ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა

სამართალი 1775224321

მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა

მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.ბრალდების მხარე ნიკა მელიას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.სასამართლო სხდომას თავად ბრალდებული არ დასწრებია. მორიგი სხდომა 18 მაისს დაინიშნა.„დაცვის მხარე და ბრალდების მხარე შევთანხმდით და მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ. ეს არის სხდომაში მონაწილე პირების გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც უშუალოდ მოისმინეს ბრალდებულის მიერ გაჟღერებული სიტყვები. ექსპერტმა ცალსახად გვითხრა, თუ რაში გამოიხატა და რა სიტყვები იქნა ნათქვამი. ცხადია, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, - განაცხადა პროკურორმა, ნინო გულიაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1774358718

დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა

გირაო სავალდებულოდ გადასახდელია და ეს ყველას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, მათ შორის ვერც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლისთვის.„გირაოს შეგნებულად თუ არ იხდი და შენ მიმართ სისხლის სამართლებრივი წესი მოქმედებს, ეს ის უეჭველი შედეგია, რასაც დიდი განჭვრეტა არ სჭირდება. ეს მოცემულობა სჭირდებათ. ეს ყველაფერი მიზანს ემსახურება – ნახეთ, როგორ იჩაგრებიან საქართველოში ადამიანები და მათ მიმართ როგორ ხორციელდება ზეწოლაო. ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა. ნიკა მელიას მსგავსი საქმე გახსოვთ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა და საქართველო გაამართლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის 187-ე მუხლით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1774343040

შალვა პაპუაშვილი: ელენე ხოშტარია ციხეში ერთადერთი მიზეზის გამოა, გირაო არ გადაიხადა, გარედან კარნახით, ციხეში ჩატოვეს, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ

ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნას მიზეზი და მიზანი აქვს, მიზეზი გირაოს არგადახდაა, მიზანი, რის გამოც გარედან კარნახით ციხეში ჩატოვეს, არის, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნის მიზეზი გირაოს გადაუხდელობაა.„ელენე ხოშტარია ციხეში ერთადერთი მიზეზის გამოა, გირაო არ გადაიხადა. ისევე, როგორც თავის დროზე ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო. გახსოვთ, მაშინ საქართველო თავდასხმების როგორი ობიექტი იყო. ნიკა მელიამ ეს ყველაფერი სტრასბურგში წაიღო და საქართველოს წინააღმდეგ დამარცხდა. უთხრეს, რომ კანონებს უნდა დაემორჩილოს.ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნას მიზეზი და მიზანი აქვს. მიზეზია ის, რომ გიარაო არ გადაიხადა. მიზანია ის, რის გამოც გარედან კარნახით ციხეში ჩატოვეს, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ. სამარცხვინო განხილვები ვნახეთ, სადაც იყო ქართველ ხალხზე ბოღმის და ზიზღის ნთხევა. ამით დაკავებულია ზოგიერთი პასპორტით ევროპელი, თორემ, მათ ღირებულებითი ევროპული აღარ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე გაგებით. თორემ, სამწუხაროდ, ასი წლის წინანდელ ევროპას ზოგიერთი წააგავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მანამდე სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1774339976

მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო. იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ სამარცხვინო რეზოლუციებზე ემსჯელათ - შალვა პაპუაშვილი

 მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო და მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ, - განუცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რომლის საქმეზე განაჩენი - კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით, დღეს უნდა გამოცხადდეს საქალაქო სასამართლოში.„ციხეში ის [ელენე ხოშტარია] ერთადერთი მიზეზის გამოა - მან არ გადაიხადა გირაო ისევე, როგორც თავის დროზე ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო. გახსოვთ ხომ მაშინ რა თავდასხმების ობიექტი იყო საქართველო. წაიღო სტრასბურგში ეს საქმე და დამარცხდა ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ. უთხრეს, რომ უნდა დაემორჩილოს კანონებს. მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო და მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ და ვნახეთ ევროპარლამენტში აბსოლუტურად სამარცხვინო განხილვები, ქართველ ხალხზე ბოღმის ნთხევა, ზიზღის ჩვენება, რომლითაც არიან ხოლმე დაკავებულები ზოგიერთი პასპორტი ევროპელები, თორემ მათ სინამდვილეში ღირებულებით ევროპული აღარაფერი აქვთ. 100 წლის წინანდელ ევროპელს ზოგიერთი სამწუხაროდ უკვე წააგავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქალაქო სასამართლო

სამართალი 1774266245

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მელიას მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მელიას მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვინ წარმოთქვა შეურაცხმყოფელი ფრაზა.„დღეს, ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, წინასასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სასამართლო სხდომას, რა დროსაც თითქოს ნიკა მელიამ სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლო მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით იმსჯელებს, ასევე გადაწყვეტს გადავა თუ არა ეს საქმე არსებით განსახილველად. თავად ბრალდებული ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება. საქმეში არის მტკიცებულება, რომელშიც ისმის ფრაზა, მას შემდეგ რაც დასრულდა პროცესი. ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვის მიეკუთვნება ეს ფრაზა. ასევე, არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში არ ჩანს ნიკა მელია, როდესაც სასამართლო დარბაზიდან გაჰყავთ. ასევე, საქმეში არის რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული ფრაზა ნიკა მელია, სასამართლო დარბაზიდან გასვლის დროს წარმოთქვა. გამოსაკითხ პირთა სიაში არიან სხდომის მდივანი, მანდატურები და უსაფრთხოების თანამშრომლები“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.ეს კიდევ ერთი საქმეა ნიკა მელიას წინააღმდეგ, სადაც მას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა

სამართალი 1774260141

ნიკა მელიას საქმე, არსებითად განსახილველად, სასამართლოს გადაეცა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე, არსებითად განსახილველად, სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროცესს არ ესწრებოდა ნიკა მელია.მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1773748487

შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს - როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?

„როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?“- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.„კორუფციაზე ბევრი ისაუბრეთ, მაგრამ გუშინ თქვენი პარტიის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან  ერთად ღია დებატებში იყო და ყველამ ნახა, რომ რეალურად პრეტენზიები იმ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართ, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს, არ არსებობს. ჩემი სურვილი იქნებოდა თუკი თქვენ მართლა გულწრფელად ხართ ამ საკითხით დაინტერესებული, ვიყოთ ამ მთავრობის, პრემიერ-მინისტრის გულშემატკივრები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და ოპოზიციონერ კოლეგებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.„ოჯახურ ღირებულებებს შეეხეთ და ცოტა გამიკვირდა თქვენი განცხადება, რომ თითქოს იზიარებთ და ეთანხმებით ამ კანონს. მგონი თქვენ ფრაქციას ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონისთვის მხარი არ დაგიჭერიათ და ახლა აქ გულში მჯიღის ცემა, რომ თქვენ ხართ ოჯახის ყველაზე დიდი დამცველები, არასწორია. სწორედ აქ არის საჭირო კონსოლიდაცია. როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რაღა უცხოელების მხარეს დგებით და არა თქვენი ქვეყნის მხარეს? თუნდაც მაშინ, როდესაც სანქციების საკითხი იდგა და მიტინგები იმართებოდა უკრაინაში ჯარის გაშვების და საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნით,  მაშინ რატომ არ იღებდით ხმას და არ იყავით საქართველოს მხარეს, არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ საქართველოს მხარეს? იგივე მინდა ვიკითხო ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონზე - არ ვიცი რა უთხარით ეუთო-ს ეგიდით ჩამოსულ პოლონელ ექსპერტს, რომელსაც ეს საკითხი განსაკუთრებით აინტერესებდა და მოგვახსენა კიდეც თავის ანგარიშში, რომ ეს კანონი გავაუქმოთ. თქვით ხმამაღლა, რომ თქვენ ეწინააღმდეგებით ამ კანონის გაუქმებას.რაც შეეხება თქვენი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელიც დამნაშავეთა შეწყალებას და გამოშვებას შეეხება. არ ვიცი, ეს გიორგი გახარიას მხრიდან მიტევების აქტი იყო თუ არა, როდესაც მან უარი თქვა საქართველოს კანონის აღსრულებაზე და ნიკა მელიას დაკავებაზე, ალბათ მაშინაც ასე უხსნიდა მას იმ კონკრეტული ქვეყნის ელჩი, რომ „მიუტევე“, „მნიშვნელოვანია სამოქალაქო მშვიდობა“ და ასე შემდეგ და რა მოგვიტანა ასეთმა მიდგომებმა, როდესაც სხვების კარნახით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ძალიან კარგად ვნახეთ. თქვენ საუბრობთ სამოქალაქო მშვიდობაზე და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ღირებულება და ფასეულობა, მაგრამ ეს კანონზე, დანაშაულზე და კონსტიტუციის დარღვევაზე თვალის დახუჭვით არ მიიღწევა. პირიქით, სამოქალაქო მშვიდობას  სამართლებრივი ჩარჩო, კონსტიტუციის, კანონების მიმართ მორჩილება უზრუნველყოფს. სამართლის უზენაესობა არის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო მშვიდობა არსებობდეს. ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს და არა პირიქით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმცირესობა ცდილობს უმრავლესობას თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი“,  - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1772191664

