ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1716031550

„საბოლოოდ, სახლში ვარ“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

 ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლშია.ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ უკრავს მომღერალი კლავიშზე, ის „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.„საბოლოოდ, სახლში ვარ“ – წერს ნუცა.აღსანიშნავია, რომ ნუცა ფორტეპიანოზე შესანიშნავად უკრავს.ვიდეო: 

ბუზალაძე

საზოგადოება 1715882632

„ევროვიზიაზე“ ეს სიმღერა რომ შეგესრულებინა, პირველ ადგილს აიღებდი!“ – რას წერენ ფანები ნუცა ბუზალაძის სიმღერაზე, რომელიც დედას მიუძღვნა

მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ ახლახან თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერა წარუდგინა, სახელწოდებით – „დედის სიყვარული“.მან ეს კომპოზიცია დედას, ნინო კანკავას მიუძღვნა, რომლის შესახებაც ხშირად ლაპარაკობს ინტერვიუებში და აღნიშნავს, რომ დედამ მისთვის ყველაფერი გაიღო, არ ჰქონია პირადი ცხოვრება და საკუთარი ენერგია სრულად შვილის აღზრდისკენ მიმართა.ნახეთ, ვიდეო:

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ბუზალაძე

საზოგადოება 1715514530

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი ნუცა ბუზალაძეს სოციალურ ქსელში აბულინგებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის” ჯგუფში, სახელწოდებით „საფრანგეთის ქართველები”, მომღერალ ნუცა ბუზალაძეს აბულინგებენ.ბუზალაძე, რომელმაც წელს საქართველო „ევროვიზიაზე” წარადგინა, საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ნაწილისგან კრიტიკული კომენტარების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსი, „არა რუსულ კანონს” საკუთარ სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნა.აღნიშნული ფეისბუქ-ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორი მას „ქოცების ჯიბის მომღერალს” და „მონას” უწოდებს, კონკურსზე მისი მხარდასაჭერი პოსტები კი წაშალა.

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1715504250

ნუცა ბუზალაძე: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე და მთავარია საქართველოს ფინალში დაბრუნება

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მთავარი მიზანი იყო ამდენი წლის შემდეგ ევროვიზიის ფინალში გავსულიყავი და ეს გავაკეთე, - ამის შესახებ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა საშუალება ჩვენი სიმღერა გაეცნო ამდენ ადამიანს, ყველას შეეყვარებინა. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებდა და ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდა ევროვიზიის ფინალში, ძალიან კარგი გამოსვლები გვქონდა და ამით მე ვარ ამაყი. ამაყი ვარ ასევე ჩემი გუნდით და ვფიქრობ რომ ჩვენი 100% გავაკეთეთ. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა და მთავარია ზუსტად ეს არის. მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას ნომრებს და მხოლოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და ეს ყველამ დაინახა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე და ჩემთვის მთავარია საქართველოს ფინალში დაბრუნება“. - აღნიშნა ბუზალაძემ.საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის 2024 წლის კონკურსის ფინალურ შოუში 21-ე ადგილი დაიკავა.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715500865

ძალიან დიდი გამარჯვებაა ის, რომ ჩვენმა დროშამ იფრიალა ფინალში - ნუცა ბუზალაძე

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ მე- ადგილზე გავიდა. საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შევიცარიაა.ევროვიზიის დასრულების შემდეგ ნუცა გულშემატკივრებს მიმართავს:„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით რაც საქართველომ დადო წელს ევროვიზიაზე. ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ იფრიალა ფინალში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავს, რომ საუკეთესო გამოსვლები ჰქონდა. ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც გვერდში ედექით ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებები გვექნება ევროვიზიაზე მომავალში და ამისთვის მეც ყველაფერს გავაკეთებ და ჩემს წვლილს შევიტან. ფინალში გვქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ყველაფერი კარგი არის წინ და ამ სიახლეებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე. 

ნუცა

ტაბლოიდი 1715472783

VIDEO: ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი ევროვიზიის დასრულების შემდეგ

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ მე- ადგილზე გავიდა. საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შევიცარიაა.ევროვიზიის დასრულების შემდეგ ნუცა გულშემატკივრებს მიმართავს: 

ნუცა

საზოგადოება 1715467880

საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიკავა, სიმღერით „My Story“. 

ნუცა

ტაბლოიდი 1715461614

VIDEO: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა და დარბაზის ემოციები - კადრები „ევროვიზიიდან“

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის სცენაზე 24-ე ნომრად წარდგა და მორიგი, ცეცხლოვანი შოუ შემოგვთავაზა. ნახეთ დარბაზის რეაქცია ↓ 

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1715449126

როგორ შეძლებთ ევროვიზიის ფინალზე ხმის მიცემას

 დღეს, ევროვიზია 2024-ის ფინალში ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება.საქართველოსთან ერთად დღეს კიდევ 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს: შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა 11 მაისის 23:00-მდე გრძელდება. საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია ფინალისტი ქვეყნები. ფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას, ჩვეულებისამებრ, 11 მაისს კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ

ნუცა

საზოგადოება 1715438490

რას წერს ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალის წინ

 დღეს, ევროვიზია 2024-ის ფინალში ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება.მომღერალი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ შეახსენებს გულშემატკივრებს დღევანდელ თარიღს და წერს, რომ დღეს დიდი ფინალის დღეა, რასაც საქართველო ამდენი წელი ელოდა:დღეს, ევროვიზია 2024-ის ფინალში ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება„მოგესალმებით დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, დიდი ფინალის დღე! რასაც საქართველო ამდენი წელი ელოდადღეს საღამოს გამოვალთ 24-ე ნომრადხმის მიცემა იწყება პირველივე ქვეყნის გამოსვლისთანავე, ანუ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს, ჩემი ნომერი იქნება 24!!!Let’s gooooo  “- წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715404680

ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს, სადაც, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად წარდგება.ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას, Firefighter-ს შეასრულებს.საერთო ჯამში, ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.ევროვიზიის ფინალის ხმის მიცემაში მონაწილეობს როგორც ჟიური, ასევე მაყურებელი. ჟიურის ქულებს კონკურსის მონაწილე 37-ივე ქვეყანა გამოაცხადებს. ამავე ქვეყნებიდან შესაძლებელია საქართველოსთვის ხმის მიცემა.