დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1790800590

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ერისკაც ბიძინა ივანიშვილს უკავია და სწორედ ის არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი ფიგურა.როგორც სამხარაძე აღნიშნავს, 1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.“ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომლის ღვაწლი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საქმეში განსაკუთრებით დიდია. სწორედ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და იმ რთულ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური პროცესის სათავეში ჩადგომა გახდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც ცვლილებას რეალური შესაძლებლობა მისცა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა  შეძლო ამ პროცესის სათავეში ჩადგომა და იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მთავარი ფიგურა სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო.ერისკაცის როლი მხოლოდ 2012 წლის გამარჯვებით არ შემოიფარგლება. მისი სახელი ამ ისტორიის იმ ნაწილთან არის დაკავშირებული, რომელმაც ქართული პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს, როდესაც საქართველოში მშვიდობა გვაქვს, ესეც, ისევ და ისევ, პირველ რიგში, სწორედ იმ ერთი ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ყველაზე რთულ დროს აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.ვულოცავ ამ დღეს „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს, ნამდვილებს, ყველას, ვინც იმ ისტორიულ დღეებში იდგა ამ ბრძოლის გვერდით და ვისთვისაც 1 ოქტომბერი განსაკუთრებული ისტორიის ნაწილია,” - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ხათუნა ხოფერია

პოლიტიკა • 1790796354

VIDEO: თუ რაიმე პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს, ეს არის მშვიდობის საფასური და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების საფასური - ხათუნა ხოფერია

„მინდა ვთქვა, რომ თუ რაიმე პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს, რამე რეიტინიგი აქვს და ზოგადად ის ნდობა, რომელიც რეალურად მას აქვს, ეს არის მშვიდობის საფასური და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების საფასური, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ქართველი ხალხი ძალიან მადლიერია და არ კარგავს...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე დამდგარი, რომ ქართულმა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით თვითლიკვიდაცია მოახდინა. ამას არ სჭირდება არანაირი IRI კვლევა, ცხრილები, ციფრები. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

ცუდი ამინდი

საზოგადოება • 1790794022

წვიმა, ელჭექი და ნალექი - ამინდი მკვეთრად იცვლება

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 1 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით დაახლოებით +19-დან +24 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაახლოებით +18-დან +23 გრადუსამდე დაფიქსირდება.პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება უფრო მეტად შესამჩნევი იქნება.თბილისში 2 ოქტომბერს დღისით დაახლოებით +16 გრადუსია მოსალოდნელი, 3-4 ოქტომბერს კი შესაძლოა შედარებით გამოიდაროს, თუმცა ტემპერატურა კვლავ დაბალი იქნება.

 ექიმი გარდაიცვალა

საზოგადოება • 1790787653

რესპუბლიკური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ექიმის ნინო ბუცხრიკიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ექიმის და კოლეგის ნინო ბუცხრიკიძის გარდაცვალების გამო.ნინომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში გადაუდებელი მედიცინის დარგის ჩამოყალიბების და განვითარების საქმეში. ხელმძღვანელობდა „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ხარისხის მართვის ჯგუფს. აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და პროფესიული განვითარების პროექტებში, მათ შორის „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, USAID-ის გადაუდებელი მედიცინის პროგრამაში.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასტერკლასი

საზოგადოება • 1790775201

„ღამის სერენადების“ ფარგლებში შემოქმედებითი მასტერკლასი ჩატარდა

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა.მასტერკლასი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მდე შშმ პირმა მიიღო. „ღამის სერენადები“ საქართველოში მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ტრადიციას მეოცე საუკუნის 80-იანი დასაწყისიდან განაგრძობს. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელი კი - გიორგი ისაკაძე. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, ორგანიზატორი - კომპანია „არტ ალიანსი“. ნინო მირიანაშვილი, მხატვარ-დიზაინერი: "ვიოლინოს ლეგენდარული ვირტუოზის, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში ჩატარდა განსაკუთრებული შემოქმედებითი მასტერკლასი „ვენეციური ნიღბები“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ნამდვილი ვენეციური კარნავალის ატმოსფეროში გადაინაცვლეს. წინასწარ მომზადებული ქაღალდის საფუძვლების გამოყენებით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააფორმეს და შექმნეს უნიკალური, ფერადი ნიღბები — დააწებეს სხვადასხვა ფორმის ქაღალდები ნიღბებს და შეაბეს ელეგანტური ლენტები. ეს პროცესი არ ყოფილა მხოლოდ მხიარული და შემოქმედებითი დღესასწაული: ფერად დეტალებთან მუშაობა და მათი დაწებება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წვრილი მოტორიკის, ყურადღების კონცენტრაციისა და კოორდინაციის განვითარებას.გულწრფელ მადლობას ვუხდით ფესტივალის დირექტორს, ქალბატონ ნინა ცაგარელს, ამ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. „ღამის სერენადების“ მხარდაჭერით გამართულმა მასტერკლასმა ბავშვებს უამრავი ღიმილი, დადებითი ემოცია და შემოქმედებითი სიხარული აჩუქა, ხოლო მათ მიერ შექმნილი ნიღბები ინდივიდუალური ფანტაზიისა და ნიჭის ბრწყინვალე გამოვლინებად იქცა."

