ნანი ბრეგვაძე

შოუბიზნესი 1784731620

ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა

ქართული ესტრადის ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა. ათწლეულების განმავლობაში მისი გამორჩეული ხმა, დახვეწილი შესრულების მანერა და არისტოკრატული სტილი ქართული მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „შატო მუხრანში“ განსაკუთრებული საღამო გაიმართა, სადაც ნანი ბრეგვაძის შემოქმედება ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა და მომღერლებმა შეასრულეს. კონცერტის დასასრულს სცენაზე თავად იუბილარიც გამოჩნდა, მაყურებელს ემოციური სიტყვებით მიმართა და საღამო სიმღერით დაასრულა, რასაც დარბაზში ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა.ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს თბილისში დაიბადა. მისი კარიერა უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მან არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და თავისი შემოქმედებით ქართული სიმღერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გააჟღერა. მისი რეპერტუარი დღემდე რჩება ქართული მუსიკის ოქროს ფონდში.

კახა კალაძე

საზოგადოება 1784657393

კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს

„ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს.მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია.ქალბატონო ნანი, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებით სავსე კიდევ ბევრ შემოქმედებით წელს!მადლობა იმ მდიდარი მემკვიდრეობისთვის, რომელიც აჩუქეთ ჩვენს ქვეყანას“. - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.  

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება 1784647155

მიხეილ ყაველაშვილი: ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.„ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ.ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.ქალბატონ ნანის ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 ირაკლი კობახიძე

საზოგადოება 1784635388

ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.როგორც კობახიძე აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძე ქართული კულტურის ლეგენდად იქცა.„ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს უდიდესი პატივისცემით ვულოცავ 90 წლის იუბილეს! უნიკალური ხმით, შესრულების განუმეორებელი მანერითა და გამორჩეული სცენური არტისტიზმით, ნანი ბრეგვაძე ქართული კულტურის ლეგენდად იქცა. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საზოგადოება 1781246335

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.„ნანი ბრეგვაძე ცოცხალი ლეგენდა და სცენის ნამდვილი დედოფალია. მისი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბათუმიდან დაწყება სიმბოლური და სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ქალბატონ ნანის ბათუმი განსაკუთრებულად უყვარს.ემოციურად დატვირთულმა დღევანდელმა საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად გამორჩეული ადამიანია ქალბატონი ნანი. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ ბევრ ბედნიერ შეხვედრას მაყურებელთან. მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.მადლობა აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას მხარდაჭერისთვის, მადლობა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს პროფესიონალიზმისთვის და რა თქმა უნდა, ნანი ბრეგვაძეს იმ უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობისთვის, რომელიც მან საქართველოს აჩუქა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

nani

ტაბლოიდი 1776452153

VIDEO: „სოფელი მიყვარს ძალიან, როგორ შეიძლება, სოფელი დატოვო და წამოხვიდე ქალაქში?!“ - ნანი ბრეგვაძე

„პროექციაში“ მომღერალი ნანი ბრეგვაძე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება, რომ სოფლები დაიცალოს:„სოფელი მიყვარს ძალიან… როგორ შეიძლება, სოფელი დატოვო და წამოხვიდე ქალაქში?! სოფელში იბადებოდნენ გენიოსები, რომლებმაც საქართველოს სახელი გაუთქვეს მსოფლიოში. ჩამოდიოდნენ, სწავლობდნენ, იღებდნენ განათლებას… განათლება გვაკლია…“

ნანი ბრეგვაძე

ტაბლოიდი 1776353460

VIDEO: „თვითონ წავიდა… დიდებული საქციელი ჩაიდინა… მითხრა, მე შენ ხელს გიშლიო…“ – ნანი ბრეგვაძე ყოფილ მეუღლეზე

გადაცემა „პროექციაში“ ნანი ბრეგვაძის ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდს გვიზიარებს, სადაც ცნობილი მომღერალი ოჯახის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:„ოჯახი ყველაფერია. ჩემთვის ოჯახს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს, რასაკვირველია, ჩემი მშობლების დამსახურებაა და იმ დროის, როცა ოჯახს ძალიან დიდ ფასს აძლევდნენ. ახლა ჩქარ-ჩქარა შეუღლდებიან და გასცილდებიან. თუმცა მეც გაცილებული ვარ, მაგრამ იცით, როგორ ვეპოტიალებოდი, ეს სიტყვა უნდა ვთქვა… გაგიჟდა კაცი, არასდროს ვიყავი სახლში. ძალიან რთული იყო, ამიტომ თვითონ წავიდა და არა მე… დიდ საქციელი ჩაიდინა. ის კი არა, რომ აღარ შეეძლო ჩემთან და მე ვეზარებოდი, არა, სწორედ იმიტომ დამტოვა, რომ მომცა თავისუფლება. მითხრა, მე შენ ხელს გიშლიო…“

დდ

საზოგადოება 1755703292

ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძესთან ერთად გადაღებულ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

ნატალია ქუთათელაძე საზოგადოებას ხშირად უზიარებს  ოჯახურ კადრებს. ამჟამად მან ბებიასთან, ნანი ბრეგვაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უამრავი მოწონება და სიმპათია დაიმსახურა.

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1753077931

ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 89 წლის გახდა - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს

ნანი ბრეგვაძე იუბილარია. ლეგენდარული მომღერალი 89 წლის გახდა. სცენის ლეგენდა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.აღსანიშნავია, რომ მისი შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე და მისი ვაჟი 21 რიცხვში არიან დაბადებულები.,,ჩემი საყვარელი ნანის დღეა დღეს.89",-წერს ნატალია.

სიმღერა

საზოგადოება 1750582860

გოგი დოლიძის, ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ივიკო საყვარელიძის პოპური – „აკუსტიკა“ საარქივო ვიდეოს გვიზიარებს

გადაცემა „აკუსტიკა“ საარქივო მასალას გვიზიარებს. კადრებს, სადაც გოგი დოლიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ივიკო საყვარელიძე მღერიან გადაცემა სოციალურ ქსელში ავრცელებს.მომღერლები პოპურს ასრულებენ. 

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1746774305

PHOTO: „უბერებელი და ლეგენდარული…” - ნანი ბრეგვაძე შვილთაშვილთან ერთად

ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.მომღერალი ფოტოზე ბებიასთან, ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძესთან და შვილთან ერთადაა გამოსახული.ფოტო სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს:"უბერებელი ნანი""როგორ მიყვარხარ"

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

საზოგადოება 1746437257

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარულინანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა.თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას.ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული „საესტრადო“ სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე, როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი – ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი – ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო – ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო – სეზარია ევორამ.ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა.სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი.წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებსჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულიანასა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან.როგორც ნანი აღნიშნავს: „უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური „ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი - მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება,  რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ“.წიგნის თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარულინანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა.თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას.ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული „საესტრადო“ სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე, როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი – ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი – ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო – ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო – სეზარია ევორამ.ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა.სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი.წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებსჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულიანასა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან.როგორც ნანი აღნიშნავს: „უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური „ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი - მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება,  რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ“.წიგნის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა.გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე.პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე.შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა.გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე.პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე.