შიო მესამე

საზოგადოება 1779020245

მეუფე შიომ აბორტის შესახებ ისაუბრა

„თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი როგორიც არის მაგალითად აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი“ - ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა.პატრიარქმა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სხვა ერების დამკვიდრების რეალური საფრთხე არსებობს.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1778788980

ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი - ნინო წილოსანი

 ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.მისი თქმით, დიდი ბრძოლები იყო, როგორც შიგნით, ასევე გარედან, იყო ცდუნებები, ზეწოლა და მცდელობა, რომ ერთი მხრივ სრულიად უსაფუძვლოდ გაეშავებინათ იმ დროს მეუფე შიო და ახლა უკვე პატრიარქი.„ისევე როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ეკლესიამ, სინოდმა ძალიან ღირსეულად გაიარა ეს პროცესი. დიდი ბრძოლები იყო, როგორც შიგნით, ასევე გარედან, იყო ცდუნებები, ზეწოლა და მცდელობა, რომ ერთი მხრივ სრულიად უსაფუძვლოდ გაეშავებინათ იმ დროს მეუფე შიო და ახლა უკვე პატრიარქი და რაც მთავარია, გარკვეული დაპირისპირება გამოეწვიათ სინოდის შიგნით. ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი. ძალიან მიხარია, რომ სინოდმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილება დაეტოვებინა ძალაში და მეუფე შიო პატრიარქად ეკურთხებინათ“, - აღნიშნა წილოსანმა.

shio

ისტორიები 1778617748

„მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო“... - პატრიარქი შიოს აქამდე უცნობი ამბავი, რომელიც ბერად აღკვეცის ამბავს უკავშირდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. შიო III საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა.საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს ეკლესიის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოები  საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყული, ჯვარ-პანაღია და კვერთხი გადასცეს.ამ მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა, რის ფონზეც მეუფე შიოს ბავშვობის, ახალგაზრდობისა და პირადი ცხოვრების შესახებ არაერთი მოგონება გავრცელდა.გთავაზობთ ამონარიდს გიო მგელაძის ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, სადაც მეუფე შიო ბერად აღკვეცის ამბავს უკავშირდება:„მეუფე შიო ჩემი კლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა. მამა, ძია თეიმურაზი, არქეოლოგი იყო, დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ. ბებია, ნინა ჟვანია, ცნობილი ექიმი იყო. პაპამისი, ელიზბარ ქურდიანიც ექიმი იყო. ერთს მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მეორეს — ლენინგრადში.მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია — ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული... წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაეცა. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია.ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაენებებინა თავი და დაესვენა. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა — მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიომღვიმის მონასტრიდან — იქ ცოტა ხანს ვიმყოფებოდი. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანენ შიომღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება თქვი-მეთქი და ა.შ.მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიომღვიმის მონასტერში. 5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში, 5 წლის შემდეგ, უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიომღვიმეში და 3 წელიწადში ბერად აღიკვეცა.ძალიან წარმოსადეგი იყო — მაღალი, ახოვანი, ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა. მისი სიმაღლე ახლა, მგონი, 190 სანტიმეტრია.მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული — ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს!“

