სოფო კვინიკაძე

ტაბლოიდი 1745334743

ბლოგერი სოფია კვინიკაძე დედა გახდა

სამხრეთ კორეაში მცხოვრებ ქართველ ბლოგერს სოფია კვინიკაძეს და მის კორეელ რჩეულს პირველი შვილი შეეძინათ. სასიხარულო ინფორმაციას ინფლუენსერი გამომწერებს თავად უზიარებს და კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს.„3,7 კილოგრამი დაიბადა თავქოჩორა ბიჭი. მეც მხოლოდ 20- წამიან ვიდეოში ვნახე, თომამ რაც გადაუღო და დაკუჭულ, ჭყინტ ყველს ჰგავს.მე მგავს, კორეელის არაფერი ეტყობა ჯერჯერობით და ყველა შოკშია. 2 საათში არის ნახვა ბავშვის და თომა შეხედავს ფანჯრიდან, სურათი გადაუღოს იქნებ... ხვალ თუ მოვიკრებ ძალას და ავდგები, მეც წავალ სანახავად... შეიძლება, დამაჭერინონ კიდეც, მაგრამ ჩემთან არ მოჰყავთ...“, - წერს სოფიო.

სოფია

ტაბლოიდი 1740429819

„დედა და მამა დაშორებულები არ ყოფილან, მამა რომ ჩავიდა ამერიკაში, იქ გარდაიცვალა“ - სოფია კვინიკაძე, მამაზე პირველად საუბრობს

სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე გამომწერებს მამის შესახებ უყვება, რომელიც ერთი წლის წინ დაეღუპა. „ბევრმა არ იცის, რომ მამა გარდაცვლილი მყავს. მისი ფოტო ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე. მამა ახლახან გარდაიცვალა, წლისთავიც ახლახან გვქონდა. 23 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა და დედამ საკურთხი გაუკეთა. მანამდე ამერიკაში წავიდა, იქ ახალი ჩასული იყო, სანამ რუსეთში ცხოვრობდა. დედა და მამა დაშორებულები არ იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში უწევდათ ცხოვრება. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.ბოლო რამდენიმე წელი დედასთან ერთად გავატარეთ. თუმცა, სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებდი, დედა ჩემთვის თითქმის უცხო ადამიანი იყო – მას მხოლოდ ზარებით ვიცნობდი. მე-2 კლასის შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის.ბევრს არ ესმის, რამდენად მძიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს ემიგრაციას ოჯახზე, ბავშვების აღზრდასა და ურთიერთობებზე. ჩვენმა ოჯახმაც ეს მძიმე გამოცდილება გაიარა – ფაქტობრივად, დაიშალა. დედასთან კონტაქტი შევინარჩუნეთ, რადგან დედის მხარეს ვიყავით დარჩენილები, მაგრამ მამასთან ურთიერთობა გაგვიცივდა. შემდეგ, როცა გავიზარდე, მეც ხშირად მიწევდა ქვეყნიდან წასვლა და დაბრუნება. ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - ამბობს სოფია ვიდეოში.

სოფია კვინიკაძე

ტაბლოიდი 1732257000

სოფია კვინიკაძე და მისი კორეელი რჩეული მალე მშობლები გახდებიან

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც ხალხმა სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელით გაიცნო, ცოტა ხნის წინ კორეელ რჩეულზე დაქორწინდა.წყვილი პატარას მოლოდინშია. სოფია თავის ემოციებს გვიზიარებს და კადრებით გამომწერებს ყოველდღიურად ანებივრებს.ამჯერად სოფია აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ექიმთან ვიზიტისა და ბავშვის სქესის გაგების შესახებ გვიყვება.„იმდენად დეტალურად დაათვალიერეს ნაყოფი რომ, გავარჩიე სქესი. ბავშვის სქესი დარწმუნებული ვარ რომ ვიცი. თომასთვის ჯერ არ მითქვამს, ნამცხვარი შევუკვეთეთ და ხვალ გავიგებთ. დედაჩემმა და ანამ იციან მხოლოდ“, – ამბობს სოფია.

