კესარია

საზოგადოება 1744830329

„კესოს დედა და და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ... ვიცი ოჯახის პოზიცია...“ - რას ჰყვება თაია ჭიჭინაძე „პრაიმტაიმთან“

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „პრაიმტაიმი“ მოკლულის მეგობარს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, თაია ჭიჭინაძეს ესაუბრა.„ამ განაჩენის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, არა მხოლოდ როგორც კესოს მეგობარს. მგონია, რომ ნებისმიერი, მსგავსად ჩადენილი მკვლელობის ჩამდენი სათანადოდ უნდა დაისაჯოს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. თუმცა, არ მაქვს ის შეგრძნება, რომ „სამართალმა პური ჭამა“, ჩემთვის არ შეცვლილა რეალობა, კესო აღარ არის. კესო ჩემი წლების მეგობარი იყო და შესაბამისად, მის ოჯახთანაც მაქვს კომუნიკაცია. ძალიან ცუდად გრძნობენ თავს დედა და და, რთულად გადააქვთ. ოჯახის პოზიცია ვიცი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბექასთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ“,- ამბობს თაია „პრაიმტაიმთან“.ცნობისთვის, დღეს, 16 აპრილს, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.

მარტა ბარამიძე

faceამბები 1743621172

„ეს ამბავი ბათუმში მოხდა... კურსელის ქორწილში მოკლეს...“ - მარტა ბარამიძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მარტა ბარამიძე, რომელიც მანამდე საზოგადოებამ „მასტერშეფიდან“ და ასევე, სერიალ „ჩცდ-დან“ გაიცნო, თავისი გულწრფელობით და დრამატული ისტორიებით გამოირჩევა.მძიმე ბავშვობის შემდეგ, გარდატეხის ასაკში მყოფს, პირველმა სიყვარულმა მძიმე დაღი დაასვა, ტრაგიკულად დაიღუპა ბიჭი, რომელიც შეუყვარდა. რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე წლების წინ მომხდარ ისტორიას „პრაიმტაიმთან“ ასე იხსენებს:„ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა და სამწუხაროდ, ის ადამიანი თავისი კურსელის ქორწილში, ჩხუბისა და გარჩევის დროს მოკლეს... 18 წლის იყო... ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, მაგ დროს, როცა პირველად გიყვარდება, ერთი კვირაც რომ გრძელდებოდეს, იმხელა აღმაფრენაა და იმდენად ძლიერია, არ აქვს ხანგრძლივობას მნიშვნელობა.მქონდა ძალიან დიდი გულისწყვეტა, დიდი ტკივილი. ახლაც, როცა მახსენდება, მტკივა... თუმცა, დავისახე მიზანი, რომ არასდროს გამიცრუვდეს იმედი და სიყვარულის ისევ დავიჯერო. დღესაც, ყველაზე მეტად რისიც მჯერა, ესაა სიყვარული. არა მხოლოდ ქალვაჟური, არამედ სამყაროს მხრიდანაც მჯერა სიყვარულის. მგონია, რომ სამყაროს თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უყვარს“ - გვიამბო მარტა ბარამიძემ.

ნიკო სალომე

ტაბლოიდი 1739351660

VIDEO: „ტანსაცმელი ჩაალაგე და წადი...“ - რა ვიდეოს უვრცელებს სალომე უშხვანი ნიკო ქართველს

„პრაიმ ჰაუსის“ გამორჩეული წყვილი, ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებენ. სალომ ნიკო ისევ „გაპრანკა“.

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1736360652

VIDEO: „ოცნებები ხდება...“ - სალომე კაპანაძე ახალი ბინის კადრებს აქვეყნებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ინფლუენსერი სალომე კაპანაძე ახალ ბინაში გადავიდა და კადრები გამომწერებს გაუზიარა.ინფლუენსერმა ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყო, რამაც დიდი გამოხმაურება და კარგი შეფასება დაიმსახურა. „ოცნებები ხდება“ - წერს კაპანაძე.ნახეთ კადრები ↓ @sallome_kapanadze Dreams come true 🥂💋 #comfortzone #foryoupage #global #foryou #trending #fyp #myhome #dreamscometrue ♬ sonido original - Carlito

ბეა

საზოგადოება 1733562678

VIDEO: „გამომიშვეს... როგორც ვიცი, „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი ყოფილი მონაწილეა დაკავებული“ - ბეა გაზდელიანი

