cesko

საზოგადოება 1759604477

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა.„საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია "სმარტმატიკს," რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია "Pro V&V"-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე, მანამდე კი წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს," - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.წარმოგიდგენთ პროპორციულ შედეგებს დედაქალაქის შემთხვევაში - 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.წარმოგიდგენთ პროპორციულ შედეგებს დედაქალაქის შემთხვევაში - 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.

ცესკო

პოლიტიკა 1759603800

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა.როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა.„ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტიურად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.მან მედიას წარუდგინა დედაქალაქის პროპორციული შედეგები, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები.დედაქალაქის შემთხვევაში - 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.შედეგები კი ასე ნაწილდება:1. „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 3020 (1.019 %)3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 12811 (4.321 %)5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 1720 (0.58 %)7. „თავისუფალი საქართველო“ - 2647 (0.893 %)8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3151 (1.063 %)9. „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 29807 (10.054 %)11. „საქართველო“ - 943 (0.318 %)12. „მწვანეთა პარტია“ - 1906(0.643 %)14. „სახალხო ხელისუფლება“ - 761 (0.257 %)25. „გახარია საქართველოსთვის“ - 9483 (3.199 %)36. „გირჩი“ - 22230 (7.498 %)41. „ქართული ოცნება“ - 207985 (70.155 %)

კო

პოლიტიკა 1759553775

ცესკო - მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას

საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტი“, – აღნიშნა იოსელიანმა.მისივე თქმით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.ამასთან, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი.ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს.ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა ასევე კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.„აქვე, შეგახსენებთ კენჭისყრის პროცედურებს – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია“, – განაცხადა იოსელიანმა.ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.„არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

ცესკო

პოლიტიკა 1759477566

ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.„საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან.  მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.აღსანიშნავია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს პირადად მივაწვდი ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამასთანავე, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.  თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი. რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი  160 კანდიდატი. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის  მოქმედი პირადობის  მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, ადმინისტრირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი კომპლექსური და რთული არჩევნებია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად აქტიურად ემზადებოდა მთელი წლის განმავლობაში. სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა არაერთი მასშტაბური საქმიანობა.სწორედ განხორციელებული სამუშაოებისა და იმიტირებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის. ამისათვის - გაწეული საქმიანობისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა ჩართულ მხარეს, დაწყებული საჯარო უწყებებით, დასრულებული სხვადასხვა სუბიექტებით (პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის მზადების პროცესში.ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.დეტალური ინფორმაცია საარჩევნო უბნების, აქტივობებისა თუ სხვა საქმიანობებისა და სტატისტიკის შესახებ, განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ასევე, მიეწოდებათ მედია საშუალებების წარმომადგენლებს გავრცელების მიზნით.საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ეს არის მუნიციპალიტეტის ორგანოთა პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროცედურების სისწრაფეს, სიმარტივეს და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას.   მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას, რომელთა ინფორმირების მიზნით, ცესკომ არაერთი საინფორმაციო აქტივობა განახორციელა გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ამ შემთხვევაში კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერი, არამედ სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და სავარაუდოდ კენჭისყრის დასრულებიდან 1 - 2 საათის განმავლობაში, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ინფორმაციის მიღებასთან და კონსოლიდირებასთან, საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ გადმოგზავნილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს.დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. აქვე შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. ამასთანავე, კავშირი ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის, ისევე როგორც კავშირი ვერიფიკაციის აპარატსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს, რაც ფარულობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი წინაპირობაა.ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წყალი შეწყდება

საზოგადოება 1752213614

წყალი 22 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

11 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N1-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 11 ივლისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.„აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 12 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:გლდანულის დასახლებას, გლდანის ხევს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის III-VIII და IIIა მიკრორაიონებს, ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, ჯანჯღავას, კობერიძის, მიდელაურის, ვართაგავას, საბაშვილის, კანდელაკის, ხერგიანის, შენგელაიას, ტიულენინის, სამხარაულის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ჟღენტის, გულისაშვილის, ორბელიანის, ოშკელის, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბელქანიას, თეთრი ტბის, კვესის, კობახიძის, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, ყიფშიძის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძის, რუსთაველის, წყაროს, გოგიაშვილისა და მანსვეტაშვილის ქუჩებს;„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყალი

საზოგადოება 1752165527

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

11 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N1-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 11 ივლისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.„აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 12 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:გლდანულის დასახლებას, გლდანის ხევს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის III-VIII და IIIა მიკრორაიონებს, ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, ჯანჯღავას, კობერიძის, მიდელაურის, ვართაგავას, საბაშვილის, კანდელაკის, ხერგიანის, შენგელაიას, ტიულენინის, სამხარაულის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ჟღენტის, გულისაშვილის, ორბელიანის, ოშკელის, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბელქანიას, თეთრი ტბის, კვესის, კობახიძის, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, ყიფშიძის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძის, რუსთაველის, წყაროს, გოგიაშვილისა და მანსვეტაშვილის ქუჩებს;„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

წარმატება

ასტროლოგია 1750023129

მიჰყევით ამ 3 რიტუალს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება

სავსე მთვარე თქვენი მიზნების სიღრმისეულად შესაფასებლად და, ზოგადად, ემოციური კმაყოფილების შესასწავლად იდეალური დღეა. სწორედ ამ პერიოდში შესაძლოა, თვალი გაუსწოროთ ყველაფერს, რაც წინსვლასა და წარმატებას აფერხებს, მაგრამ აღიარება არ გიჭირთ. მიჰყევით ამ 3 რიტუალს და აღნიშნული დღე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის საწინდარი გახდება:დაისახეთ ახალი მიზნები და გადადგით თქვენი ოცნებებისკენ პირველი ნაბიჯებიროგორც ასტროლოგები ამბობენ, ივლისის სავსემთვარეობის დღეს ახალი მიზნების დასახვა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება განსაკუთრებით სასარგებლოა. სამყაროს ჩვენი სურვილების გაცილებით უკეთ ესმის და გვეხმარება, რომ წარმატებას მივაღწიოთ. თუმცა, თუ გვსურს, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, პირველი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ და ცვლილებებისა და სიახლეებისადმი მზაობა გამოვხატოთ.იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში მტკიცებულება, რომ ცვლილებების დროა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში. შეგიძლიათ, ორ სვეტად ჩამოწეროთ – ის, რაც თქვენში უკმაყოფილებას იწვევს და გასწვრივ დაწეროთ, რა გაგახარებდათ. ეს მოტივაციას მოგცემთ და შესაძლოა, გახდეს შთაგონება, რომ ძველ, მოსაწყენ ურთიერთობებსა და საქმეებს თავი საბოლოოდ დააღწიოთ. სრულად

წყალი

დედაქალაქი 1746386871

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება - ცნობილია, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი

კომპანია GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. მათივე ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:საბურთალო, გიორგი მიროტაძის ქ. N15 ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 19:15-დან 5/5/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბოჭორიშვილის, კოსტავას 75-ს კორპუსებს, მიროტაძის ქუჩას და სააკაძის I გასავალს;სამგორი, ვარკეთილი 3, 4 მკ-რ. N409-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 17:45-დან 5/5/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, 4 მკ-რ. N410-N425 (ყველა ნომერს) ნაზი შამანურის ქუჩას;ნაძალადევი, ზღვის უბანი, 11 მკ-რ 2 კვ. N34-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეწყდა ავარიულად. წყალმომარაგება აღდგება 05/05 01:00 მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბანი, 11 მკ-რ 1 კვ, N7, 7ა, 8, 9, 10, 11, 12, 12ა, 13, 14, 15, 15ა, 16, 16ა, 16ბ, 20, "ა" და "ბ" კორპუსებს გოჩა ჩოგოვაძის ქუჩას. ზღვის უბნის 11 მ/რ 2 კვ 22, 23, 33, 37, 40, 40ა,40ბ;მთაწმინდა, დაბა შინდისი, მ. ნაკაშიძის ქ. N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 16:20 დან 5/5/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნაკაშიძის ქუჩას კოჯრის გზატკეცილს, ჭავჭავაძის 1-33 ყველას, ჭავჭავაძის 1 - 2 შესახვევი, 09 აპრილის ქუჩა, მეზურნიშვილის ქუჩა, ე. ჭავჭავაძე, ბარათაშვილი შესახვევებით ლორთქიფანიძე, მასვეტაშვილი, ფაზისი კოლხეთის ქუჩები ჯავახიშვილის ქ 2-20;ნაძალადევი, ზღვის უბანი, 11 მკ-რ 2 კვ. N34-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:50-დან 5/5/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბნის 11 მ/რ 2 კვ. 20, 21, 22ა, 22ბ, 23ა, 23ბ, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29, 30, 32, 32ა, 33ა, 36, 36ა, 38, 39 კორპ;წყნეთი, (წყნ),სოფ. ახალდაბა N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:20-დან 5/4/2025 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. ახალდაბა;სამგორი, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. N6-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:00-დან 5/5/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3 ის I მიკრორაიონს სრულად, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, სუხიშვილის, კოტეტიშვილის და კუპრაძის ქუჩებს.ჯავახეთის ქ. 68 ვარკეთილის 2 მიკროს 2 -10 კენებიც და ლუწებიც;ნაძალადევი, დეპოს ქ. N5-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5/4/2025 13:30-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წმინდა მელქისედეკი, საყვირი, დეპო, კავთისხევი, სვანეთი, ხევსურეთი, ლეჩხუმის ქუჩებს.ისანი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. N2-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 12:30-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნავთლუღის ქუჩა N1-N15 (კენტები) , ოდისეი დიმიტრიადის (ყოფილი კახეთის შესახვევი), კონტროლის პალატას;საბურთალო, სოფ.დიღომი, დ. სარაჯიშვილის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 11:50-დან 5/4/2025 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიდგორი და დავით სარაჯიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თევდორე ტირონის, ზაქარია სარაჯიშვილის, ალექსანდრე ვაჩეიშვილის, დავით მარინაშვილის ქუჩებს.გლდანი, ბარისახოს ქ. N18-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5/4/2025 11:45-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მანაგაძის, ბიჭვინთის, სკოლის, ბარისახოს და ხანძთელის ქუჩებს.გლდანი, გლდანის მასივი, 5 მკ-რ, N19 ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 11:15-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მასივი, 5 მკ-რ, N19ა, N20.

policiis lenti

ისტორიები 1743658973

„23 წლის გოგომ ქმარი ნაჯახით მოკლა, მომხდარს ორი შვილი შეესწრო...“ - ქვემო ქართლში მომხდარი მძიმე მკვლელობის დეტალები რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა

 2016 წლის 26 დეკემბერს, სოფელ თაზაქენდში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ.-ში, 23 წლის თურქან კარიმოვამ თავისი 33 წლის ქმარი, რუსლან კარიმოვი ნაჯახით მოკლა.აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუებში, კარიმოვამ განაცხადა, რომ მკვლელობა საკუთარი და თავისი შვილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩაიდინა.მეზობლებმა ამ ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ზოგად კომენტარებში აღნიშნეს, რომ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ არაფერი იცოდნენ.როგორც ქალის დედამთილი სვეტა კარიმოვა იხსენებს, ცოლ-ქმართან ერთად 7 წელიწადს ცხოვრობდა.მისი რძალი ამ ხნის განმავლობაში მუდამ წყნარი ადამიანი ჩანდა, არასდროს იქცეოდა ცუდად და არც არაფერზე წუწუნებდა.„ცოტა უცნაური გოგონა კი იყო, მაგრამ ამას მის ხასიათს მივაწერდი“, - ამბობს სვეტა და იმასაც აღნიშნავს, რომ რძალს მის ვაჟთან პრობლემა არასდროს ჰქონია.„პრობლემა რომ ჰქონოდა, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა“.თუმცა, სვეტას ახსოვს ერთი უცნაური დეტალი: „თურქანი ძალიან ბევრ მაგარ შავ ჩაის სვამდა. თვალის უპეები სულ ჩაშავებული ჰქონდა. ხშირად მთხოვდა „შავ შოკოლადს“ - ასე მორფინს ეძახიან, არა?“წყვილი ერთმანეთს ენათესავებოდა.ქმარი ცოლს ბიძაშვილად ერგებოდა მამის მხრიდან. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ეზოს იყოფდნენ დედამთილთან ერთად, რომელიც იქვე, თავის სახლში ცხოვრობდა.ქმარი პერიოდულად რუსეთში დადიოდა უკეთესი შემოსავლის მისაღებად. ის სახლების რემონტზე მუშაობდა. ბოლოს, როცა რუსეთში წავიდა, იქ შვიდ თვეს დარჩა. შინ დაბრუნებიდან ათი დღის შემდეგ კი ცოლმა მოკლა.სვეტას თქმით, ჩვეულებრივი საღამო იყო. მაგიდის გარშემო ისხდნენ და სახლის საქმეებზე მსჯელობდნენ, ფიქრობდნენ ერთ-ერთი მათი სახლის რემონტის დაწყებაზე.წყვილს სამი შვილი ჰყავდა, 6 წლის გოგონა და ორი ვაჟი - 4 და 2 წლის ბიჭები. მამის მკვლელობას ორი ბავშვი შეესწრო.ერთ-ერთი მათგანი იმდენად ახლოს იდგა, რომ მამის სისხლი შეეშხეფა. სულ პატარა ბავშვი საბნის ქვეშ დაიმალა და შეშინებული ტუჩებს იკვნეტდა. ბავშვმა ერთადერთი რამ თქვა: „დედამ მამა სცემა“.როცა ქმარი მოკლა, თურქანი დეიდამისის, ინდირას სახლისკენ გაიქცა. დეიდა იხსენებს, რომ თურქანი თავზარდაცემული ჩანდა, შოკირებული იყო და ხმას ვერ იღებდა. „სხვა გზა არ ჰქონდა, ჩვენს სახლში უნდა გამოქცეულიყო, - აღნიშნა დეიდამ, - საწყალი გოგო. ჩემმა ქმარმა დამამშვიდებლები უყიდა, პოლიცია მოვიდა მერე და წაიყვანეს.“რა ბედი ეწიათ მათ შვილებს?ტრაგედიიდან მალევე ნათესავებმა შენიშნეს, რომ უფროსი ბავშვი საბავშვო ბაღში იშვიათად დადიოდა. სამივე ბავშვი დღეს ბებიის, გარდაცვლილი მამის დედის სახლში ცხოვრობს.მაშინ, იურისტი თამარა გურჩიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვებზე იზრუნოს და ისინი 18 წლამდე დაიცვას.რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 5 აპრილს ორ ოჯახს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მსხვერპლის ოჯახის წევრებს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არც მისცეს.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თურქან კარიმოვას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.როგორც რუსთავის სასამართლოს პროკურორი მამულაშვილი აცხადებს, საქმეში შემავალი ყველა ტიპის ინფორმაცია დახურულია მოწმეთა დაცვის მიზნით.

policiis lenti

კრიმინალი 1740034178

„23 წლის გოგომ ქმარი ნაჯახით მოკლა, მომხდარს ორი შვილი შეესწრო...“ - ქვემო ქართლში მომხდარი მძიმე მკვლელობის დეტალები რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა

 2016 წლის 26 დეკემბერს, სოფელ თაზაქენდში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ.-ში, 23 წლის თურქან კარიმოვამ თავისი 33 წლის ქმარი, რუსლან კარიმოვი ნაჯახით მოკლა.აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუებში, კარიმოვამ განაცხადა, რომ მკვლელობა საკუთარი და თავისი შვილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩაიდინა.მეზობლებმა ამ ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ზოგად კომენტარებში აღნიშნეს, რომ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ არაფერი იცოდნენ.როგორც ქალის დედამთილი სვეტა კარიმოვა იხსენებს, ცოლ-ქმართან ერთად 7 წელიწადს ცხოვრობდა.მისი რძალი ამ ხნის განმავლობაში მუდამ წყნარი ადამიანი ჩანდა, არასდროს იქცეოდა ცუდად და არც არაფერზე წუწუნებდა.„ცოტა უცნაური გოგონა კი იყო, მაგრამ ამას მის ხასიათს მივაწერდი“, - ამბობს სვეტა და იმასაც აღნიშნავს, რომ რძალს მის ვაჟთან პრობლემა არასდროს ჰქონია.„პრობლემა რომ ჰქონოდა, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა“.თუმცა, სვეტას ახსოვს ერთი უცნაური დეტალი: „თურქანი ძალიან ბევრ მაგარ შავ ჩაის სვამდა. თვალის უპეები სულ ჩაშავებული ჰქონდა. ხშირად მთხოვდა „შავ შოკოლადს“ - ასე მორფინს ეძახიან, არა?“წყვილი ერთმანეთს ენათესავებოდა.ქმარი ცოლს ბიძაშვილად ერგებოდა მამის მხრიდან. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ეზოს იყოფდნენ დედამთილთან ერთად, რომელიც იქვე, თავის სახლში ცხოვრობდა.ქმარი პერიოდულად რუსეთში დადიოდა უკეთესი შემოსავლის მისაღებად. ის სახლების რემონტზე მუშაობდა. ბოლოს, როცა რუსეთში წავიდა, იქ შვიდ თვეს დარჩა. შინ დაბრუნებიდან ათი დღის შემდეგ კი ცოლმა მოკლა.სვეტას თქმით, ჩვეულებრივი საღამო იყო. მაგიდის გარშემო ისხდნენ და სახლის საქმეებზე მსჯელობდნენ, ფიქრობდნენ ერთ-ერთი მათი სახლის რემონტის დაწყებაზე.წყვილს სამი შვილი ჰყავდა, 6 წლის გოგონა და ორი ვაჟი - 4 და 2 წლის ბიჭები. მამის მკვლელობას ორი ბავშვი შეესწრო.ერთ-ერთი მათგანი იმდენად ახლოს იდგა, რომ მამის სისხლი შეეშხეფა. სულ პატარა ბავშვი საბნის ქვეშ დაიმალა და შეშინებული ტუჩებს იკვნეტდა. ბავშვმა ერთადერთი რამ თქვა: „დედამ მამა სცემა“.როცა ქმარი მოკლა, თურქანი დეიდამისის, ინდირას სახლისკენ გაიქცა. დეიდა იხსენებს, რომ თურქანი თავზარდაცემული ჩანდა, შოკირებული იყო და ხმას ვერ იღებდა. „სხვა გზა არ ჰქონდა, ჩვენს სახლში უნდა გამოქცეულიყო, - აღნიშნა დეიდამ, - საწყალი გოგო. ჩემმა ქმარმა დამამშვიდებლები უყიდა, პოლიცია მოვიდა მერე და წაიყვანეს.“რა ბედი ეწიათ მათ შვილებს?ტრაგედიიდან მალევე ნათესავებმა შენიშნეს, რომ უფროსი ბავშვი საბავშვო ბაღში იშვიათად დადიოდა. სამივე ბავშვი დღეს ბებიის, გარდაცვლილი მამის დედის სახლში ცხოვრობს.მაშინ, იურისტი თამარა გურჩიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვებზე იზრუნოს და ისინი 18 წლამდე დაიცვას.რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 5 აპრილს ორ ოჯახს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მსხვერპლის ოჯახის წევრებს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არც მისცეს.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თურქან კარიმოვას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.როგორც რუსთავის სასამართლოს პროკურორი მამულაშვილი აცხადებს, საქმეში შემავალი ყველა ტიპის ინფორმაცია დახურულია მოწმეთა დაცვის მიზნით.

ილია მეორე

საზოგადოება 1736227001

ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს - ილია მეორე

დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.„ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდანმოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ – მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.უფალს ელოდა  სიწმინდით,  სიმართლით  და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი,  ყოველი ადამიანი.  იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10).წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი  გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ  ჭეშმარიტს, ნამდვილსადა აღმატებულს.ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ  უარყო წარმართობა და  სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო, – ხორციელი, უკვდავი, – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი;  ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაადა შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, –  მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და  სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ilia II

საზოგადოება 1736226490

ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობა მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას, ეს იყო ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა - ილია მეორე

ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.როგორც საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი, ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას, ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.„დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას. ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდანმოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა… მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ – მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი. უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი, ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდებაწარმართთაც“(დაბადება: 49. 10). წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს. ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო, – ხორციელი, უკვდავი, – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაადა შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში. მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, – მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ. ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.