 კნ

ტაბლოიდი 1731577158

ბლოგერ, სოფია კვინიკაძის და დაქორწინდა - ნახეთ, კადრები

ქართველი ბლოგერის, სოფია კვინიკაძის და ანუკა კვინიკაძე გათხოვდა.ცნობილია, რომ ანუკას რჩეულიც უცხოელია.წყვილი ერთმანეთს უხდება და გამომწერების მხრიდან ბევრი დადებითი კომენტარიც დაიმსახურეს:„რა საყვარლები ხართ, უფალმა სულ ასე ბედნიერად გამყოფოთ!“…„ბედნიერება როგორ ალამაზებს ადამიანს“…„რა ლამაზები ხართ, ვარსკვლავები გიციმციმებთ, სულ ასე ბედნიერად გამყოფოთ უფალმა!“.შეგახსენებთ, რომ სოფია კვინიკაძე, რომელიც ხალხმა სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელით გაიცნო, ცოტა ხნის წინ კორეელ რჩეულზე დაქორწინდა.

სოფია კვინიკაძე

საზოგადოება 1725865557

VIDEO: „ქმრის რეაქციაც გვაინტერესებს...“ - სოფია კვინიკაძე მალე დედა გახდება

ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, რომელიც ხალხმა სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელით გაიცნო, მალე დედა გახდება. ბლოგერმა სასიხარულო ინფორმაცია გამომწერებს ოჯახის რეაქციის კადრებით გაუზიარა.ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველმა ბევრი მილოცვა მიიღო.ნახეთ ვიდეო ↓ @sophia_unniee Pregnancy announcment 🤰🏻💙 #ფორიუზე #fyp #fypシ #pregnancy #pregnancyannouncement #family ♬ Scott Street (Slowed Down) - Phoebe Bridgers

კორეა

ტაბლოიდი 1724688731

“ახლა უკვე კორეაში...” - ნახეთ, ცნობილი ბლოგერის ქორწილის კადრები

ქართველმა ბლოგერმა, სოფია კვინიკაძემ, რომელიც ხალხმა სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელით გაიცნო, ქორწილი ახლა უკვე კორეაში გადაიხადა. სოფია კვინიკაძე, რომელიც აქტიურად ეწევა კორეაში საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციას და ამასთან, არაერთი ადამიანი დააინტერესა აზიური კულტურით, ამჯერად, გამომწერებს კორეული ქორწილის ტრადიციებზე მცირე ინფორმაციას აწვდის და საკუთარი ქორწილიდან კადრებსაც უზიარებს:„ქორწილი ახლა უკვე კორეაში კორეეული ქორწილი, ძალიან მოკლეა, 2 საათში სრულდება. რა თქმა უნდა, „სუფრა“ აქაც არის, გემრიელობებით, მაგრამ თამადის გარეშე 😅ვიდეოში ასახული ცერემონიის შემდეგ, ყველა გადაინაცვლებს რესტორანში, მიირთმევენ და ასე დაიშლებიან ხოლმე.ნახეთ, ვიდეო:

სოფია

ტაბლოიდი 1723152982

სოფია კვინიკაძისა და მისი სამხრეთ კორეელი რჩეულის ქართული ქორწილი - რა კადრებს აქვეყნებს ბლოგერი

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ რჩეულთან ერთად სამშობლოში იმყოფება, სადაც წყვილის ქორწილი გაიმართა.წყვილმა საქორწილო წვეულება ტრადიციულ სტილში გამართა.კადრებს ბლოგერი გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.

