შოთა არველაძე

სპორტი 1747507466

„შევთანხმდით, რომ „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება“ - შოთა არველაძე

საქართველოში „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება, – ამის შესახებ „ბარსელონას“ ლეგენდებისა და GEO11-ის შეხვედრის შემდეგ პროექტის ერთერთმა ინიციატორმა, შოთა არველაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.„ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ პროექტს და გვინდა, ნელ-ნელა განვავითაროთ, მე ვარ მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ჩემს მეგობრებთან და სპონსორებთან ერთად. ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში. გვსურს, რომ მსგავსი საღამოები ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში ბევრი იყოს . თუ ვინმეს აქვს უნარი, რომ ჩამოვიდეს და ქართველ გულშემატკივარს ასიამოვნოს, მოწადინებულები ვართ, რომ ჩამოვიყვანოთ და ეს სერია გავაგრძელოთ. შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება. გვქონდა თუ არა მათთან კონტაქტი?დიახ, უკვე შეთანხმებულები ვართ მატჩის 2026 წელს გამართვაზე. შესაბამისად, შემდეგი სტუმარი „სამეფო კლუბი“ იქნება. მინდა, ქომაგებს მადლობა ვუთხრა. ჩვენ კი შევეცდებით, ასეთი საღამოები ბევრი იყოს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

ლეგენდების მატჩი

სპორტი 1747406280

საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩში სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ძალიან მალე, 19:00 საათზე დაიწყება ლეგენდების მატჩი GEO11-სა და BARCA-ს შორის. მწვრთნელებმა, თემურ ქეცბაიამ და ალბერტ ფერერმა დაასახელეს სასტარტო შემადგენლობები.GEO11გიორგი ლომაია, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, სანდრო კობახიძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.„ბარსელონა“ხესუს ანგოი, სერხი ბარხუანი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.მწვრთნელი: ალბერტ ფერერი.

კალაძე რონალდინიო

სპორტი 1747329660

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ავრცელებს.ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.პრესკონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ რონალდინიო თბილისში მოგვიანებით ჩამოფრინდებოდა და 16 მაისს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა.„ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება.

კახა კალაძე

სპორტი 1747297808

კახა კალაძე: ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს - ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც - ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, - განაცხადა კახა კალაძემ.„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

არველაძეები

ტაბლოიდი 1739385600

შოთა და აჩი არველაძეები იუბილარები არიან - ტყუპები 52 წლის გახდნენ

დღეს, 22 თებერვალს ლეგენდარული ძმები შოთა და აჩი არველაძეები 52 წლის გახდნენ.შოთა არველაძე ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.შოთას ძმები, არჩილ და რევაზ არველაძეები აგრეთვე ფეხბურთელები იყვნენ. თავდაპირველად შოთი არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში“. არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, „აიაქსში“, გლაზგოს „რეინჯერსში“ და „ალკმარში“.1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო ვინც ეს წოდება მოიპოვა. შოთა არველაძე უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს. იგი, აიაქსში 1997 წელს ტრაბზონსპორიდან გადავიდა და ნიდერლანდურ გრანდში 2001 წლის ზაფხულამდე ითამაშა.ამ პერიოდის განმავლობაში ამსტერდამელთა მაისურით 125-ჯერ ითამაშა, გაიტანა 72 გოლი და 15 საგოლე პასი გააკეთა. არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი 26 გოლით ის ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1738183870

ირაკლი კობახიძე: მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა სახელმწიფო ინსტიტუტი

მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია ქართველი ხალხის თვალში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტია და მზია ამაღლობელი დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი.„ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი, თქვენ იცით, როგორ დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე. შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე, მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც მზია ამაღლობელი სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა, პოლიციელს მან სახეში გაარტყა ხელი. ანუ მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია. როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება ჰუმანურად ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც აქტი მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნას ჩათვლილი. რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ, რომ ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს და თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. სხვა არაფერს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან,“- განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, ის მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თუნდაც მზია ამაღლობელის თემაზე.„ჩვენ ყოველ ჯერზე, მუდმივად ვაფიქსირებთ მზადყოფნას დიალოგისთვის. ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი. გახსოვთ ალბათ, რომ მანამდე, სხვადასხვა დროს, ხან კანონთან დაკავშირებით, ხან არჩევნებთან დაკავშირებით, ხან ამ აქციებთან დაკავშირებით, ყოველ ჯერზე მე პირადად ვითხოვდი შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიას, ყველაფერზე ითქვა უარი. კონკრეტულ ადამიანებსაც შევთავაზე, მათ შორის, თქვენს ეთერშიც იყო თუ არ ვცდები, რომ შოთა არველაძე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ელაპარაკებოდა საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს. პირადად მას შევთავაზე, წამოეყვანა ნებისმიერი ადამიანი, არათუ ასეთ განხილვაზე, დღეს საფეხბურთო სტადიონის საკითხს განვიხილავდი, მეტი რაზე უნდა მოხვიდე ხომ, თუ რაღაც კითხვა გაქვს, თუ რაღაც გაინტერესებს. იქაც კი არ მოვიდნენ, არათუ პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ. თუ ვინმე გაურბის დისკუსიას, ესენი არიან სწორედ პროტესტის მონაწილეები, იმიტომ რომ ზუსტად იციან, არ არიან მართლები, სიმართლე არ არის მათ მხარეს. უბრალოდ შთაბეჭდილი აქვთ ის, რომ უნდა იყვნენ „ნაცები“ და აპრიორი სწორხაზოვნად უნდა გაჰყვნენ იმ შეხედულებას, რაც აქვთ ჩამოყალიბებული. დისკუსიისთვის არ არიან მზად იმიტომ, რომ იციან, მათ მხარეს არ არის სიმართლე. ეს არის ერთადერთი მიზეზი. თუ ვინმეს უნდა საუბარი, ნებისმიერ ფორმატში, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, მოვიდნენ და ვისაუბროთ. განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1735243418

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია, გულწრფელად ეშინიათ საჯარო დისკუსიის, რასაც ერთადერთი მიზეზი აქვს, მათ იციან, სად არის სიმართლე

დისკუსიას გაურბიან, ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სუბიექტსა და ადამიანს დისკუსია არაერთხელ შესთავაზა და ეს შეთავაზება ძალაში რჩება.„ახალგაზრდებზე გავაკეთე აქცენტი. შემდეგ გამოვიდა მაგალითად შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა საზოგადოებას. მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციაშიც ან გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული და აქაც ნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც ფილმებში ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას უპირისპირებს, ასეთი რაღაც ემართებათ. რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია. გულწრფელად ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ვინც არის რადიკალური ოპოზიციის თუნდაც რიგითი მხარდამჭერი, თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის ის, რომ არ არის მართალი და რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სხვა მიზეზი და ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს გაქცევას შეთავაზებიდან საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ საჯარო დისკუსიას, ისინი გაურბიან.2012 წლამდე იყო პირიქით, ხალხი ითხოვდა დალაპარაკებას ხელისუფლებისგან და ხელისუფლება იყო ჩაკეტილი. ჩვენ ვითხოვთ, ახლაც ვიმეორებ იგივე შეთავაზებას. 10-12 კაცი შეიკრიბოს, ვისაც აქვს პრეტენზია გულწრფელობაზე და ვისაც აქვს ინტერესი, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხი, მოვიდნენ, პირდაპირი ეთერის ფორმატში და გავმართოთ დისკუსია. დარწმუნებული ვარ, იგივე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. გაურბიან დისკუსიას. ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1734515954

ჩვენ ვსაუბრობთ არა მოძალადეებთან არამედ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, მაგრამ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით,  იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას.„ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ მძაფრი პროტესტის განცდა დღესაც. მათთან ვართ მზად დიალოგისთვის. მაგრამ ხედავთ, რომ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. ვინც არ ძალადობს, მათთან მზად ვართ დისკუსიისთვის. რა უდგას ამას წინ. თუ ჰგონიათ, რომ მართლები არიან, რატომ არ მოდიან? შოთა არველაძეს დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელს, იყო გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში. მან თქვა, რომ ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება ხალხს. მოვიდეს თვითონ შოთა არველაძე, დიდი პატივისცემით ვიმეორებ ამას, წამოიყვანოს ის, ვის კომპეტენციაშიც არის დარწმუნებული, ათი კაცი წამოიყვანოს, რატომ არ მოდიან“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1734424376

შოთა არველაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს ხალხს, მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას - ირაკლი კობახიძე

