რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ AI-ის ექსპერტთა მიერ წამოჭრილი უსაფრთხოების რისკები განხილვასა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
„ეს ის პრობლემაა, რომელზეც, ვფიქრობ, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ“, - განუცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ გულხელდაკრეფილნი ვიხსდეთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არაფერი მოხდება“, - განაცხადა მან.
„რომ მკითხოთ, პანიკაში ვარ თუ არა - არა, არ ვარ, ღამით მშვიდად მძინავს. თუმცა ნამდვილად მიმაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს ექსპერტებისა და სპეციალისტების წუხილი სერიოზულად უნდა მივიღოთ. არ მგონია, ეს „ფეიკ ნიუსი“ იყოს, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს - ფინანსური თუ სხვა გამორჩენის მიზნით“, - დასძინა რომის პაპმა.