აქციაზე დაკავებული „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ბეა გაზდელიანი გაათავისუფლეს. მან ვიდეო მიმართვა გამთენიისას ჩაწერა:„განყოფილებიდან გამომიშვეს... საქმე შსს-სთან მქონდა, შეიძლება, ჩემს საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყოს... როგორც ვიცი, ბრეჩკიც დაკავებულია და ველოდები, როდის გამოუშვებენ,“ - ამბობს ბეა გაზდელიანი.ცნობისთვის, ბეა სპეცრაზმის წინ მოძრაობდა. მანამდე მას სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს გაეტოვებინა პერიმეტრი, თუმცა მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

bea

საზოგადოება 1733520225

აქციაზე „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე დააკავეს

აქციაზე „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ბეა გაზდელიანი სავარაუდოდ დააკავეს. ბეა სპეცრაზმის წინ მოძრაობდა. მანამდე მას სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს გაეტოვებინა პერიმეტრი, თუმცა მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანა. ბეა მეგობრის დაკავებას აპროტესტებდა. 

სოფი

ტაბლოიდი 1733083542

„შეიძლებოდა, ჩემთვისაც დაერეკა, ეთქვა, რომ ვჭირდები… და 40 ჭრილობა ახლა მე მექნებოდა...“ - რას ამბობს სოფი ნურაშვილი ტრაგიკულად გარდაცვლილ ბიჭზე

თბილისში, გუშინ მომხდარმა ტრაგიკულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა - ახალგაზრდამ მოკლა დედა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე, გაავრცელა ვიდეო, სადაც განმარტა, რომ ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. მან ჩამოთვალა რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ღალატში ადანაშაულებდა. ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილია.ამასთან დაკავშირებით, სოფიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დეტალებზე ისაუბრა.ვრცლად ↓ @sopiko_0 მე არ ვიყავი ახლა მზად, ამ დგომარეობაში ამ ვიდეოს ჩაწერის. შეიძლებოდა მე მოვეკალი. რომ დაერეკა შემხვდიო, ვნახავდი. არ მაცადეს, რომ ცოტა აზრზე მაინც მოვიდე რა მოხდა. ტელეფონთან არ მქონდა წვდომა, ამიტომ მოხდა ჩემი სოც ქსელების დახურვა. ჩვენ ვმოგზაურობდით ერთად, ვმეგობრობდით, !ერთად არსად არ გვიმუშავია! თავი შეიკავეთ არადამიანებო, გვაცადეთ გლოვა! უდიდესი ზიანი მომადგა მენტალურად! ძალიან მძიმე ღამე გამოვიარე. ყველას ვერ ვუშველი, ჩემს პრობლემებს ლივს ვუმკლავდები. არავინ გაიძულებთ ჩემს ადგილას თავი დააყენოთ, მაგრამ სიმართლე მაინც გაარკვიეთ! ♬ original sound - sopiko_0

კესო

საზოგადოება 1732516800

„მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის ვიყავი, 18 წლის ასაკში დედაც დამეღუპა...“ - კესო ბერუაშვილის ტრაგიკული ისტორია

ბლოგერი და ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო.კესომ მშობლები მაშინ დაკარგა, როცა ის თინეიჯერი იყო. მისი ცხოვრების ეს ნაწილი ბევრისთვის ცნობილი არც არის. მისივე თქმით, მამა ინფარქტით გარდაეცვალა, ხოლო დედა სიმსივნით. ის ამ ტრაგიკულ ისტორიას „თბილისელებთანაც“ იხსენებს.„მამა რომ გარდაიცვალა მე 14 წლის ვიყავი. 18 წლის ასაკში დედაც დამეღუპა. ეს ჩემთვის ტრავმაა. მამასთან არ მქონია კარგი ურთიერთობა, რადგან ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა მე პატარა ვიყავი. დედაზე საუბარი არ მიყვარს, იმიტომ, რომ „პრაიმჰაუსში“ გამოჩენის შემდეგ, იმდენი რამ ამოქექეს ჩემი ცხოვრებიდან, ისე მაკრიტიკებდნენ, ყველაფერი გადამიტრიალეს, ხალხს აკვიატებული ვყავდი.დედაჩემზე რომ ვისაუბრო, ამაშიც ჩაერევა ბევრი ადამიანი და არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა, ჩემთვის დავიტოვო. თინეიჯერი ვიყავი, როცა ის დავკარგე, ძალიან განვიცადე, რთული პერიოდი იყო, განსაკუთრებით რომ მჭირდებოდა ნამდვილი ქალის გვერდში დგომა.დედა მთელი ბავშვობა მასწავლიდა, გიყვარდეს საკუთარი თავი და ცხვირი სულ აწეული გქონდესო. დედაც ასეთი იყო. ორი ქმარს იყო გაშორებული და ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა. თან, ძალიან ლამაზი ქალი იყო. მაგრამ კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა. მასაც უყვარდა „ლაქშერი“ ცხოვრება. სულ მეუბნებოდა, რომ გაიზრდები და გალამაზდები, უამრავი შურიანი ქალი შენც ჩემსავით მოგექცევა და არ მიაქციო ყურადღებაო“, - ამბობს კესო ბერუაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“.

ნო

საზოგადოება 1732221184

რას წერს თამაზა დაღუპული ძმის შესახებ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. მის შესახებ ცნობილმა  „ინფლუენსერმა“ პირველად „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„უკრაინაში როგორც კი დაიწყო ომი, ჩემი ძმაც წავიდა. მამაჩემი, ბიძაჩემიც მებრძოლია, მამა ტანკისტი იყო, ახლა უკვე წამოვიდა ჯარიდან. სულისკვეთება როცა გენეტიკაში გაქვს, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო და წავიდა. ჩემი დიდი ბებია უკრაინელია, მამაჩემის ბებია. აქედან გამომდინარე, თავი ორმაგად ვალდებულად იგრძნო და ამ არასამართლიან ომში წავიდა.თავიდან ვერ გავუგე. ერთი შვილი გარდაცვლილია, შენც ომში მიდიხარ... მამაჩემმა გაუგო, ჯარში რომ არის ნამსახურევი...  ვლოცულობდით, რომ ღმერთის წყალობით, კარგად ჩამოსულიყო. მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო.ძმაკაცი მოუკლეს... ეგ რომ გავიგე... თავში დამარტყა, ამასაც რამე არ დაემართოს მეთქი. ძალიან დინჯია, გაწონასწორებული. დიდ წვერს ატარებს, თავი გადაპარსული აქვს, სხვანაირი ტიპია.“ - ამბობდა თამაზა.

თამაზას ძმა

საზოგადოება 1732135155

„ძმაკაცი მოუკლეს... მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო...“ - რას ამბობდა თამაზა ძმაზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. მის შესახებ ცნობილმა  „ინფლუენსერმა“ პირველად „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„უკრაინაში როგორც კი დაიწყო ომი, ჩემი ძმაც წავიდა. მამაჩემი, ბიძაჩემიც მებრძოლია, მამა ტანკისტი იყო, ახლა უკვე წამოვიდა ჯარიდან. სულისკვეთება როცა გენეტიკაში გაქვს, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო და წავიდა. ჩემი დიდი ბებია უკრაინელია, მამაჩემის ბებია. აქედან გამომდინარე, თავი ორმაგად ვალდებულად იგრძნო და ამ არასამართლიან ომში წავიდა.თავიდან ვერ გავუგე. ერთი შვილი გარდაცვლილია, შენც ომში მიდიხარ... მამაჩემმა გაუგო, ჯარში რომ არის ნამსახურევი...  ვლოცულობდით, რომ ღმერთის წყალობით, კარგად ჩამოსულიყო. მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო.ძმაკაცი მოუკლეს... ეგ რომ გავიგე... თავში დამარტყა, ამასაც რამე არ დაემართოს მეთქი. ძალიან დინჯია, გაწონასწორებული. დიდ წვერს ატარებს, თავი გადაპარსული აქვს, სხვანაირი ტიპია.“ - ამბობდა თამაზა.

თამაზას ძმა

საზოგადოება 1732132346

„რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა...“ - მაკა ხიზანიშვილი

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, ცნობილი „ინფლუენსერის“, თამაზ ლოხიშვილის ძმაა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თამაზას მეგობარი, მაკა ხიზანიშვილი ავრცელებს.„გუშინ, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა. მინდა მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული“, - წერს მაკა ხიზანიშვილი სოციალურ ქსელში.

კოსტა და გურამი

ტაბლოიდი 1732127214

PHOTO: „არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, მერსი სულხანიშვილი, თამაზ ლოხიშვილი, სალომე ბარათაშვილი და გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძესთან შეიკრიბნენ. ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია ავრცელებს.„არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით: კოსტას ახლიდან დაბადებას აღვნიშნავთ, იმ ავბედითი დღის შემდეგ, მის სახლში. რაც კონკურენციას დაუნგრევია, მეგობრობას უშენებიაო“, - წერს გურამ შეროზია „ფეისბუქის“ გვერდზე.