policiis lenti

კრიმინალი 1702020811

მკვლელობა ბათუმის ცენტრში, დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან - „პოლიციის ფაილები“

„პოლიციის ფაილებში“ ნახავთ - სროლა და მკვლელობა ბათუმის ცენტრში. მკვლელობა მოხდა თურქეთში წარმოშობილ, თურქულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე. ჩანაწერში ჩანდა, რომ პიროვნება უახლოვდება რესტორნის შესასვლელს, მოულოდნელად ცეცხლსასროლი იარაღიდან იწყებს სროლას, ერთ-ერთი მაგიდის მიმართულებით. დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელი და თანამზრახველების იდენტიფიცირება უმოკლეს დროში მოახდინა და დააკავა.უწყებამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.ნახეთ ვიდეო სრულად ⇓ასევე დაგაინტერესებთ:„რაც ორ წელიწადში ვიშოვე, კაზინოში დავტოვე...“ - ნუგზარ კვაშალიVIDEO: „დღეში ერთი ჭიქა კი არა, არც ერთი წვეთი ალკოჰოლი სასარგებლო არ არის“ - არჩილ მარშანია19 წლის გოგოს გატაცების საქმეზე, პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს - გატაცებული, სავარაუდოდ, ქართველია

ოქროს მონეტების საქმე

სამართალი 1701761005

VIDEO: „ზრდილობიანად ილაპარაკე ბიჭო! ფული მოიტანეთ უკან, გაიგეთ?!“ - ოქროს მონეტების საქმე პოლიციის ფაილებიდან

 „ოქროს მონეტების საქმე“ - ასე ჰქვია გახმაურებულ და მასშტაბურ გამოძიებას, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს.პოლიციის ფაილებში ნახავთ, როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეთა კვალზე და რა პირობებში მოხდა ბრალდებულების სქემის გაშიფვრა.ასევე ნახეთ:VIDEO: მოგლეჯილი ხეები, განადგურებული სახლები, გზები და გაუქმებული ავიარეისები - საშინელი სტიქია ინდოეთშიVIDEO: დარბაზი დაინგრა! დაუსრულებელი ოვაციები და აღფრთოვანებული ამერიკელები - ნინი ბრეგვაძის ფურორი „ვოისის“ მორიგ ტურშიკვლევის თანახმად, მაკარონის ჭამა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის

საფულე

ჰოროსკოპი 1700831847

ფულის ჰოროსკოპი 2024 წლისთვის

ფინანსური ბალანსი და კეთილდღეობის შესაძლებლობები განსხვავებულია თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. 2024 წლის ზამთრის უახლოეს სამ თვეში ბევრისთვის მატერიალურ სფეროში შესამჩნევი ცვლილებაა მოსალოდნელი.  წაიკითხეთ ფულის ჰოროსკოპი თქვენი ნიშნისთვის.ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)ცეცხლოვანი ვერძი ხვდება ზამთარს შემოსავლის გაზრდის ღია შესაძლებლობებით. ხელსაყრელი პერიოდი დგება სტარტაპებისა და ახალი პროექტებისთვის. საკუთარ თავში ინვესტიცია (განათლება ან პიროვნული ზრდა) გვპირდება არა მხოლოდ მყისიერ შედეგებს, არამედ გრძელვადიან მოგებას.კურო (20 აპრილი - 20 მაისი)კუროსთვის ზამთარს ფინანსური სტაბილურობის მოტანა შეუძლია. ჭკვიანი ინვესტიციები და ფრთხილი ხარჯვა ახლა წარმატებული გაზაფხულის გასაღებია. ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური ქმედებების ზომიერება გადამწყვეტ როლს ასრულებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)კომუნიკაბელური ტყუპები ზამთარში იპოვიან შემოსავლის ახალ წყაროებს კავშირებისა და კომუნიკაციების გაფართოებით. ამასთან, ფხიზლად უნდა იყოთ შეთავაზებებთან დაკავშირებით, რადგან ყველა მათგანი არ აღმოჩნდება ისეთი მიმზიდველი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.კიბო (22 ივნისი - 22 ივლისი)ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა გუნდში მუშაობით ან კოლეგების მხარდაჭერით. პროექტების გაზიარება და გუნდის ნდობა ბევრად უფრო მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე მარტო მუშაობა.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ლომებს ეძლევათ უნიკალური შანსი, დაიწყონ ახალი პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია ყოყმანობდნენ. ეს საუკეთესო დროა ინვესტიციისთვის საკუთარ უნარებსა და პროფესიულ განვითარებაში, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს შემოსავლის გაზრდა.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)ზამთარი ქალწულებისთვის ხარჯებისა და შემოსავლების სკრუპულოზური ანალიზის დრო ხდება. ბიუჯეტის ჯანსაღი მენეჯმენტი და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები გვპირდება გრძელვადიან წარმატებას. იპოვეთ ეს „შესაძლებლობის ფანჯარა“ და გამოიყენეთ იგი თქვენს სასარგებლოდ. სრულადასევე ნახეთ:VIDEO: კიევში ექიმებმა ბავშვის გულიდან ნაღმის ფრაგმენტი ამოიღესVIDEO: მეგობრების მიერ მოკლული ბიჭი და მიტოვებულ ჭაში გადამალული მსხვერპლი... - სასტიკი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობა და წარმატებული კარიერა ელის

