პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790433628

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა - შალვა პაპუაშვილი

„დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის. მისი თქმით, ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა.,,1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და თან წაიღეს იმედი, რომ კვლავ გააგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.ემიგრაციაში წასულმა ადამიანებმა თან წაიღეს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება, მისი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი ტრადიცია, დიპლომატიური კავშირები და რწმენა, რომ 1921 წლის ოკუპაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის დასასრული არ იქნებოდა.დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ჩვენი დამფუძნებელი მამების საცხოვრებელი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადგილი გახდა.აქ ცხოვრობდნენ პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და პოლიტიკური ცხოვრების წარმომადგენლები. აქ იწერებოდა წერილები და მიმართვები. აქ მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან ცდილობდნენ ევროპისთვის შეეხსენებინათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდა მანამდე, სანამ საბჭოთა რუსეთი მის დამოუკიდებლობას ძალით გააუქმებდა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის.,,ეს იყო ადამიანების სახლიც. აქ ცხოვრობდნენ ოჯახები. იზრდებოდნენ შვილები და შვილიშვილები. ადამიანები მუშაობდნენ, კამათობდნენ, დღესასწაულობდნენ, ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. აქ ინახებოდა ქართული წიგნი, ქართული სიტყვა, ოჯახური მოგონება.ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. ლევილი ამავე დროს იყო მამული, რომელიც უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ემიგრაციას შეძლებისდაგვარად კვებავდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც აქაურობის დედად იქცა და ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ლევილის სახლს.ამიტომ ლევილის მნიშვნელობა სწორედ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ისტორიის ერთმანეთთან შერწყმაშია. ის გვახსენებს, რომ ემიგრაცია ისტორიულ სახელებსა და თარიღებს მიღმა ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაცაა - სამშობლოს დაკარგვის, მისგან დაშორების და ამავე დროს, მასთან კავშირის შენარჩუნების გამოცდილება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწეების უდიდესი ნაწილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ბევრი მათგანის უკანასკნელი განსასვენებელი  ლევილშია.„მაგრამ, საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა ის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინახავდნენ - დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა.1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა. 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. მაგრამ ეს იმედი არასოდეს გამქრალა. საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ.დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ცენტრი, მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მამულის შენარჩუნებაში და რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობა მიიღო და განსაკუთრებით  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - თეა წულუკიანი გამოყო.,,მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა. მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებული და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790430865

70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას, მაგრამ საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება - შალვა პაპუაშვილი

1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. თუმცა, მისი თქმით, ეს იმედი არასოდეს გამქრალა.,,საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ.დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ცენტრი. მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, რომ ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა.მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790429535

ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის, რომელსაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო მას ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს - შალვა პაპუაშვილი

დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის. მისი თქმით, ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა.„1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და თან წაიღეს იმედი, რომ კვლავ გააგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.ემიგრაციაში წასულმა ადამიანებმა თან წაიღეს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება, მისი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი ტრადიცია, დიპლომატიური კავშირები და რწმენა, რომ 1921 წლის ოკუპაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის დასასრული არ იქნებოდა.დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ჩვენი დამფუძნებელი მამების საცხოვრებელი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადგილი გახდა.აქ ცხოვრობდნენ პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და პოლიტიკური ცხოვრების წარმომადგენლები. აქ იწერებოდა წერილები და მიმართვები, აქ მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, აქედან ცდილობდნენ ევროპისთვის შეეხსენებინათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდა მანამდე, სანამ საბჭოთა რუსეთი მის დამოუკიდებლობას ძალით გააუქმებდა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის.„ეს იყო ადამიანების სახლიც. აქ ცხოვრობდნენ ოჯახები. იზრდებოდნენ შვილები და შვილიშვილები. ადამიანები მუშაობდნენ, კამათობდნენ, დღესასწაულობდნენ, ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. აქ ინახებოდა ქართული წიგნი, ქართული სიტყვა, ოჯახური მოგონება.ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. ლევილი ამავე დროს იყო მამული, რომელიც უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ემიგრაციას შეძლებისდაგვარად კვებავდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც აქაურობის დედად იქცა და ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ლევილის სახლს.ამიტომ ლევილის მნიშვნელობა სწორედ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ისტორიის ერთმანეთთან შერწყმაშია. ის გვახსენებს, რომ ემიგრაცია ისტორიულ სახელებსა და თარიღებს მიღმა ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაცაა - სამშობლოს დაკარგვის, მისგან დაშორების და ამავე დროს მასთან კავშირის შენარჩუნების გამოცდილება.პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწეების უდიდესი ნაწილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ბევრი მათგანის უკანასკნელი განსასვენებელიც აქ, ლევილშია. მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა ის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინახავდნენ - დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა.1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა. 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. მაგრამ ეს იმედი არასოდეს გამქრალა. საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ. დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ადგილი. მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, რომ ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მამულის შენარჩუნებაში დარეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქალბატონი თეა წულუკიანი.„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბუნიობა

ასტროლოგია • 1790157026

„ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს" - ეზოტერიკოსის მიმართვა

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება.ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ სასწორში მზე დაცემულ მდგომარეობაშია, ამიტომ ეს პერიოდი თვითრეალიზაციისთვის ყველაზე მარტივად გასავლელი არ არის. ენერგიის დაქვეითებასა და შემოქმედებითი ძალის ნაკლებობას ზოგჯერ ყველაზე აქტიური და კრეატიული ადამიანებიც კი გრძნობენ.სამაგიეროდ, ეს შესანიშნავი დროა ცხოვრების ჰარმონიზებისთვის, შემოქმედებისთვის, დიპლომატიისთვის, პარტნიორობისა და ურთიერთობების გაძლიერებისთვის. კარგი პერიოდია ხელოვნებითა და დიზაინით დაინტერესებისთვის, გარემოს გალამაზებისთვის, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისთვის და შინაგანი წონასწორობის აღდგენისთვის.ეს არის ესთეტიკის, სასიამოვნო შეხვედრებისა და რომანტიკის დრო.ეცადეთ, მოერიდოთ კონფლიქტებს, უხეშობას, აჩქარებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მარტო მიღებას. ასევე, ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად და მოერიდეთ ისეთ საქმიანობას, რომელიც თქვენს შინაგან ჰარმონიას არღვევს.  23 სექტემბერი — შემოდგომის ბუნიობაა.ამ დღეს, რომელსაც კელტურ ტრადიციაში მაბონს უწოდებენ, დღე და ღამე თითქმის თანაბარია. ეს არის სინათლისა და სიბნელის, შინაგანი ძალებისა და სამყაროს რიტმის დაბალანსების სიმბოლური პერიოდი.მაბონი კელტური „წლის ბორბლის“ რვა დღესასწაულიდან ერთ-ერთია და მოსავლის აღების სეზონის დასრულებას აღნიშნავს.მითოლოგიაში ეს არის დრო, როდესაც დიდი დედა მოხუც ქალად გარდაისახება, ხოლო მზის ღმერთი ქვესკნელში მიემართება. მაბონის ბუნიობა სიმბოლურად წარმოადგენს იდეალურ წონასწორობას — დღესა და ღამეს, სინათლესა და სიბნელეს შორის.ეს არის პერიოდი, როდესაც უნდა შევაგროვოთ ყველაფერი, რაც ზამთარში გვჭირდება და დავემშვიდობოთ იმას, რაც უკვე აღარ გვჭირდება.  მაბონის მთავარი თემებიმეორე მოსავალი — თუ ლამასი, 1 აგვისტო, მარცვლეულის მოსავლის პერიოდია, მაბონი ხილის, ბოსტნეულის, კაკლისა და მოსავლის საბოლოო შეგროვებას უკავშირდება.მადლიერება — ეს არის წლის შედეგების შეჯამების დრო. ტრადიციულად მადლობას სწირავდნენ დედამიწას მოსავლისთვის და ბედს — წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის.ბალანსი — ზამთრის გრძელი ღამეების დადგომამდე დროა, საკუთარ თავში სინათლისა და ჩრდილის, გაცემისა და მიღების დაბალანსებისთვის.  მაბონის ტრადიციებიდღესასწაულის წინ კარგ პრაქტიკად მიიჩნევა სახლისა და გონებისგან ზედმეტის გათავისუფლება — როგორც ფიზიკური ნივთების, ისე ძველი ფიქრებისა და ემოციებისგან.შემდეგ შეგიძლიათ გაისეირნოთ ბუნებაში და შეაგროვოთ შემოდგომის ბუნებრივი ნობათი სახლის გასაფორმებლად.  სახლში აუცილებლად შეიტანეთ ცირცელის მტევანი — ტრადიციის მიხედვით, ის სახლს მომდევნო შემოდგომის ბუნიობამდე დაიცავს.მაბონი ასევე ითვლება კეთილ პერიოდად ბარაქის, სახლის დაცვისა და შინაგანი სიმშვიდის რიტუალებისთვის.  შეგიძლიათ დაამზადოთ შემოდგომის მარცვლეულის თოჯინა „ზერნოვუშკა“, რომელიც სახლში ბარაქისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება.ასეთი თოჯინის საფუძველი ტილოს ან ჯვალოს პატარა ტომარაა, რომელიც მარცვლეულით ივსება. ის განასახიერებს ოჯახის მფარველ და გამომკვებავ ქალს — იმას, ვინც ოჯახს შიმშილისა და გაჭირვებისგან იცავს და ბარაქას ამრავლებს.  ბევრ ქალს მაბონზე ცირცელის მძივების გაკეთებაც უყვარს. ტრადიციის მიხედვით, მძივების რაოდენობა ქალის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს.ცირცელის კენკრის აკინძვისას შეგიძლიათ აანთოთ სანთელი და საკუთარი სიტყვებით სთხოვოთ უმაღლეს ძალებს სახლისა და ახლობლების დაცვა, ბედნიერება და კეთილდღეობა.მზა მძივებს კართან კიდებენ, სამზარეულოში ათავსებენ ან თან ატარებენ — იღბლის მოსაზიდად და ნეგატიური ენერგიისგან დასაცავად.  სახლი შეგიძლიათ მორთოთ ფერადი ფოთლებით, ცირცელის მტევნებითა და შემოდგომის ფერებში — ოქროსფერში, ყავისფერსა და შინდისფერში — შესრულებული სანთლებით.სუფრაზე სასურველია იყოს ამ წლის მოსავლის ნობათი: ვაშლი, ყურძენი, გოგრა, კაკალი, სოკო და სხვა სეზონური პროდუქტები.განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შინ მომზადებულ ნამცხვრებსა და ღვეზელებს — მაგალითად, ვაშლის, გოგრის ან სოკოს შიგთავსით.  მნიშვნელოვანია, ეს დღე ახლობლებთან ერთად გაატაროთ.ძველად საკვების გაზიარება ნიშნავდა, რომ ოჯახს საკმარისი ჰქონდა და მოსავალი უხვი იყო. ამიტომ მაბონის ტრადიციებში კეთილშობილებასა და დახმარებასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.კარგი სიმბოლური ჟესტი იქნება მიუსაფარი ცხოველების — კატების, ძაღლების ან ფრინველების — გამოკვება.  მაბონისთვის შეარჩიეთ შემოდგომის ფერები: ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, შინდისფერი და ოქროსფერი.სამკაულად შეგიძლიათ ატაროთ ოქრო ან სხვა ყვითელი ლითონი, შესაბამისი ფერის ბუნებრივ ქვებთან ერთად.  მაბონი არის დრო, როდესაც მადლობას ვეუბნებით განვლილ პერიოდს, ვაფასებთ იმას, რაც მივიღეთ და ვათავისუფლებთ ადგილს იმისთვის, რაც წინ გველოდება",- წერს იოსელიანი.  

ხატები

საზოგადოება • 1789595747

ხატები, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის და ღმრთისმშობლის ხატები. ქართულ ოჯახებში, აგრეთვე, უნდა იყოს ქართველთა განმანათლებლების - წმინდა ნინოსი, ქართველი ერის დიდი მეოხისა და მფარველის - წმიდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის - წმიდა ნიკოლოზის ხატები.სასურველია გვქონდეს ოჯახის წევრთა მოსახელე წმინდანების, წმ. იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, მფარველი ანგელოზის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი ხატები. აგრეთვე იმ წმინდანთა ხატები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს განვიცდით.ცნობილია, რომ ესა თუ ის ხატი შემწეა ამა თუ იმ ხორციელი თუ სულიერი უძლურებისას. ამიტომ, ხატების შერჩევისას უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც. კარგია, თუ გვექნება, მაგალითად, წმინდა პანტელეიმონის ხატი, როგორც ყოველთა მკურნალისა, წმინდა გური, სამონ და აბიბოს და წმიდა ნატალიასა და ადრიანესი, როგორც ოჯახის სიმტკიცის მფარველთა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი „შეუსმელი ბარძიმი“, რომელიც ლოთობის ვნების საწინააღმდეგოა, ან „პანტანასა“, როგორც სიმსივნიანთა მკურნალისა. გონება გაუხსნელ ბავშვთათვის - წმ. იოანე კრონშტანდტელის, ან წმ. სერგი რადონეჟელისა, მატერიალური გაჭირვების ჟამს - „ბარაქის“ ხატი, სხვადასხვა ოჯახური პრობლემებისას - წმინდა მატრონასი და წმიდან ქსენია პეტერბურგელისა და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ხატის შეძენა არ არის საკმარისი ჩვენი სულიერი თუ ხორციელი პრობლემების მოსაგვარებლად. აუცილებელია ჩვენი ღრმა რწმენა და გულმხურვალე ლოცვა. სასურველია წავიკითხოთ ამ ხატებისთვის შექმნილი სპეციალური ლოცვები და „დაუჯდომლები“, ხშირად ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოებებს, ვიცხოთ ზეთი. წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში მოვიძიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეწევა უფალი.წყარო

