ძიუდო

სპორტი • 1791729368

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

ილია სულამანიძე

სპორტი • 1791528178

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის – 100 კგ, ხოლო ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას ილია სულამანიძე შეეცდება. 100 კგ-ში ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე უნგრელ ჟომბორ ვეგსა და ტაჯიკ ჯახონგირ მაჯიდოვს შორის გამარჯვებული იქნება.სულამანიძეს, წილისყრიდან გამომდინარე, კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს.ტურნირზე წინასწარი შეხვედრები – 10:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთ

ნინო გულბანი

სპორტი • 1791452059

ნინო გულბანი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ნინო გულბანმა (70 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს სძლია.მომდევნო ეტაპზე, მერვედფინალში გულბანის მეტოქე შვედი იდა ერიკსონი იქნება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა ბექაური

სპორტი • 1791450460

ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.შეჯიბრებაზე გამოსვლას აგრძელებს ნინო გულბანი (70კგ). ის 1/16-ფინალურ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს შეხვდება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა ბექაური

სპორტი • 1791443235

ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა (90 კგ). ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამხრეთკორეელ ძიუდოისტს, სონგს იპონით მოუგო. ტურნირის მერვედფინალშივე ლაშას პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა. მანამდე ქართველი სენეგალელ რაიან დაკოსტას დაუპირისპირდება.ამავე წონაში დღეს იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ლუკა მაისურაძე. ტატამიზე ქალთა შორის გამოვა ნინო გულბანი (70კგ).შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

სპორტი • 1791439564

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაური პირველ წრეში სამხრეთკორეელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურნირის მერვედფინალშივე ბექაურის პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა.ლუკა მაისურაძე პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ან რუს ანდონის, ან სერბ რუტოვიჩს შეხვდება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში, ნინო გულბანი ჩინელ ფენს შეხვდება.წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილ

სპორტი • 1791385902

ტატო გრიგალაშვილი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა.აღსანიშნავია რომ, გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა (2022, 2023, 2024, 2026).მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი • 1791371061

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს.მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბი მიხაილო სიმინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა.ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი • 1791368753

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა მეოთხედფინალში სლოვენიელი ნასე ჰერკოვიჩი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად სერბ მიხაილო სიმინს ან აზერბაიჯანელ ომარ რაჯაბლის დაუპირისპირდება.ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება. 

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი • 1791366275

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა შვეიცარიელი აურელიენ ბონფერონი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად სლოვენიელ ნასე ჰერკოვიჩს შეხვდება.ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

ბექაური ლიპარტელიანი

სპორტი • 1789648200

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

გაირკვა იმ ქართველი ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. პლანეტის პირველობას 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.ტურნირზე საქართველოს ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს – ცხრა კაცი და ოთხი ქალი.სანაკრებო განაცხადი ასე გამოიყურება:კაცები:60 კგ: გიორგი სარდალაშვილი66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი81 კგ: ტატო გრიგალაშვილი90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე100 კგ: ილია სულამანიძე+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილიქალები:57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე70 კგ: ნინო გულბანი+78 კგ: სოფიო სომხიშვილი2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლა.

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი • 1776508534

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე რუსი ტიმურ არბუზოვი იქნება.კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.

✕