მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1792677116

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც.  ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია სერიოზულად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.მისი შეფასებით, ბრალდებულის ქმედებებმა შეაფერხა აზერბაიჯანთან დელიმიტაცია-დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, თუმცა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დადგეს. იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება გამოავლენს იმ ფარულ ძალებსა და უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის უკან იდგნენ. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატის — კერძოდ კი, საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. გამოძიების თანახმად, ბრალდებული 2026 წლის თებერვლიდან მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ „გარეჯი გაყიდა“.დამდგარი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და, ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ფაქტია, სერიოზულად დაზიანდა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაცია/დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და შეფერხდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით.ეს მძიმე შედეგი მაფიქრებინებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე. რა თქმა უნდა, არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საბოლოო სიტყვა სასამართლოსა და კანონს ეკუთვნის, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, ამის დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და იყოს მკაცრი მაგალითი ყველასთვის.დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო უწყებები კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უტყუარად გამოვლინდნენ ის ფარული ძალები და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომენტი ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ზურგსუკან იდგნენ. ეს სამართლებრივი პროცესი უნდა გახდეს მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფთა და უცხოური გავლენის აგენტებისთვის.ყველამ უნდა გაითავისოს — საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად დგანან კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და არავის მიეცემა უფლება, პირადი თუ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ დააზიანონ ქვეყნის სტრატეგიული პოზიციები!ქართული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ქმედება ჩაჯდება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

დიტო ჩუბინიძე

სამართალი • 1792652726

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა განაცხადა, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ბექა კვიციანმა.

ჩაქუჩი

სამართალი • 1792595832

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო.ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო (სამღებრო) სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინდახედულობის ნორმები, რა დროსაც გაჩნდა ხანძარი და დაიწვა მითითებული საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიადგა 81 000 ლარის ოდენობის ზიანი.დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) წარუდგინა.გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით დააკისრა, ასევე ბრალდებულს აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდამდე. 

ევროკომისია

მსოფლიო • 1792586883

4.3 მილიონი ევროს სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე პოლიციამ ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩაატარა

ევროპარლამენტში პოლიციამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების, „პატრიოტები ევროპისთვის“, თანამშრომლების სამუშაო კაბინეტები გაჩხრიკა.გამოძიება უკავშირდება ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრატიის“, მიერ 2019-2024 წლებში 4.3 მილიონ ევროზე მეტის სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას.ევროკავშირის ოფიციალური პირის ინფორმაციით, ფინანსური დარღვევები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ჯგუფმა საქმიანობა დაასრულა და ფინანსური ანგარიშები დახურა. ევროპარლამენტის შიდა ფინანსურმა სამსახურმა დაადგინა, რომ წინა საპარლამენტო მოწვევის პერიოდში ჯგუფმა, სულ მცირე, 4,3 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯა.„იდენტობა და დემოკრატია“, რომელსაც იტალიური პარტია „ლიგა“ ხელმძღვანელობდა, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიშალა. ამის შემდეგ საფრანგეთის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ახალი პოლიტიკური ჯგუფი, „პატრიოტები ევროპისთვის“, შექმნა, რომელსაც ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და ანდრეი ბაბიშის ANO-ც შეუერთდნენ.საქმეზე გამოძიება ევროპის პროკურატურამ 2025 წლის ივლისში დაიწყო.საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა ჟან-პოლ გარომ სოციალურ ქსელ იქს-ში დაწერა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, დილიდან მიმდინარეობდა ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის თანამშრომლების კაბინეტების ჩხრეკა. გარომ საგამოძიებო მოქმედებები შევიწროებად შეაფასა და განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარე არეულობის ფონზე ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ ეს გამოძიება აღმოჩნდა.„ეროვნული გაერთიანების“ ორმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საპარლამენტო პერსონალის სამუშაო ოთახები გაჩხრიკეს და არა თავად ევროპარლამენტარების კაბინეტები.ევროპარლამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამართალდამცველ უწყებებთან თანამშრომლობს.

პროკურატურა

სამართალი • 1792577826

„66 წლის კაცმა 19 წლის გოგო გააუპატიურა. ინტიმური კადრების გავრცელების მუქარით ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა...“ - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 66 წლის ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა.შემდგომში, სექსუალურ კავშირს კვლავ იძულებით ამყარებდა და მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის შემცველ პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რომელთა გავრცელების მუქარითაც ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდებულმა დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა და დასთან დაკავშირება, ამ უკანასკნელთან შეხვედრის მიზნით აიძულა. ასევე, დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.  დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება), 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პენიტენციური

სამართალი • 1792502752

სპეციალური პენიტენციური სამსახური, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგირიულად გამორიცხავენ.„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან.

პროკურატურა

სამართალი • 1792413300

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 125 გრამამდე "ალფა-პვპ," 150 გრამამდე "კოკაინი," 111 აბი სახით და 119 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი," საიდანაც ბრალდებულების ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა

სამართალი • 1792244068

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული, ორ მოქალაქეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 75 104 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

პროკურატურა

სამართალი • 1792171142

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თითქოსდა, ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმების და შესაბამისი მოგების განაწილების დაპირებით, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობის თანხას.ასევე, წარსულში სხვისი ქონების მითვისებისთვის ნასამართლევმა, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, დაზარალებულს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების პროდუქცია დაუკვეთა და დაჰპირდა, რომ ღირებულებას, მიწოდებიდან მალევე გადაუხდიდა. ბრალდებულმა აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად მიისაკუთრა, ვალდებულება კი არ შეასრულა. ბრალდებულებმა დაზარალებულებს 950 000 ლარის ზიანი მიაყენეს, რის შემდეგაც მიიმალნენ და საქართველოს დატოვეს.ორივე პირს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა

სამართალი • 1792160313

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და მათ ფიქტიური ხელშეკრულებები გაუფორმა. ბრალდებულმა დაზარალებულებს პირადი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა, რაც მიისაკუთრა და მიიმალა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს 472 000 ლარის ზიანი მიადგათ.მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა

სამართალი • 1792157633

ზუგდიდში, მამა-შვილის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადგაზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” და “პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავება

სამართალი • 1792137926

„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები...“- ახალი დეტალები ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ​

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია, იგივე ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი გუშინ დააკავეს. მათი გვარები წარსულში არაერთხელ ფიგურირებდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.„კურიერი“ მომხდართან დაკავშირებით იმ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა, თუმცა თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები, მეტი არაფერი ვიცი. რა წაიღეს არ ვიცი...“ - განუცხადა „კურიერს“ რესტორნის თანამშრომელმა.

✕