1758891540
კახა კალაძე: პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა, ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესს და მომავალს - პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია

პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა. ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესს და ამ ქვეყნის მომავალს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილმა დეტალურად გააჟღერა ყველა ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტს, სადაც დეტალურად გააჟღერა ყველა ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ოკუპაციაზე, მშვიდობის როლზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა. ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესს და ამ ქვეყნის მომავალს“,- აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ არ აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე საუბრისას რუსეთი, კალაძემ აღნიშნა, „სხვა ვინმე ვიცით რუსეთის გარდა ოკუპანტი?!“.
„ნუ იტყუებით, რაღაც სისულელეებს საუბრობთ, რომელიც გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით. პრეზიდენტმა ყველაფერს მკაფიოდ გაუსვა ხაზი, მკაფიოდ ისაუბრა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, თქვენი ბრალეულობაცაა, თქვენი, რადიკალების ხელშეწყობით, იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდით მივიღეთ ის, რომ დავკარგეთ ტერიტორიები დამატებით. ეს ძალიან სამწუხაროა“,-აღნიშნა კალაძემ.