აქცია ესპანეთში

მსოფლიო 1788415326

ესპანეთის პოლიციამ მადრიდში სეუტას მიგრაციულ კრიზისთან დაკაშირებული აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა

ესპანეთში ათიათასობით ადამიანმა სეუტას მიგრაციული კრიზისის გასაპროტესტებლად ქუჩებში გავიდა. ხალხი შეიკრიბა მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიასა და სევილიაში.ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მადრიდში აქცია ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა, „ელ პაისის“ ცნობით, უკვე საღამოს დემონსტრაცია ნაწილობრივ ძალადობაში გადაიზარდა, ხალხის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ დემონსტრანტები პრობლემის გადაჭრას მოითხოვდნენ, ასევე აკრიტიკებდნენ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობას კრიზისთან გამკლავების უუნარობის გამო.ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მადრიდში საპროტესტო აქციას დაახლოებით 50 000 ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტები ესპანეთის დროშებს აფრიალებდნენ და სკანდირებდნენ: „ერთიანი სეუტა ვერასოდეს დამარცხდება“, „სანჩესი ციხეში“ და „შემოჭრილებო, სახლში წადით“.საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ესპანეთის მუნიციპალიტეტებისა და პროვინციების ფედერაცია იყო. თუმცა, აქციებს მხარს უჭერდნენ ოპოზიციური სახალხო პარტია (PP) და პარტია Vox, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი პოზიციით გამოირჩევა.ესპანეთის მთავრობა უარყოფს ბრალდებებს, რომ სეუტა უყურადღებოდ მიატოვა. მათი თქმით, ქალაქის სოციალური სერვისების დასახმარებლად 309 მილიონი ევრო გამოყო, განსაკუთრებული ყურადღება კი მიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ქალაქის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას დაეთმობა.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს დაახლოებით 72 000 ადამიანი მაროკოს მოსაზღვრე ესპანეთის მცირე ტერიტორიაზე, სეუტაში შევიდა. ევროპაში მოხვედრის მცდელობისას სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. მიგრანტების უმეტესობა მალევე დაბრუნდა ან საზღვარზე უკან გადაიყვანეს, თუმცა ეროვნული მთავრობის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის შემდეგ სეუტაში დაახლოებით 5 000 მიგრანტი, მათ შორის 1 200 არასრულწლოვანი, კვლავ რჩება.

paisi

საზოგადოება 1788353580

„როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ...“ - ბერი პაისის შეგონებები

