ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1733143876

ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი.ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა.

რატი ბრეგაძე

პოლიტიკა 1732637556

რატი ბრეგაძე: მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო „ქართული ოცნების“ გუნდის და მისი ღირსეული ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბოლო წლების განმავლობაში გაწეულ სამუშაოს სოციალურ ქსელში აჯამებს და ანრი ოხანაშვილს, რომელიც იუსტიციის მინსიტრის პოსტზეა წარდგენილი, წარმატებები უსურვებს.„მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო ქართული ოცნების გუნდის და მისი ღირსეული ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისმიმართ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მანდო დიდი პასუხისმგებლობა და მომცა უნიკალური შესაძლებლობა იუსტიციელთა ღირსეულ, პატრიოტ და სანიმუშო პროფესიონალების გუნდთან ერთად ვყოფილიყავი ქართველი ხალხის სამართლიანი ინტერესების სამსახურში. მადლიერი ვარ ბატონი ირაკლი კობახიძის მთავრობის შემადგენლობაში მუშაობის პერიოდით. 2021 წელს მუშაობა ცარიელი ფურცლიდან არ დამიწყია, პირიქით, დამხვდა ჩემი წინამორბედების, ქალბატონი თეა წულუკიანისა და ბატონი გოჩა ლორთქიფანიძის მიერ იუსტიციის სამინისტროს სისტემის განვითარებისთვის გაწეული დიდი სამუშაო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს.ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული და ადამიანზე ორიენტირებული ბევრი ინოვაციური იდეა განხორციელდა, რომლის არასრული ჩამონათვალიც შეგიძლიათ აქ იხილოთ.ეს ყველაფერი განახორციელა იუსტიციელთა ერთ დიდ ჯაჭვად შეკრულმა გუნდმა, რომელშიც თითოეული რგოლი განსაკუთრებული და საკუთარი უნიკალური თვისებების მატარებელია. მინდა ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო მაღალი ღირსების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პროფესიონალიზმისათვის.იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც უსამართლობა სრული არსენალით ებრძოდა სიმართლეს, ბევრ რთულ გამოწვევას უკავშირდებოდა. მრავალი შავი მილიონით დაფინანსებული, მასშტაბურად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანიით ქართულ სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის წამებას, მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვასა და პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნას აბრალებდნენ. დეზინფორმაციის მძლავრ მანქანას სახელმწიფო ინტერესების უკომპრომისო დაცვა, სამართლიანობა, კანონიერება და ბრძოლისუნარიანობა დავუპირისპირეთ, რის შედეგადაც როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე და ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში პენიტენციური სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზეა. ამ სიტყვების კიდევ ერთი ნათელი დასტური საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავებული და უკვე ამოქმედებული პენიტენციური კოდექსია, რომელიც თვისობრივად აუმჯობესებს პატიმრების მდგომარეობას.2012 წელს, როდესაც ციხეში წამება და ადამიანური მოპყრობა სისტემური პრობლემა იყო, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ 12 წლის თავზე პატიმარს დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებოდა. „ციფრული უნივერსიტეტის“ პროექტმა, რომელიც ქართული სიახლეა, ევროპის მასშტაბით პენიტენციურ სისტემებში ყველაზე ინოვაციური პროექტების სამეულში ღირსეული ადგილი დაიკავა.პენიტენციურ დაწესებულებებში გავხსენით იუსტიციის სახლები, რის შედეგადაც პატიმრებს სახელმწიფო სერვისების მიღება შეუძლიათ. სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მიღებითა და განხორციელებით მსჯავრდებულებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში პროფესიონალი მწვრთნელები ავარჯიშებენ და რეგულარულად ტარდება სპორტული ფესტივალები.რესოციალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად თბილისში ამოქმედდა მაღაზია „RE-MARKET“, რომელშიც ნებისმიერ მსურველს მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა არათუ ადგილზე, არამედ ინტერნეტის და მათ შორის ვოლტის აპლიკაციის მეშვეობითაც შეუძლია. სიამოვნებით მახსენდება არაერთი უცხოელი მეგობრის სასიამოვნოდ გაკვირვებული სახე, როდესაც ტელეფონში ამ შესაძლებლობას ვაჩვენებდი.ლაითურში გაიხსნა უმაღლესი სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც სრულიად ახალ სიმაღლეზე აჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი. რუსთავში უახლოეს მომავალში ახალი მცირე ზომის დაწესებულება გაიხსნება, რაც სრულიად ახალი სიტყვა იქნება ქართულ პენიტენციურ სისტემაში.თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სააკაძეში გავხსენით სასწავლო ბაზა, სადაც ჩვენი თანამშრომლები, ავტომობილის ექსტრემალურ სიტუაციაში მართვის უნარებით დაწყებული, იმიტირებულ სასამართლო დარბაზებში პატიმართა განთავსების შესწავლით დასრულებული, საჭირო ცოდნასა და უნარებს იძენენ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ დაწესებულებას აქვს პენიტენციური სისტემების თანამშრომელთა საერთაშორისო სწავლებების ჩატარების პოტენციალი, რაც საქართველოს პოპულარიზაციის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა.უსაფრთხოების ხარისხის კიდევ უფრო მეტად ასამაღლებლად შეიქმნა მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, რომელიც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით მზადდება.სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით გავხსენით მრავალი ინოვაციური პროექტითა და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი „სტუდია იუსტიცია“, რომელიც თანამედროვე იურისტის პროფესიულ განვითარებაში თავის ღირებულ წვლილს შეიტანს და მრავალ ახალგაზრდას სამართლიანობის დაცვის სამსახურში ჩადგომის ინტერესს გაუღვივებს.კიდევ ერთი საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციაა თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „Probbox”, რომელიც პრობაციონერებს ბიუროებში გამოცხადების გარეშე საკუთარი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას აძლევს. პარლამენტში წარსადგენად მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პრობაციის სისტემის საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს.აქსიომაა, რომ წარსულის ცოდნა უკეთესი მომავლის საწინდარია. ქართველებს მდიდარი სამართლებრივი ისტორია გვაქვს, რომელსაც ჩვენთან ერთად უცხოელებიც უნდა იცნობდნენ. ამ სულისკვეთებით განმსჭვალულებმა გავხსენით სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი, რომლის დამთვალიერებელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წარსულსა და აწმყოში მოგზაურობის შემდგომ, რწმუნდება, რომ ქართული მართალი სამართლით ნებისმიერი უსამართლო წინაღობის დაძლევა მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაზეა.სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშესაწყობად დავაფუძნეთ ჟურნალი იუსტიცია, რომლის უკვე გამოცემულმა მრავალმა ნომერმა მისი საჭიროება, სიცოცხლისუნარიანობა და განვითარების პოტენციალი დაადასტურა. მეცნიერებისა და სამართლის პრაქტიკოსების დიალოგის ხელშესაწყობად შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე დასრულდა სამართლის ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელშიც ევროკავშირის სამართლის ცენტრი და ხელოვნური ინტელექტის სამართლის ინსტიტუტი უნდა გაიხსნას.იურისტების მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა და სამინისტროს მიერ დასახული გეგმების მიღწევაში თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფის მიზნით იუსტიციის სამინისტროში 2024 წელს დაფუძნდა ინოვაციური ახალგაზრდული პლატფორმა - კლუბი „YOUTHTITIA“, რომლის ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებიც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ერთი წლის განმავლობაში საკუთარ იდეებს განახორციელებენ.დავნერგეთ საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსებული 48 პროექტის შედეგად დაინტერესებულ საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საკუთარი ინოვაციური იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით აღსანიშნავია იუსტიციის სახლების ინფრასტრუქტურის განვითარება და რაოდენობის ზრდა. 2012 წელს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, ცოტა ხნის წინ კი თერჯოლაში 123-ე გავხსენით. მიმდინარეა იუსტიციის სახლების მშენებლობა ცაიშში, საგარეჯოში, გლდანში, ახმეტაში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტსა და ჭალაში.ამოქმედდა სრულიად ახალი ინიციატივა - მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც სოფლად, იუსტიციის სახლისაგან მოშორებით მცხოვრებ, მოსახლეობას საკუთარი სახლის ჭიშკართან აწვდის 500-მდე მომსახურებას. დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სერვისით უკვე 130 000-მა მომხმარებელმა ისარგებლა.გაიზარდა ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი და ნოტარიუსების რაოდენობა, რაც დადებითად აისახა სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და საქართველოში სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე.ამოქმედდა ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული „ბიზნესასისტენტის“ პროგრამა, რაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სახელმწიფო სერვისებზე უფრო სწრაფი და კომფორტული წვდომის შესაძლებლობას სთავაზობს.დაინერგა ინოვაციური ქართული პროდუქტი - გონიერი კონტრაქტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები, ინტერნეტში ჩართული მოწყობილობებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, დაცული აპლიკაციის მეშვეობით, მარტივად და უსაფრთხოდ დადებენ გარიგებებს, აიღებენ იპოთეკურ სესხებს, გადაიხდიან ნასყიდობის საფასურს და თანადროულად მიიღებენ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. ეს სიახლე დიდ დახმარებას გაუწევს ქართულ დიასპორასაც.ქართული სახელმწიფო სერვისების წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა გაეროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2026 წელს საქართველო გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს.ცოდნა გაზიარებას საჭიროებს, რაც ახალი იდეებისა და მომავალი წარმატების საწინდარია. ჩვენ ხელი შევუწყვეთ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლის დარგის პროფესიონალებს შორის მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებას. ტრადიციად დამკვიდრდა ორმხრივი სამართლებრივი ფორუმები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა: გერმანია, ჩეხეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. მათ რიცხვს მალე უნგრეთიც შეემატება.საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელმაც წარმატების ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა. 2022-2024 წლებში, არასრული 3 წლის მანძილზე, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქის გარკვეულ არეალებში, 10-ჯერ ნაკლებ დროში, სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე უსასყიდლოდ გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.საქართველოს ყველა გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ხანგრძლივი და შეუპოვარი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა საქმე (მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 300 საქმე), რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სიმართლის ბასრი მახვილი ნებისმიერ უსამართლო გოლიათს დაამარცხებს.საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიას ბევრი მებრძოლი ემსხვერპლა და დაიჭრა რომელთა შორისაც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებიც იყვნენ. ბევრი პიროვნული მიზეზის გამო ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას, რაც შესაძლებელი გახდა.მიწურულს კი ვიტყვი, რომ სამინისტროში შემოსვლისთანავე, მთელი სისტემის მასშტაბით ყველა შეხვედრის ოთახს დაერქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქალაქებისა და სოფლების სახელი. სიმბოლურია, რომ სოხუმში არაერთი პრინციპული და რთული შეხვედრა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონიერება, მონდომება და სამშობლოს წინაშე ჩვენი მოვალეობების ერთგულად შესრულება აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობით სოხუმში.ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, სიმართლე გაიმარჯვებს.ვემსახურებით საქართველოს", - წერს რატი ბრეგაძე.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1732628793

იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს - ანრი ოხანაშვილი

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ ანრი ოხანაშვილს უსმენენ.მინისტრობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.„მსურს, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმ სამთავრობო გუნდის წევრობა, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის!მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა იუსტიციის სფეროში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სერვისების უზრუნველსაყოფად! ამიტომ იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პრიორიტეტების შესრულებას“, ‒ აღნიშნა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა.XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1732624903

იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს. მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პრიორიტეტების შესრულებას- ანრი ოხანაშვილი

ჩემთვის დიდი და განსაკუთრებული პატივია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ვიყო იმ სამთავრობო გუნდის წევრი, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.ამასთან, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის ყოფილ მინისტრს რატი ბრეგაძეს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე წარდგომა. ჩვენთვის არ არის ეს ტრიბუნა, კომიტეტი და ეს კომიტეტები ახალი. შესაბამისად, მსურს კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული მადლიერება თქვენდამი და პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს.რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, ვიდრე გაგაცნობთ და შევუდგები მნიშვნელოვანი პრიორიტეტების თქვენთვის გაცნობას, მანამდე მსურს, რომ კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს საზოგადოებას, პატივცემულ პარლამენტის წევრებს და უპირველეს ყოვლისა, მსურს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრს ბატონ რატი ბრეგაძეს გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ვუსურვებ მას წარმატებას შემდგომ საქმიანობაში.ჩემთვის დიდი და განსაკუთრებული პატივია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ვიყო იმ სამთავრობო გუნდის წევრი, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა და უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარა იუსტიციის სფეროში, რომელიც ემსახურებოდა კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას. ამიტომ, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პრიორიტეტების შესრულებას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ახალი მინისტრები

პოლიტიკა 1732517666

ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იცვლებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, - რომელსაც პარლამენტი 25 ნოემბერს დაამტკიცებს, - სამი მინისტრი იცვლება.მინისტრობის კანდიდატები - პარლამენტის წევრები - კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე:საგარეო საქმეთა მინისტრი:მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა.ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.იუსტიციის მინისტრი:ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს, რომელიც 2021 წლის 1 აპრილიდან იკავებდა პოსტს.ოხანაშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.სოფლის მეურნეობის მინისტრი:დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას, რომელიც პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა.სონღულაშვილი 2020-24 წლების პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს და განაცხადა, რომ სამივე მათგანი განაგრძობს მაღალ თანამდებობებზე მუშაობას.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1732516927

„მზად ვარ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“ - იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პოსტზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.ოხანაშვილის თქმით, ის მზად არის ემსახუროს ქვეყანასა და ქართველ ხალხს."დიდი მადლობა ბატონ ირაკლი განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს, ჩვენი გუნდის წევრს, გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ბევრის მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ასევე წარმატებას ვუსურვებ მას შემდგე საქმიანობაში.ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში, შესაბამისად ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს. მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ პრემიერს. მზად ვარ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1732516028

მადლობა ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის, სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში - ირაკლი კობახიძე

გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებში.„როგორც მოგეხსენებათ, დღეს, საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვიდრე წარდგენაზე გადავალ, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1732515953

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.ახალი შემადგენლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.მთავრობის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ცვლილება შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნებიან ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია.შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი- ლევან დავითაშვილი;საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე;

ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა

პოლიტიკა 1732515599

ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.მას ამ დრომდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.ანრი ოხანაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.„მადლობა ბატონ ირაკლის ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდას გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის.მსურს, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და დიდ მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს, გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ასევე, წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო ჩვენს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფილიყო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რატი ბრეგაძე

პოლიტიკა 1731945910

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს „წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დელეგაცია მიიღო

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას მე-7 პერიოდული ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში რატი ბრეგაძემ ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და დელეგაციას გააცნო ის ინოვაციები და სიახლეები, რომლებიც წინა ვიზიტებისას გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.„მინისტრმა ხაზი გაუსვა 2023 წელს მიღებულ ახალ პენიტენციურ კოდექსს, რომელიც აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს და აუმჯობესებს პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულთა უფლებებს.საუბარი შეეხო „ციფრული უნივერსიტეტის“ ინოვაციას, რომელიც მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება და განივითარონ უნარები ლექტორებთან ყოველდღიური და პირდაპირი ინტერაქციით. აღსანიშნავია, რომ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) „ციფრული უნივერსიტეტი“ 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა.რატი ბრეგაძემ ისაუბრა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე ‒ იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში. მოცემული ინიციატივის ფარგლებში, მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის 50-მდე სერვისის მიღება 7 პენიტენციურ დაწესებულებაში (№1, №2, №5, №8, №10, №12, №16).დამატებით, მინისტრმა დელეგაციას გააცნო ახალი სერვისი ‒ ონლაინ კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის/ბრალდებულის სამედიცინო სერვისებზე სწრაფ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, და ინფორმაცია მიაწოდა სააკაძის სასწავლო ბაზის შესახებ, რომელიც პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების გავლის შესაძლებლობას აძლევს. დელეგაციის წევრებს მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს დაბა ლაითურში გახსნილი ახალი პენიტენციური დაწესებულების შესახებ და აცნობა, რომ 2025 წლის დასაწყისში კიდევ 1 ახალი მცირე ზომის დაწესებულება გაიხსნება რუსთავში.მინისტრმა დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული სხვა ინფრასტრუქტურული სიახლეები, რომელიც, სხვებს შორის, ემსახურება პენიტენციურ სისტემაში დანერგილი „სპორტის სტრატეგიის“ ეფექტიან იმპლემენტაციას. რატი ბრეგაძემ ასევე ისაუბრა მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე, მათ შორის „რე-მარკეტსა“ და მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის შესაძლებლობებზე.საქართველოში მიღწეულ პროგრესს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში. CPT-ის დელეგაციის წარმომადგენლები 2 კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, ეწვევიან დახურული ტიპის პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებს და დროებითი მოთავსების იზოლატორებს.იუსტიციის სამინისტროში შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრეგაძე

პოლიტიკა 1731767956

საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დღეს ცესკოში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ…", - წერს იუსტიციის მინისტრი.ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

რატი ბრეგაძე

პოლიტიკა 1731228034

"ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ... არაერთი სპეკულაცია გვინახავს" - რატი ბრეგაძე საია-ს სარჩელზე

გაგზავნა თუ არა საია-მ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში? - იუსტიციის სამინისტროსთან კორესპონდენცია სარჩელის მიღებისთვის აუცილებელი პროცედურაა, თუმცა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ქართულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია.მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში, მსგავსი საჩივარი არ შესულა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საპირისპიროს მტკიცება დაიწყო და სოციალურ ქსელში მხოლოდ გადამზიდი კომპანიის სქრინი გამოაქვეყნა. დაწერა, რომ ამ ეტაპზე საქმის რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს.იუსტიციის მინისტრი ეჭვობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ მანიპულაციებს."ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ჩვენ ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ არაერთი სპეკულაცია გვინახავს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სტრასბურგის სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად, გარკვეულ მანიპულაციებთანაც შესაძლებელია გვქონდეს საქმე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.