სოსო ჯაჭვლიანი

საზოგადოება 1729628779

„გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა…“ – რას ჰყვებოდა სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთ ინტერვიუში

ცნობილი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.„ჟურნალ“ სარკესთან ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი მის ცხოვრებაში მომხდარ აუხსნელ მოვლენებზე საუბრობდა:- მთელი ცხოვრება ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა უკან დამყვება და როცა საფრთხე მელის, მიცავს. ერთხელ, საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე წასვლის წინ აგარაკზე წავედი. უცხოეთიდან 7 დღის შემდეგ დავბრუნდი და ისევ აგარაკზე წავედი. გიამ, ვინც ჩემს აგარაკს უვლის, მითხრა, ძაღლი კვდებაო. მაშინვე ვეტექიმთან წავიყვანეთ და აღმოჩნდა, რომ ცოფი სჭირდა. გიამ თქვა, ამას წინათ რომ იყავი, ძაღლმა შენს უმცროს ბიჭს თითზე უკბინაო. შეშინებულმა მთელი ოჯახი ავცერი და თავადაც ავიცერი. ხომ შეიძლებოდა უცხოეთიდან მალე არ ჩამოვსულიყავი და უბედურება მომხდარიყო? მაგრამ არ გვეწერა.ამ ისტორიას გაგრძელებაც მოჰყვა. აცრის შემდეგ ბიძაშვილ ზურა ჯაჭვლიანთან ერთად აგარაკზე მივდიოდი. გზაზე ვიღაცას უნდა შევხვედროდით და მანქანა გლდანის ხიდის ქვეშ გავაჩერე, ცოტა ხანში დავქოქე და ხიდს მოვშორდი. ზურამ მისაყვედურა, ჩრდილში ვიდექით, რატომ გადააყენეო. ვუთხარი, ბიჭო, ხიდს რომ ვუყურებდი, მომეჩვენა, თითქოს ვარდებოდა-მეთქი. ამაზე ძალიან გაეცინა. მეორე დღეს წყალდიდობა მოხდა და ის ხიდი მართლაც ჩამოინგრა. სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.აგარაკზე რომ ავედით, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვიყავი და დალევა არ შეიძლებოდა, ცოტა ალკოჰოლი მივიღე. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მანქანაში ცუდად გავხდი. გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ჩვენი ავტომობილის წინ გაიარა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა… საავადმყოფოში ექიმი გადაირია, აცრის შემდეგ ადამიანი ალკოჰოლს რომ იღებს, იღუპება და შენ როგორ გადარჩიო.- სიზმრები აგცხადებიათ?- ისეთ სიზმრებს ვნახულობ, ყველა რომ ფურცელზე გადავიტანო, ტომეულები გამოვა. ხშირად ვხედავ მიცვალებულებს, რომლებსაც ვესაუბრები. სპიტაკის მიწისძვრის წინა ღამეს სიზმარში ვნახე, რომ ენგური შავი და ადიდებული მოდიოდა. ორივე ნაპირას კი ზეწარგადაფარებული ცხედრები ესვენა.ერთხელ რაღაც ქაოსი დამესიზმრა, მერე კი ყველაფერი დაწყნარდა და სივრცე გამოჩნდა. რომ გავიღვიძე, მივხვდი, ხიფათი მელოდა, რომელიც კარგად დასრულდებოდა. აგარაკზე ძროხები მყავს და კახეთში ქერის და ხორბლის ჩამოსატანად წავედი. იქიდან რომ ვბრუნდებოდი, შუადღის 2 საათი იქნებოდა. ჩემი ჯიპის უკან ორტონანახევარი ქერით და ხორბლით დატვირთული მანქანა მოდიოდა. სანამ საგარეჯოში შეხვალ, ერთ ადგილზე ძალიან ცუდი მოსახვევია. იქ ყოველთვის იდგა შესაბამისი საგზაო ნიშანი, მაგრამ მოსახლეობა ჯართში ჩასაბარებლად ხშირად იპარავდა. ნიშანი მაშინაც არ იყო, ასფალტი კი ისე ლივლივებდა მზეზე, რომ სწორი გზა მეგონა და პირდაპირ წავედი.იმ ადგილს სანამ მოვუახლოვდებოდი, ჩემი მეგობრის ბავშვი წინ მეჯდა და რატომღაც უკან გადავსვი. იმ მოსახვევთან საპირისპირო მხრიდან ,,ზილმა” შემოუხვია. მუხრუჭი ვიხმარე, მაგრამ მანქანა ვერ დაიჭირა და ,,ზილს”, რომელსაც 8 თუ 9 გაზის ბალონი მოჰქონდა, შუაში შევასკდი. წამებში გავიაზრე, რომ ვკვდებოდით და გავითიშე. ხალხის ყვირილმა მომიყვანა გონზე. თვალი რომ გავახილე, იმქვეყნად მეგონა თავი. საბედნიეროდ, მეც გადავრჩი და ჩემი მგზავრებიც, ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდათ.

gia

კულტურა 1728312638

"წელიწადი და ათი თვე გავიდა. მეხუთე ოპერაციისთვის მივემგზავრები. ვუძლებ..." - გია ბურჯანაძის ინტერვიუ თვითმფრინავიდან