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1790772752

ირაკლი ქადაგიშვილი: ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღსრულოს, მისი წიაღსვლები არარელევანტურია

ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩმა ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, არარელევანტურია.„ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ობიექტურად ვუდგებით და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია მ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არ შედის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში,  მით უმეტეს, არც ელჩისა და საელჩოს საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქპოსტზე, სადაც ელჩი წერს: „.დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა. ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს. მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ელჩი

პოლიტიკა • 1790772508

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

2026 წლის 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.

მარიამ ლაშხი

პოლიტიკა • 1790771398

მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით. საუბარი შეეხო UNICEF-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში თანამშრომლობის შედეგებს.მხარეებმა UNICEF-ის ჩართულობით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და კონკრეტული ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვის ერთობლივ მუშაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1790771300

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს.„პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება“, - აღნიშნა პოპოვმა.

წვიმა და ელჭექი

საზოგადოება • 1790767702

ამინდი იცვლება - რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 30 სექტემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგიერთ რაიონში კი ნალექი შესაძლოა ძლიერი იყოს.1 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით დაახლოებით +19-დან +24 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაახლოებით +18-დან +23 გრადუსამდე დაფიქსირდება. პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება უფრო მეტად შესამჩნევი იქნება. თბილისში 2 ოქტომბერს დღისით დაახლოებით +16 გრადუსია მოსალოდნელი, 3-4 ოქტომბერს კი შესაძლოა შედარებით გამოიდაროს, თუმცა ტემპერატურა კვლავ დაბალი იქნება.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790763992

ლევან მაჭავარიანი: ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დონეზე დაეცა, სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის კომენტირებისას განაცხადა.„პირველ პირში საუბრობს, თითქოს ყველაფერი მისი გაკეთებულია. ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი მხრიდან უსამართლოა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდის გაკეთებულია და ღარიბაშვილმაც, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წერილებში ხან ახსენებს იმას, თითქოს რაღაც იმალებოდა ადამიანის თვითმკვლელობის უკან. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი იყო. თითქოს მისი დამსახურებაა დავით გარეჯის რუკების საქართველოში დაბრუნება, აღმოჩნდა, რომ ესეც ზღაპარი იყო. ახლა პირველ პირში საუბრობს, რომ ყველაფერი მისი გაკეთებულია და სააკაშვილის სტილში იბრალებს, რომ საქართველო მან ააშენა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა. ვისურვებდი ასეთი ტიპის წერილები აღარ გააგრძელოს, რომელიც თავის თავს აზიანებს, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.მისი თქმით, ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდებზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის.„ის როგორი პოლიტიკური ქულების ჩაწერასაც არ უნდა ცდილობდეს, ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის. მისი ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, რამდენიმე მილიონი და განმარტება არ აქვს გაკეთებული, ეს ქონება საიდან მოიპოვა. შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ დივიდენდებზე საუბარი აქ ზედმეტია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს: „საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია  ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, … ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული“.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1790758574

ირაკლი ფავლენიშვილი: ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში განხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნა, პირდაპირ ითხოვენ გიორგი ბარამიძის გათავისუფლება

გუშინ, ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ოჯახმა ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობას ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, რეზოლუციაში საუბარია პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე.„ამ რეზოლუციაში განხილულია ყველა ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და სურს, დიქტატურა განამტკიცოს ამ ქვეყანაში. აქ არის საუბარი პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება და საუბარი არის მისი პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე. ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით არის საუბარი იმაზე, თუ როგორ პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება, მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი. გარდა ამისა მოთხოვნილია ჩვენი პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „სახალხო პარტიის“ დიდი ოჯახის წევრი და ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, რადგან ჩვენ ღირებულებითაც ვიზიარებთ იმ მემარჯვენე კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებს, რასაც ატარებს ეს დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, საბოლოო გზა არის ევროპაში. ჩვენ გზა არის ქრისტიანულ ღირებულებებით, კონსერვატიული ღირებულებებით საზოგადოების და სახელმწიფოს განმტკიცება და საბოლოო ჯამში, აუცილებლად მივაღწევთ ამას ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, დოკუმენტის წარმდგენები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო. „მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

✕