შოთა არველაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს, როცა ორი კვირაა, ვიმეორებთ, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატში საჯარო დისკუსიისთვის, მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ყველა გაურბის დისკუსიას და მიზეზი არის ის, რომ მათ იციან, სად არის სიმართლე.„ჩვენ ორ კვირაზე მეტია, ვთავაზობთ საზოგადოებას ღია,  თუ არა ღია, ნებისმიერი ფორმატის დისკუსიას, ყველა გაურბის დისკუსიას, ორ ადამიანს ჰქონდა მცდელობა, შემოსულიყო დისკუსიაში და ისე დააბულინგეს, რომ მათაც ვერ შეძლეს. ყველა გაურბის დისკუსიას. ყველას ეშინია საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის. არასაჯაროსაც კი ვთავაზობთ. დახურულ კარს მიღმა მოვიდნენ და ვისაუბროთ. ამასაც კი გაურბიან. ამისაც ეშინიათ. საჯარო დისკუსიის კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. რატომ, მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ მათ იციან, სად არის სიმართლე. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ რომ არ შეგვიჩერებია ესეც აბსოლუტურად ყველამ გაიგო. ღიად ვერ ითხოვენ ისინი რიგგარეშე არჩევნებს. ადამიანების უმეტესობას არ აქვს იმის სურვილი, რომ რიგგარეშე არჩევნები ასე საჯაროდ მოითხოვოს, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილიც კი ღიად ვერ ბედავს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. მათ თვითონ ეთაკილებათ ის, რომ ხმა მისცეს იგივე სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის თუ გახარიას პარტიას. ამიტომ, ღიად მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ. ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე განცხადებებით, რომ არავინ გველაპარაკება, რატომ არ ესაუბრებიან ამ ხალხს, გამოდიოდა თუ არ ვცდები, შოთა არველაძე აქციაზე. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს, როცა ორი კვირაა, ვიმეორებთ იმას, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატში საჯარო დისკუსიისთვის. მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას. რამდენჯერაც გავაკეთე ასეთი განცხადება, იმდენჯერ მივიღე დუმილი პასუხად. მიზეზი არის მარტივი - სიმართლე სადაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ვიღაცებს აქვს ეს პოლიტიკური, რაღაც რელიგიური რწმენა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია არიან უკეთესები. ამ რწმენას რა შეიძლება ვუყოთ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ, საჯარო დისკუსია ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ ამ ადამიანებს, უკვე ორ კვირაზე მეტია, თუმცა, ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ზუსტად ისე ეშინიათ ამ დისკუსიის, როგორც ეშმაკს ჯვრის“, - განაცხადა პრემიერმა.

შოთა არველაძე

სპორტი 1727000291

„მიხარია, რომ ვახსოვარ“ - შოთა არველაძე აიაქსისა და რეალის ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩის შემდეგ, კომენტარი ლეგენდარულმა შოთა არველაძემ გააკეთა. ვეტერნმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ 17 ნოემბერს მას ელის კიდევ ერთი მატჩი, ამჯერად ამსტერდამის „აიაქსისა“ და მადრიდის „რეალის“ ლეგენდებს შორის.აღნიშნული შეხვედრა ნიდერლანდური კლუბის 125 წლის იუბილეს ეძღვნება.„17 ნოემბერს კიდევ ერთ ლეგენდების მატჩს გავმართავ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფასებელი. სასიამოვნოა, რომ აიაქსის დონის კლუბი რომ 125 წლიან იუბილეზე გეძახის. იქნებიან ზიდანი, იბრაჰიმოვიჩი, რონალდუც შესაძლოა იყოს. ძალიან ველოდები და შემართებით ვარ. მიხარია, რომ ვუყვარვარ და ვახსოვარ“, - აღნიშნა არველაძემ.შოთა არველაძემ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბარსელონასთან, მიუნხენის ბაიერნსა და ლივერპულთან, საქართველოში კიდევ ერთი ლეგენდების მატჩის გამართვის თაობაზე.

მატჩი

სპორტი 1726937340

2:2 - ლეგენდების მატჩის ძირითადი დრო თანაბარი ანგარიშით დასრულდა, საბოლოო შედეგს პენალტების სერია გადაწყვეტს

2:2 - ლეგენდების მატჩის ძირითადი დრო თანაბარი ანგარიშით დასრულდა. საბოლოო შედეგს პენალტების სერია გადაწყვეტს.ლეგენდების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები ხვდებიან.საქართველოს ნაკრების ლეგენდები:გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, მურთაზ შელია, ალეკო ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ფოფხაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ლადო ბურდული, გელა ინალიშვილი, დავით მუჯირი, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ქინქლაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ აშვეთია.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია„მილანის“ ლეგენდები:დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.

ფეხბურთი

სპორტი 1726934040

1:0 - ლეგენდების მატჩში საქართველო „მილანთან“ დაწინაურდა

1:0 - ლეგენდების მატჩში საქართველო „მილანთან“ დაწინაურდა. პირველი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა.ლეგენდების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები ხვდებიან.საქართველოს ნაკრების ლეგენდები:გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, მურთაზ შელია, ალეკო ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ფოფხაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ლადო ბურდული, გელა ინალიშვილი, დავით მუჯირი, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ქინქლაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ აშვეთია.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია„მილანის“ ლეგენდები:დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა