იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
მთავრობის ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, MRS სისტემა, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს მომწოდებლებს ან შემსყიდველებს შორის კორუფციულ გარიგებებში შესვლას და აბსოლუტურად აზღვევს ბაზრის კვლევის ეტაპზე მონაცემების გაყალბებას ან არასწორი მონაცემებით შემდგომში ტენდერის გამოცხადებას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, ბაზრის კვლევა არის სახელმწიფო შესყიდვის პირველი ეტაპი, რომლის კარგად, სამართლიანად ჩატარება და სწორი ფასების აღება შემდგომში ტენდერისა და შესყიდვის სამართლიან, საბაზრო ფასით განხორციელებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, იქმნება ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, დიდი სახელმწიფო შესყიდვების კონსოლიდირებულად, ცენტრალიზებულად განხორციელებაზე.
„სააგენტო დაკომპლექტდება კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრებით. დანარჩენ უწყებებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გარკვეული მარჟების ქვემოთ თავად იყიდონ, ხოლო ამ მარჟის ზევით შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილება უკვე ამ სააგენტოს ექნება. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის კვლევის ახალ მოდულში, MRS სისტემაში, ახალი წლის დასაწყისიდან ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ექნება ვალდებულება, ჩაერთოს და მხოლოდ ამით განახორციელოს ბაზრის კვლევები. სისტემა უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების დაცვას.
ასევე, ვაშენებთ სპეციალურ მოდულს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ონლაინ-რეჟიმში კითხვა-პასუხი შემსყიდველსა და ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებს შორის, რაც ასევე უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. თუ ამ ყველაფრის მიუხედავადაც გვექნება ფაქტი, როდესაც კონკრეტული შემსყიდველები ერთმანეთში გარიგდებიან, ან გვექნება არაკეთილსინდისიერი პრაქტიკები, მათ შორის, შემსყიდველი და პრეტენდენტი ორგანიზაციების, კომპანიების მხრიდან, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროგრამით კიდევ უფრო გავუადვილებთ საქმეს ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, იმიტომ, რომ ყველაფერი იქნება ხელის გულზე, გამჭვირვალე. ეს სისტემა წინასწარვე, შესყიდვის განხორციელებამდე, ბაზრის კვლევის ეტაპზე აზღვევს ნებისმიერ ისეთ გარიგებას ან შეთანხმებას, რომელიც შემდგომში ხელს შეუშლის ადეკვატური საბაზრო ფასით ან სამართლიანი პირობებით ტენდერის ჩატარებას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.