ანა ქურდაძე

ტაბლოიდი 1781790079

„არასდროს მიფიქრია, იმ ღონისძიებას დავსწრებოდი, სადაც ბრიტანეთის მეფე-დედოფალი იქნებოდა…“ – ანა ქურდაძე სამეფო დოღს დაესწრო

პრაიმჰაუსის“ გამარჯვებული, ანა ქურდაძე დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში გამართული სამეფო დოღიდან კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ მისთვის დიდი პატივი იყო, ისეთ ღონისძიებაზე დასწრება, სადაც დიდი ბრიტანეთის მეფე-დედოფალიც გახლდნენ.„უმშვენიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში – ROYAL ASCOT- ზე თავისი დიდებულებით… არასდროს მიფიქრია, რომ მომეცემოდა შანსი, იმ ღონისძიებას დავსწრებოდი, სადაც ბრიტანეთის მეფე-დედოფალი იქნებოდა… დახვეწილი საზოგადოება, ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონები, ულამაზესი ქუდებით წარმოდგენილი.დოღი და შესანიშნავი განწყობა… მიხარია, რომ ამის მონაწილე ვიყავი… მივიღე უამრავი კომპლიმენტი ჩემს ლუქზე იქ, სადაც ისეთი დახვეწილი ქალები იყვნენ, თვალს ვერ მოაშორებდი. საოცარი გამოცდილებაა და ბრიტანული საოცარი დღეების დაგვირგვინება…“

მარიამ ჩაგანავა

ტაბლოიდი 1780775186

„მოგზაურობა პირადი თვითმფრინავით...“ - როგორ ცხოვრობს „პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე სკანდალური მონაწილე მარიამ ჩაგანავა

„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და განხილვადი მონაწილე, მარიამ ჩაგანავა, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.ჩაგანავა ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სოციალურ ქსელებში მდიდრული ცხოვრების ამსახველ კადრებს აზიარებს.ამჯერად, როგორც, მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის საფრანგეთში იმყოფება - რამდენიმე დღის წინ მან პარიზიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.„პრაიმ ჰაუსის“ სკანდალური მონაწილე პირადი თვითმფრინავით მოგზაურობს და ძვირად ღირებულ კურორტებს სტუმრობს. ნახეთ ფოტოები ⇓  

დეპრსია

საზოგადოება 1779393109

ქრონიკული ტკივილების დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე ემართება ადამიანს - რას წერს ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი დეპრესიის შესახებ წერს:„ყურადღებით წაიკითხეთ და კარგად გაიაზრეთ, რაზე კეთდება ამ პოსტში აქცენტი!დეპრესია შეიძლება ქრონიკული ტკივილების დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე დაემართოს ადამიანს, ამას გვეუბნება ბოლო კვლევები.ხომ ხედავთ, ყველაფერი ურთიერთკავშირშია.არ შეიძლება დავყოთ ადამიანი ორად - სხეულად და ფსიქიკად. ეს ძალიან დეკარტისეულია და პრაქტიკაში ძალიან წამგებიანი.შესაბამისად ნაკლებად ეფექტურია ხოლმე ვიწრო მიდგომები კომპლექსური პრობლემების დროს.ანუ რას გვეუბნება ეს კვლევა?იმას, რომ ყველაფერს დროულად უნდა ვუმკურნალოთ, მით  უმეტეს ისეთ მასშტაბურ დაავადებებს, როგორიც არის დეპრესია.დეპრესია არ არის, რასაც სულ ვიმეორებ, მხოლოდ უხასიათობა და უენერგიობა.არამედ ეს არის მრავალშრიანი დაავადება, რომელსაც აქვს ნეიროფიზიოლოგიური, ბიოქომიური, იმუნოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური კომპონენტები.მიდგომაც უნდა იყოს ძალიან სერიოზული. მკურნალს უნდა ჰქონდეს ძალიან სოლიდური ცოდნა ნეიროფიზიოლოგიაში, კლინიკურ ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, ფარმაკოლოგიაში, სოციალურ და პიროვნების ფსიქოლოგიაში და ეს ცოდნა უნდა იყოს სულ updated, ანუ განახლებული თანამედროვე მეცნიერული ლიტერატურის კითხვით.დეპრესიასა და ტკივილს შორის დიდი ხანია ვიცით ახლო კავშირის შესახებ. მაგრამ ეს პირველი ინფორმაცია, როდესაც დეპრესია გვევლინება მომავალი ქრონიკული ტკივილის პოტენციურ წინამორბედად, მაცნედ, თან წლობით ადრე.მიხედეთ ყველაზე პირველ რიგში თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას!ცხოვრების ხანგრძლივობა სულ მატულობს, მაგრამ ამ წლებს ხომ უნდა ჰქონდეთ ხარისხი?უკვე აღარ კეთდება აქცენტი მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ვიცოცხლოთ დიდხანს, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიცოცხლოთ დიდხანს ჯანრთელებმა.ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!",- წერს შელეგია.  

