ნო

საზოგადოება 1732221184

რას წერს თამაზა დაღუპული ძმის შესახებ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. მის შესახებ ცნობილმა  „ინფლუენსერმა“ პირველად „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„უკრაინაში როგორც კი დაიწყო ომი, ჩემი ძმაც წავიდა. მამაჩემი, ბიძაჩემიც მებრძოლია, მამა ტანკისტი იყო, ახლა უკვე წამოვიდა ჯარიდან. სულისკვეთება როცა გენეტიკაში გაქვს, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო და წავიდა. ჩემი დიდი ბებია უკრაინელია, მამაჩემის ბებია. აქედან გამომდინარე, თავი ორმაგად ვალდებულად იგრძნო და ამ არასამართლიან ომში წავიდა.თავიდან ვერ გავუგე. ერთი შვილი გარდაცვლილია, შენც ომში მიდიხარ... მამაჩემმა გაუგო, ჯარში რომ არის ნამსახურევი...  ვლოცულობდით, რომ ღმერთის წყალობით, კარგად ჩამოსულიყო. მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო.ძმაკაცი მოუკლეს... ეგ რომ გავიგე... თავში დამარტყა, ამასაც რამე არ დაემართოს მეთქი. ძალიან დინჯია, გაწონასწორებული. დიდ წვერს ატარებს, თავი გადაპარსული აქვს, სხვანაირი ტიპია.“ - ამბობდა თამაზა.

თამაზას ძმა

საზოგადოება 1732135155

„ძმაკაცი მოუკლეს... მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო...“ - რას ამბობდა თამაზა ძმაზე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. მის შესახებ ცნობილმა  „ინფლუენსერმა“ პირველად „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„უკრაინაში როგორც კი დაიწყო ომი, ჩემი ძმაც წავიდა. მამაჩემი, ბიძაჩემიც მებრძოლია, მამა ტანკისტი იყო, ახლა უკვე წამოვიდა ჯარიდან. სულისკვეთება როცა გენეტიკაში გაქვს, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო და წავიდა. ჩემი დიდი ბებია უკრაინელია, მამაჩემის ბებია. აქედან გამომდინარე, თავი ორმაგად ვალდებულად იგრძნო და ამ არასამართლიან ომში წავიდა.თავიდან ვერ გავუგე. ერთი შვილი გარდაცვლილია, შენც ომში მიდიხარ... მამაჩემმა გაუგო, ჯარში რომ არის ნამსახურევი...  ვლოცულობდით, რომ ღმერთის წყალობით, კარგად ჩამოსულიყო. მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო.ძმაკაცი მოუკლეს... ეგ რომ გავიგე... თავში დამარტყა, ამასაც რამე არ დაემართოს მეთქი. ძალიან დინჯია, გაწონასწორებული. დიდ წვერს ატარებს, თავი გადაპარსული აქვს, სხვანაირი ტიპია.“ - ამბობდა თამაზა.

თამაზას ძმა

საზოგადოება 1732132346

„რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა...“ - მაკა ხიზანიშვილი

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, ცნობილი „ინფლუენსერის“, თამაზ ლოხიშვილის ძმაა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თამაზას მეგობარი, მაკა ხიზანიშვილი ავრცელებს.„გუშინ, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა. მინდა მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული“, - წერს მაკა ხიზანიშვილი სოციალურ ქსელში.

კოსტა და გურამი

ტაბლოიდი 1732127214

PHOTO: „არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, მერსი სულხანიშვილი, თამაზ ლოხიშვილი, სალომე ბარათაშვილი და გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძესთან შეიკრიბნენ. ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია ავრცელებს.„არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით: კოსტას ახლიდან დაბადებას აღვნიშნავთ, იმ ავბედითი დღის შემდეგ, მის სახლში. რაც კონკურენციას დაუნგრევია, მეგობრობას უშენებიაო“, - წერს გურამ შეროზია „ფეისბუქის“ გვერდზე.

კრისტი აბაკუმოვა

ტაბლოიდი 1732018955

„ცხოვრება აღარ მიხაროდა... ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი...“ - უცნობი ისტორია კრისტი აბაკუმოვას შესახებ

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერ შოუში „პრაიმ ჰაუსში“ მაყურებელმა არაერთი საინტერესო სახე გაიცნო. მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა. კითხვა-პასუხის დროს ინფლუენსერები პირადი ცხოვრების ისეთ უცნობ დეტალებს ჰყვებოდნენ, რომლის შესახებ, ეკრანზე არასდროს უსაუბრიათ.გთავაზობთ მცირე ამონარიდს კრისტი აბაკუმოვას ბლიცინტერვიუდან:- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?ბავშვობაში მინდოდა, რომ ცნობილი ვყოფილიყავი და მგონი ახდა ჩემი ოცნება.- რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?სიმღერის- ყველაზე მეტ დროს უთმობ?ყველაზე მეტ დროს ვუთმობ უაზრო ფიქრებს, ძალიან ბევრს ვფიქრობ უაზროდ.- დედაჩემი მომკლავს თუ...დედაჩემი მომკლავს თუ ჩემი სახელი იქნება შელახული.- სად იცხოვრებდი?სადმე თბილ ქვეყანაში- რამ გაგაოცა ბოლოს?არაფერი მახსენდება...- პირველი სამსახური იყო?სილამაზის სალონი, სადაც ვიყავი ადმინისტრატორი... ნახეთ სრულად

დიასა

საზოგადოება 1731927177

VIDEO: რატომ დაემუქრა დიასას დედა სახლიდან წასვლით - ემოციური ინტერვიუ

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გიორგი დიასამიძე, რუბრიკაში „დედას“ ყველაზე ემოციურ ისტორიებს იხსენებს.12 წლის ასაკში განცდილი განშორება დედასთან, 15-წლიანი ემიგრაცია და ოცნებები, რომლებსაც დედა შორიდან უსრულებდა. 

ვიქტორია ბარბაქაძე

faceამბები 1731777857

„ბებია მძიმედ იყო ავად, იცოდა, რომ წუთი წუთზე არ იქნებოდა… მის ტკივილებს შევსწრებივარ...“ - ვიკი ბარბაქაძის ემოციური ისტორია

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის „სხვა ნანუკას“ გასული ეპიზოდი სახელწოდებით „ჩვენ გავიმარჯვეთ წარსულზე“, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეების – მოდელისა და TamoSkin-ის დამფუძნებლის თამო ვაშალომიძისა და სატელევიზიო პროექტის, „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილის, ვიქტორია ბარბაქაძის ისტორიებს დაეთმო.გადაცემაში სტუმრად მყოფმა ვიქტორია ბარბაქაძემ საკუთარი ცხოვრების რთულ ეტაპებზე გულწრფელად და ემოციურად ისაუბრა. გამზრდელ ბებიაზე საუბრის დროს კი აღნიშნა:„დედას გარდაცვალების შემდეგ ბებიას ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა [ავადმყოფობა], ეგონა, რომ წუთი წუთზე არ იქნებოდა. შევსწრებივარ მის ტკივილებს და ეს ჩემთვის ბევრად მტკივნეული იყო, ვიდრე ის, რომ დედაჩემი არ იყო ჩემს გვერდით“, – აღნიშნა ვიქტორია ბარბაქაძემ.