იცით, რომ ბერი პაისი ცნობილია თავისი ბრძნული შეგონებებითა და სწავლებანით. ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა თანამედროვე ადამიანის შესახებ ამბობდა:"ჩვენს ეპოქაში ადამიანთა უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი. რამდენადაც მათ არ აქვთ შიში ღვთისა, მათ არ აქვთ მუხრუჭი და მიექანებიან. ამგვარი სისწრაფით დაუსრულებელ სრბოლას, ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. სირთულეების გამო ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან. უმეტეს წილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუ ისინი, ვინც წმინდა მთაზე მოდიან, ასეთი გახელებულნი და დაბნეულნი არიან, როგორები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიისგან და ღვთისაგან შორს არიან? ყველგან ქარიშხალი და დიდი უბედურებაა. უბედური სამყარო სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა.ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს, ვკითხე, რატომ ყურადღებას არ აქცევთ რაც ხდება? სადამდე მივა ეს? მან მომიგო: მამაო, ადრე ბოროტება უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ახლა ზვავის ტოლია. ამას სასწაული თუ უშველის.  ზოგიერთი იმ საშუალებით, რომლითაც თითქოს გამოსწორება სურთ ბოროტების, ზვავს კიდევ უფრო ადიდებენ. იმის ნაცვლად, რომ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული ზომები მიიღონ, რაიმე დადებითად შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ. ზვავის დადნობას კი არა, მის გადიდებას უწყობენ ხელს. ცოტ-ცოტაობით, ბოროტება თოვლის უდიდეს მასად იქცა, და ქვევით მიექანება. ახლა იმისთვის, რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.ჩვენ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა, ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია. მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს.ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია. თქვენ გესმით ეს? უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს.მთელი სამყარო ერთისკენ მიდის, საყოველთაო ნგრევაა, სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. ახლა ღმერთი შრომობს ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლაკვერით, რათა ყოველივე ეს გამოასწოროს.ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიკონში, რომელსაც სინისგან გაწმენდა სჭირდება, დეზინფექცია დაიწყება.ადამიანთა ტანჯვას დასასრული არ აქვს. საყოველთაო გახრწნილება სუფევს ოჯახებში, მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. ადამიანები მხოლოდ იმ სახლებში გრძნობენ მშვიდად თავს, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ. სადღაც გაყრაა, სადღაც - გაკოტრება, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები; ზოგი წამალს ეტანება, ზოგი ნარკოტიკს. საცოდავები! ზოგს ნაკლებად, ზოგს მეტად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ კაპიკებს ართმევენ, სახლებიდან ასახლებენ. ტანჯვა-წამების მთელი გროვაა.ლოცვის დროს ხშირად ვხედავ, პატარა, უბედური ბავშვები როგორ მოდიან და ღმერთს დახმარებას სთხოვენ. მათ ოჯახში პრობლემები აქვთ. ამიტომ დედები ლოცვად აყენებენ. ისინი ამავე სიხშირეზე გადმოეწყობიან და ჩვენ ამგვარად ვუკავშირდებით მათ.***არც ერთ ეპოქაში არ არსებულა ასეთი უმწეობა, როგორშიც თანამედროვე ადამიანები დღეს არიან. სოფელი იღუპება და ადამიანები იძულებულნი არიან ამ სატანჯველის შუაგულში იცხოვრონ.უმრავლესობა სიმარტოვეს და გულგრილობას გრძნობს. საყრდენი არ აქვთ.  ხელის ჩასაჭიდს ეძებენ, და თუ მათ არ აქვთ რწმენა, რომელსაც დაეყრდნობიან და მათ თუ არ ირწმუნეს ღმერთი იმდენად, რომ მას სრულიად მიენდონ, მაშინ ტანჯვას ვერსად გაექცევიან.პოლიტიკოსებმა უკვე გაიგეს, რომ თუკი ვინმეს ადამიანის დახმარება შეუძლია, ეს ეკლესიური ადამიანები არიან. ჩემთან სენაკში რამდენიმე პოლიტიკოსი მოვიდა და მითხრეს, ბერები საქადაგებლად ერში უნდა გავიდნენ და განსწავლონ ადამიანები, სხვა გამოსავალი არ არსებობს, მძიმე წლებიაო.ზამთარში ჩემს სენაკში 17 სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა, სტუდენტიდან დაწყებული, რეჟისორით დამთავრებული. ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ღვთისმეტყველების სწავლას. ერთნი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ, მეორენი ჭეშმარიტებას გასართობ ცენტრებში ეძებენ. ადამიანები შემწეობას ეძებენ, თვით ჩემისთანა უღირსთან. ვინ ვარ მე? ადამიანები კი ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა.ხმელეთიც ზღვაზე უფრო საშიშად იქცა. ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში.  როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ. ეს წმინდა სიტყვები დიდად ანუგეშებენ სულს.უმაღლეს ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ერთი განმანათლებლური სიტყვით შეცვალოს საქმის ვითარება მთელ ქვეყანაზე, ხოლო ერთი განუსჯელი სიტყვით მთელი სახელმწიფოს დამხობა შეძლოს. კეთილი გადაწყვეტილება ქვეყანას კეთილად მოაქცევს. ცუდი კი კატასტროფაა მისთვის.სულიერი სიდუხჭირე მეტად საშიშია. ლოცვა საჭიროა, რომ ქრისტემ ადამიანებს ცოტაოდენი შუქი მოჰფინოს.ჩვენს დროში სიტყვები და წიგნები კი მომრავლდა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება შემცირდა. თუ ჩვენ მცირე ღვაწლს მაინც აღვასრულებთ, უფრო მეტად დავჯილდოვდებით, ვიდრე ძველი დროის ქრისტიანები. ადრე სიკეთე უხვად იყო და ბოროტება სიკეთეში ინთქმებოდა. ცოტაოდენი უწესობა ერში თუ მონასტერში, შეუმჩნეველი იყო, ხალხს არ ვნებდა. ახლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტება. ცოტაოდენი სიკეთე კი გროშადაც არ ღირს..."