გია ბურჯანაძე 8 ოქტომბერს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რიგით მეხუთე ოპერაციას იკეთებს. 3 ნოემბერს მსახიობი თბილისში უნდა იყოს, თეატრის სცენაზე. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ Biaff-ზე სპეციალური პრიზი გადასცეს, კინოში შეტანილი წვლილისთვის. თითქმის ორი წელია, რაც 63 წლის მსახიობი ვერაგ სენს ებრძვის, მაგრამ ექიმები მოდუნების უფლებას არ აძლევენ... ამიტომაც არის, რომ სცენა არ მიუტოვებია და სამჯერ გასტროლზეც იყო.ცხოვრება კიდევ ერთხელ გადააფასა. ხიფათიანი კაცი ვიყავიო, ამბობს და შესაბამისად, ტრავმატოლოგიური კაბინეტის ხშირი სტუმარი იყო. ამიტომ ყოველი გათენებული დღის ფასი, უკვე რა ხანია იცის. თუმცა როდესაც ამ ვერაგ დაავადებას თვალებში ჩახედა, ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა. მაგრამ უფლის მიერ მიწოდებული ჯვრის ტარებას არ შეუშინებია და მას ძლიერი მხრებით დღემდე ღირსეულად ატარებს. "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სპორტული ცხოვრებით მცხოვრებს ვერ წარმოედგინა, რაიმე მსგავსად ვერაგული დაავადება თუ გაეკარებოდა.სკოლის პერიოდში კალათბურთს თამაშობდა; საქართველოს ნაკრების წევრიც იყო. უცებ რომ მსახიობობა გადაწყვიტა, გიას ასეთმა გარდასახვამ, მისი რეჟისორი დეიდა, მედეა კუჭუხიძეც გააოცა. მერე იყო ლილი იოსელიანის და მიშა თუმანიშვილის დიდი სკოლა. პირველ სერიოზულ ნამუშევრად "იდიოტში" ნათამაშებ მიშკინის როლს მიიჩნევს, რომელმაც ქალაქში აღიარება მოუტანა. 19 წლის ბიჭს ეს ჩვეულებრივი რამ ეგონა, თუმცა კი, არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. მიშკინმა სახელი გაუთქვა. სიმპათიურ, ნიჭიერ მსახიობზე მოთხოვნა წამოვიდა.ქარიზმატული მესამე კურსელი სტუდენტი რობერტ სტურუას თვალსაც არ გამოჰპარვია და თავის თეატრში ეპატიჟებოდა. თუმცა პედაგოგმა, ლილი იოსელიანმა არ გაუშვა. ამასობაში მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თემურ ჩხეიძე დაინიშნა. გამორჩეული ახალგაზრდა არც თემურის ყურადღების მიღმა დარჩენილა და მანაც შესთავაზა მარჯანიშვილში მისვლა. რახან თემური ფსიქოლოგიური თეატრის რეჟისორი იყო, პედაგოგი ამჯერად დათანხმდა შემოთავაზებას და გია თეატრში გაუშვა "დავალებით", რომ შეძენილი სამსახიობო ტექნიკა იქ უნდა დაეხვეწა.გახდა 20 წლის და მოხვდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. პირველი სასცენო პარტნიორი ვერიკო ანჯაფარიძე იყო. მას შემდეგ, ძირითადად, სულ მთავარ როლებს სთავაზობდნენ. წარმატებები მოდიოდა...მერე კინოს მაგიურ სამყაროშიც შეაბიჯა და ეს მომაჯადოებელი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი, უკვე მთელმა საქართველომ შეიყვარა.როლი - სავიზიტო ბარათი ყველა მსახიობის რეპერტუარშია. ბურჯანაძის კინოგმირებში ასეთი ლიმონა დევდარიანია. "საბრალდებო დასკვნის" "ბოროტმოქმედები" ხომ ნოდარ დუმბაძის სტილმა შეგვაყვარა ყველას და შემდეგ უკვე, "თეთრი ბაირაღების" დიდმა არტისტებმა; მათ შორის, გიას "ლიმონა" ხომ ქალების გულთამპყრობელი გახდა. ბესიკის "ტანო ტატანო" კი, ლორთქიფანიძის ამ ეკრანიზაციის შემდეგ, მხოლოდ გია ბურჯანაძის ინტონაციით ჩაგესმის."ხანდახან მიფიქრია, რა მინდოდა, კაცო, ამ საგიჟეთში! მეცინება... მაგრამ ამ პროფესიის მეტი არაფერი ვიცი" - ამბობს მსახიობი. თუმცა კაცობა და ადამიანობა რომ ყველა პროფესიაზე მაღლაა, უნდა აღინიშნოს. აი, რა უთხრა უკანასკნელ ინტერვიუში ქეთევან კიკნაძემ "პრაიმტაიმს". ქეთევან კიკნაძე: იცით, თავის სახლში რა გააკეთა? მუშებს ფიზიკურად ეხმარებოდა; რემონტს თავისი ხელით აკეთებდა.ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, არის ადამიანური - აბა, წარმოიდგინეთ, მსახიობი გია ბურჯანაძე, მუშებთან ერთად, იდგა და ფიზიკურად მუშაობდა.ნაკითხი, განათებული და შინაგანი ინტელექტის მქონე არტისტია და ეს ყველა მის ნამუშევარს ემჩნევა.იცოდა, რომ მალე თურქეთში ჩანიშნული ოპერაციისთვის უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ბათუმში კინოფესტივალზე მაინც ჩავიდა, სადაც კინოში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. გია ბურჯანაძე რომ ღირსეული ადამიანია, იმ, ერთი შეხედვით, პატარა ჟესტშიც გამოჩნდა, რომ ეს ინტერვიუ თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მომცა. აბა, წარმოიდგინეთ, ხომალდი წუთი წუთზე უნდა აფრინდეს, 63 წლის კაცი მეხუთე ოპერაციის გასაკეთებლად მიემგზავრება, ის კი ინტერვიუზე უარს არ ამბობს...***გია ბურჯანაძე: როდესაც გაჯილდოებენ ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ჩემს ასაკში კი (იცინის), რა თქმა უნდა, პროცესი მირჩევნია, გადასაღებ მოედანზე დგომა მირჩევნია, ვიდრე სცენაზე პრიზის გადმოცემა. მადლობის მეტი რა მეთქმის, რომ შემაფასეს და დამაფასეს.კინოში სასიამოვნო იყო ახალგაზრდული წლები. 