ჯექსონ პოლოკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

კულტურა 1779192768

ჯექსონ პოლოკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ „პირველ ნამდვილ აბსტრაქტულ ნახატადაა“ მიჩნეული, ნიუ-იორკის აუქციონზე 181 მილიონ დოლარად გაიყიდა.ტილომ, სახელწოდებით „ნომერი 7A, 1948“, რომელიც ორშაბათს Christie's-ის ცნობილ აუქციონზე გამოიტანეს, გააუმჯობესა წინა რეკორდი და გარდაცვლილი ამერიკელი ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა, რაც კი ოდესმე სააუქციონო ვაჭრობაზე გაყიდულა.ნახატი, რომელიც მედიამაგნატ სი ნიუჰაუსის პირად კოლექციაში ინახებოდა, აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ხელოვნების ნიმუშებს შორის სიძვირით მეოთხე ადგილზეა.პოლოკი, რომელიც 1956 წელს გარდაიცვალა, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წამყვანი ფიგურა იყო. მისი ტექნიკა („დრიპინგი“) ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ხშირად მიბაძვადია.აქამდე პოლოკის ნამუშევრის სააუქციონო რეკორდს მისი ნახატი „ნომერი 17, 1951“ ფლობდა, რომელიც 2021 წელს 61,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი სხვა ნამუშევრები უფრო მაღალ ფასებადაც გაყიდულა, თუმცა მხოლოდ კერძო გარიგებების გზით.

keso

ტაბლოიდი 1778358854

„პროგრესული მამაკაცი, რომელიც მე მინდა, ძალიან ცოტაა საქართველოში, 1%-ია...“ - კესო ბერუაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე კესო ბერუაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გულახდილად საუბრობს.„პროგრესული მამაკაცი, რომელიც მე მინდა ძალიან ცოტაა საქართველოში, 1%-ია და ეს 1% ყველას უნდა და კონკურენცია არის სასწაული. მე მირჩევნია იქ ვიყო სადაც ნაკლები კონკურენციაა. თუ ჩემს ლოგიკაში და გემოვნებაში არ ჯდება მამაკაცი, სულ რომ ზევსის ვიზუალი ჰქონდეს  არ მომეწონება...“ნახეთ ინტერვიუ სრულად ⇓

კესო ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1778357819

„მყავდა გერმანელი პარტნიორი რომელსაც დავშორდი, ახლა ვარ ურთიერთობაში ჰოლანდიელთან...“ - კესო ბერუაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე კესო ბერუაშვილი „პრაიმტაიმთან“ გულახდილად საუბრობს და თავის კარიერასა და პირად ურთიერთობებზე ჰყვება. „პროექტის შემდეგ ვმოგზაურობ ძალიან ბევრს და დაკავებული ვარ თვითგანვითარებით. ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინერად. ვარ ურთიერთობაში. მყავდა გერმანელი პარტნიორი რომელსაც დავშორდი, ახლა ვარ ურთიერთობაში ჰოლანდიელთან...“, - ამბობს კესო ბერუაშვილი.ნახეთ ინტერვიუ სრულად ⇓

გაზი

დედაქალაქი 1778089387

4200 აბონენტს გაზის მიწოდება 12 საათით შეუწყდება - ნახეთ, მისამართები

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დიდ დიღომში გაზის მიწოდება დროებით 4200 აბონენტს შეუწყდება.„გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 6 მაისის 22:00 საათიდან 7 მაისის 10:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდება:დიდ დიღომში – ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება შპს „გალტამს”, შპს „ლატეკს“ და სხვა.ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ტიმოთე ბელოის, მარკო პოლოს, იან პრინევსკის, შერმადინის, დავარის, რამაზის, უსენის, დანიბეგაშვილის, სტრაბონის, იან ჰომერისიაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59), სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს „საქართველოს ბიზნეს ჯგუფის”, სოფ. დიღომი, ნაკვ. 465 – სტრაბონის ქ. 16, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 90-ში – შპს „პრემიუმ ჰაუსის”, დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 84-ში მდებარე შპს „ბიჯი ჯგუფი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ფ/პ მერაბ თავშავაძეს, შპს „გალტამს”, შპს „ლატეკს“, შპს ,AD-GEORGIA-ს, შპს „შხეფს” და სხვა.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს - 7 მაისის 10.00 საათიდან და დასრულდება 20.00 საათამდე.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზი შეწყდა

საზოგადოება 1778006454

გაზის მიწოდება დროებით 4200 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თბილისში, დიდ დიღომში, გაზის მიწოდება დროებით 4200 აბონენტს შეუწყდება.„გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ, 6 მაისის 22:00 საათიდან 7 მაისის 10:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდება:დიდ დიღომში – ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება შპს „გალტამს”, შპს „ლატეკს“ და სხვა.ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ტიმოთე ბელოის, მარკო პოლოს, იან პრინევსკის, შერმადინის, დავარის, რამაზის, უსენის, დანიბეგაშვილის, სტრაბონის, იან ჰომერისიაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59), სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს „საქართველოს ბიზნეს ჯგუფის”, სოფ. დიღომი, ნაკვ. 465 – სტრაბონის ქ. 16, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 90-ში – შპს „პრემიუმ ჰაუსის”, დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 84-ში მდებარე შპს „ბიჯი ჯგუფი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ფ/პ მერაბ თავშავაძეს, შპს „გალტამს”, შპს „ლატეკს“, შპს ,AD-GEORGIA-ს, შპს „შხეფს” და სხვა.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს - 7 მაისის 10.00 საათიდან და დასრულდება 20.00 საათამდე.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზი

საზოგადოება 1777994207

გაზის მიწოდება 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დიდ დიღომში გაზის მიწოდება დროებით 4200 აბონენტს შეუწყდება. „გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ, 6 მაისის 22:00 საათიდან 7 მაისის 10:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდება:დიდ დიღომში – ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება შპს „გალტამს”, შპს „ლატეკს“ და სხვა.ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ტიმოთე ბელოის, მარკო პოლოს, იან პრინევსკის, შერმადინის, დავარის, რამაზის, უსენის, დანიბეგაშვილის, სტრაბონის, იან ჰომერისიაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59), სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს „საქართველოს ბიზნეს ჯგუფის”, სოფ. დიღომი, ნაკვ. 465 – სტრაბონის ქ. 16, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 90-ში – შპს „პრემიუმ ჰაუსის”, დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 84-ში მდებარე შპს „ბიჯი ჯგუფი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ფ/პ მერაბ თავშავაძეს, შპს „გალტამს”, შპს „ლატეკს“, შპს ,AD-GEORGIA-ს, შპს „შხეფს” და სხვა.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს - 7 მაისის 10.00 საათიდან და დასრულდება 20.00 საათამდე.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

salome ushkhvani

ტაბლოიდი 1777922312

„მინდა საჯაროდ ვუთხრა... ისევ მზად ვარ იმავე ჰეითისთვის რაც გამომატარეს...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნიკო ქართველს მიმართავს. „არ გამოვხატავ ხოლმე გრძნობებს ხმამაღლა და არც ნიკო მყავს განებივრებული სითბოთი მინდა საჯაროდ ვუთხრა რომ ბედნიერი ვარ და ეს მისი დამსახურებაა! ისევ მზად ვარ იმავე ჰეითისთვის რაც გამომატარეს, ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე!მინდა ბედნიერება გისურვოთ!ნიკოლოზ ქართველი მიყვარხარ!  მადლობა ყველას ვინც იზიარებთ ჩვენს ბედნიერებას!“, - წერს სალომე უშხვანი. 

ანი ყიფშიძე

საზოგადოება 1776541334

„ის არის ჩემი მეფე, მე მისი დედოფალი“ - ანი ყიფშიძე გათხოვდა

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის და ნახევარ-ფინალსიტის ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მეორე ნახევრის დამსახურებაა.   - ანი, გვიამბე შენს მეორე ნახევარზე, როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?- ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. ეს ადამიანი ყველანაირი გზით ცდილობდა, რომ ჩემამდე მოსულიყო და როცა გინდა, ყოველთვის გამოგდის.გადავეკვეთეთ ერთმანეთს. თავიდან თვალები მომეწონა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მაგარ ადამიანთან მქონდა საქმე.- როგორ გაიცანით ერთმანეთი, პირველი შეხვედრა გაიხსენე...- სოციალურ ქსელში მომწერა, მომესალმა, როგორ ხარო. ვუთხარი, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი. როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა, შენი სახლი ვიცი, აქვე ვარ და მოვალო. ჩემს უბანში მოვიდა, მაგრად გამოპრანჭული, თვალებციმციმა... იმ დღის შემდეგ ასე მოვდივართ... პრინცმა მომაკითხა, რაშზე ამხედრებულმა. (იცინის).- მის სახელსა და გვარს სოცქსელებში არ ავრცელებ. ქართველია?- კი, ქართველია. სამჭიდში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია. ცხოვრებაში, სპორტის მიმართულება აქვს არჩეული. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ვფიქრობ, დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი, ყველაზე კეთილი ადამიანია. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღმერთმა გამომიგზავნა...- როგორი ურთიერთობა აქვს შენს შვილთან, ნატალისთან?- სადაც და ვისთან ერთადაც უნდა ვიცხოვრო, ჩემი შვილი ნომერ პირველი იქნება. ნატალისთან რომ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. იმდენად გახსნილი, თბილი ურთიერთობა აქვთ, რომ ხანდახან მგონია, ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა ეს არის-მეთქი. ყურადღებას არ აკლებს, ისე ზრუნავს, როგორც საკუთარი მამა იზრუნებდა მასზე. რამე თუ სტკივა, ესეც განიცდის, რამეს თუ დააშავებს, შენიშვნას მისცემს, ოღონდ სწორად, როგორც საკუთარ შვილს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ საერთო შვილი ჩვენც გვყავდეს...- მას თუ ჰყავს შვილი?- მასაც ჰყავს შვილი და იდეალური ურთიერთობა გვაქვს მასთან მეც და ნატალისაც.- რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?- დაახლოებით, 8 თვეა. შეყვარებულობიდან - წელიწადი და 2 თვეა გასული... - ქორწილსაც ხომ არ გეგმავთ?- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. სამომავლოდ შეიძლება, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპია დაწყებული. ხომ იცით, როგორი ადამიანის გვერდითაც ხარ, შენც ისეთი ხდებიო. სპორტის გზას მეც გავყევი, ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი. „პრო ფიტნესს“ აქვს 6 ფილიალი, ნებისმიერ ფილიალში იდეალური და უმაგრესი ინსტრუქტორები გვყავს. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემოტრიალდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ზღაპრებში. რაც მთავარია, გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც მართლა ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.- აქტიურად გადევნებდა „პრაიმ ჰაუსში“ თვალს, გგულშემატკივრობდა?- სხვათა შორის, ერთხელ მითხრა, ერთადერთი, რის გამოც ვუყურებდი მაგ პროექტს, შენ იყავიო. სულ გულში მქონდა ფიქრები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ჩემი გახდებოდიო. - სხვადასხვა ჭორს გიგორებენ... - ამბობენ, რომ ცოტა დრო გავა და მომკლავს, კესარია აბრამიძის გზას გავუყვები. ეტყობა, თვითონ არიან მოძალადეები. რატომ უნდა მომკლას ადამიანმა, რომელსაც ვუყვარვარ? რატომ უნდა უნდოდეს ჩემი დაჩაგვრა და ცემა? ჩემი საყვარელი ადამიანი ქალებს არ ურტყამს...- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად ეხმაურებიან თქვენს ურთიერთობას და ღვარძლიან კომენტარებს წერენ?- ვინც ცუდ კომენტარებს გვიწერს, გვწყევლის და ცუდ აზრებს ავრცელებს ჩვენს მიმართ, ვეტყვი, რომ დეპეშა აღარ მიდის, თქვენი სიტყვები რომ მოდიოდეს ჩვენამდე (იცინის).