იესოს ლოცვა

საზოგადოება 1788331143

უძლიერესი სამი ლოცვა, რომლის წაკითხვას წმინდა მამები რთულ წუთებში გვირჩევენ

„იესოს ლოცვა დემონებს წვავს" - ამბობს ეფრემ არიზონელი.წმინდა მამის თქმით, როცა კი "სასოწარკვეთილება, სიზარმაცე ან სხვა რაიმე ვნება შემოგვეპარება, შიშით, ტკივილითა და დიდი სულიერი სიფხიზლით უნდა ვილოცოთ და ჩვენ დაუყოვნებლივ განვიცდით ნუგეშისცემისა და სიხარულის სასწაულს ღვთის მადლით."იესოს ლოცვა მოკლე და მარტივია: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესო, შემიწყალე“.გთავაზობთ წმინდა მამების სწავლებას იესოს ლოცვის შესახებ.ღირსი პაისი ათონელი"უმჯობესია ის (ლოცვა) სრულად წარმოვთქვათ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", რადგან ეს ლოცვა რწმენის მთელ დოგმატს შეიცავს. თუ გიჭირს მისი სრულად წარმოთქმა, მაშინ თქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". სულ სხვაა ლოცვა ღვთისმშობლისადმი და წმინდანებისადმი და სხვა - იესოს ლოცვა. იესოს ლოცვას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს: ამ ლოცვით ადამიანი უერთდება ქრისტეს, გონება უერთდება ღმერთს. მაგრამ გონება ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს - აი ესაა საიდუმლო. როცა წმინდანებისადმი ვლოცულობთ, ესეც კარგია, მაგრამ განუწყვეტელი ლოცვისათვის უსარგებლოა. მიეჩვიე, მეტი ილოცო, რათა გონებამ მრავალჯერ მიმართოს "უფალ იესო ქრისტეს", და ამგვარად ბუნებრივად იქნები უწყვეტ ლოცვაში."არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი"იესოს ლოცვა ყველა ლოცვის არსია, რაც კი ეკლესიაში არსებობს. ეს არის ყველაზე მოკლე, ყველაზე გამოცდილი და ეფექტური ლოცვა, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მიმართოს. ეს ლოცვა არის ყველაზე პირდაპირი, შესაფერისი და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის და არა მხოლოდ მონაზვნებისთვის. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერისკაცებიც და მონაზვნებიც ერთსა და იმავე ლოცვას აღავლენენ. ეს ლოცვა, სინათლით აღსავსე თვალების მსგავსად, ღმერთის მოხვეჭის უნარს გვაძლევს.  ლოცვა ცოცხალი მეხსიერებაა, ეს არის ღვთის სახელის მოხმობა. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე - რა ხდება ჩვენში ამ ლოცვით მოხმობის დროს? ვიძენთ სულიერ ძალას, რომელიც თავად ღმერთისგან მოდის. მოვიხმობთ ქრისტეს, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ჩვენს გულთან თანაზიარებაში. ჩვენში ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნა მკვიდრდება. ჩვენს გულში და ჩვენს გარშემო ყველაფერი ღმერთით ივსება. ეს ლოცვა ადამიანში ღმერთის მოუკლებელი ლოცვის ძალას წარმოქმნის. და შესაბამისად, ადამიანის თანამონაწილეობით, სთავაზობს მას სიხარულს სულიერი ბედნიერების მდგომარეობას გვანიჭებს. შემდეგ, როდესაც ადამიანი ამ დაწყებით საფეხურს მიაღწევს, მას კარგად ესმის, რომ სული წმინდა მის პიროვნებას ღმერთთან შუამავლობს. და ამ წუთიდან სული წმინდა ადამიანს ღმერთთან აღამაღლებს." წმინდა ეფრემ კატუნაკელი გახლდათ ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა, რომელიც თავისი მორჩილებითა და "იესოს ლოცვის" განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.ეფრემ კატუნაკელი"შვილო ჩემო, წარმოთქვი ლოცვა – “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე,” დღედაღამ განუწყვეტლივ. ლოცვა გვაძლევს ყველაფერს, ის თავის თავში მოიცავს ყველაფერს: თხოვნას, ნუგეშს, რწმენას, აღმსარებლობას, ღმრთისმეტყველებას და ა.შ. ლოცვა უნდა აღესრულებოდეს განუწყვეტლივ.ლოცვა თანდათან მოიტანს მშვიდობის, სიტკბოების, სიხარულის ცრემლებს. მშვიდობა და ცრემლები კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს, ლოცვა კი კვლავ უფრო დიდ მშვიდობასა და სიტკბოებას მოგანიჭებს და ასე განუწყვეტლივ. ისეთი მომენტიც იქნება, რომ ლოცვის შეწყვეტისას თავს ცუდად იგრძნობ.გონიერ ლოცვას თან და თან მიჰყავს ადამიანი ნათლობის პირველ მადლთან." სქიმარქიმანდრიტი კვირიკე ათონელი"წარმოთქვით ლოცვა და მის დაწყებამდე იფიქრეთ იმ ვნებაზე თუ არეულ აზრებზე, რომლებიც ლოცვისას ყველაზე ხშირად გიშლიან ხელს.იესოს ლოცვა წარმოთქვით არა იმისთვის, რომ ლოცვის ნიჭი შეიძინოთ, არამედ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ვნებები უფლის ნებით, შემოქმედისადმი ერთგულებით. თქვენ - უფლის მიერ ქმნილმა - აღიარეთ მის წინაშე, რომ უძლური ხართ და შესთხოვეთ მადლისმიერი შეწევნა, რომელიც თავმდაბლობით მიიღება". "იესოს ლოცვა უფალთან თანამყოფობის გაცნობიერებით წარმოითქმება, უნდა გჯეროდეს, რომ შენ კი არ ჭვრეტ უფალს, უფალი გიყურებს და იცის ყველაფერი, რაც შენშია".ეფრემ არიზონელი"ჩემო შვილებო, გევედრებით, ღვთის სიყვარულისთვის, ნუ შეწყვეტთ იესოს ლოცვას თუნდაც ერთი წუთით.იესოს სახელს მუდმივად უნდა წარმოთქვამდეთ, რომელიც ანადგურებს ეშმაკს და მის ყველა შეთქმულებას.განუწყვეტლივ ევედრეთ ჩვენს უფალს და მსწრაფლ შეგეწევათ. როგორც გავარვარებულ რკინას ვერვინ შეეხება და ვერც მიახლოვდება, ასევე ემართება მის სულს, ვინც მხურვალედ ლოცულობს იესოს ლოცვას.დემონები ვეღარ უახლოვდებიან მას. ან როგორ შეძლებენ? ისინი უმალ დაიწვებიან ღვთაებრივი ცეცხლით, რომელსაც შეიცავს ღვთის სახელი.ვინც ლოცულობს ნათლდება და ვინც არ ლოცულობს, ბნელდება. ლოცვა არის ღვთაებრივი ნათლის მომნიჭებელი,  ამიტომაც ყველა, ვინც გულითადად ლოცულობს, განათლებულია და მასში დაივანებს ღვთის სული.თუ სასოწარკვეთილება, გულგრილობა, სიზარმაცე ან სხვა რაიმე ვნება შემოგვეპარება, ვილოცოთ შიშით, ტკივილით და დიდი სულიერი სიფხიზლით და ჩვენ დაუყოვნებლივ განვიცდით ნუგეშისცემისა და სიხარულის სასწაულს ღვთის მადლით.თუ ადამიანი გულითადად ლოცულობს, შეუძლებელია ჰქონდეს შური ვინმეს მიმართ, ან რაიმეს პატიება ვერ შეძლოს.ყოველივე ფერფლად იქცევა, როდესაც იესოს ლოცვის ცეცხლს მიუახლოვდება.ასე რომ, ჩემო შვილებო, იბრძოლეთ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მხსნელი და გამწმენდი ლოცვით, რომ განათლდეთ და იყოთ წმინდა."