2003 წლიდან 2013 წლამდე კი, კინოგადაღებაზე მე არ ვყოფილვარ. რატომღაც ასე მოხდა, არ ვიცი. არ მოინდომეს ჩემთან მუშაობა, თუ რა იყო, არ ვიცი. ძალიან ბევრი, ათი წელი გამოვტოვე. რაც უფრო საინტერესო რეჟისორთან და კარგ სცენართან გაქვს საქმე, ცხადია, კარგი, საინტერესო და სასიამოვნოა მუშაობა. სამწუხაროდ, ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით, უარს ვამბობ შემოთავაზებულ როლებზე. არ მინდა ვინმე დავაღალატო. არის შემოთავაზებები, მაგრამ მე ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ვუხსნი... როცა ჯანზე მოვალ და თვითონ ვიგრძნობ, რომ გადასაღებ მოედანზე წასვლა შემიძლია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები ნიჭიერ ხალხთან ურთიერთობას. კარგი რეჟისორი, კარგი სცენარი - ამას რა სჯობს.  ოპერაციას გავიკეთებ, 3 ნოემბერს კი სპექტაკლი ჩავანიშნინე. იმედია, ისე ვიქნები, რომ თამაშს შევძლებ. თეატრში თამაში შემიძლია, იქ 3-4 საათი ვარ, აი, გადაღებაზე მთელი დღით წასვლა, ჩემს მდგომარეობაში, რთულია. წელიწადი და ათი თვე გავიდა, რაც ამ დაავადებას ვებრძვი. მეხუთე ოპერაციას ვიკეთებ. თურქი ექიმები მეუბნებიან, რომ ამ დაავადების სამუდამო განკურნება ძალიან იშვიათია. დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო, ანალიზები, ცოტ-ცოტა ქიმია თერაპია. მეუბნებიან, რომ ვიმუშავებ და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან ყურადღებიანი ხალხია. თბილისშიც ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ, პროფესიონალები და ყურადღებიანები. ჩემმა თურქმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც კი დაამყარეს. - როგორია ამ ვერაგ დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება?- მეგობრების და ოჯახის გვერდზე დგომით თანდათან შეგუებული ხარ. აქაური და თურქი ექიმები, თავიდანვე მაძალებდნენ, რომ არ გავჩერებულიყავი სახლში და სპექტაკლები მეთამაშა. ამ პერიოდში ორ-სამჯერ გასტროლებზეც ვიყავი. ეს მეხმარება, რადგან ნაკლებად ვფიქრობ დაავადებაზე და მოტივირებული ვარ. რომ მეუბნებიან, ხუთი თვის შემდეგ გასტროლი გაქვსო, მე არ ვიცი, ხუთი თვის შემდეგ როგორ და რანაირად ვიქნები. ექიმები მეუბნებიან, არ მოახსნევინო გასტროლი, მოემზადე და რადგან მოემზადები, ისე იქნები, რომ წახვალ კიდეცო. ჯერჯერობით, მათი ეს მიდგომა ამართლებს. რამდენჯერაც წავედი, დავაკვირდი, რომ სულ მოტივირებული ვიყავი.- ასეთ დროს გადაფასებები, პრიორიტეტების დალაგება ხდება. და მაინც, ამ სულიერი წრთობისას რა დასკვნა კეთდება - რა არის მთავარი?- ახლობლების კარგად ყოფნა და ყოველი დღისთვის მადლიერება. ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ.მე სულ ჯანზე ვიყავი, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი; მეგონა, გვერდს ამივლიდა ეს დაავადება. ხშირად ვიმტვრეოდი, ხიფათიანი კაცი ვიყავი და ტრავმატოლოგიაში ვიწექი ხოლმე.26 წლის ასაკში ისე დავიმტვრიე, ოთხი თვე ვიწექი; მერე, 37 წლის რომ ვიყავი, ექვსი თვე ფიცარზე დამაწვინეს, ისეთ დღეში ვიყავი. აი, იქიდან მივხვდი, რომ ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს. ყოველი გათენება, ორი ხელი და ორი ფეხი და საღი აზრი, უკვე ბედნიერებაა და უნდა დააფასო და გამოიყენო. თორემ ისე შეიძლება მოხდეს, რომ მერე, ეს ყველაფერი აღარ გქონდეს, სამწუხაროდ. მოტეხილი მიხორცდებოდა. ეს კი სხვა დაავადებაა, ვერაგია. სამწუხაროდ, მეგობრები გამომაცალა ხელიდან - სოსო ჯაჭვლიანი და ტრისტან სარალიძე.მე ახლა ღმერთის და პროფესიონალი ექიმების იმედად ვარ. სატარებელი ჯვარი უნდა ატარო. ესე იგი ასე იყო საჭირო. უფალს ასე სურდა, რომ გამოეგზავნა განსაცდელი ჩემთან. და ასე ვარ რა, ვუძლებ რა (იცინის)...- კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელიო, შარშან თქვით. რა გეგმები გაქვთ?- კი, გამოცდილება ოსტატობა ხომ გემატება წლებთან ერთად, უფრო მაგარი რამეების კეთება შეგიძლია, ვიდრე ვთქვათ, 25 წლის ასაკში. ასეთი გამოცდილების დაკარგვა ცოდოა. ყოველი შემდეგი სპექტაკლი უკეთესი უნდა იყოს წინაზე. მე მთელი ცხოვრება ასე ვმუშაობ.კონკრეტულად რომელიმე როლის თამაში მინდა-მეთქი, ვერ გეტყვით. მე პედაგოგებმა თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ამაზე არ მეფიქრა. ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბევრი რამის თამაში შემიძლია, ისეთის, რასაც 30 წლის ასაკში ვერ გავქაჩავდი. ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მე ყველაფრის თამაში შემიძლია (იცინის)! გამოვიდა, რომ თეატრის მსახიობი უფრო ვარ, ვიდრე კინოს, რადგან კინოში თამაშის საშუალება არ მომეცა. ხელოვნურად მოხდა თუ რა, არ ვიცი, დიდი ჩაგდება მქონდა. თეატრში არ გავჩერებულვარ. ახლა 63 წლის ვარ, თეატრში რომ მოვედი, 20 წლის ვიყავი. ბევრი რამ ვისწავლე. თავს უფლებას ამიტომ ვაძლევ რომ ვთქვა, თუ კარგი დრამატურგიაა და ნიჭიერი რეჟისორია, შემიძლია ყველაფერი ვითამაშო-მეთქი. ამის გაცდენა ცოდოა...  ასევე დაგაინტერესებთ:„მშვიდად ვუყურებ, ვიცი, რომ პროექტის დაწყება, მისი ხელდასხმით მოხდა“- ქართველი რეჟისორი მამა გაბრიელზე მხატვრულ ფილმს იღებს "ჩვენი სცენა იმდენად რომანტიკული და ამაღელვებელი გამოვიდა, რომ ცრემლი ბუნებრივად წამომივიდა..." - "ლიმონაზე" "პრაიმტაიმს" ნუნუ ექიმი უყვება

სოსო ჯაჭვლიანი

საზოგადოება 1717609425

სოსო ჯაჭვლიანის რძალი ემოციურ პოსტს აქვეყნებს - მსახიობი დღეს 66 წლის გახდებოდა

დღეს სოსო ჯაჭვლიანს 66 წელი შეუსრულდებოდა.მსახიობის რძალი, კატო გიორგაძე სოსო ჯაჭვლიანს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„გილოცავ დაბადების დღეს. 4 წლის წინ, ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი,  მთელი ცხოვრება მემახსოვრება როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე… მჯერა, რომ უკეთეს ადგილას ხარ…..ძალიან გვაკლიხარ ყველას …. ძალიან გვიჭირს უშენოდ…. გვიყვარხარ“, – წერს კატო გიორგაძე.

ვახტანგ ჩარკვიანი

სამართალი 1708418940

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მთავარ ექთანს წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების მთავარ ექთანს, თეა ბეგიაშვილს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.2023 წლის 23 იანვარს პროკურატურამ თეა ბეგიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას გულისხმობს."2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული "პაციენტის დანიშნულების ფურცლები" არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად, თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად, მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2023 წლის 24 ნოემბერს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, ბრალი წარუდგინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელსაც. აღნიშნულ ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულს 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე ნახეთ:„რა თვეა... ჯერ ვაჟა აზარაშვილი, შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი, ხათუნა კოტრიკაძე, ლევან თედიაშვილი...“ - რას წერს დათო ლორთქიფანიძე VIDEO: „ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ... სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე...“ – ლელა წურწუმია

დათო ლორთქიფანიძე

საზოგადოება 1708413447

„რა თვეა... ჯერ ვაჟა აზარაშვილი, შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი, ხათუნა კოტრიკაძე, ლევან თედიაშვილი...“ - რას წერს დათო ლორთქიფანიძე

საზოგადოება ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ემშვიდობება. ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე აქვეყნებს.„დღეს კიდევ ერთ ძალიან მაგარ ქართველს, ლევან თედიაშვილს  გავაცილებთ მარადიულ საქართველოში. უფალმა გაანათლოს მისი უკვდავი და სამშობლოსათვის  ღვაწლდადებული სული...P.S. რა თვეა, ჯერ ვაჟა აზარაშვილი, შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი, ხათუნა კოტრიკაძე  და ლევან თედიაშვილი...“ - წერს პოლიტიკოსი.ასევე ნახეთ:როგორია დათო ევგენიძის ცხოვრება ურთულესი ოპერაციის შემდეგვინ არის „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელიდღეს ამინდი მკვეთრად შეიცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სოსო ჯაჭვლიანი

საზოგადოება 1708287644

„მადლობა უსაყვარლეს პატრიარქს, ჩვენი სოსოს/გედიას მე-9 დღეც იყო...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს დათო ლორთქიფანიძე

პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანის შესახებ წერს.„მადლობა უსაყვარლეს პატრიარქს,  ჩვენი სოსოს/გედიას მე-9 დღეც იყო ...ოღონდ, გედია, მგონია რომ ისევ ცოცხალია/ქუდი აკლია, პატარა სოსო ჯაჭვლიანთან ერთად “ - წერს დათო ლორთქიფანიძე. 