ლადო სადღობელაშვილი

საზოგადოება 1778614868

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება - ლადო სადღობელაშვილი

დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.სადღობელაშვილი ულოცავს შიო მესამეს აღსაყდრებას და აცხადებს, რომ ეს არის „ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება“.მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად ქვეყანაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებში ეროვნულ თვითმყოფადობას და სარწმუნოებას მიზანმიმართულად ებრძვიან და ასუსტებენ.„დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა.მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით.ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას!ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება.დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარწმუნოებასა და ეროვნულ თვითმყოფადობას მიზანმიმართულად ასუსტებენ.ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი ეკლესია, რომელიც იქნება ხალხის, ოჯახის, ისტორიისა და სამშობლოს დამცველი.აქვე იმასაც ვიტყვი რომ აფხაზეთი რჩება საქართველოს ტკივილად და იმედად. მჯერა დადგება დღე, როდესაც აფხაზეთში ისევ თავისუფლად აჟღერდება ქართული ლოცვა, აღდგება ჩვენი ტაძრები და საქართველო სულიერადაც და ტერიტორიულადაც გამთლიანდება. სწორედ ასეთ დროს ეკლესიის სიმტკიცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ ყოველივეს წინამძღოლად, ერთგვარ მშვიდობის ელჩის ფუნქციაც ახალმა პატრიარქმა შიომ უნდა იტვირთოს უფლის წყალობით.ილია მეორის ეპოქამ საქართველოს ასწავლა, რომ ეკლესია მხოლოდ რწმენის ადგილი არ არის - იგი ეროვნული გადარჩენის ბურჯია.ამ გზის გაგრძელება კი დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.ღმერთმა დალოცოს მეუფე შიო, გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და გაამთლიანოს საქართველო“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

პატრიარქი შიო

ისტორიები 1778601707

„პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა...“ - უცნობი დეტალები პატრიარქი შიოს ცხოვრებიდან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. შიო III საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა.საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს ეკლესიის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოები  საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყული, ჯვარ-პანაღია და კვერთხი გადასცეს.ამ მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა, რის ფონზეც მეუფე შიოს ბავშვობის, ახალგაზრდობისა და პირადი ცხოვრების შესახებ არაერთი მოგონება გავრცელდა.შიოს ახალგაზრდობის შესახებ სოციალურ ქსელში ქეთი ლოლაძე საინტერესო ეპიზოდებს იხსენებდა:„მეუფე შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი). მახსოვს, პირველად რომ ვნახე კონსერვატორიაში, მზესავით იყო, ნათელი, თბილი, ფუმფულა და საყვარელი სულ ღიმილით, მაშინაც წვერიანი დადიოდა, ეს პატარა 17 წლის ბიჭი და ირგვლივ სიკეთეს და სითბოს აფრქვევდა. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო გარეგნობით თუ ხასიათით. მერე მახსოვს, პირველად მოვისმინე როგორ უკრავდა, უკრავდა ჩელოზე, მაშინ კი დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველასგან განსხვავებული იყო.ეს არ იყო ჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პატარა ბიჭი, სცენაზე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მუსიკოსი იჯდა. ისიც მახსოვს, თუ როგორ "აფეთქდა" მისი სახელი პირველივე კონცერტიდან, როგორ ეხვეოდნენ თავს პროფესორები და ლექტორები, კომპლიმენტებს არ იშურებდა არავინ, წარმატებულ მომავალს ხედავდნენ მასში. ასე გახდა ყველასათვის საყვარელი ელიზბარი, მუსიკოსი რომლის პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა ისე უკრავდა...რა მომენტში დავმეგობრდით არ მახსოვს, მახსოვს ჩვენს შორის ორი საერთო ინტერესი და სიყვარული გამოიკვეთა: ჯაზი და მურაბა. მერე იყო ჩემთან სამზარეულოში ღამეების თენება, გაუთავებელი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე (მურაბის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა). ერთხელაც, უცებ საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას და სხვა გზის არჩევას.თავიდან მეგონა ხუმრობდა, მახსოვს, დავცინე კიდეც (პირველი რეაქცია იყო ასეთი) და მე რომ იმ ღამეს ხუმრობა მეგონა, ჩემს მაესტროს (იმ დროს კონსერვატორიის რექტორს) ბატონ ნოდარ გაბუნიას სულაც არ ეხუმრებოდა. რა არ მოუყვანა მაგალითად, ვისი ბიოგრაფია არ გაახსენა და წაუკითხა, როგორ არ ეცადა, გადაეთქვა ელიზბარს თავისი გადაწყვეტილება, როგორ ემოციურად უხსნიდა მთელი თავისი არსებით რომ მუსიკაა სწორედ ის გზა, ღვთის გზა, რომელიც უფალთან მიიყვანდა, რომ მუსიკაც ბუნების ძალაა ღმერთისგან შექმნილი... ყველაფერი ამაო იყო. ელიზბარი ჯიუტად თავისას ითხოვდა. ვიჯექი როიალთან ხმაგაკმენდილი და ვუსმენდი მათ დიალოგს (უფრო კამათს). ვიჯექი და მთელი გულით მამა ნოდარის მხარეს ვიყავი იმ წუთას. გვენანებოდა ელიზბარი, გვენანებოდა მისი მონაცემები, ნიჭი, უზადო შესაძლებლობები, მომავალი, კარიერა და ვინ მოთვლის კიდევ რა... ის კი ჯიუტად ითხოვდა ხელმოწერას კონსერვატორიიდან გარიცხვის შესახებ. ასეც მოხდა, დაიყოლია, აიღო ფურცელი, თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა. დაგვტოვა დამუნჯებული. იმ დღეს გაკვეთილი ვეღარ გავაგრძელეთ, განწყობა გაქრა, შევყურებდით ერთმანეთს მაესტრო და მე გაკვირვებული, ჩუმად, უხმოდ.მას მერე წლები გავიდა არაფერი მსმენია მასზე... ნოდარ გაბუნიას პანაშვიდზე ყველა მამაოს ელოდა წესის ასაგებად, და შემოვიდა მამაო, ისევ ისეთი ნათელი სახით, ისევ მზესავით თბილი, მშვიდი და ისევ ყველასგან განსხვავებული.როგორი გულწრფელი იყო, როგორი პასუხისმგებლობით აღასრულა რიტუალი. ისევ სამზარეულოში აღმოვჩნდით, ამჯერად გაბუნიებთან სახლში, ვისხედით პირისპირ, ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით. რაღაც ერთი საერთო ტკივილი გვქონდა, დიდ მაესტროს ვემშვიდობებოდით, ბოლოს გაიღიმა, წამიერად ერთი და იგივე აზრი დაგვიტრიალდა თავში, დუმილი კი მან დაარღვია და მითხრა: "ქეთი, წლების წინ, მაშინ, ნოდართან კაბინეტში, ჩვენ სამნი რომ ვისხედით, რომელიმე ვიფიქრებდით, რომ ბატონ ნოდარს ამ ცხოვრების უკანასკნელ გზაზე მე გავაცილებდი?". ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით ვერც იმას და ვერც ამას, თუ რა ხდება დღეს მის თავს...ისე, ცხოვრების მანძილზე დრო და დრო სულ შემთხვევით ვეკვეთებოდით ერთმანეთს (ამით აღარ შეგაწყენთ თავს). ბოლოს ორი წლის წინ ვნახე, სენაკში, სადაც ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალი იმართება ყოველწლიურად. დარბაზში იჯდა, მომეჩვენა რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, თმა-წვერ თეთრიანი, სევდიანი იყო. სცენაზე პატარა ჩელისტი ბიჭი ავიდა, როგორც კი დაკვრა დაიწყო, სახე გაუნათდა ისევ, თვალებში სითბო ჩაეღვარა და გაეღიმა. ჰო, და კიდევ კვერთხი ეჭირა. თვალი რომ გავაპარე, თითებს ამოძრავებდა აღმა-დაღმა, უკრავდა ალბათ გულში... ჯანმრთელობას, მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ ამ ნათელ და კეთილშობილ ადამიანს”, - წერდა ქეთი ლოლაძე.

ქართველიშვილი

პოლიტიკა 1778579195

დავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება შიო მესამის არჩევას ახალ კათოლიკოს-პატრიარქად და წერს საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გამოცემა Reuters-მა პროცესს „სამხრეთ კავკასიისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა, ხოლო სხვა გამოცემამ ყურადღება გაამახვილა შიო მესამის კრიტიკაზე „ლიბერალური იდეოლოგიების“ მიმართ. ქართველიშვილის აზრით, დასავლური მედიისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არაა მხოლოდ რელიგიური საკითხი:„დასავლური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატრიარქის არჩევას აღიქვამს ცივილიზაციური არჩევანის ნაწილად: დარჩება თუ არა საქართველო საკუთარ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ იმ ეპოქაში, როდესაც გლობალური ლიბერალური დღის წესრიგი სულ უფრო ძლიერ ზეწოლას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაზე“, - წერს ქართველიშვილი.ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამ დასავლური მედია გააერთიანა საღი აზრის გარშემო, მაგრამ ქართული მედია კვლავ რჩება "პრეზიდენტ" ზურაბიშვილისა და "პატრიარქ" დოროთე პირველის ტყვეობაში.„ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა საქართველოში მოექცა საერთაშორისო მედიის, ანალიტიკური ცენტრებისა და გეოპოლიტიკური დამკვირვებლების ყურადღების ცენტრში. დასავლურმა მედიამ პირდაპირ აღნიშნა, რომ საუბარია არა უბრალოდ ახალი სასულიერო ლიდერის არჩევაზე, არამედ იმაზე, თუ რა გზით წავა ქვეყანა ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის შემდეგ. Reuters-მა პროცესს „სამხრეთ კავკასიისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მართლმადიდებლობა საქართველოში დღემდე ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება.დასავლურ გამოცემებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ პატრიარქ შიო მესამეს, როგორც კონსერვატიული და ტრადიციული ხაზის გამგრძელებელს. გამომცემლობა Carnegie Endowment პირდაპირ წერს, რომ მეუფე შიო წლების განმავლობაში მკვეთრად აკრიტიკებდა „ლიბერალურ იდეოლოგიებს“, რომლებიც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოსა და ეროვნულ თვითმყოფადობას.სწორედ ამიტომ, დასავლური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატრიარქის არჩევას მხოლოდ რელიგიურ ჭრილში აღარ განიხილავს - ისინი ამას უკვე აღიქვამენ, როგორც ცივილიზაციური არჩევანის ნაწილს: დარჩება თუ არა საქართველო საკუთარ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ იმ ეპოქაში, როდესაც გლობალური ლიბერალური დღის წესრიგი სულ უფრო ძლიერ ზეწოლას ახდენს სხვადასხვა ქვეყნებზე - ამ კითხვებს სვამს carnegieendowment.orgამავე დროს, დასავლური მედიის ნაწილმა ღიად აღიარა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე რჩება ქვეყნის ყველაზე გავლენიან ინსტიტუტად. Reuters-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს და ეკლესია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ პროცესებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი პატრიარქის არჩევა პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ სარწმუნოებასთან, არამედ ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ, კულტურულ და მორალურ კურსთან.განსაკუთრებით სიმბოლურია ისიც, რომ ასეთ რთულ რეგიონში, სადაც ძალაუფლების გადაცემა ხშირად კრიზისებით, დაპირისპირებითა და გარე ჩარევებით სრულდება, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ისტორიული პროცესის მშვიდობიანად გავლა. დასავლურმა მედიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ საპატრიარქო არჩევნების გარშემო მიმდინარეობდა მწვავე ბრძოლა სხვადასხვა გავლენების, მათ შორის გარე პოლიტიკური ინტერესების მონაწილეობითაც.თუმცა, საბოლოოდ საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, რომ ეკლესია კვლავ რჩება იმ ღერძად, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოსა და საზოგადოების შეკავება დესტაბილიზაციისგან. ამაზე ამახვილებს ყურადღებას გამომცემლობაJamnews in English და დასძენს, რომ დღეს უკვე აშკარაა: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში.Reuters-ი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიებისთვისა და ენერგომარშრუტებისთვის, არამედ იმისთვისაც, ვინ შეძლებს საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. ამრიგად, გუშინდელმა დღემ თუ საღი აზრის გარშემო გააერთიანა დასავლური მედიაც კი, ქართულ სადეზინფორმაციო საშუალებებს მაინც არაფერი ეშველა და ისინი რჩებიან "პრეზიდენტ" ზურაბიშვილის და „პატრიარქ“ დოროთე პირველის ტყვეობაში, КГБ-ს ეფრეიტორ სააკაშვილის გათავისუფლების მისიით შეპყრობილები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მღვდელ-მონაზონი იერონიმე

