პრემიერმა ვახშამზე უმასპინძლა

პოლიტიკა • 1792692208

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 23 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

 მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

პოლიტიკა • 1792688760

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიალოგის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს ტაჯიკეთში. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.  აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

შეხვედრა

პოლიტიკა • 1792686187

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის“ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1792674682

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ყურადღება დაეთმო საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის.შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, გაცვალეს მოსაზრებები ფართო რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებზე და დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1792655637

მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ბათუმში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს.საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეწვევიან თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი.ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.  

მაკა ბოჭორიშვილი

საზოგადოება • 1792589554

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.მაკა ბოჭორიშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე საჯარო სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა.საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი გააკეთა ექვსასზე მეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგანაც კონკურსის შედეგად  შერჩეული ორმოცდახუთი სტაჟიორი სამინისტროში, სხვადასხვა მიმართულებით,  ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, საჯარო დაწესებულებებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792581132

ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ჯერ წაიკითხონ სარჩელი, შემდეგ გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები შინაარსთან დაკავშირებით

ყველამ კეთილი უნდა ინებოს, წაიკითხოს სარჩელი და თუ სარჩელში რამე ხელოვნურს ხედავს, ამაზე გააკეთოს კომენტარი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, წაიკითხონ შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და თუ ვინმე დაინახავს სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს გადაწყვეტილების ტექსტში, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ, სამართლებრივი კომენტარები გააკეთონ.„ყველა უნდა მოერიდოს ჩარევას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი. როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა, ბუნებრივია. სამართლებრივი პროცესია, მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს და როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულებას, ყველამ უნდა შეიკავოს თავი რაიმე წინასწარი კომენტარისგან. ყველას შეუძლია, როდესაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილება, წაიკითხოს გადაწყვეტილების შინაარსი, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს და როგორი შინაარსისაც და კეთილი ინებონ და მერე გააკეთონ კომენტარები. ოღონდ აქაც კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით და არა ზოგადად. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, უნდა წაიკითხოს შინაარსი. სარჩელზე არავინ საუბრობს, იქნებ რა წერია, არ წაუკითხავთ ეს სარჩელი, სარჩელზე კი არ საუბრობენ, ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ადამიანის უფლებებში არსებობს ასეთი ტერმინები – უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. უფლების შეზღუდვა არის ნებისმიერი რამე. როდესაც ადამიანი კაცს მოკლავს და მას იჭერ, მას უზღუდავ თავისუფლების ძირითად უფლებას. მთავარია, არ უნდა შეელახოს უფლება. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება, იყოს გამართლებული. შეზღუდვა თუ გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არის დაცული. ეს სახელმძღვანელოებში წერია, ასე ასწავლიან პირველ კურსზე ადამიანის უფლებებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებას. ისეთი მოუმზადებელი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომ ბატონი თევდორაშვილი ეგონა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო დანიშნული. სალომე ზურაბიშვილმა თან იმ დროს დანიშნა, როდესაც უკვე ლეგიტიმური იყო მათი გადმოსახედიდან, თორემ მანამდე ხომ არ იყო ლეგიტიმური და მერე გახდა ლეგიტიმური და როცა ლეგიტიმური იყო უკვე სალომე ზურაბიშვილი, მაშინ დანიშნა ბატონი თევდორაშვილი. ამიტომ, აქაც კი ნახეთ, რამხელა არაპროფესიონალიზმს და მოუმზადებლობას ავლენენ ეს ადამიანები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792578575

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს

ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ეს წარმოაჩენს,  ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს.„რაც მოვისმინეთ, ამას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა • 1792578474

პრემიერი: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული პროცესი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თავადვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები.„ხედავთ, რომ არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ დროს თეორიულად შეიძლება დასვან კითხვა, თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში. თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილო ის არის, რომ თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები. მათ შორის, საკუთარი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. თვითონვე მიაქვთ საკუთარი პირით მტკიცებულებები საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან თვალნათელი გახდება სრულიად საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ ამ დღეების შემდეგ, თუ რატომ არის ეს პოლიტიკური პარტიები ასაკრძალი. ეს ისედაც იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუმცა ამის დამატებით მტკიცებულებებს იხილავენ სასამართლო პროცესზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძე

პოლიტიკა • 1792578360

ირაკლი კობახიძე: ბატონი გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ამ საკითხზე იყო კონსულტაციები გიორგი ზურაბაშვილთან და მისი თხოვნა იყო, განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც.„ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ჯი

პოლიტიკა • 1792562275

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ქეროლაინ ვიკს შეხვდა

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა.შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსტში. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის ენერგო კაბელი და სხვა. ასევე ხაზი გაესვა DFC – ის მხარდაჭერას და უწყვეტ ჩართულობას კორპორაციის მიერ საქართველოში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე მომავალ პროექტებთან მიმართებით.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ-დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77 პროცენტით გაიზარდა – ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და მეორე კვარტალში აშშ-იდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 65 პროცენტიანი ზრდაა.შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792496096

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ეს პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურები არიან, იწვევენ პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს

ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის განმარტებით, განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები.„ჰიტლერი რომ ცოცხალი დარჩენილიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაც გერმანელებმა, მადლობა ღმერთს, არ დაუშვეს, ჩვენ მოგვიწია ამის დაშვება, ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დატოვება მოგვიწია ქართულ პოლიტიკაში, ჰიტლერი რომ დარჩენილიყო თავის დროზე პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო, მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა სავარაუდოდ. ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა. ამიტომ ეს არ არის განმსაზღვრელი. განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები. ჩვენ ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს. ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა ხალხმა, ზუსტად ქართველი ხალხის გამოწვევაა ეს. ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური, მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

✕