სოფია

ტაბლოიდი 1723117073

VIDEO: „უკვე მოინათლნენ ქართველებად…კორეელი სიძეები ქართულ ქორწილში“ – სოფია კვინიკაძე სახალისო კადრებს ავრცელებს

ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, სამხრეთ კორეელ რჩეულთან ერთად საქართველოში იმყოფება.სოფია სამშობლოში, ქორწილში გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს. კადრებში ჩანს, როგორ სვამენ ქორწილში ყანწებით ღვინოს კორეელი სიძეები.„კორეელი სიძეები ქართულ ქორწილში“…„უკვე მოინათლნენ ქართველებად“…„აუ რა საყვარელია, მგონი ავარჯიშეთ აქამდე“, – წერენ კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by sᴏᴘɪᴏ ᴋᴠɪɴɪᴋᴀᴅᴢᴇ (@sophia_unniee)

სოფია

ტაბლოიდი 1716269272

PHOTO: „ერთმანეთს დაემსგავსეთ და ძალიან უხდებით” – როგორ ატარებს დროს სოფია კვინიკაძე რჩეულთან ერთად

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ მამაკაცზე დაინიშნა.სოფია სოციალურ ქსელში გამომწერებს რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს. წყვილი ერთად დროს მხიარულად ატარებს და ძალიან ბედნიერად გამოიყურება.,,ზაფხულის ფერიასავით ხარ, ერთმანეთს დაემსგავსეთ და ძალიან უხდებით”…,,რა ლამაზები ხართ, უყვარხართ ბებოს”…,,სულ ასე იბრწყინეთ, ბედნიერება თქვენ”, – ვკითხულობთ კომენტარებში.აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ სოფიამ მოულოდნელი ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.ცნობილია, რომ ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება.შეგახსენებთ, რომ სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.            Посмотреть эту публикацию в Instagram                       Публикация от sᴏᴘɪᴏ ᴋᴠɪɴɪᴋᴀᴅᴢᴇ (@sophia_unniee)

სოფია

საზოგადოება 1713124844

VIDEO: როგორ გამოიყურება სოფია კვინიკაძის პენტჰაუსი კორეაში

სეულში მცხოვრები ქართველი, სოფია კვინიკაძე, ცნობილი კრეატორის ვიდეოში მოხვდა და კორეაში თავისი პენტჰაუსი დაათვალიერებინა. სოფია ვიდეოში ამბობს, რომ საცხოვრებელში ქირას 870$ იხდის. ნახეთ ვიდეო ⇓  @k.explorer $870 Penthouse in Seoul, Korea ♬ original sound - K Explorer

სოფია კვინიკაძე

ტაბლოიდი 1712663036

„ისეთი კარგი ბიჭი ჩანს, დარწმუნებული ვარ, მთელ ცხოვრებას სულ სიხარულში გაგატარებინებს...“ - სოფია კვინიკაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ ბიჭზე დაინიშნა.სოფია სოციალურ ქსელში გამომწერებს საქორწილო ფოტოსესიიდან ახალ კადრებს უზიარებს წარწერით: „ეს ფოტოები უნდა დავკიდოთ სახლში“. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:„ისეთი შეგნებული და კარგი ბიჭი ჩანს თომა, დარწმუნებული ვარ, სულ სიხარულში გაგატარებინებს მთელს ცხოვრებას. ულამაზესი პატარძალი ხარ ფოტოსესიაზე და აგვისტოში კიდევ უფრო მეტად იბრწყინებ შენს ქორწილში. ბედნიერებას გისურვებთ, მთელი გულით, სოფო“;„ისეთი კარგი წყვილი ხართ, მგონი, ამ სურათებს მეც დავკიდებ სახლში. ბედნიერები იყავით!“ - წერენ სოციალურ ქსელში. საგულისხმოა, რომ სოფიამ ნიშნობის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, მოულოდნელი ნიშნობის კადრები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.ცნობილია, რომ ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება. სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.

სალო ნიკო

ტაბლოიდი 1709621997

VIDEO: „კარი გააღე, ვიტყვი, შენ რომ ხარ!“ - ნიკო ქართველმა სალომე უშხვანი ისევ „გაპრანკა“

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი მორიგ სახალისო ვიდეოს გვიზიარებენ. წყვილი ქალაქგარეთ, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება, სადაც ნიკომ ცოლის „გაპრანკვა“ ისევ გადაწყვიტა.ნახეთ სახალისო კადრები ↓ასევე ნახეთ:VIDEO: ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე საქორწილო ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს„მიხარია, რომ ჩემს თავში გამბედაობა ვიპოვე“ – როგორ წარსდგა თამთა კვარაცხელია საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე