მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს

წმინდა ნიკოლოზის სასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. პატრიარქის მოსაყდრე სამების ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები, მირონიდან ბარში გადაასვენეს.