ლევან შეგია

საზოგადოება 1774195786

„მეტად გაახარე, გაამხიარულე, გააფერადე შენი თავი! გთხოვ, სიკვდილამდე ნუ მოკვდები!“ - რას წერს ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ, სამოტივაციო შინაარსის სტატუსს აქვეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:„გთხოვ, ყურადღებით წაიკითხე და გააზიარე!არსად წერია, რომ მხოლოდ ახალგაზრდობაა ცხოვრების ფერადი და ბედნიერი პერიოდი.ნურც შავები გაცვია იძულებით!თუ ვიღაცას გლოვობ, იგლოვე.მაგრამ შავი ტანსაცმელი რამეში გეხმარება? თუ ხალხის გამო ატარებ?თუ გეხმარება, გეცვას!გაშორდი მეუღლეს 20 წლის შემდეგ?ვწუხვარ!ეცადეთ, არ დაკარგოთ ადამიანურად ერთმანეთი, თუ ეს შესაძლებელია.გეტკინოს გული, იტირე, ბევრი იტირე!მაგრამ გული არ გაიქვავო!გაიხსენი ხელახლა!ეგებ შენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი ახლა იწყება?შენ კი თუ გულს ჩარაზავ,ამ ყველაფერს გამაზავ!ესეც გაირითმაცხოვრების მეორე ნახევარს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ამას კვლევებიც გვაჩვენევს.მატულობს:სიმშვიდეკმაყოფილებასიბრძნეავთენტურობამიმღებლობაუფრო მეტად ხარ გარკვეული ცხოვრების ლაბირინთში და შეგიძლია გადასცე გამოცდილება ახალგაზრდა თაობებს. ეს კი ეფექტურობის და პროდუქტიულობის გრძნობით შეგავსებს.გაიპრანჭე!ჯერ შენ თავს გაეპრანჭე, მერე სხვებს.ეს ყველაფერი სიხარულს მოგიტანს, სიხარული მეტი სიხარულის სურვილს გაგიჩენს და ასე, გაფერადდება შენი ცხოვრება.არავის მისცე უფლება დაგიწესოს ცხოვრება - არც მეუღლეს და არც შვილებს!შენ ხარ შენი ცხოვრების მონარქი და ბოსი!სიხარული და სიყვარული აუცილებელია ყველა ასაკში. ამის აკრძალვა კი დანაშაული და სადიზმია.ან მაზოხიზმი, პერსპექტივას გააჩნია.ახლა ადექი, მიდი სარკესთან და უთხარი თავს, რომ კარგი, მშვენიერი და გემრიელი ხარ!და საერთოდ, მეტად გაახარე, გაამხიარულე, გააფერადე შენი თავი!და გთხოვ, სიკვდილამდე ნუ მოკვდები!ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.