ნუცა

საზოგადოება 1708015866

ნუცა ბუზალაძის გამო თურქეთში თვითმფრინავის ფრენა შეაჩერეს - ,,ჩემი შვილი მამას ჰგავს შეუპოვარი ხასიათით“

მომღერალ ნუცა ბუზალაძის დედა, ნინო კანკავა, შვილის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. ახალგაზრდა მომღერლისთვის ყველაზე დიდი ზურგი სწორედ დედაა. იგი შვილისთვის მაშინაც ყველაზე დიდი სტიმული იყო, როცა ნუცა ამერიკის პრესტიჟულ კონკურსში, ,,ამერიკის ვარსკვლავში” მონაწილეობდა.ჟურნალ სარკესთან ნინი კანკავა ნუცას შესახებ საუბრობს.- ნუცა ბავშვობიდან ასეთი მიზანდასახული იყო?– ყოველთვის. მახსოვს, პატარა იყო, მე და ჩემმა მულმა ბავშვები მდინარეზე ჩავიყვანეთ. ნუცამ ქვების შეგროვება დაიწყო. ჩემმა მულმა მითხრა, ნინო, დააკვირდი ამ პატარა ბავშვს, კენჭებს კი არ აგროვებს, დიდ ქვებს ეჭიდება, რომლის აღება მისთვის ძნელიაო. ბავშვობიდან ამჟღავნებდა ასეთ თვისებებს, რაც უფრო ძნელი გასაკეთებლია, იმ საქმეს შეეჭიდება.– ვის ჰგავს თქვენი შვილი ასეთი შეუპოვარი ხასიათით?– მამას. მამამისიც ასეთი იყო, პირდაპირი, შეუპოვარი, სიძნელეებს არ უშინდებოდა, ვაჟკაცური, სამართლიანი, უშიშარი. სწორედ ასეთი ხასიათით მომხიბლა, თუმცა რთულია ასეთ კაცთან თანაცხოვრება. ფაქტია, მამას ჰგავს. ცოტათი მეც, ორივესგან კარგი აიღო.– რამდენიმე წლის წინ ნუცა თურქულ ,,ვოისში” გამოვიდა, მაშინაც ჟიურია აღფრთოვანება გამოიწვია. თქვენც ესწრებოდით მის გამოსვლას?– დიახ, მეც ვახლდი, ველოდებოდი გულშემატკივრების ოთახში. ტელეეკრანზე ვუყუებდი მის გამოსვლას. გადაღება გვიან დამთავრდა, რადგან მსმენელმა მოითხოვა ნუცას განმეორებით გამოსვლა. ორჯერ ამღერეს. ჩვენ ბილეთები აღებული გვქონდა, ღამის 11-ის ნახევრისთვის იყო ფრენა. ვიგვიანებდით. დარეკეს აეროპორტში და თვითმფრინავი გააჩერეს. როცა გამოვედით, მთელი მაყურებელი გარეთ იყო გამოსული, ნუცას ელოდებოდნენ. დიდი ოვაციებით შეხვდნენ, ხელს ჰკიდებდნენ, ნამდვილი თუ ხარო. ასეთი შეხვედრა და მოწონების გამოხატვა მაშინ პირველად ვნახე.საოცარი ენერგიის პატრონია, არასდროს არის კმაყოფილი თავისი მიღწევით. სულ პატარა, წლის და 6 თვის იყო, როცა პირველად გადაიღო ,,პირველმა არხმა” ბავშვთა დაცვის დღეს. მთელი გადამღები ჯგუფი დაიღალა, ახალფეხადგმული ნუცა კი შეუსვენებლად დადიოდა.– ნუცას უკვე აქვს საშუალება, რომ თქვენ სიურპრიზები გაგიკეთოთ, გაგანებივროთ. როგორც ვიცი, ბავშვობიდან იჩენდა დედაზე მზრუნველობას.– რაც თავი მახსოვს და რაც ნუცა ოდნავ წამოიზარდა, სულ ცდილობდა, გავენებივრებინე. ჩემზე ზრუნვა რატომღაც თავის თავზე აიღო. სხვანაირი ბავშვი იყო, თბილი, მოძრავი, მხიარული.როგორც კი მცირეოდენი ფული გაუჩნდებოდა, მაშინვე ჩემთვის საჩუქრებს არჩევდა. დუბაიში ახალ ბინაშიც ჩემი გულისთვის გადავიდა, ისე მოაწყო, იმდენი ჯამ-ჭურჭელი იყიდა, სახლი გაავსო. მითხრა, დედა, რომ ჩამოხვალ, ყველაფერი ისე უნდა დაგახვედრო, როგორც შენ გიყვარსო. ჯერჯერობით ჩემი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის გამო ვერ წავედი. ,,ფლაი დუბაი” არ უშვებს თავის თვითმფრინავში ძაღლებს, მე კი დატოვება არ შემიძლია.საერთოდ, ძალიან გულისხმიერია, ყველას ტკივილი და გაჭირვება მიაქვს გულთან. როგორც კი გაიგებს, ვინმეს სჭირდება დახმარება, მაშინვე მზად არის. ერთხელ ვუთხარი ახლობელ ბიჭზე, უჭირს-მეთქი და ახლავე დავურიცხავ ფულსო. დავურეკე იმ ყმაწვილს, ვუთხარი, პირადობის ნომერი ეკარნახა. მისაყვედურა, დედა, ასე პირდაპირ როგორ ჰკითხე, როგორმე სხვა გზით გაგეგო, ასე ხომ შეიძლება შერცხვეს და გული ეტკინოსო.ასევე დაგაინტერესებთ:„მადლობა, რომ არსებობ ჩემთვის, მიყვარხარ ყველაზე მეტად...“ – თათია შარანგია მეუღლეს ემოციურად მიმართავს,,სიყვარულით მთელი ცხოვრება ზეიმია” – რა კადრებს აქვეყნებენ ერეკლე კოდუა და კატალინა„გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა…“ – რას ჰყვებოდა სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთ ინტერვიუში

სოსო ჯაჭვლიანი

საზოგადოება 1707939925

„გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა…“ – რას ჰყვებოდა სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთ ინტერვიუში

მსახიობი და სპორტსმენი, სოსო ჯაჭვლიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.„ჟურნალ“ სარკესთან ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანმა განვლილ განსაცდელებზე ისაუბრა:- მთელი ცხოვრება ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა უკან დამყვება და როცა საფრთხე მელის, მიცავს. ერთხელ, საზღვარგარეთ შეჯიბრზე წასვლის წინ აგარაკზე წავედი. უცხოეთიდან 7 დღის შემდეგ დავბრუნდი და ისევ აგარაკზე წავედი. გიამ, ვინც ჩემს აგარაკს უვლის, მითხრა, ძაღლი კვდებაო. მაშინვე ვეტექიმთან წავიყვანეთ და აღმოჩნდა, რომ ცოფი სჭირდა. გიამ თქვა, ამას წინათ რომ იყავი, ძაღლმა შენს უმცროს ბიჭს თითზე უკბინაო. შეშინებულმა მთელი ოჯახი ავცერი და თავადაც ავიცერი. ხომ შეიძლებოდა უცხოეთიდან მალე არ ჩამოვსულიყავი და უბედურება მომხდარიყო? მაგრამ არ გვეწერა.ამ ისტორიას გაგრძელებაც მოჰყვა. აცრის შემდეგ ბიძაშვილ ზურა ჯაჭვლიანთან ერთად აგარაკზე მივდიოდი. გზაზე ვიღაცას უნდა შევხვედროდით და მანქანა გლდანის ხიდის ქვეშ გავაჩერე, ცოტა ხანში დავქოქე და ხიდს მოვშორდი. ზურამ მისაყვედურა, ჩრდილში ვიდექით, რატომ გადააყენეო. ვუთხარი, ბიჭო, ხიდს რომ ვუყურებდი, მომეჩვენა, თითქოს ვარდებოდა-მეთქი. ამაზე ძალიან გაეცინა. მეორე დღეს წყალდიდობა მოხდა და ის ხიდი მართლაც ჩამოინგრა. სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.აგარაკზე რომ ავედით, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვიყავი და დალევა არ შეიძლებოდა, ცოტა ალკოჰოლი მივიღე. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მანქანაში ცუდად გავხდი. გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ჩვენი ავტომობილის წინ გაიარა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა… საავადმყოფოში ექიმი გადაირია, აცრის შემდეგ ადამიანი ალკოჰოლს რომ იღებს, იღუპება და შენ როგორ გადარჩიო.- სიზმრები აგცხადებიათ?- ისეთ სიზმრებს ვნახულობ, ყველა რომ ფურცელზე გადავიტანო, ტომეულები გამოვა. ხშირად ვხედავ მიცვალებულებს, რომლებსაც ვესაუბრები. სპიტაკის მიწისძვრის წინა ღამეს სიზმარში ვნახე, რომ ენგური შავი და ადიდებული მოდიოდა. ორივე ნაპირას კი ზეწარგადაფარებული ცხედრები ესვენა.ერთხელ რაღაც ქაოსი დამესიზმრა, მერე კი ყველაფერი დაწყნარდა და სივრცე გამოჩნდა. რომ გავიღვიძე, მივხვდი, ხიფათი მელოდა, რომელიც კარგად დასრულდებოდა. აგარაკზე ძროხები მყავს და კახეთში ქერის და ხორბლის ჩამოსატანად წავედი. იქიდან რომ ვბრუნდებოდი, შუადღის 2 საათი იქნებოდა. ჩემი ჯიპის უკან ორტონანახევარი ქერით და ხორბლით დატვირთული მანქანა მოდიოდა. სანამ საგარეჯოში შეხვალ, ერთ ადგილზე ძალიან ცუდი მოსახვევია. იქ ყოველთვის იდგა შესაბამისი საგზაო ნიშანი, მაგრამ მოსახლეობა ჯართში ჩასაბარებლად ხშირად იპარავდა. ნიშანი მაშინაც არ იყო, ასფალტი კი ისე ლივლივებდა მზეზე, რომ სწორი გზა მეგონა და პირდაპირ წავედი.იმ ადგილს სანამ მოვუახლოვდებოდი, ჩემი მეგობრის ბავშვი წინ მეჯდა და რატომღაც უკან გადავსვი. იმ მოსახვევთან საპირისპირო მხრიდან ,,ზილმა” შემოუხვია. მუხრუჭი ვიხმარე, მაგრამ მანქანა ვერ დაიჭირა და ,,ზილს”, რომელსაც 8 თუ 9 გაზის ბალონი მოჰქონდა, შუაში შევასკდი. წამებში გავიაზრე, რომ ვკვდებოდით და გავითიშე. ხალხის ყვირილმა მომიყვანა გონზე. თვალი რომ გავახილე, იმქვეყნად მეგონა თავი. საბედნიეროდ, მეც გადავრჩი და ჩემი მგზავრებიც, ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდათ.ასევე დაგაინტერესებთ:„ჩემი პირველი მეუღლე ხან ციხეში იყო, ხან საზღვარგარეთ. ჩათვალეთ, ცოლქმრული პერიოდი ჯანსაღად პირველად გამოვიარე...“ - სალომე უშხვანი პირადზესაქართველოში ამინდი იცვლება - სინოპტიკოსების პროგნოზისამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მარტოხელა გულები

საზოგადოება 1707934899

15 თებერვალი მარტოხელების დღეა - როგორ აღვნიშნოთ 

ყოველწლიურად, 15 თებერვალს, მსოფლიო აღნიშნავს მარტოხელა გულების დღეს, რომელიც მოჰყვება ვალენტინობის დღეს. ეს დღესასწაული შექმნილია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი სულიერი მეგობარი, შექმნილია მარტოხელა ადამიანების მხარდასაჭერად, რათა მათ თავი დაუცველად არ იგრძნონ.მარტოხელა გულების დღის ტრადიციებიმარტოხელა გულების დღე უნიკალური დღესასწაულია, რომელიც ეძღვნება მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი სულიერი მეგობარი. მისი არსი მარტივია: ყველას არ აქვს სიყვარულისგან გამოწვეული ბედნიერება; ბევრს ჯერ არ შეუქმნია საკუთარი ოჯახი.ეს დღესასწაული შეიქმნა იმისთვის, რომ მარტოხელა ადამიანებმა არ იგრძნონ თავი დაუცველად, სიყვარულის  არარსებობის გამო. სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა მარტოსული გულების დღე, რომლის აღნიშვნა მრავალ ტრადიციას მოიცავს.იტალიაში 15 თებერვალს ასევე აღნიშნავენ წმინდა ფაუსტინოს დღეს. ეს წმინდანი მარტოხელა ადამიანების მფარველად ითვლება და ადამიანები მას ლოცვებით მიმართავენ, პირად ცხოვრებაში ბედნიერებისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ წმინდანს შეუძლია მარტოსული გულების გაერთიანება.მარტოხელა გულების დღის აღნიშვნა არ ექვემდებარება მკაცრ წესებს. თუმცა, ყველაზე ხშირად მას თემატური წვეულებებით აღნიშნავენ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მეგობრებისა და თანამოაზრეების პოვნა.დამსწრეები ულოცავენ ერთმანეთს დღესასწაულს და გამოთქვამენ სურვილს, დაამყარონ ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობები. ცოცხალი კომუნიკაცია, მუსიკა, გართობა, ცეკვა, კონკურსები და ვიქტორინები თან ახლავს ამ დღეს, რომელიც ავსებს მას პოზიტივისა და სიხარულის ატმოსფეროთი.ამ დღეს განსაკუთრებით პოპულარულია მეგობრული ქეიფი და მარტოხელა გულების საღამოები. ეს მოვლენები ეხმარება ადამიანებს, დაივიწყონ პრობლემები და დაიჯერონ, რომ ბედნიერება შესაძლებელია.15 თებერვალს მარტო არ უნდა იყოთ. მაშინაც კი, თუ არ გსურთ ხმაურიან კომპანიაში გაწევრება, შეგიძლიათ დრო გაატაროთ მეგობართან, ეწვიოთ კინოთეატრს ან მყუდრო კაფეს.წმინდა ფაუსტინოს დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ იტალიაში, სადაც ეს დღესასწაული პოპულარობით არაფრით ჩამოუვარდება წინა დღით აღნიშნულ წმინდა ვალენტინობას.რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ სიყვარულის პოვნა არ უნდა გახდეს თვითმიზანი. ურთიერთობაში ნამდვილი ბედნიერება მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი გრძნობს კმაყოფილებას და სიხარულს საკუთარ ცხოვრებაში.ასევე ნახეთ:„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს„სოსო ჯაჭვლიანის სახლი მესტიაში, სადაც ბავშვობისას ცხოვრობდა... მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ სოსოს სულს...“ - ემოციური ვიდეო სოცქსელში ვრცელდება

Wizz Air

საზოგადოება 1707924733

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ჩვეულ რეჟიმში განაახლა მუშაობა, რეისები შეფერხების გარეშე სრულდება

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება - ინფორმაციას აეროპორტის გაერთიანება ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ფრენა ბარსელონას მიმრთულებით ერთ საათში შესრულდება. მგზავრები უკვე ასაფრენ დარბაზში იმყოფებიან.„მოცემული მომენტისთვის, მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის შემოწმება. ამ ეტაპისთვის მიღებული ინფორმაცია არ დასტურდება. მგზავრების შემოწმება სრულიად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში. აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს 19 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულიად დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს ოპერირებისას, რამე თუ ჩვენ ოპერირების მხრივ უკვე განგვაგრძობთ საჰერო ხომალდების მიღებას და არც ერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება.რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოცემული მომენტისთვის, მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება,“ - აცხადებს”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.რამდენიმე საათის წინ ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. მიზეზი შეტყობინება გახდა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ.„როდესაც შემოვედით აეროპორტში რაღაც ჩოჩქოლი იყო, თავიდან ვერ მივხვდით რა იყო. შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ ბარსელონას რეისი გაუქმდაო, შემდეგ ზარები შემოვიდა - რას შვებითო და გავიგეთ, რომ ნაღმიაო, როგორც თქვეს. შემდეგ დააბრუნეს ეს თვითმფრინავი. სახანძროები დავინახეთ, რომ მივიდნენ ახლოს,“ - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.ასევე დაგაინტერესებთ:სისხლის ახალი ტესტი შიზოფრენიის რისკს ავლენს„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს„სოსო ჯაჭვლიანის სახლი მესტიაში, სადაც ბავშვობისას ცხოვრობდა... მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ სოსოს სულს...“ - ემოციური ვიდეო სოცქსელში ვრცელდება