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

საზოგადოება 1787926039

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის დაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.მან პატრიარქის ქადაგების კრიტიკას სრული უმეცრება ან ცინიკური ფარისევლობა უწოდა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე წმინდა მამების არაერთი სწავლება არსებობს. დეკანოზის თქმით,  "ჰუმანიზმის" სახელით ჭკუის დარიგების ნაცვლად, კრიტიკოსებმა უმეცრებას უნდა მიხედონ და წმინდა მამათა სწავლებას ჩაუღრმავდნენ.​"ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა.​მოდით, ერთხელ და სამუდამოდაც გავარკვიოთ, რაზეა საუბარი და რას ებრძვით:​1. მკურნალობა სხვაა, აგონიის გახანგრძლივება — სხვა!როცა იმედი არსებობს, მკურნალობა და ავადმყოფის მოვლა ქრისტიანის პირდაპირი ვალია. მაგრამ როცა მედიცინა უძლურია, სხეული შეუქცევადად კვდება და აპარატი მხოლოდ მექანიკურად აკავებს გვამში სულს, ეს მკურნალობა კი არა, ტანჯვის გაჭიანურებაა.​2. ეს არის ეგოიზმი და არა სიყვარულიროცა მომაკვდავს ათასი მილებითა და აპარატით აბამთ სხეულზე, რომელსაც უკვე სიცოცხლე არ შეუძლია, ამას აკეთებთ არა მისთვის, არამედ საკუთარი შიშისთვის. თქვენ ვერ ეგუებით სიკვდილს და ამის გამო მომაკვდავ ადამიანს უაზრო აგონიაში ამყოფებთ.​3. ეს არის ღვთის ნებისადმი წინააღმდეგობასიკვდილი ამქვეყნიური გზის დასასრული და მარადისობაში გადასვლაა. როცა ადამიანის ჟამი დგება, სულის იძულებით დაკავება სხეულში არის ღვთის განგებულებასთან დაპირისპირება.​რას ამბობენ ამაზე წმინდა მამები?​ წმინდა პაისი მთაწმინდელი:​"ხშირად ადამიანები ეგოიზმით მოქმედებენ და სურთ, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ახლობელი ცოცხალი, მაშინაც კი, როცა მისი სხეული უკვე კვდება. ექიმები მილებსა და აპარატებს უერთებენ მომაკვდავს და ამით მის ტანჯვას ახანგრძლივებენ. მათ არ ესმით, რომ სულს სურს გათავისუფლება და ღმერთთან წასვლა, ისინი კი მას იძულებით აკავებენ სხეულში. სიყვარული ის კი არ არის, ტანჯვა გაუხანგრძლივო ადამიანს, არამედ ის, რომ ილოცო მისი სულის მშვიდობიანი აღსასრულისთვის და ღვთის ნებას მიენდო."​წმინდა იოანე ოქროპირი:​"ნუ შევეწინააღმდეგებით უფლის განჩინებას. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მიდის ამ სოფლიდან და მკურნალობა უძლურია, ნუ ეცდები ღვთის განგებულების შეჩერებას. სიცოცხლის მიმცემი და მისი წამყვანი უფალია. როდესაც მისი ჟამი დადგება, ჩვენი ვალია არა სხეულის მიწიერი ჭერქვეშ ძალადობრივად დაკავება, არამედ სულის გაცილება ლოცვითა და სულიერი მშვიდობით."​ წმინდა პორფირი კავსოკალიველი:​"როდესაც მედიცინა ვეღარაფერს შველის, ნურაფერს გააკეთებთ ხელოვნურად. მიენდეთ ღმერთს. უფალმა უკეთ იცის, როდის არის საუკეთესო დრო ადამიანის სულის წასაყვანად. ხელოვნური დამატებითი საშუალებები, რომლებიც მხოლოდ აგონიას წელავს, ხშირად ხელს უშლის სულს იმ სულიერ სიმშვიდეში, რაც მას მარადისობაში გადასვლის წინ სჭირდება."​​პატრიარქმა შიომ თქვა ის, რასაც ეკლესია 2000 წელია ასწავლის. სანამ "ჰუმანიზმის" სახელით ტელევიზიებითა და სოციალურ ქსელებში ჭკუას დაარიგებთ, ჯერ საკუთარ უმეცრებას მიხედეთ და წმინდა მამათა სწავლებას ჩაუღრმავდით. ქრისტიანობა სულის გადარჩენაზე ზრუნვაა და არა გვამის ხელოვნური გაცოცხლება!" - წერს დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი. 