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისია შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკება, ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება

საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთო, – პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკომისია ქართველ ხალხს შანტაჟისა და დაშინების ენით ელაპარაკება.„რას ნიშნავს, ევროპულ გზაზე უნდა დავბრუნდეთ? მათი გაგებით, რადგან საქართველო პირდაპირ კონფრონტაციაში არ არის შესული რუსეთთან, ამიტომ ევროპულ გზაზე აღარ ვართ. თუ აქ მეორე ფრონტი იქნებოდა და რუსეთთან კონფრონტაციაში ვიქნებოდით, მაშინ ევროპული გზის ერთგულები ვიქნებოდით. რასაც გვეუბნებიან, ევროპულ გზაზე დაბრუნება ნიშნავს, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ლგბტ პროპაგანდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარებული იყოს, სასამართლო დააკომპლექტონ, ჩვენ თითი ავწიოთ და როცა გაუხარდებათ, არჩევნების შედეგები ქართველ ხალხს მიაყარონ, როცა მოუნდებათ, რევოლუცია მოაწყონ და პარლამენტი გადაწვან. თურმე თუ ამაზე კანონი რეაგირებას მოახდენს, ეს რუსული გზაა. ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის ვასალად თავის აღიარება. ჩვენ ევროპულ გზაზე ვდგებით და ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ. ევროკომისია ქართველ ხალხს შანტაჟის და დაშინების ენით ელაპარაკება. ქართველმა ხალხმა თავისუფლება და თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგოს. ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება. საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთ.ჩვენ რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, ეს ამ ადამიანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის სიკეთეა? რუსეთს თუ სანქციებს დავუწესებთ, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის სიკეთე იქნება? საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში საქართველოზე პირნათელი ქვეყანა არცერთია. აქ საუბარია რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესებაზე, რომ ჩვენი პროდუქცია აღარ გავიდეს რუსეთში, ჩვენი ეკონომიკა ჩამოიქცეს, რუსეთმა სანქციები აქეთ დაგვიწესოს. როცა ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ამით დამთავრდება ყველაფერი? სხვა პოლიტიკური, სამხედრო თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აგრესია არ წამოვა რუსეთის მხრიდან? ლამაზი ლოზუნგით რომ გვექაჩებოდნენ ომში, ეს საფრთხის მატარებელი არ არის? ოპოზიცია რომ ხარობს, თვითონ რას ამბობენ, რომ მზად არიან საომრად?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ „ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“.

გიგა ფარულავა

პოლიტიკა 1772185420

გიგა ფარულავა: ევროპელი პარტნიორების მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მოწოდება არის მავნებლური საქციელი, ნებისმიერ პირს, ვინც ამაში ჩართული იყო, მოუწევს პასუხის გაცემა

მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეხოს და შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ  პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არის.„ჩვენდა სამწუხაროდ, „ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე საფრთხე არის. ჩვენ არაერთხელ საჯაროდაც და პირადი შეხვედრების დროსაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებდით, „ოცნების“ ამ მავნებლური პოლიტიკის მიუხედავად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეხოთ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და ჯანდაცვის მიმართულებით ამ უვიზო მიმოსვლას. ვიმედოვნებთ და მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეხოს და შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ოცნების ამ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ფარულავამ.როგორც ფარულავამ განაცხადა, ევროპელი პარტნიორების მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მოწოდება არის მავნებლური საქციელი.„ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს სხვა ოპოზიციური პარტიის, „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგად, თუ ნებისმიერი სამოქალაქო აქტიურობის შედეგად, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მოწოდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, ეს არის მავნებლური საქციელი. ამაზე, როგორც ოპოზიციას, ასევე „ოცნებასაც“ და ნებისმიერ პირს, ვინც ამ მიმართულებით ჩართული იყო საქმიანობაში, რომ ევროპელი პარტნიორებისათვის მოეწოდებინა, ქართველ ხალხს შეუჩერონ მნიშვნელოვანი უვიზო მიმოსვლა, ბუნებრივია, ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. მსგავსი ქმედებები არის მავნებლური, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხელისუფლებაა, თუ ოპოზიცია“, – განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ „ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“.

ursula fon der laini

პოლიტიკა 1772176236

ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპოზიციის წარმომადგენლებს პასუხობს - „ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“

ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს.მისი თქმით, ევროკომისიის წინადადების თანახმად, ევროსაბჭომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეაჩერა.„საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ნეგატიური მოვლენების შესახებ ევროკავშირმა მტკიცედ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება არჩევნების დარღვევების, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენების გამო. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს. მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების შემცირება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა საქართველოსთან ვიზების გაცემის შეთანხმების მოქმედება, რაც გავლენას ახდენს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, როგორც ეს ევროპის საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში განაცხადა“, – ნათქვამია წერილში.ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ საქართველომ კიდევ უფრო უკან დაიხია მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში.მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს.„პირველ ეტაპზე ვიზების გაცემა შეუჩერდათ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი ის შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, რომლებიც ქმნიან ვიზების შეჩერების გადახედვის მექანიზმს. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეიძლება, გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხებს არ მოაგვარებს. წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში პოტენციურ შემდგომ ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის სანქციებთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის მიღწეული, გრძელდება დისკუსიები დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელი პირების დასჯასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია წერილში.ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს. წერილს ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი

სამართალი 1771857755

სასამართლო სხდომა დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ სხდომის მიმდინარეობს დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი - პროკურორი პოლიტიკოსების საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე განიხილა.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა.დღეს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც სხდომა დაიხურა."სასამართლო სხდომა დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ სხდომის მიმდინარეობს დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. უმეტესი მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაა და ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში, ვიდეო ჩანაწერებში ნათლად არის წარმოჩენილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი სისხლის სამართლის საქმეზე", - განაცხადა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.

ნიკა გვარამია

სამართალი 1771857647

„არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც მოულოდნელი იყო. არ ვიცით რაში გვედება ბრალი, მარტო მუხლი ვიცით“ - ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე განიხილა.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა.დღეს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოულოდნელი არაფერი არ მოხმდარა.„არაფერი ისეთ არ მომხდარა, რაც მოულოდნელი იყო. არ ვიცით რაში გვედება ბრალი. მარტო მუხლი ვიცით და რა ქმედებებში გამოიხატებოდა არ ვიცით. ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს, კიდევ დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.