ვიკი

საზოგადოება 1731614151

„თითქოს, მამაჩემის ხელით მოხდა მკვლელობა... არანაირად, მამაჩემს დედაჩემი ძალიან უყვარდა...“ - ვიკი ბარბაქაძემ დუმილი დაარღვია

ვიქტორია ვიკი ბარბაქაძე, რომელიც საზოგადოებამ რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო, დუმილს არღვევს და წლების წინ, ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე „ნანუკას შოუში“ საუბრობს.ვიკი იხსენებს რთულ ბავშვობას და დედის ბუნდოვან გარდაცვალებას.„დედა, ძირითადად, თბილისში იყო, მასთან ხშირი შეხება არ მქონია. მუშაობდა, ბებიაჩემს რომ მიხმარებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით. დედაჩემის დედას დედას ვეძახდი. ბებოსთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა. მე პირველი ქორწინებიდან უფროსი შვილი ვარ. დედა მეორედ გათხოვდა, მყავს და, რომელიც  გათხოვილია  2 შვილი ჰყავს. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მე მამის მხარეს ვიყავი, ჩემი და - დედის. დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებიაჩემს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა ჰქონდა და ეგონა, წამი წამზე აღარ იქნებოდა. მე შევსწრებივარ მის ტკივილებს და ეს ბევრად უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ის, რომ დედა ჩემს გვერდით არ იყო. არ ეგონა, რომ იცოცხლებდა და ჩემი 5 წლის და ახლობელზე გააშვილა იმ პირობით, რომ მასთან სულ გვექნებოდა ურთიერთობა და მოგვიანებით გაიგებდა, რომ მისი ოჯახი ვიყავით. შეთანხმება ეს იყო და სულ გვქონდა კომუნიკაცია. როცა მან გაიგო, რომ ჩემი და იყო, უბედნიერესი იყო... დიდ ასაკში მოუწია ამის გაგება... მე მამის მხარეს გავიზარდე... არაფერი მოუკლიათ. 2 შვილი ჰყავდათ და მესამე მე ვიყავი... ისე მზრდიდა, როგორც მათ. მათი ძალიან მადლიერი ვარ...“ - იხსენებს ვიკი.„მამაჩემი 15 წლამდე არ იყო... დაჭერილი იყო... ერთ-ერთი მიზეზი, რამაც უფრო დამარწმუნა, რომ უნდა მესაუბრა - ვიღაცებს არასწორი ინფორმაცია აქვთ ამაზე, რომ თითქოს, მამაჩემის ხელით რაღაც მოხდა... არანაირად, მამაჩემს დედაჩემი ძალიან უყვარდა, დედაჩემსაც უყვარდა, უბრალოდ რაღაც წინააღმდეგობები იყო და მოხდა ასე...დედა მამას რომ გაშორდა და მეორედ დაოჯახდა, პრობლემებიც დაიწყო... მეორე ქმარი ნარკოდამოკიდებული იყო და ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე შემთხვევას მეც შევესწარი - ნივთების სროლა, ყვირილი, წივილი, იქ ორი ბავშვი ვიყავით... დედას წამლისთვის თანხას სთხოვდა, არ მუშაობდა... ორსულს ემუქრებოდა, არასდროს ასვენებდა...ერთხელ, ღამით დედა ჩემთან ერთად კარდაკარ დადიოდა, რომ ქუჩაში არ დაგვეძინა და თავი შეგვეფარებინა... მისგან სულ მიდიოდა. თბილისში ბინებს ხშირად იცვლიდა. ვისთანაც მეგობრობდა, აღმოჩნდა, რომ ის გოგო ამ ბიჭის ნათესავი იყო და ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას... პოლიციაშიც მივიდა რამდენჯერმე, საჩივარსაც წერდა...ბოლოს ასეთი რამ მოხდა - მივიდა დედასთან, მოსთხოვა ფული და დაემუქრა, რომ ჩემს დას წაიყვანდა და სიგარეტით დაწვავდა. ყოფილა ასეთი შემთხვევა, სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა ბავშვს... ამაზე, დედაჩემს სამზარეულოს დანა აუღია თავდაცვის მიზნით და ჩაურტყამს. გონს რომ მოვიდა, ადგა, ჩემი და მეზობელთან დატოვა და ეს კაცი საავადმყოფოში წაიყვანა.  პოლიციას თავად ჩაბარდა, ჩემი ქმარი მოვკალი და დამიჭირეთო... არ იყო მკვდარი... მათ უთხრეს, ვერ დაგიჭერთ, ბევრი საჩივარია შენგან შემოსული, ვიცით, რომ ძალადობს და ეს თავდაცვის მიზნით არისო... პატრულმა დედაჩემის მშობლებს დაურეკა, ჩამოდით, წაიყვანეთო... დედას გადადებული თანხა ჰქონდა, ბინა უნდოდა... ეს შეიძლება, მის ბოლო სურვილად ჩავთვალოთ. ახლა ხომ მაინც დამანებებს თავსო, ეგონა, ის კვდებოდა... შვება იგრძნო და უნდოდა, თავისთან ვყოლოდი“, - ამბობს რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე.ვიქტორია იმ საბედისწერო დღესაც იხსენებს, როცა დედა დაკარგა...„როცა დედა მშობლებს შეხვდა, საღამოს გარდაცვლილი ნახეს... საბოლოოდ, ასე შეჯერდა: დედაჩემმა დალია წამლები და თავი მოიკლა, მაგრამ დაქალი, რომელიც იქ იყო, ასე ჰყვება: თქვენ რომ წახვედით, გავიდა აფთიაქში, იყიდა, მაშინვე დალია და ეს ყველაფერი ღიმილით მითხრაო. თუ გითხრა, მაშინ, რატომ არ რეკავ სასწრაფოში?! სასწრაფო რომ მივიდა, დედა ახალი გარდაცვლილი არ იყო...მას აღენიშნებოდა ძალადობა, კბილები ჰქონდა ჩამტვრეული, ჰქონდა სილურჯეები... იმ გოგოს რომ უთხრეს ჩემებმა, ასე არ ჰქონდაო, კი, როგორ არა, იქამდე სცემა იმანო... ბებიაჩემმა და პაპაჩემმა რომ ნახეს, ყველაფერი სხვანაირად იყო...ბებიაჩემს მეორე ვერსია ჰქონდა: როდესაც ბიჭის დედამ იმ გოგოსგან გაიგო ამბავი, ვიღაცებთან ერთად მიუვარდა, აცემინა დედა, შეიძლება, წამლები მაგათაც ძალით დაალევინესო... 2001 წელს, ბებოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ექსპერტიზა გაეკეთებინა... თან, მაშინ ასეთი დრო იყო, ფულს შენს სიმართლეში გადაიხდიდი... ამ ყველაფერს იმ გოგოს ბავშვი შეესწრო, რომელიც შემდეგ გააქრეს... სასამართლოშიც სხვანაირი ვერსია თქვა და მერე თქვა, რომ ემუქრებოდნენ...არ ვიცი, ეს ადამიანები ახლა სად არიან... მქონდა მცდელობა რამე გამერკვია, მაგრამ ვერ ვცნობ, კარგად არ მახსოვს ისინი... სავარაუდოდ, ისიი ხვდებიან ვინც ვარ, მცნობენ სახელით და გვარით...“ - ამბობს ვიკი ბარბაქაძე.

