მაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე. ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები

მაკა ბოჭორიშვილი

როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოზე ზემოქმედება, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიზება, ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს, რომელზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელზე უცხოეთიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, პოლიტიკური პარტიების შესახებ არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება და ყველას აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვესმის სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები, რომლებიც წინასწარ აფასებენ პროცესს, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილებამ, პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე. ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები, თუმცა ძალიან ხშირად საქართველოსთან მიმართებით ამ ფასეულობების არასწორად გამოყენებას ვხედავთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

✕