახსენეთ, ბევრჯერ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა და მეტად მადლობელი ვართ იმ ურთიერთობისთვის, რომელიც მთელ აშშ საელჩოს და აშშ-ის სამართალდამცავ საზოგადოებას აქვს საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან. ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენი პარტნიორობით და მჭიდროდ ვთანამშრომლობდით თითოეულ თქვენს გამომძიებელთან და პროკურორთან. მსურს, ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო", - განაცხადა რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელმა დევიდ ჰედლსტონმა.შეხვედრაზე სტუმრებმა ეს კონკრეტული საქმე შეაფასეს როგორც აშშ-ს და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითი და ხაზი გაუსვეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გამორჩეულ პროფესიონალიზმსა და გამოვლენილ უნარებს.მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

პოლიტიკა • 1789383316

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ახალი სასწავლო კურსის - ,,ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა.ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრაზე ამირან გულუაშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.შეხვედრას კურსის ტუტორი და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა მონაწილეებს სასწავლო კურსის შინაარსი და ფორმატი გააცნეს.სასწავლო კურსები საერთაშორისო და ეროვნული კომპონენტებისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა სამ თვეს შეადგენს. საერთაშორისო ნაწილი შემუშავებულია ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ.HELP-ის კურსი „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ყოვლისმომცველი სასწავლო კურსია, რომლის მიზანია იურიდიული და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების ცოდნის გაღრმავება, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების მქონე პირებთან მიმართებით მოქმედი ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ.ამასთან, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი ინსტრუმენტების გარდა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, სასწავლო კურსში მიმოხილულია სხვა საერთაშორისო სტანდარტები და დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია გაეროს მიერ.სასწავლო კურსის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის 27 თანამშრომელი გადამზადდება.საქართველო, ევროპის საბჭოს HELP-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.აღსანიშნავია, რომ პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. 2016-2026 წლებში საქართველოს პროკურატურაში 31 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 530-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა.საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროკურორთა კვალიფიკაციის განგრძობადი ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. ამ მიმართულებებით სასწავლო კურსები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია

სამართალი • 1782720618

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.გენერალურმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭომ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება.„არც ამჯერად დაირღვა ტრადიცია და კვლავ გვიწევს არჩევანის გაკეთება ძლიერ კონკურენტებს შორის, რაც უდავოდ საიმედოა. მათ არაერთი წელი აკავშირებთ პროკურატურასთან, მრავალგზის დაუმტკიცებიათ პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის არჩევანი იქნება სწორი და სასარგებლო საპროკურორო საბჭოს და ჩვენი საერთო მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ამ დარბაზში, სამსახურებში მყოფ თანამშრომლებს გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის“ -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ლონდა ბიჭიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას, საქმისადმი ერთგულებას და აღნიშნა, რომ თითოეულ კანდიდატს შესწევს უნარი ხელი შეუწყონ პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებას.კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტით წარდგენილმა სამმა კანდიდატმა მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ხაჩიძემ საკუთარი ხედვები გააცნეს კონფერენციის წევრებს.საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრი ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ლანჩავა გახდა.,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

გიორგი გვარაკიძე

სამართალი • 1782288486

კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა - გიორგი გვარაკიძე

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის შედეგად, უმეტესად ქალები ზარალდებიან.კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა 62%-ის მიმართ.ამ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა აქტიური პრევენციის გარეშე წარმოუდგენელია, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, გაანალიზდა სასამართლოს პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე ვგეგმავთ საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ტენდენციების შეფასებას, ხარვეზების აღმოფხვრას, სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებას, სწორი და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვას.2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია, დაიწყო მუშაობა და მოქალაქისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება საინფორმაციო ბროშურა ოჯახური დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე", - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

კურსი

სამართალი • 1780478781

პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა.სამდღიანი სწავლების ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო სტანდარტები ქალთა უფლებების, ქალთა და გოგონათა მიმართ  ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ, ოჯახური დანაშაულის არსი, სისხლის სამართლის პოლიტიკა, დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა.სასწავლო კურსის ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს - მსხვერპლის და მოძალადის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის თავისებურებებს და ეთიკურ პრინციპებს; ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომას და ასერტულობის განვითარებას, კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს.სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოს პროკურატურას დამატებით 23 სპეციალიზებული პროკურორი და 6 სპეციალიზებული გამომძიებელი შეემატა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და განგრძობადი პროფესიული განათლება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია

სამართალი • 1774852668

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი სამი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის და წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა.„საპროკურორო საბჭოს არსებობამ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება. კანდიდატებს მინდა მადლობა გადავუხადო დამატებითი პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნისთვის. თქვენი, როგორც საბჭოს წევრის სამომავლო გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს არა მარტო პროკურატურის თანამშრომლების მომავალზე, არამედ ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ქვეყნის მომავალზე“, -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ ლონდა ბიჭიკაშვილმა საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურებოდა პროკურატურის განვითარებას, კოლეგების უფლებების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებასლონდა ბიჭიკაშვილმა ხაზი გაუსვა საპროკურორო საბჭოს კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას, საქმისადმი ერთგულებას, წარმატებები უსურვა მათ და იმედი გამოთქვა, რომ თითოეულ კანდიდატს შესწევს უნარი ხელი შეუწყონ პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებას.საპროკურორო საბჭოს 3 პროკურორ წევრს - შოთა ტყეშელაშვილს, ეკატერინე ხარებავას და ალექსანდრე მუყასაშვილს, ვადის გასვლის გამო საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა 6 კანდიდატმა საკუთარი ხედვები გააცნო კონფერენციის წევრებს.საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრები საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი პროკურორი ია ჩხეიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა კვაჭანტირაძე და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ვანო ოქროპირიძე გახდნენ.,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

პროკურატურა ღამე

სამართალი • 1766513523

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს:„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.გუშინ, 2025 წლის 22 დეკემბერს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეეთავაზათ თბილისის პროკურორთან შეხვედრა. თბილისის პროკურატურაში შეხვედრაზე მისულ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, პროკურატურის შინაგანაწესის თანახმად, ტელეფონების სპეციალურ შესანახ კარადაში განთავსება ეთხოვათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ პროკურატურას შესანახად ვერ ანდობდნენ მობილურ ტელეფონებს და მოითხოვეს შეხვედრაზე ტელეფონებით შესულიყვნენ. როგორც წესი, პროკურატურის შენობაში მობილური ტელეფონებით მოქალაქეები არ დაიშვებიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის შემდეგ, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს შესთავაზეს შეხვედრაზე მობილური ტელეფონით დასწრება, თუმცა ოჯახმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.მოგვიანებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, მათ უფლებადამცველებთან ერთად, შესთავაზეს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებებით შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა, რათა ეს არ გამხდარიყო მორიგ ჯერზე შეხვედრაზე უარის თქმის საბაბი. აღნიშნული შეხვედრა ოჯახის გადაწყვეტილებით მაინც არ შედგა.ასევე, განვმარტავთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი გაეცნო საერთო ჯამში 7-ჯერ - 2025 წლის 23, 25 და 28 ოქტომბერს, ასევე 11, 16, 17 და 19 ნოემბერს, რაც მას ყველა ჯერზე დადასტურებული აქვს საკუთარი ხელმოწერით. 2025 წლის 7 ნოემბერს ოჯახის ადვოკატმა ითხოვა საქმის მასალის ასლების გადაცემა, რაზეც მას პროკურორის დადგენილებით უარი ეთქვა საქმის მასალების გახმაურების საშიშროების, შესაბამისად გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით. აღნიშნული დადგენილება ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდა 19 ნოემბერს და ვინაიდან 18 ნოემბერს საქმე უკვე სასამართლოში იყო წარმართული, საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას საქმის მასალების გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმე ამ დროს უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი.ამის შემდეგ ოჯახის ადვოკატმა საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა და რადგან სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაეწერა ხელწერილი საქმის მასალების გაუთქმელობის შესახებ, რაზეც ამ დრომდე რეაგირება და უკუკავშირი სასამართლოსთან არ მომხდარა. სასამართლოსთან შესაბამისი უკუკავშირის შემთხვევაში, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საქმის მასალების გადაცემის შესახებ.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.საქართველოს პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ასევე მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას მოახდინოს სხვა პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.აქვე განვმარტავთ, რომ როგორც დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ასევე არასრულწლოვან პირთა საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე პროკურატურა ამ დრომდე თავს იკავებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გვარაკიძე

პოლიტიკა • 1765888564

საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი გვარაკიძემ, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან შეიხ საუდ ბინ აბდულა ალ-მუაჯიბთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან შეიხ საუდ ბინ აბდულა ალ-მუაჯიბთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურასა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი - პრედიკატი დანაშაულის, ტერორიზმის, მისი დაფინანსების და ფულის გათეთრების სფეროში.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ცენტრის (ETIDAL) სათავო ოფისში შეხვედრა გამართა ცენტრის გენერალურ მდივანთან დოქტორ მანსურ ალ-შამარისთან.ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ შეხვედრა გამართა, ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მეთაურთან, ბრიგადის გენერალთან ომარ ბინ აიდა ალ-ტალჰისთან. 

✕