საზოგადოება 1778576497

მღვდელ-მონაზონი იერონიმე: ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ჩამოვედით ამერიკის ქართული ეპარქიიდან 7 კაციანი დელეგაცია

ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს - თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო.მღვდელ მონაზონი იერონიმე აღსაყდრების საზეიმო ცერემონიისთვის ამერიკის ქართული ეპარქიიდან 7 კაციან დელეგაციასთან ერთად გამოვიდა."ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ჩამოვედით ამერიკის ქართული ეპარქიიდან 7 კაციანი დელეგაცია. მათ შორის მთავარ ხუცესის შემადგენლობით, ეპარქიის მთავარი მდივნის, რომელსაც მე წარმოვადგენ და ამავდროულად ერთი ერის ადამიანი, რომელიც არის ეპარქიის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი.გუშინდელმა კრებამ ჩაიარა საკმაოდ მშვიდობიან გარემოში, საკმაოდ ორგანიზებული იყო ყველაფერი. თითოეულმა მღვდელმთავარმა რომელიც იყო საპატრიარქო კანდიდატი წარმადგინა თავისი ხედვა. მეუფე შიომ მოკლედ შეაფასა თავისი პროგრამა/ხედვა, რომელიც მას  აქვს და თქვა, რომ იგი იქნება კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გზის გამგრძელებელი, როგორც ვნახეთ ეს დღე მეუფე შიოსთვის ემოციური იყო მას ცრემლები წამოუვიდა,"- აცხადებს იერონიმე. 

პატრიარქი შიო

საზოგადოება 1778569947

VIDEO: რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომლის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

2026 წლის 11 მაისი - ეს არის ისტორიული დღე, როცა საქართველომ 142-ე პატრიარქი აირჩია. ის შიო მესამეა.გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სამ კანდიდატს შორის, 22 ხმით პატრიარქად მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე გამოარჩიეს. მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც პატრიარქს ქალი ეამბორა მხარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა ეს ქალი - ლელა მუჯირია. პატრიარქის და, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.            View this post on Instagram                       A post shared by eklesianews.ge ☦️ (@eklesianews.ge)

თამარ მამაცაშვილი

საზოგადოება 1778527444

პატრიარქ შიო III-სგან საზოგადოება ელის სიმშვიდეს, მამობრივ მზრუნველობას, ელის, რომ ის გახდება სულიერი საყრდენი მრევლისთვის - თამარ მამაცაშვილი

"საზოგადოება მისგან ელის სიმშვიდეს, მამობრივ მზრუნველობას და ერთობას" - ამის შესახებ გადაცემაში "დებატები" თამარ მამაცაშვილი, საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი აცხადებს.მისი თქმით, პატრიარქი შიო III საზოგადოებისთვის სულიერი საყრდენი და ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გზის გამგრძელებელი იქნება, რაც საზოგადოებაში სტაბილურობისა და უწყვეტობის განცდას აჩენს."მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მისგან [ახალი პატრიარქისგან] საზოგადოება ელის სიმშვიდეს, მამობრივ მზრუნველობას და ელის ერთობას, ერთიანობას, ელის იმას, რომ ის გახდება სულიერი საყრდენი მრევლისათვის.ძალიან რთულია ჩვენი დღევანდელობა დატვირთული სტრესით, ყოველდღიური ინფორმაციული ხმაურით, ურთიერთდაპირისპირებით და ასეთ რეალობაში ადამიანებს სჭირდებათ მყარი სულიერი საყრდენი, რომელიც უნდა იპოვონ სწორედ ახალ არჩეულ პატრიარქში, რომელიც გააგრძელებს გზას, როგორიც იყო მისი წინამორბედი პატრიარქის მიერ დაწყებული გზა.დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება კრებისა, რომელმაც გამოირჩია 142-ე პატრიარქად შიო III, გარკვეულ სიმშვიდეს გვრის დღევანდელ საზოგადოებას და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მეუფე შიო, აწ უკვე პატრიარქი შიო, იწვევს გარკვეული უწყვეტობის შეგრძნებას და ჩვენი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთგვარ გამაგრძელებელს წარმოადგენს", - აცხადებს საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.

დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი

საზოგადოება 1778526360

ახალი პატრიარქი რჩეული შვილია უწმინდესისა და მის ნაკვალევზე გააგრძელებს სიარულს ღვთის სიტყვით - დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი

"ახალი პატრიარქიც ზუსტად ასეთი უნდა იყოს - გამაერთიანებელი ერისა" - ამის შესახებ გადაცემაში "დებატები" დეკანოზმა იაკობ უშიკიშვილმა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, საქართველოს ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, შიო III-ს მოუწევს ეკლესიის მართვა თანამედროვე გამოწვევებით სავსე ეპოქაში, თუმცა იგი გააგრძელებს ილია II-ის გზას და ეკლესიის გამაერთიანებელ მისიას ქრისტიანულ ღირებულებებსა და წმინდა წერილზე დაყრდნობით."დღეს ძალიან ბევრი ღირებულებაა, ბევრი სხვადასხვა აზრია თანამედროვე მსოფლიოში, მაგრამ იესო ქრისტე გუშინ და დღეს, იგივეა, რაც უკუნისამდე. ქრისტეა მთავარი და მისი სწავლება. პატრიარქის ეპოქა უნიკალური იყო, ყველაზე რთულ დროს მოუწია მას მოღვაწეობა და მან ეს შეძლო, რომ ერი გააერთიანა, ეკლესია გააძლიერა, საზოგადოების ნდობა მოიპოვა, ახალი პატრიარქიც ზუსტად ასეთი უნდა იყოს - გამაერთიანებელი ერისა და მეუფე შიო რჩეული შვილია უწმინდესისა და აუცილებლად მის ნაკვალევზე გააგრძელებს სიარულს ღვთის სიტყვით, წმინდა წერილით, ჩვენთვის მთავარი ღირებულება ეს არის", - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ უშიკიშვილმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი

საზოგადოება 1778524991

დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს არჩევას ულოცავს.მიტროპოლიტი ეპიფანე ხაზს უსვამს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ახლად არჩეულ პატრიარქს საპასუხისმგებლო გზაზე წარმატებებს უსურვებს.ეპიფანე მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე შიოს „დაძმობილებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლად არჩევას ულოცავს. იგი აღნიშნავს, რომ ეს არის მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდება ქართველი ერის სულიერი გადარჩენის გზაზე.უკრაინის ეკლესიის მეთაურმა განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უნეტარესი ილია II. მან აღნიშნა, რომ ახალი პატრიარქი მოღვაწეობას იწყებს იმ მდიდარ სულიერ საფუძველზე, რომელიც ილია II-მ ათწლეულების განმავლობაში შექმნა. ეპიფანეს თქმით, ილია II-ის ცხოვრება ქრისტეს ერთგულებისა და საკუთარი ხალხისადმი თავდადებული მსახურების მაგალითია.მილოცვის დასასრულს, მიტროპოლიტი ეპიფანე მეუფე შიოს უსურვებს სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა ღირსეულად გაუძღვეს ქართველ ხალხს.„დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შიო III

საზოგადოება 1778509252

შიო III- ერისკაცობიდან პატრიარქობამდე

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს. გაფართოებულ სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიეს. 142-ე პატრიარქი ქართველ პატრიარქებს შორის - შიო მესამეა.                              ბიოგრაფიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.