პოლიციის ფაილები

სამართალი 1700818575

VIDEO: მეგობრების მიერ მოკლული ბიჭი და მიტოვებულ ჭაში გადამალული მსხვერპლი... - სასტიკი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“

26 ნოემბერს, 23 საათზე, "რუსთავი 2"- ის ეთერში, პოლიციის ფაილების მე-7 სეზონის მეორე სერია გავა. მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტის შემზარავი დასასრულის დეტალებს, რომელიც ველისციხეში სამართალდამცველებმა გამოიძიეს.ასევე ნახეთ:VIDEO: კიევში ექიმებმა ბავშვის გულიდან ნაღმის ფრაგმენტი ამოიღეს„ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა...“ - სალომე ბარათაშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებსVIDEO: „ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ყანწით დავლიე“ - მედეა ლორთქიფანიძე სახალისო ამბავს იხსენებს

შემზარავი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“

სამართალი 1700480460

VIDEO: სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის საქმის შემზარავი დეტალები „პოლიციის ფაილებში“

სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის საქმის შემზარავი დეტალები „პოლიციის ფაილებში“ასევე ნახეთ:VIDEO: უძველესი თილისმები, რომლებიც ბავშვის ოთახში უნდა დავდოთ„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონიარა უპასუხა პრინცმა უილიამმა ბავშვს, რომელმაც ჰკითხა თუ რამდენი თანხა ჰქონდა მას საბანკო ანგარიშზე

მაგდა პაპიძე

სამართალი 1699645617

VIDEO: ყველაზე დაუჯერებელი ვერსია, რომელმაც გამოძიება თავდაყირა დააყენა - დეტალები მაგდა პაპიძის საქმეზე „პოლიციის ფაილებში“

2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ცნობილი გახდა, რომ მაგდა პაპიძემ ქმარი და შვილი მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლას შეეცადა, თუმცა, მისთვის საბედისწერო სისხლის ლაქა აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა სახლში იპოვეს.მსჯავრდებული მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში, თუმცა, თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს.ნახეთ ვიდეო

თათა გიორგობიანი

ტაბლოიდი 1692644016

„ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს…“ - თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის სიყვარულზე საუბრობს.თათა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება.მისი თქმით, „იდეალური სიყვარული, მაქსიმუმ ექვსი თვე გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება, თუ მას მეგობრობა არ უმაგრებს ზურგს“.„ნამდვილი სიყვარული ესაა არჩევანი, ესაა გონებისა და გულის ერთობლივი, გააზრებული არჩევანი“. – ამბობს თათა.ასევე ნახეთ: „მიყვარს ეს საოცარი ბიჭი“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილიფოტოები: შორენა ბეგაშვილი პარიზში ისვენებსVIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდადღეს დენი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

ნინო ლეჟავა

რჩევები 1692391507

VIDEO: „ეს შეიძლება შევადარო უსაშინლეს ჯადოს... მისგან გათავისუფლება, სამწუხაროდ, შეუძლებელია" - ტაროლოგი დედის წყევლაზე

დედის წყევლა, როგორც საშინელი განაჩენი შვილისათვის - ამ თემაზე „ტაროს სახლის“ დამფუძნებელი, ნინო ლეჟავა ვრცლად საუბრობს.„დედის წყევლა ეს ის საშინელი ნეგატივია, რომელთანაც ნებისმიერი, უძლიერესი პრაქტიკოსიც უძლური აღმოჩნდეს. ეს წარმოუდგენელია - დედამ, რომელმაც 9 თვე შვილი მუცლით ატარა, მისი ნაწილია, მისი ცხოვრების გაგრძელებაა, როგორ შეიძლება დაწყევლო. ამ დროს, პირველ რიგში, საკუთარ თავს წყევლი და მერე საკუთარ შვილს საშინელებისთვის იმეტებ. ეს შეიძლება შევადარო უსაშინლეს ჯადოს, რომელსაც ისეთი ღრმა და ნეგატიური ფესვები აქვს, მისგან გათავისუფლება, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ამიტომ არანაირი გამართლება არ აქვს დედის ამ საქციელს.ხშირად შევსწრებივარ დედა-შვილის დიალოგს, ასე შენ ბედნიერი ვერ იქნები, ასე შენ შვილი ვერ გეყოლება, თითქოსდა, ზრუნვიდან გამომდინარე. არსებობს სიტყვის ძალა და არსებობს დედის სიტყვის ძალა შვილის მისამართით, რომელიც იმდენად ძლიერ ენერგეტიკას ატარებს და წარუშლელ კვალს ტოვებს თქვენი შვილების ცხოვრებაზე, რომ დაუკვირდეთ სიღრმისეულად, ბევრმა დედამ, შესაძლოა, გულით ინანოს.დედებს და შვილებს ყოველთვის ვეუბნები, როცა კონფლიქტი აქვთ, დედა, ეს არის ის ძალიან დიდი და ძლიერი ენერგიის მატარებელი ადამიანი, რომლის თითოეული სიტყვა პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით მოქმედებს საკუთარი შვილის ცხოვრებაზე და შემდგომ განვითარების ეტაპებზე.“ - ამბობს ნინო ლეჟავა. ასევე ნახეთ:VIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდაVIDEO: „ღმერთო დაგვიფარე, ეს რა ხდება?!“ - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში„დედის კივილი ცას წვდებოდა... გაუსაძლისი ტკივილია“ - რას წერს მასწავლებელი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზეVIDEO: „ყველას დარდია ეს კაცი... ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდება“ - მძიმე კადრები შოვიდანთამო ვაშალომიძე იბიცაზე ისვენებს - ნახეთ ცეცხლოვანი ფოტოები„სექტემბერიც ცხელი გველოდება...“ - როდემდე გასტანს ცხელი სეზონიVideo: "შემოვედი და ეს დამახვედრა... მეუღლემ... ცრემლები ვერ შევიკავე" - რა ვიდეოს გვიზიარებს ატირებული თამარ ივერი

შუქი

დედაქალაქი 1692385375

შუქი 8 საათით გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, ჭრებალოს და ულიანოვის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ჭელიძის, ილორის, სარაჯიშვილის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ხიზამბარელის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზიგზაგის, ჩარგლის, ბოგვის, მუხრანის, გარეჯის, რატევანის, ნაგომარის, გლინკას, ლიახვის, შენგელაიას, ჟინვალის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კრწანისის (ნაწილობრივ) და სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. დიდუბის რაიონიქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, აგლაძის და გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.ასევე ნახეთ:"ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი..." - რა შეაძლებინა გოგი ხარაბაძეს პატრიარქმაVIDEO: ,,ეს სახიფათოა, არ გააკაროთ ბავშვებს!" - ექიმი მშობლებს აფრთხილებსVIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდა„სექტემბერიც ცხელი გველოდება...“ - როდემდე გასტანს ცხელი სეზონი

eqimi

რჩევები 1692384396

VIDEO: ,,ეს სახიფათოა, არ გააკაროთ ბავშვებს!" - ექიმი მშობლებს აფრთხილებს

რამდენად უსაფრთხოა მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლით დალევა - ამ თემაზე ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ, გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი" ისაუბრა.ექიმი გვაფრთხილებს, რომ ბავშვებს ზაფხულში მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყალი ან წვენი არ დავალევინოთ.„თუ ბავშვს მანქანაში დატოვებული წყლისთვის ხელი მიუწვდება, ეცადეთ, რომ არ დალიოს. გირჩევდით, რომ არც კი გააკაროთ. შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის მავნე არ იყოს, მაგრამ ბავშვის სხეულისთვის ეს მავნეა", - აცხადებს ექიმი.ასევე ნახეთ:VIDEO: „რაისთვის მოვიხმო ჟანა დარკი, მე ჩემი მაია წყნეთელი მყავს - ნონა ხუმარაშვილის წაკითხულ ლექს დიდი გამოხმაურება მოჰყვადააკავეს კაცი, რომელიც წიგნის მაღაზიაში ქალებს უკან მიჰყვებოდა და ყნოსავდა (უცხოეთი)Video: "შემოვედი და ეს დამახვედრა... მეუღლემ... ცრემლები ვერ შევიკავე" - რა ვიდეოს გვიზიარებს ატირებული თამარ ივერიVIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდა„სექტემბერიც ცხელი გველოდება...“ - როდემდე გასტანს ცხელი სეზონი

ფეისბუქის ვიდეო

რჩევები 1692365775

Facebook-ის ვიდეოების ველში სიახლეა - დეტალები ცვლილებების შესახებ

სოციალური ქსელი Facebook ვიდეოების ველში Instagram-ისთვის დამახასიათებელი ფუნქციების ჩაშენებას განაგრძობს. ახლა რილსების რედაქტირების ხელსაწყოებს უკვე ჩვეულებრივ ვიდეოებშიც გამოიყენებთ, Explore-ის სექციის დამატებით კი რეკომენდებულ შიგთავსს დაათვალიერებთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.განახლება შეეხო ვიდეოების ველის სახელსაც, რომელსაც აქამდე Facebook Watch ეწოდებოდა, თუმცა ამიერიდან უბრალოდ Video დაერქმევა. იქ იხილავთ როგორც ხანმოკლე კლიპებს, ასევე პირდაპირ ტრანსლაციებსა და ხანგრძლივ ვიდეოებს.ამგვარი სიახლეები მოულოდნელი არაა, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული, როცა Facebook-ში Watch ფუნქცია ინტეგრირდა, კომპანიის სტრატეგია საგრძნობლად შეიცვალა. მაშინ მეტი ყურადღება სატელევიზიო გადაცემებსა და სხვა ხანგრძლივ ვიდეოებს ეთმობოდა, ახლა კი, ბაზარზე კონკურენტი TikTok-ის გამოჩენის შემდეგ, ხანმოკლე შიგთავსი უფრო პოპულარული გახდა.ასეთია, მაგალითად, რილსები და ალგორითმის მიერ რეკომენდებული სხვა სახის კლიპები. მარკ ცუკერბერგს სურს, რომ Facebook სიახლეების აღმოჩენის ხელსაწყოდ იქცეს, რასაც სწორედ Explore სექცია ემსახურება. ის Instagram-ზე არსებული Explore grid-ის ანალოგიურია. იქ თავმოყრილია შემოთავაზებული და ტრენდული ვიდეოები, რომლებიც ჰეშთეგების ქვეშაა დაჯგუფებულიMeta ცდილობს, რომ Facebook-ის რილსები Instagram-თან უფრო მეტად დააკავშიროს და აპლიკაციებს შორის ჯვარედინი დაპოსტვა წაახალისოს. ახლა უკვე კომენტარებიც საერთოა, რისი მეშვეობითაც მომხმარებლებს Instagram-ის რილსზე კომენტარის დასაწერად ამ აპლიკაციაზე გადართვა აღარ დასჭირდებათ.ჩამოთვლილი ცვლილებები უკვე გაშვებულია როგორც Facebook-ის აპლიკაციაში, ასევე ვებგვერდზე. ის ეტაპობრივად ყველგან გააქტიურდება.ასევე ნახეთ:სანამ უქმეებს დაგეგმავთ, ამინდის პროგნოზი ნახეთVIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდაVideo: "შემოვედი და ეს დამახვედრა... მეუღლემ... ცრემლები ვერ შევიკავე" - რა ვიდეოს გვიზიარებს ატირებული თამარ ივერიVIDEO: „ღმერთო დაგვიფარე, ეს რა ხდება?!“ - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში„დედის კივილი ცას წვდებოდა... გაუსაძლისი ტკივილია“ - რას წერს მასწავლებელი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზეVIDEO: „ყველას დარდია ეს კაცი... ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდება“ - მძიმე კადრები შოვიდან

იძულებითი ქორწინება

სამართალი 1692360897

VIDEO: „დაწვები ახლა და ხვალ სხვანაირად მოგეჩვენება ყველაფერი...“ - შემზარავი დანაშაული, რომელიც პოლიციის ფაილებში გასაჯაროვდა

„პოლიციის ფაილებში“ ნახავთ იძულებითი ქორწინების ორ უმძიმეს ფაქტს. მარნეულში 17 წლის გოგოს მამა ქორწინებას აიძულებდა.კახეთში, მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით - ძალადობის მსხვერპლი კი, 16 წლის გოგოა. ასევე ნახეთ:VIDEO: „ღმერთო დაგვიფარე, ეს რა ხდება?!“ - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში„დედის კივილი ცას წვდებოდა... გაუსაძლისი ტკივილია“ - რას წერს მასწავლებელი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზეVIDEO: „ყველას დარდია ეს კაცი... ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდება“ - მძიმე კადრები შოვიდანთამო ვაშალომიძე იბიცაზე ისვენებს - ნახეთ ცეცხლოვანი ფოტოები„სექტემბერიც ცხელი გველოდება...“ - როდემდე გასტანს ცხელი სეზონიVideo: "შემოვედი და ეს დამახვედრა... მეუღლემ... ცრემლები ვერ შევიკავე" - რა ვიდეოს გვიზიარებს ატირებული თამარ ივერი