სპორტი • 1778350417
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილის დიდი გამარჯვება რომის მასტერსზე.ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა.
ბასილაშვილის
სპორტი • 1778350417
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილის დიდი გამარჯვება რომის მასტერსზე.ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა.
ტაბლოიდი • 1773937870
„12 წლის ვიქნებოდი, სიონის ტაძარში გამომარჩია და დამლოცა“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის მოგონება პატრიარქზე
ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში იმ გამორჩეულ შეხვედრას იხსენებს, რომელიც მის მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა. როგორც სპორტსმენი წერს, უწმინდესი მისთვის რწმენისა და სიყვარულის მაგალითი იყო, ხოლო მასთან შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიით ავსებდა:„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაგვიტოვა რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის მაგალითი. მისი სიტყვები და ლოცვა მრავალი ადამიანისათვის იყო ნუგეში და იმედი. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა.ეს მომენტი და ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და ყოველი შეხვედრისას ძალიან დიდი ენერგიითა და სიყვარულით ვივსებოდი. გულწრფელად ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველსა და მორწმუნე ადამიანს“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
საზოგადოება • 1768732808
ინფლუენსერი და მოდელი, ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "მადის აღმძვრელი პოდკასტის" მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში ისაუბრა ხელახლა ნაპოვნ და გაძლიერებულ საკუთარ თავზე, ახალ ამპლუაზე - როგორც ცნობილია, მან მომღერლობა დაიწყო და ახლებურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ასევე ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც გაიარა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორების პერიოდში. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა, ნეკამ კი აღნიშნა, რომ თავადაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ნიკასთან კი დღეს კარგი ურთიერთობა აქვს.- ძალიან მეცოდება ამ გადმოსახედიდან ჩემი თავიც, ის ბიჭიც და მისი დედაც. მეცოდება ეს ქალბატონი. ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, სულიერად ბევრად განვითარებული ვარ, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვარ. როცა სულიერად მაღლდები, მერე აღარ გინდა, რომ ვინმე დასაჯო, ვინმეს ჭკუა ასწავლო. ერთადერთი, ისევ შენი თავი გინდა გაიძლიერო, უფრო კაი ტიპი გახადო, როცა ნიღბები აღარ გაქვს, ხარ შენ უბრალოდ და კომფორტულად ხარ შენს თავთან... უბრალოდ მეცოდება, რადგან ყველა ადამიანი ცოდოა ზოგადად, როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო. ცოდო არ არის? შენს ოჯახს და შენს თავს რომ ვნებ და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ? ამიტომ, ცოდოა და მე შევუნდე... მე ვინ ვარ, ღმერთი გვპატიობს რაღაცებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანებს არ ვაპატიოთ. ღმერთმა შეუნდოს, რაც დააშავა.ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და კარგად დამუშავებული ვყავდით ორივე. ორივე ვიყავით პატარები, ორივე აგვრია, ფსიქიკურად შეგვარყია, არც მე ვიყავი ისე დალაგებული და დამჯდარი გონების, როგორც ახლა ვარ. მენტალურად ორივე ვიყავით პატარები... ცხოვრებამ მასწავლა ბევრი რამე. ახლა ასეთ ადამიანს ძალიან მარტივად შევხედავდი, მაშინ არ მქონდა ამ ყველაფრის ძალა.მე რაც გამომატარა საზოგადოებამ, ამას არავის არ ვუსურვებ. მე ვიყავი ერთი პატარა გოგო (ის გოგო ჩემთვის პატარა გოგო იყო...), რომელიც არაფერ შუაში იყო, აღმოჩნდა ლაბირინთში და ყველამ გადაწყვიტა, რომ მოდი, ახლა ამას სახე ავახიოთ... ახლა აქედან მივმართავ, უკაცრავად, არ გაქვთ თქვენ მაგის უფლება, რომ ვინმეს სახე აახიოთ. ვის ეგოს ეხებით? არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვის ეგოს შეეხოს. არ იცი, ის რას იზამს, თავს მოიკლავს თუ შენ მოგკლავს... შეიძლება, შენზე დიდი ეგო ჰქონდეს ვიღაცას.... ვინ ხარ, ვიღაც ტილიანი შემოდიხარ, მლანძღავ, მშობლებს მილანძღავ, შვილს... მე გამლანძღეს კი არა, მიწასთან გამასწორეს, საფლავში ჩამდეს... თუმცა არ ეყოთ.ჩემი ბულინგი არ გრძელდება, იმიტომ, რომ მე აღარ ვიღებ. "მკიდია" ახლა. მე ვარ კაი ტიპი და ეს ჩემმა ოჯახმა იცის, ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან და თუ სხვამ არ იცის, ეგ აღარ მაინტერესებს. სხვებისთვის აღარ ვცხოვრობ. მაშინ სხვებისთვის ვცხოვრობდი... მე დიდი ხანი არაა, რაც ჩემი თავისთვის დავიწყე ცხოვრება. შეგიძლია იყო საჯარო პირი, მაგრამ ყველაფერი გააკეთო იქიდან გამომდინარე, შენ რა გინდა, შენ როგორ მოგწონს, შენ რა გაბედნიერებს. როცა შენს თავს უმტკიცებ და არა სხვებს, მაშინ ხარ რეალურად შენ.მე და ნიკას დღეს გვაქვს ცივილური, ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ისე, როგორც ნორმალურ ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ.რეალურად ნეკა არის ძალიან მარტივი, თავისუფალი და ბედნიერი. და ერთი რაღაც სჭირდება ნეკას - უნდა გააღიმოს მამაკაცმა. მეტი არაფერი. ახლა ვიღიმი, ძაან ბედნიერი ვარ, ანუ კარგად არის ყველაფერი... ბევრი ბრძოლა გავიარე, რომ მიმეღო საკუთარი თავის ის ვერსია, როგორიც ახლა ვარ".
საზოგადოება • 1766782740
ნიკოლოზ ბასილაშვილის და კარლოტა ელენას საახალწლო ფოტოები
ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული, კარლოტა ელენა, რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.წყვილი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდება.მათი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს.
ტაბლოიდი • 1764660301
VIDEO: ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ქართულად ამღერდა
ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა შეყვარებულმა, კარლოტა ჰელენამ საქართველოში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. მან ნიკოლოზთან ერთად ქართული სიმღერა „თუკი გესიზმრები“ შეასრულა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.ვრცლად ↓ View this post on Instagram A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 (@carlottahelena)
საზოგადოება • 1763587303
ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული საქართველოშია
ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული გოგონა კარლოტა ელენა, საქართველოში იმყოფება.მან თბილისის ხედები სოციალურ ქსელში გააზიარა. კარლოტა ხშირად სტუმრობს საქართველოს.
ტაბლოიდი • 1760898292
„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს, სადაც განმარტავს, რომ ყოფილმა წყვილმა ურთიერთობა დაალაგა და დღესდღეობით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.„დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, არ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე, დახურეთ ეს თემა. ნუ მწერთ სმს-ებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს.დღეს მეც მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით. პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ,“ - წერს დოროყაშვილი.
საზოგადოება • 1760719890
დედა და შეყვარებული ერთად - ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური ფოტოები სოცქსელს იპყრობს
ქართველი ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მონაწილეა. მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა კადრმა განსაკუთრებული ემოციები გააღვიძა გულშემატკივარში. ტურნირს ნიკოლოზის დედა და შეყვარებული ესწრებოდნენ. მათი თბილი კადრები სოცქსელს იპყრობს.ცნობისთვის, ნიკოლოზის შეყვარებული კარლოტა ელენაა, რომელიც მუდმივად მის გვერდითაა და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზის ასისტენტობას.
სპორტი • 1759302668
შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელი, მარინ ჩილიჩი იქნება.ქართველმა პრესტიჟული ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წრე გაიარა, ბასილაშვილმა ავსტრალიელ ტომიჩსა და ამერიკელ სპიცირის მოუგო.მარინ ჩილიჩთან წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.ამჟამად ჩილიჩი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი 104-ე პოზიციას იკავებს. მათ შორის შეხვედრა პირველ ოქტომბერს ჩატარდება.
სპორტი • 1758802069
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის მიმდინარე რეიტინგში მე-100 ადგილზე გადაინაცვლა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მიმდინარე რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და 2018 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ასეულში შევიდა.ამჟამად ბასილაშვილი კლასიფიკაციაში მე-100 პოზიციას იკავებს. ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში, ჯინგშანის ჩელენჯერზე გამოდის და ტურნირის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ბერნარდ ტომიჩთან ჩაატარებს.ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილია. მას ATP-ის უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
სპორტი • 1758194102
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა. ამ მეტოქესთან ქართველი ორი წლის წინ ბერგამოს ჩელენჯერზე დამარცხდა.მერვედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელ ლორენცო მუზეტისა და ხორვატ დინო პრიზმიჩს შორის გამარჯვებული იქნება.ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს.
სპორტი • 1755589200
აშშ-ის ღია პირველობა - ბასილაშვილმა კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო.საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბელგიელი გოტიე ონკლენი (218) იყო. პირველ სეტში საქმე თაიბრეიქამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა გაიმარჯვა. მეორე სეტში 7:5 ონკლენმა იმარჯვა, მესამე სეტი კი ქართველმა ჩოგბურთელმა დამაჯერებლად მოიგო (8:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰიუსლერი (228) იქნება. მატჩი 20 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს სამი ეტაპის გავლა დასჭირდება.