ლოცვა

საზოგადოება 1779429416

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.ლოცვა„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო. გამომზრდელო ქვრივთა და მამაო ობოლთა, შემწეო ჭირთა შინა მყოფთა, ყოვლად პატიოსანო, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო, მწყემსი და მოძღვარი გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან“ 

ნიკოლოზობა

საზოგადოება 1779425105

დღეს ნიკოლოზობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა.„წმინდა ნიკოლოზობას ქართველები განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რადგან გვახსოვს აწ განსვენებული კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ მან განსაკუთრებით შეავედრა წმინდა ნიკოლოზს საქართველოს ეკლესია“, - განაცხადა მამა თეოდორე ფარნაშვილმა.

ყაველაშვილი

საზოგადოება 1766236020

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზობას ოჯახური ვახშამი იყო გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.„ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში.პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები.ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს ადამიანს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული.გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის“, - წერს იგი. 

ნიკოლოზობა

საზოგადოება 1766088272

დღეს ნიკოლოზობაა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა.ამ დღეს შემდეგი ლოცვა იკითხება:„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."კონდაკი:მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

ნიკოლოზობა

საზოგადოება 1754914383

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის შობის დღეა - ლოცვები, რომელიც უნდა წაიკითხოთ

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების, 22 მაისს კი მისი წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. ხოლო 11 აგვისტოს  წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის შობის დღეა.ტროპარი:კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.კონდაკი:მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

shio

საზოგადოება 1747919326

მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება

მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე თბილისის (ჩუღურეთის) წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.როგორც მეუფემ აღნიშნა, წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან...„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - ნიკოლოზობას, ღირსი შიო მღვიმელისა და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.როდესაც ვეცნობით ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრებას, მათ ღვაწლს, ჩვენ ვუკვირდებით მათი სიწმინდის თავისებურებებს და შთაგონებას ვიღებთ ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ყოველი მათგანი თავისებურია, განუმეორებელია, რადგან, საერთოდ, ყოველი ადამიანი განუმეორებელია; ზოგადად, სიწმინდეს არ გააჩნია რაიმე შაბლონი ან ტრაფარეტი. ამიტომ ჩვენ ვეძებთ მათში ამ თავისებურებას, რომ მივბაძოთ, განვახორციელოთ და გავხსნათ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც განუმეორებელია და არ ჰგავს სხვისას. ქრისტიანული ცხოვრება და ღვაწლი არ შეიძლება იყოს სხვანაირი, რადგან სულიერი ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მოპოვება და ჩვენში ღვთის ხატების გახსნა. ეს არის მიზანი. ამიტომ უნდა ვბაძავდეთ წმინდანებს, ვინც ამას მიაღწია, მადლიც მოიხვეჭეს და მათში ბრწყინავს ხატება ქრისტესი, მაგრამ ბრწყინავს ყოველ მათგანში განსხვავებულად.რა იყო წმინდა ნიკოლოზის სიწმინდის თავისებურება? მის ტროპარში რა სიტყვებს ვგალობთ ჩვენ?„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე". ე.ი. ამ სიმდაბლეზეა საუბარი, იმ საოცარ სიმდაბლეზე, რომლითაც იგი ამაღლდა ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე. ეს ის სიმდაბლე და სიმშვიდეა, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ დილის ლოცვებში, საღამოს ლოცვებსა თუ სხვადასხვა ლოცვებში.ძვირფასო ძმებო და დებო, რატომ არის ტროპარში ასე ხაზგასმული, რომ სიმდაბლით მოიპოვე სიმაღლე? იმიტომ, რომ სულიერ ცხოვრებაში არსებობს ღვთისგან დადგენილი ნორმები და კანონები; მხოლოდ ამ კანონებისა და სულიერი ნორმების შესრულებით შეიძლება მიაღწიო სიწმინდესა და სულიერებას.ამ კანონთა შორის უპირველესი არის სულიერი კანონი სიმდაბლის შესახებ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან და, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს სიმშვიდეც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.მაშ, რა გვაკლია? სიმდაბლეც გვაკლია და სიმშვიდეც, მაგრამ სიმდაბლის მოპოვება რთულია, სიმშვიდის მოპოვებაც რთულია. ეს არის ჯვრის ზიდვა, მაგრამ გავიხსენოთ დღეს წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 38). ამდენად, ჯვრის ზიდვა არის აუცილებელი, მაგრამ ეს დაკავშირებულია ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლასთან, ცოდვები კი შედეგია იმისა, რომ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს ვნებებს; განსაკუთრებით, არ ვებრძვით ყოველივე იმას, რაც გვართმევს სიმდაბლეს, რაც ხელს გვიშლის სიმდაბლის და სიმშვიდის მოპოვებაში. ამ დროს კი გზა ქრისტესკენ მხოლოდ ამ თვისებებზე გადის.წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ეს ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაგვაძლიეროს ამ გზაზე, ვნებებთან ბრძოლის გზაზე, ჩვენს ამპარტავნებასთან, ქედმაღლობასთან, არაწმინდებასთან, სხვადასხვა ვნებასთან და მეოხ გვეყოს, შეგვეწიოს, ევედროს უფალს, რომ ღმერთმა მოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, ჩვენი განმამტკიცებელი ამ გზაზე.ასევე შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: იყავით წმინდა, როგორც მამა თქვენი წმინდა არს (ღმერთზეა საუბარი). რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი სიწმინდე ვერ გვექნება, როგორიც ამ დიდებულ წმინდანებს ჰქონდათ, მაგრამ ვალდებული ვართ, მივბაძოთ მათ და ამ სიწმინდის გზაზე ვიაროთ, თუ ვართ ქრისტიანები.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზმა გაგახაროთ, დაგლოცოთ. წმინდა ნიკოლოზის მადლით უფალმა დალოცოს ეს შესანიშნავი ტაძარი, სამღვდელოება ამ ტაძრისა; მამა მაქსიმე, მამებო, მადლობა დღევანდელი მსახურებისთვის. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ნიკოლოზობა

საზოგადოება 1747914900

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას უნდა წაიკითხოთ

22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. ლოცვა„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო. გამომზრდელო ქვრივთა და მამაო ობოლთა, შემწეო ჭირთა შინა მყოფთა, ყოვლად პატიოსანო, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო, მწყემსი და მოძღვარი გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან“

სვანეთის ტრაგედია

საზოგადოება 1747912170

„ზუსტად ასე გაგვეყინა გული...“ - სვანეთში, ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს გლოვობენ

სვანეთში, ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს გლოვობენ.„მთელ სვანეთს ზუსტად ასე გაგვეყინა გული. უდიდესი ტრაგედიაა ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვა. დღეს ნიკოლოზობაა და წმინდა ნიკოლოზი იყოს შენი სულის მფარვალი... გისამძიმრებ სვანეთო!..“,- წერს სვანეთი ნიუსი. 

ლოცვა

საზოგადოება 1734623636

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა. ამ დღეს იკითხება შემდეგი ლოცვა:„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."კონდაკი:მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

თავდაცვა

საზოგადოება 1734619380

თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის დაარსების დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს. ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პირველი ბრიგადის იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. სიტყვით მიმართვისას ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელოვან როლსა და ბრიგადის ისტორიაზე  ისაუბრა. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრიგადის შესაძლებლობები, განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და ავამაღლოთ თითოეული სამხედრო მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფის დონე“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით - სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ ქვედანაყოფში დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა  დამდეგი შობა-ახალი წელი და ნიკოლოზობა მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

ნიკოლოზობა

საზოგადოება 1734582714

რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ნიკოლოზობას

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. პატრიარქის მოსაყდრე სამების ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს.ლოცვა რომელიც ამ დღეს იკითხება:"კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."კონდაკი:მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

წმინდა ნიკოლოზის სასწაულები

საზოგადოება 1734582397

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. პატრიარქის მოსაყდრე სამების ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს.წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები, მირონიდან ბარში გადაასვენეს.