სოსო

საზოგადოება 1707917700

„სოსო ჯაჭვლიანის სახლი მესტიაში, სადაც ბავშვობისას ცხოვრობდა... მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ სოსოს სულს...“ - ემოციური ვიდეო სოცქსელში ვრცელდება

13 თებერვალს, ქართველი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობი და რეჟისორი, ყოფილ დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.დღეს, სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ვიდეო, რომელიც სვანეთში, მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ბავშვობის სახლშია გადაღებული.„სოსო ჯაჭვლიანის სახლი მესტიაში, სადაც ბავშვობისას ცხოვრობდა. გული მიწუხს ეს დღეებია....წასვლაც ვიფიქრე, მაგრამ, არა,.. აქ დარჩენა გადავწყვიტე, ასე მივხვდი, სოსოს სული აქ სვანეთში მიმოივლიდა ამ დღეებში, თავის სახლში.მზია გოშთელიანმა თქვა:ბავშვობა და მოსწავლეობა ერთად გავატარეთო ჩვენ და სოსოს და- ძმებმა,თან მეზობლები ვიყავითო და ძალიან მტკივა გულიო... თავის უბნელებმა ხომ უნდა მოვიგონოთო.ღმერთმა ასე ინება:სოსოს ეზოში, სვანური ზარით,თოვლის მაგიდაზე,ძველებური წესით, - სანთლებით, პურზე დაწყობილი ოთხი კერძით, სვანური არაყითა და ღვინით, ,,ლიფანე" გაგვეკეთებინა.ეზოში დიდი თოვლია, ვიფიქრე, -ხვალ დილას გავკვალავთ- მეთქი.გუშინ, ამ სახლთან რომ გამოვიარე,რა ვნახე:სოსოს სახლის ეზოში, თბილისიდან ჩამოსული ბავშვები თამაშობდნენ( მეზობლის სასტუმროდან ღობეზე გადმოსულიყვნენ თოვლში სათამაშოდ).ტირილი და სიხარული ამერია...მივმართე:-,,ბავშვებო, ეს სოსო ჯაჭვლიანის სახლია- მეთქი (შეცბნენ),...- ხვალ აქ, სოსოს მოსაგონრადვიკრიბებით და ბარემ, ჭიშკრიდან იმ ვაშლის ხემდე გზა გაკვალეთ- მეთქი.ხალისით იმუშავეს, ერთი გოგონამუხლებით კვალავდა თოვლს... დღეს მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთსოსოს სულს...ყველა გარდაცვლილები მოვიგონეთ.ქუდოსნებმა ,,ზარი" თქვეს. ძალიან მადლობელი დავრჩი ამ ვაჟკაცების, სათითაოდ ჩამოვთვლიდი, მაგრამ ყველას სახელი და გვარი არ ვიცი და არ მინდა ვინმე გამომრჩეს, თავადაც ნახავთ... მშვიდობა ჰქონოდეს თითოეულ მათგანს! მადლობა ყველას!გავიხედეთ, ,,ზარის" ხმაზე მეზობელი სასტუმროდან ფრანგები მოვიდნენ.თურმე ამ ფრანგ მამაკაცს საქართველოში ბევრი რამე აქვს გადაღებული და თბილისში ერთერთი გადაღებისას, სოსო ჯაჭვლიანთან ვისაუბრეო- თქვა.მანაც ასწია ერთი ჭიქა... აქაც გადაიღო ყველაფერი, გაოცებით უყურებდა სოსოს უბრალო სახლს.ღმერთს დიდება და მადლობა ყველაფრისათვის!მენანები სოსო....ჩვენი გვარის ერთ-ერთი კარგი ვაჟკაცი, მკლავჭიდელი - მსოფლიო ჩემპიონი,... და მერეა შენი სხვა ნიჭები.შენი მსახიობობა სხვათა როლებია.შენი ნამდვილი როლი, შენი კაცობაა დასანანი....დაე ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო- კარი მესტიაში, სადაც ქოხებიც კი ,,სასახლეებად" აქციეს, როგორი პატიოსანიც იყავი, ის ეტყობა შენს სახლს.ამიტომ აწუხებდათ შენი კარგი სახელი ფულზე სულგაყიდულებს................ და ბოლოს მაინც ვიტყვი, სვანეთის გმირები და მოღვაწენი სვანეთში რომ დაიკრძალონ, უმჯობესია.მშობლიურმა მთებმა უნდა ჩაიკრან გულში.ღმერთმა მარადიულ ნათელში დაამკვიდროს მათი სულები!ამენ!“,- წერს ქრისდინა ჯაჭვლიანი. ნახეთ, ვიდეო: 

FD

საზოგადოება 1707821331

სოსო ჯაჭვლიანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

ცნობილი ქართველი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ტაშით გამოასვენეს.მსახიობს საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები.ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.ფოტო: iPN