ტაბლოიდი •
1673104189
„ლიზა, დაახლოებით 6 წლის წინ გავიცანი...“ - რას იხსენებს ნატა გულიაშვილი
ქართველი ტრანსგენდერის,
ლიზა ქისტაურის
გარდაცვალების ფაქტს
სოციალურ ქსელში ნატა
გულიაშვილი
ეხმაურება.„ლიზა,
დაახლოებით 6 წლის წინ
გავიცანი, როცა ის საშინელ
შოუში "შენ შეგიძლია
ცეკვაში" მივიღე
მონაწილეობა. მაგ
გადაცემის შემდეგ, მალევე
ჩაწერა ლიზამ ჩემი ცეკვის
პაროდია, რომელზეც ძალიან
გავბრაზდი და ძალიან დიდი
დაპირისპირება გვქონდა მე
და ლიზას, მაგ ცეკვის გამო.
მერე მახსოვს, ჩემთან
მოვიდა "კარაოკეში"
შარდენზე სადაც მაშინ
წამყვანად ვმუშაობდი და იქ
შევრიგდით, უფრო სწორედ,
შეგვარიგეს და ერთად
წავიყვანეთ იმ დღეს
"კარაოკე" საღამო...იმ დღის
მერე ძალიან დავმეგობრდით,
ერთად მივდიოდით
გადაცემებში სტუმრად,
ვუზიარებდით ერთმანეთს
ჩვენს აზრებს და
შეხედულებებს სხვადასხვა
საკითხებზე... ბოლო
პერიოდშიც სულ გვქონდა
ინტერნეტით კონტაქტი,
თავის აზრს ყოველთვის
მიზიარებდა... ბოლოს " ია
ფარულავას კონვერტში" რომ
ვიყავი სტუმრად მიწვეული,
მაგ გადაცემაზე მომწერა,
ისევ ბოდიშებს მიხდიდა, რომ
ადრინდელი ჩემი ცეკვის
პაროდია რომ გააკეთა და
გული რომ მატკინა, მე სულ
ვეუბნებოდი, რომ აღარ
ვიყავი ნაწყენი და წყენამ
გამიარა და გულწრფელად
დავივიწყე ის წყენა, მაგრამ
მაინც, ყოველი ლაპარაკის
დროს, სულ ბოდიშებს
მიხდიდა...დიდი პოსტიც
გამოაქვეყნა ამასთან
დაკავშირებით, საჯაროდ
მიხდიდა ბოდიშს მე კი მაინც
დაჟინებით, ყოველდღე
ვეუბნებოდი, რომ აღარ
ვიყავი მასზე ნაწყენი...
ლიზა, ძალიან ნიჭიერი,
თბილი და დიდსულოვანი
ადამიანი იყო... ძალიან
მინდოდა, რომ ეს ყველაფერი
ტყუილი აღმოჩენილიყო და
მორიგი, ხუმრობა ყოფილიყო
შენგან... ღმერთმა ნათელში
გამყოფოს ჩვენო ტკბილო და
ნიჭიერო გოგო... მე
ყოველთვის ვილოცებ შენი
სულის მოსახსენებლად...
ღმერთი იყოს შენი
მფარველი... მიყვარხარ,
შეხვედრამდე...“,- წერს ნატა
გულიაშვილი.ცნობისთვის,
ბელგიის პოლიციამ ლიზა
ქისტაურის გარდაცვალების
ფაქტი ოფიციალურად
დაადასტურა. მომხდართან
დაკავშირებით, ოფიციალური
შეტყობინება შევიდა,
ბელგიაში, საქართველოს
საელჩოშიც. გარდაცვალების
შესახებ ცნობები ჯერ არ
ვრცელდება.