ლჯლჯ

მსოფლიო • 1784397746

გაჭირვების გამო, გოგონა ავარიის შემდეგ კალათბურთის ბურთით გადაადგილდებოდა – დღეს მისი ცხოვრება სრულიად შეცვლილია

ციან ჰუნგიანი ოთხი წლის იყო, როდესაც სატვირთო მანქანის ავარიის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. მისი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და პროთეზების შეძენას ვერ ახერხებდა. გამოსავალი ბაბუამ იპოვა – ძველი კალათბურთის ბურთი გადააჭრა, შიგ ჩასვა გოგონა და გადაადგილებისთვის ორი კარის სახელური მისცა. სწორედ ამის გამო ციანს „კალათბურთელი გოგონა“ შეარქვეს.მისმა ისტორიამ მთელი ჩინეთი შეძრა. საზოგადოების მხარდაჭერით ციანმა პროთეზები მიიღო და სკოლაში სწავლაც შეძლო. მოგვიანებით მან ცურვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად წყალში ვარჯიში ძალიან უჭირდა, ყოველდღიური შრომით პარასპორტში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.ციანმა ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონატებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. 2023 წელს კი აზიის პარათამაშებშიც იასპარეზა.დღეს ციან ჰუნგიანი აგრძელებს სპორტულ კარიერას და მუშაობს იუნანის პროვინციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერაციაში.

nato

საზოგადოება • 1780775890

ნატო გელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ნატო გელაშვილი წერს, გარდაიცვალა მისი მეგობარი ნატა სახეჩიძე."არსებობს ცხოვრებაში ადამიანი, ვისაც ცხოვრება გჩუქნის და რომელიც ერთგულად მოგყვება ჭირსა თუ ლხინში… დარსა თუ ავდარში…მე ძალიან მაგარი მეგობარი მყავდა… ჩემი ნატო სახეჩიძე, ჩემი გიორგის ნათლია, ჩემი გულის წამალი, ჩემი გაჭირვების ტალკვესი, ჩემი მუდამ ღიმილიანი და ლამაზი 30 წელი არც ისე ცოტაა, რომ ხელჩაჭიდებულ მეგობარს ხელი გაუშვა…არც სიტყვა მოიძებნება, რომელსაც დღევანდელ მდგომარეობას მიუსადაგებ…ნათელი შენს ლამაზ სულს ჩემო ნატალია."ნატოების" ისტორია დამთავრდა… გავაგრძელებ ერთი ნატო ისე, როგორც შევძლებ… შეხვედრამდე…"- წერს ნატო გელაშვილი.

ზვიად შალამბერიძე

პოლიტიკა • 1777385220

ზვიად შალამბერიძე: თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი, ესენი არიან ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ

დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ესენი არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ ასეთი განცხადებები აკეთოს საქართველოს საზოგადოების მიმართ და თქვას, თითქოს ეს არ იყო მუქარა და ეს იყო მოწოდება, ქართული საზოგადოება მთავრობის გარეშეც სწორად აფასებს რეალურ მდგომარეობას.„დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ესენი არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ. მივესალმები ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ დაიბარეს და გააცნეს ჩვენი პოზიცია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ ასეთი განცხადებები აკეთოს საქართველოს საზოგადოების მიმართ და თქვას, თითქოს ეს არ იყო მუქარა და ეს იყო მოწოდება, ქართული საზოგადოება მთავრობის გარეშეც სწორად აფასებს რეალურ მდგომარეობას და სწორად უჩნდება ევროკავშირის ელჩის მიმართ ის შეგრძნება, რაც გამოიხატა. გამოუჩნდნენ ადვოკატები ოპოზიციის სახით, ევროკავშირის ელჩი რომ დაეცვათ და რიტორიკა შეერბილებინათ, მაგრამ დიპლომატები იმ საზღვრებს არ უნდა გასცდნენ, რაც ვენის კონვენციით არის აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ვაკეთებთ სწორ საქმეს, საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთას და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის გატარებას. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკას სწორად არ უძღვება, ამას ვნახავთ 2028 წლის არჩევნებზე“, - აღნიშნა შალამბერიძემ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“. ამის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1777376772

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ, სწორედ ამ დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები

ევრობიუროკრატებმა საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. სწორედ ამ უსამართლო დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები, ქცევები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მისივე თქმით, „ჰერჩინსკი მანამდე თუ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ესხმოდა თავს, ამ შემთხვევაში, უკვე თავდასხმა მთლიანად სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე დაიწყო“.„ევრობიუროკრატებმა თავიანთი მიდგომები უნდა შეცვალონ – ან უნდა შეეგუონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ ანაცვლებენ ვერც არჩევნებით და ვერც რევოლუციის გზით, რომელიც რამდენჯერმე სცადეს, ან ევროპელ ხალხში გამოფხიზლებას დაველოდოთ, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. ამერიკამ ზუსტად იმ მახინჯ იდეოლოგიაზე თქვა უარი, რასაც ეს ევრობიუროკრატები ავრცელებენ. ასევე უარი თქვეს იმ მანკიერ პოლიტიკაზე, რასაც ევრობიუროკრატები აწარმოებენ. შესაბამისად, ევროპელმა ხალხმაც უნდა მიბაძოს ამერიკელ ხალხს და ეს არარჩეული ბიუროკრატები შეიცვალოს, მმართველობაში უნდა მოვიდნენ ისეთი ბიუროკრატები, ვისთვისაც რეალურად მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ღირებულებები, ფასეულობები. ჰერჩინსკის განცხადება ცალსახად თავხედურია, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრება, რომ ბნელ, სამოქალაქო ომის პერიოდში დავბრუნდებით. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა თავხედურ განცხადებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.საგარეო უწყებაში შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.შეგახსენებთ, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გია ვოლსკი

პოლიტიკა • 1777299656

გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.„მეიდნის სცენარს გვპირდება, რომ საზოგადოებაში ისეთი შეჯახება მოხდება, რომელიც შეუქცევადი პროცესი იქნება, იქნება მსხვერპლი და იქნება ის, რასაც ბნელ პერსპექტივა, რაზედაც იგი მიანიშნებს.ჰერჩნსკის მოგონილი არ არის მუქარა, ის ინსტრუქციას ასრულებს, ამ ინსტრუქციას ამბობს და თან გულიც ეთანაღრება. ადრე ქართველ ხალხად მოიხსენიებდა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაში ცეცხლს ანთებდა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, ახლა ასე არ არის - ყველას ეუბნება და ეტყობა თვითონაც ისე წყდება გული, რომ ინსტრუქციას ასრულებს, ხალხს კეთილი და თბილი სიტყვით მიმართავს, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ყველას მიმართავს და ამიტომ დავარქვით ამას მუქარა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1777293720

ირაკლი ქადაგიშვილი: ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, კარგია, რომ რეაგირება მოხდა, ოფიციალურ დონეზე ამან დამოკიდებულებებისა და განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს

პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროკავშირის სასაუბრო ენას და იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებაც საქართველოს უნდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჰქონდეს.„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩის დაბარებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს ეს პოზიცია მკაფიოდ იყოს გამოხატული და ნათქვამი ოფიციალურ, სახელმწიფო დონეზე და არამარტო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკოსების დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სწორად იყო გაცხადებული, რომ ეს საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გეგმებს გარკვეულწილად ძირს უთხრის და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის მკვებავია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა პაველ ჰერჩინსკის, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი გარკვეულწილად პოლარიზაციის ტყვეობაში იმყოფება და თავიდან ბოლომდე იმ ნარატივზეა, რა ნარატივიც რადიკალურ ოპოზიციას და, მათ შორის, ევროკავშირში გარკვეულ ძალებს აქვთ.„მისი განცხადება ამის ერთგვარი გამოხატულება იყო. იმ ნარატივის, რა ნარატივითაც ხდება ხოლმე საქართველოში ხშირ შემთხვევაში დაპირისპირების გაღვივება. კარგია, რომ ამაზე რეაგირება მოხდა. ამან ოფიციალურ დონეზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებებისა და, მათ შორის, განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში საქართველოს შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებასა და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

მაკა

პოლიტიკა • 1777285723

საგარეო უწყება: მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.„სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

✕