პაისი

საზოგადოება 1787079063

„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ...“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი პაისი, ისევე როგორც ჩვენი მამა გაბრიელი, თანამედროვე წმინდანია. ის 1994 წელს გარდაიცვალა.წმინდანის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება. აქვს ბრძნული შეგონებანი. თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას სულისა და ხორცის საკურნებელ პატარა, თუმცა უძლიერეს ლოცვაზე შევაჩერებთ.წმინდა პაისი ათონელი ლოცვის შესახებ:„მუდამ ბაგეებზე გქონდეთ „დიდება შენდა, ღმერთო!“ როდესაც ტკივილები მაწუხებს, „დიდება შენდა, ღმერთოს!“ გამაყუჩებლად ვიყენებ, სხვა არაფერი მშველის.„დიდება შენდა, ღმერთო“ იესოს ლოცვასაც კი აღემატება. მღვდელ-მონაზონი ტიხონი ამბობდა, რომ „უფალო შეგვიწყალენ“ 100 დრაქმას უდრის, ხოლო „დიდება შენდა, ღმერთო“ ათასს, ანუ გაცილებით ძვირად ღირებულიაო. ამით იმის თქმა სურდა, რომ ადამიანი ღვთის წყალობას საჭიროების გამო ითხოვს, ხოლო ღმერთს ადიდებს კეთილშობილებისა და გულუხვობიდან გამომდინარე, რასაც მეტი ფასი აქვს.თანაც ურჩევდა, რომ „დიდება შენდა, ღმერთო“ უნდა ვთქვათ არა მხოლოდ მაშინ, როცა კარგად ვართ, არამედ მაშინაც, როცა სირთულეებს ვაწყდებით, რადგან სირთულეებიც, სულის სამკურნალოდ, ღვთის დაშვებით გვეძლევა“.

ზურა სიხარულიძე

საზოგადოება 1787003851

„თუ ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაგეწყოთ სუნთქვის პრობლემები, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112" - ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას კიდევ ერთი საშიში ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს:„გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება).ასევე k2 სახელით იყიდება. ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან. შესაძლო შედეგებია:• ძლიერი შფოთვა და პანიკა;• ჰალუცინაციები და ფსიქოზი;• აგრესია;• კრუნჩხვები;• გონების დაკარგვა;• სუნთქვის გაძნელება;• ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. და ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე - მეფედრონზე, ალფაზე და სხვა სტიმულატორებზე, რაც კიდევ უფრო ამძიმეს მდგომარეობას!თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112.გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს“,-წერს სიხარულიძე.

paisi

საზოგადოება 1786263000

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი - რას ამბობს წმინდა პაისი

იცით, რომ ბერი პაისი ცნობილია თავისი ბრძნული შეგონებებითა და სწავლებანით. ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა თანამედროვე ადამიანის შესახებ ამბობდა:"ჩვენს ეპოქაში ადამიანთა უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი. რამდენადაც მათ არ აქვთ შიში ღვთისა, მათ არ აქვთ მუხრუჭი და მიექანებიან. ამგვარი სისწრაფით დაუსრულებელ სრბოლას, ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. სირთულეების გამო ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან. უმეტეს წილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუ ისინი, ვინც წმინდა მთაზე მოდიან, ასეთი გახელებულნი და დაბნეულნი არიან, როგორები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიისგან და ღვთისაგან შორს არიან? ყველგან ქარიშხალი და დიდი უბედურებაა. უბედური სამყარო სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა.ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს, ვკითხე, რატომ ყურადღებას არ აქცევთ რაც ხდება? სადამდე მივა ეს? მან მომიგო: მამაო, ადრე ბოროტება უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ახლა ზვავის ტოლია. ამას სასწაული თუ უშველის.  ზოგიერთი იმ საშუალებით, რომლითაც თითქოს გამოსწორება სურთ ბოროტების, ზვავს კიდევ უფრო ადიდებენ. იმის ნაცვლად, რომ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული ზომები მიიღონ, რაიმე დადებითად შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ. ზვავის დადნობას კი არა, მის გადიდებას უწყობენ ხელს. ცოტ-ცოტაობით, ბოროტება თოვლის უდიდეს მასად იქცა, და ქვევით მიექანება. ახლა იმისთვის, რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.ჩვენ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა, ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია. მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს.ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია. თქვენ გესმით ეს? უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს.მთელი სამყარო ერთისკენ მიდის, საყოველთაო ნგრევაა, სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. ახლა ღმერთი შრომობს ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლაკვერით, რათა ყოველივე ეს გამოასწოროს.ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიკონში, რომელსაც სინისგან გაწმენდა სჭირდება, დეზინფექცია დაიწყება.

პაისი ათონელი

რჩევები 1786102020

„გააკეთეთ ეს თქვენთვის და მათთვისაც, ვინც ავადაა ან ხანდაზმულია...“ - ბერი პაისის რჩევები

მეტანია (ბერძ. მეტა-ნოია – „სინანული“) — თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომაა. ორგვარი წესი საეკლესიო ტიბიკონში: მცირე – პირჯვრის გამოსახვა; დიდი – მუხლის მოყრა, შუბლით მიწაზე შეხება.დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.წმინდა მამა, ბერი პაისი მეტანიას სულიერ ტანვარჯიშს უწოდებს და ამბობს, რომ გარდა სულიერი გაძლიერებისა, მეტანია აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას და ამშვიდებს ადამიანს.აი, უფრო ვრცლად წმინდა მამის მოსაზრება მეტანიაზე.წმინდა ბერი პაისი: მეტანიები ყველა სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად გვეხმარება.- მამაო სხეული გტკივათ?- არა, რადგან სულიერ ტანვარჯიშს ვასრულებ. მეტანიებს. ერის კაცები ვარჯიშებს აკეთებენ, მონაზვნები მეტანიებს, ერის კაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, მონაზვნები მეტანიებით - სულსაც და სხეულსაც.საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟკაცებს ადამიანს. ამავდროულად აძლევს შესაძლებლობას ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე, ასევე მთების მწვერვალებზე თავისუფლად და ქოშინის გარეშე.მეტანია აუცილებელია როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ასაკიანებისთვის, მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლებისგან. ძლიერი აღნაგობის ადამიანმა უფრო მეტი მეტანია უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებისკენ მიდრეკილმა. ისე, როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს.მეტანია განსაკუთრებით ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ. ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები, შეასრულეთ რამდენადაც შეგიძლიათ ბევრი მეტანია თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება.მეტანია ლოცვაა, თუმცა ამავდროულად ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას, მეორე სარგებელი - მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, მესამე - აჯანსაღებს ხორცს და მოაქვს ჯანმრთელობა ადამიანისთვის.მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ მადლიერებას.როდესაც მეტანიებს ასრულებ, წარმოიდგინე, რომ ღვთის წინაშე დგახარ და თაყვანს სცემ, ასე შეგიყვარდება მეტანიები.მეტანიები საკუთარი თავისთვის თუ მოყვასისთვის, უმნიშვნელოვანესია ყველა სხვა ხელსაქმესთან შედარებით. ეს არის ხელსაქმე დაუსრულებელი ღვაწლით. მთავარია, ადამიანს კეთილშობილება ჰქონდეს და სინანულით იღწვოდეს. მეტანიებს ამიტომაც ეწოდებათ სინანული. სიტყვა სინანული ბერძნულად ჟღერს როგორც მეტანია.მეტანიის კეთებისას ვმდაბლდებით და ღვთისგან შენდობას ვითხოვთ.კარგი იქნება, როდესაც მეტანიის კეთებას ვიწყებთ, მდაბლად ვთქვათ: უფალო, ვცოდე, მომიტევე.ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება. მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას. როდესაც კაცი მადლიერების გრძნობით აღივსება, ასრულებს მეტანიებს ქრისტეს მიმართ კეთილშობილების, აღმაფრენის, სიყვარულის გამო. მაშინ ის ვერ გრძნობს დაღლას ისევე, როგორც მამის ხილვით გამოწვეული აღმაფრენისგან და სიხარულისგან დახტიან პატარა შვილები დაუღლელად.რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს.ყოველი მეტანიის დროს ფეხზე უნდა წამოდგე, ამით ღვთის წინაშე დიდ თაყვანისცემას ასრულებ და სხეულისთვისაც უფრო ადვილია. დიდი მეტანიის დროს იატაკს ხელისგულებით კი არ უნდა შეეხო (ამან შეიძლება მყესები დაგიზიანოს), არამედ შეკრული მტევნით, ანუ მუჭებით. ხოლო ხელებზე კოჟრები რომ არ გაგიჩნდეს, წინ რბილი ხალიჩა დაიფინე.რაც უფრო იმატებს ასაკი, ფიზიკური ძალები ბუნებრივად იკლებს. გულმოდგინედ განაგრძე შენი ღვაწლი და როცა ვერ შეძლებ ყველა დიდი მეტანიების კეთებას, მცირე მეტანიით ან იესოს ლოცვით ჩაანაცვლე.- მამაო ფეხები და წელი მტკივა...- თუ მეტანიებს გააკეთებ, დაგეხმარება. სცადე ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ და ნახე, როგორ ჯობია. მახსოვს, მამა ტიხონი რომ ხანში შევიდა და დიდი მეტანიების შესრულებისას წამოდგომა უჭირდა, ჭერზე მსხვილი თოკი დაკიდა და მისი დახმარებით წამოდგებოდა. ასე აგრძელებდა ღვთის კრძალულებას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დღემდე. 

პაისი ათონელი

საზოგადოება 1785613624

„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება

წმინდა მამების ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამის ნიშნები, უფრო და უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ეს დრო შორს არ უნდა იყოს; მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულობები – მათი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ მეორე მოსვლას მოასწავებს.როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:"თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ, უბრალოდ ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს ადვილად გადავიტანთ.ისინი, არ დაიწყებენ, ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, იტყვიან ისინი, ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ. იმ წლებს გადავიტანთ: თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას, ვინაიდან დიდი მარაგისგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება;მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ.რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს - სამი წელი, სამწელიწადნახევარი; რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.”ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)

ზურაბ სიხარულიძე

საზოგადოება 1785182064

„შეიძლება, გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს“ - ნარკოლოგის საგანგებო მიმართვა

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, საქართველოში გამოჩნდა ახალი ნივთიერება, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია და მისი მიღება, ზოგიერთ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებსაც იწვევს.„გაფრთხილება!საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელეგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით იყიდება.ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.შესაძლო შედეგებია:• ძლიერი შფოთვა და პანიკა;• ჰალუცინაციები და ფსიქოზი;• აგრესია;• კრუნჩხვები;• გონების დაკარგვა;• სუნთქვის გაძნელება;• ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. და ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე მეფედრონზე ალფაზე და სხვა სტიმულატორებზე რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112.გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს“, - წერს ზურა სიხარულიძე.

მამა პაისი

საზოგადოება 1783867057

დღეს მამა პაისის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც წმინდანის ხატთან იკითხება

12 ივლისი წმინდა პაისი ათონელის (მთაწმინდელი) ხსენების დღეს. მამა პაისი ქადაგებდა გულითად, უბრალო და მუდმივ ლოცვას, სადაც ადამიანი ქრისტესა და ღვთისმშობელს საკუთარი სიტყვებით ესაუბრება.იგი ხაზს უსვამდა გულწრფელი სინანულის, თავმდაბლობისა და ღამის სიჩუმეში ლოცვის მნიშვნელობას, რაც ეშმაკის შემოტევებისგან იცავს.ტროპარი:მამულით ფარასელსა და ათონისა დიდებასა და დასაბამითგანთა წმიდათა მობაძავსა და თანამოპატივესა, პაისის პატივსა მივაგებდეთ მორწმუნენო, ჭურჭელსა ნიჭთაგან აღსავსესა, ვითარცა დამცველსა ჩვენსა ყოველთაგან შესაწუხებელთა, რომელნი-ესე სარწმუნოებით ვუღაღადებთ: დიდება მომცემელსა შენდა ძალისა, დიდება შენსა გვირგვინოსანმყოფელსა, დიდება შენ მიერ კურნებათა მოქმედსა ყოველთა მიმართ.კონდაკი:წმიდისა მთისა მოღვაწესა ხმაგანსმენილსა და ეკლესიისა მნათობსა ახალნათელსა, გაქებდეთ შენ გალობათა მიერ ყოვლითა გულითა, რამეთუ რჩეულისა ცხოვრებისა მიმართ უძღოდე მორწმუნეთა და მდინარეთაგან საბოძვართასა აღავსენ იგინი ამისთვისცა გიღაღადებენ: იხარებდე მამაო პაისი!

beri paisi

ისტორიები 1780770904

„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება

წმინდა მამების ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამის ნიშნები, უფრო და უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ეს დრო შორს არ უნდა იყოს; მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულობები – მათი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ მეორე მოსვლას მოასწავებს.როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:"თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ, უბრალოდ ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს ადვილად გადავიტანთ.ისინი, არ დაიწყებენ, ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, იტყვიან ისინი, ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ. იმ წლებს გადავიტანთ: თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას, ვინაიდან დიდი მარაგისგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება;მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ.რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს - სამი წელი, სამწელიწადნახევარი; რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.”ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)