ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1786697260

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყირგიზეთს  შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების  შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე.  აღინიშნა, რომ  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთში ვიზიტის დროს გაფორმებული დოკუმენტები სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.პრემიერ-მინისტრმა ულან ნიაზბეკოვს მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დაესწრო.

უკრაინის საგარეო უწყება

მსოფლიო 1786654659

უკრაინის საგარეო უწყება სადამკვირვებლო მისიებსა და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სადამკვირვებლო მისიებსა და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.ოფიციალური უწყების თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.„რუსეთის ფედერაციის მიერ საარჩევნო პროცესის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევაა“, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ოფიციალური უწყების თქმით, ორგანიზებული კენჭისყრა უკანონოა, ხოლო ასეთი კენჭისყრის შედეგები ბათილი.„რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ნებისმიერი კენჭისყრის ორგანიზება უკანონოა და ასეთი კენჭისყრის შედეგები ბათილია და არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგებს“, – წერია ანდრეი სიბიგას უწყების განცხადებაში.ცნობისთვის, რუსეთში არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება.

ლადო სადღობელაშვილი

პოლიტიკა 1786633419

ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებისა და საწვავის შესაძლო მიწოდების შესახებ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითია.მისი შეფასებით, კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში ადამიანებზე ზრუნვით იწყება. სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება.მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ფარგლებში ხორციელდება.„პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი.-კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში იწყება ადამიანებზე ზრუნვით. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება. ქვეყნის გამთლიანება და ნდობის აღდგენა მიიღწევა არა აგრესიული რიტორიკით, არამედ კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯებით. ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა გაწყვეტილი ხიდების აღსადგენად და ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად.- განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში. ეს არის ზუსტად გათვლილი ბალანსი მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე.- მშვიდობიან გაერთიანებას, დიალოგსა და შემორიგებას ალტერნატივა არ აქვს. პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!“ - წერს სადღობელაშვილი.

ლაშა დარსალია

პოლიტიკა 1786627419

ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, უილიამ მასოლინთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, უილიამ მასოლინთან.საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე განიხილეს დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.„აღინიშნა ევროპის საბჭოს როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების „კონფლიქტი საქართველოში“ და ამავე საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილების მნიშვნელობა.შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციას.მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ უილიამ მასოლინს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1786607129

რატი იონათამიშვილი: ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე ოპოზიციის თავდასხმამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ველი თუ არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა დარჩება მუდმივ ტურბულენციაში

გუშინდელმა დღემ და ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური ველი თუ არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.იონათამიშვილის თქმით, „ბიზნესის მიერ აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით“.„მოდით, მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა. და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს.რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია, სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო.მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია, ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერცერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც, პატრონების დავალების შესაბამისად, აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს…დაბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი – ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი, ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება – მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ/აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს!“ – წერს რატი იონათამიშვილი.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „აფხაზეთში საწვავი ჩვენ არ შეგვიტანია, შეიტანა ბიზნესმა. თუ შეგვიძლია, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში“.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1786604101

იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის თავდასხმამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ აჩვენა, თუ პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება

გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, პატრონების დავალების შესაბამისად, აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს."მოდით მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა.და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს.რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო.მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერც ერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯებს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც - პატრონების დავალების შესაბამისად აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს...დაბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი - ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ/აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს!" - წერს იონათამიშვილი.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1786603177

რატი იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს, - წერს სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით რადიკალების გამოხმაურებებზე.როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა.„გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება.მოდით მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა.და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს.რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო.მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერც ერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯებს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც - პატრონების დავალების შესაბამისად აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს...დაბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი - ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ/აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს!“, - წერს იგი.

ირაკლი ჩიქოვანი

პოლიტიკა 1786531462

სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს - ირაკლი ჩიქოვანი

ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. „სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დიდგორისა და დავით აღმაშენებლის პოლიტიკას აგრძელებს - „დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ“.დიდგორობის ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით - „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა.

პრემიერი

პოლიტიკა 1786529950

პრემიერი: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია "დიფ სტეიტის" ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ

საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის „დიპ სტეიტის“ გეგმა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით, რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა.საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოჰყვა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული.სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიპ სტეიტის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ - ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი - სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ.ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სწორედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ამ ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა ჩემი დღევანდელი მიზანი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1786529941

ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითის“ გეგმა საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპი

საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითის“ გეგმა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით, რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა. საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოჰყვა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული.სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიფ სთეითის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი – სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ. ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სწორედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ამ ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა ჩემი დღევანდელი მიზანი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ჩიქოვანი

პოლიტიკა 1786527852

ირაკლი ჩიქოვანი: ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ისტორიული მემკვიდრეობის განმტკიცებას, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, ეროვნული იდენტობის დაცვისკენ

დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები – ძლიერი და მისi საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დიდგრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას.„გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს, ჩვენი ერის ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკვდავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა, განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც გვეამაყება, გვიძლიერებს ეროვნულ თვითშეგნებას და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს. 1121 წლის 12 აგვისტოს გამარჯვებამ არა მხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლის ბედი გადაწყვიტა, არამედ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და საფუძველი ჩაუყარა ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას. დიდგორის ველზე მოპოვებული ძლევაი საკვირველი, თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, იყო დავით მეფის ბრძნული და შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგი. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით, ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა თავისი გამორჩეული მხედართმთავრული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების გამტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ მძლავრ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება. ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულება თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფოს ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ. ეს არის გზა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებისა და ჩვენი საერთო მომავლისადმი უდიდეს პასუხისმგებლობას. დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები – ძლიერი და მისი საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია. გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს. მარადიული ხსოვნა დიდგორის გმირებს, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1786520042

შალვა პაპუაშვილი: 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, გონივრული პოლიტიკის სიმბოლო, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე, პოლიტიკური უგუნურების სიმბოლო

1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დავით აღმაშენებელმა 12 აგვისტოს მტერი დაამარცხა და საქართველოს გზა გაერთიანებისკენ გაუხსნა, სააკაშვილმა კი იმავე დღეს საქართველოს სამხედრო მარცხი, ახალი ტერიტორიების დაკარგვა და რუსული ოკუპაციის გაფართოება დაუტოვა.„საქართველოს ისტორიაში 12 აგვისტო დიდგორის გამარჯვების დღეა. 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რასაც ქვეყნის გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანა მოჰყვა. 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას ასე ხშირად ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება. ისტორიამ შემოგვინახა ამ დოკუმენტის სახელიც – 12 აგვისტოს შეთანხმება. ეს სიმბოლური დამთხვევა განსაკუთრებით მძიმეა: დავით აღმაშენებელმა 12 აგვისტოს მტერი დაამარცხა და საქართველოს გზა გაერთიანებისკენ გაუხსნა. სააკაშვილმა კი იმავე დღეს საქართველოს სამხედრო მარცხი, ახალი ტერიტორიების დაკარგვა და რუსული ოკუპაციის გაფართოება დაუტოვა.12 აგვისტოს შეთანხმება თანაბარ პირობებში მყოფ ორ სახელმწიფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა. ეს იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ შეილახა. დოკუმენტში არ ეწერა, რომ რუსეთი იყო აგრესორი. არ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო გარანტია. არ განისაზღვრა რუსეთის ჯარის გაყვანის კონკრეტული ვადა. არ არსებობდა შეთანხმების შესრულების იძულების ქმედითი მექანიზმი. რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ბუნდოვანი იყო, საქართველოს ვალდებულება კი – კონკრეტული და ცალსახა. შედეგიც შესაბამისი დადგა. რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა შეინარჩუნა, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა, მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა. ეს ყველაფერი იმ ომის შედეგი იყო, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში გარდაუვალ ისტორიულ გმირობად და საქართველოს გამარჯვებად წარმოაჩენდა.თუმცა, სახელმწიფოს გამარჯვება განისაზღვრება არა სატელევიზიო დეკორაციებით, დროშების ფრიალით და ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი ზეიმებით. გამარჯვება იზომება მიღებული შედეგით: რამდენად დაცულია ქვეყნის ტერიტორია, მოქალაქეები, მშვიდობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ვერც ერთი ეს მიზანი ვერ დაიცვა. სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ ქვეყანა უმძიმეს სამხედრო ავანტიურაში შეიყვანა, შემდეგ ბრძოლის ველზე მარცხი განიცადა, ბოლოს კი ხელი მოაწერა პირობებს, რომლებმაც რუსეთის მიერ შექმნილი ახალი საოკუპაციო რეალობა ვერ შეაჩერა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომებს ქართველი სამხედროების გმირობა გადააფარა. ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი – ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები.ამ ისტორიის კიდევ ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქცია იყო. 12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა? არა. პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა“. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა „ნორდ სტრიმის“ მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით.საქართველომ კი სხვა რეალობა მიიღო: შეიარაღების შეძენაზე დაწესებული ემბარგო, ომის პასუხისმგებლობაზე მძიმე საერთაშორისო შეფასებები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის იძულება და გასასტიკებული რეჟიმის ყველაზე შავბნელი წლები. რა იყო ეს, თუ არა საქართველოს დასჯა და რუსეთთან ურთიერთობების ძველ კალაპოტში სწრაფი დაბრუნება? მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სამ დღეში კაპიტულაციისაა, მიტოვებული ჯარისკაცებისა, ჰალსტუხისა და გორის სამარცხვინო კადრებისა, რუსთაველზე ზეიმისა მაშინ, როდესაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ფეხით მიდიოდა ომის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო.არ არსებობს ბრძოლა საქართველოსთვის გმირების გარეშე, თავდადების გარეშე, თავგანწირვის გარეშე.  ჩვენ ამ ომმა მოგვცა შინდისის გმირები, გელა ჭედია, ძმები რომელაშვილები, გიორგი ანწუხელიძე… ათობით და ასობით გმირი. მათ შეინახეს საქართველოს ღირსება, საკუთარი სისხლით დაიცვეს დიდგორის სახელი და დაგვიტოვეს რწმენა, რომ არასოდეს შევეგუებით მარცხს, ღალატს და უსამართლობას. ამიტომ 12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე – გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, სწორი სამხედრო სტრატეგიის, გმირული თავდადებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. მეორე მხრივ კი, ეს არის 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე – პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო.დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა. სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა. ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება.ისტორია ულმობელია. რჩება დოკუმენტები, რჩება შედეგები და რჩება ხალხის მეხსიერება. დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი“, – წერს პაპუაშვილი.