ნიკოლოზ ქართველი

საზოგადოება 1731444133

„ეს მე არსად მილაპარაკია... ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, არავის შვილი არ უნდა კვდებოდეს“

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ ნიკოლოზ ქართველმა, იმ სასწაულის შესახებ ისაუბრა, რომელიც მის შვილს გადახდა.როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, ნიკოს შვილი უმძიმეს მდგომარეობაში კომაში იყო. უძლურებაში მყოფი შვილი მამამ გადაწყვიტა მამა გაბრიელის საფლავზე წასულიყო მოსალოცად."ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, არავის შვილი არ უნდა კვდებოდეს. პირველად ცხოვრებაში ვიფიქრე, მიდი რა ნიკო, მოიხოდე და წავიდეთ. ჩემმა ძმაკაცმა, პაატა იაშაღაშვილმა მითხრა წამო რა მამა გაბრიელის საფლავზე. ეს მე არსად არ მილაპარაკია,  მე ჩემს თავთან მქონდა ომი, იქაც საფლავზე, მის ძვლებს და სულს ვენაცვალე. 2 საათზე მეტი ვსაუბრობდი. ძალიან ვთხოვე უფალს.ყველა მყავდა იქ, უფალი თავისი უმაგრესი ანგელოზებით, ილია მეორეც ჩემთან იყო. ძალიან ვთხოვე რა, კომაშია ამ დროს ჩემი შვილი. როდესაც მე გამოვედი მცხეთიდან 10 წუთში მირეკავს ექიმი, სად ხარო? მეგონა, რომ ძალიან ცუდ რამეზე მირეკავდა. მოდი ბიჭო შენი შვილი კომიდან გამოვიდაო. მიდი და არ გჯეროდეს იმის, რასაც ვერ ხედავ მაგრამ გრძნობ“, - ამბობს ნიკოლოზ ქართველი.

მარტა ბარამიძე

ტაბლოიდი 1731433478

„ეს ამბავი ბათუმში მოხდა... კურსელის ქორწილში მოკლეს...“ - მარტა ბარამიძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მარტა ბარამიძე, რომელიც მანამდე საზოგადოებამ „მასტერშეფიდან“ და ასევე, სერიალ „ჩცდ-დან“ გაიცნო, თავისი გულწრფელობით და დრამატული ისტორიებით გამოირჩევა.მძიმე ბავშვობის შემდეგ, გარდატეხის ასაკში მყოფს, პირველმა სიყვარულმა მძიმე დაღი დაასვა, ტრაგიკულად დაიღუპა ბიჭი, რომელიც შეუყვარდა. რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე წლების წინ მომხდარ ისტორიას „პრაიმტაიმთან“ ასე იხსენებს:„ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა და სამწუხაროდ, ის ადამიანი თავისი კურსელის ქორწილში, ჩხუბისა და გარჩევის დროს მოკლეს... 18 წლის იყო... ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, მაგ დროს, როცა პირველად გიყვარდება, ერთი კვირაც რომ გრძელდებოდეს, იმხელა აღმაფრენაა და იმდენად ძლიერია, არ აქვს ხანგრძლივობას მნიშვნელობა.მქონდა ძალიან დიდი გულისწყვეტა, დიდი ტკივილი. ახლაც, როცა მახსენდება, მტკივა... თუმცა, დავისახე მიზანი, რომ არასდროს გამიცრუვდეს იმედი და სიყვარულის ისევ დავიჯერო. დღესაც, ყველაზე მეტად რისიც მჯერა, ესაა სიყვარული. არა მხოლოდ ქალვაჟური, არამედ სამყაროს მხრიდანაც მჯერა სიყვარულის. მგონია, რომ სამყაროს თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უყვარს“ - გვიამბო მარტა ბარამიძემ.

ტაბლოიდი

ტაბლოიდი 1731009799

VIDEO: დიასას სიურპრიზი სალომეს – წყვილის რომანტიკული კადრები

„პრაიმ ჰაუს All Star-ის“ ყოფილი მონაწილეები გიორგი დიასამიძე და სალომე კაპანაძე ერთად არიან.წყვილს ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და მათ მიმართ დადებით კომენტარებსაც არ იშურებენ.სალომე სოციალურ ქსელში აზიარებს რომანტიკულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიართვა საყვარელმა ადამიანმა ყვავილების თაიგული.ნახეთ ვიდეო:

მერიემი დედასთან

ტაბლოიდი 1731007798

VIDEO: მერიემ გოგაშვილი ემიგრანტ დედასთან მოულოდნელად ჩავიდა - ემოციური შეხვედრის კადრები

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მერიემ გოგაშვილი იტალიაში, ემიგრანტ დედასთან მოულოდნელად ჩავიდა.დედასთან შეხვედრის ემოციურ კადრებს მერიემი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ნახეთ ვიდეო: