ნაწლავების ჯანმრთელობა

რჩევები • 1792699701

5 პროდუქტი, რომელიც ნაწლავების ჯანმრთელობას აუმჯობესებს - სპეციალისტის რჩევა

ნაწლავების ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე, იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ზოგად თვითშეგრძნებაზე. სპეციალისტების განმარტებით, სწორად შერჩეული საკვები ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, აუმჯობესებს მონელებას და ამცირებს ყაბზობის განვითარების რისკს.ნაწლავებში ტრილიონობით მიკროორგანიზმი ბინადრობს, რომლებიც ერთობლივად ნაწლავის მიკრობიომს ქმნიან. მათი მრავალფეროვნებისა და ბალანსის შენარჩუნებაში კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს.რომელი პროდუქტებია განსაკუთრებით სასარგებლო ნაწლავებისთვის?1. მაწონი და იოგურტიმაწონი და იოგურტი, რომლებიც ცოცხალ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს, ნაწლავის მიკრობიომის მხარდაჭერას უწყობს ხელს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სასარგებლო იყოს საჭმლის მონელებისთვისაც.უმჯობესია, შეარჩიოთ უშაქრო პროდუქტი, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია ცოცხალი ბაქტერიული კულტურების არსებობა.2. შვრიაშვრია მდიდარია ხსნადი ბოჭკოთი, განსაკუთრებით ბეტა-გლუკანით. ბოჭკო ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას და სასარგებლო ბაქტერიებისთვის საკვებ გარემოს ქმნის.შვრიის ფაფა საუზმისთვის კარგი არჩევანია, განსაკუთრებით ხილთან ან იოგურტთან ერთად.3. ვაშლივაშლი შეიცავს პექტინს - ხსნად ბოჭკოს, რომელიც ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების აქტივობას უწყობს ხელს.ვაშლის კანიც ბოჭკოს მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ კარგად გარეცხილი ხილის კანიანად მირთმევა სასარგებლოა.4. ოსპი და ლობიოპარკოსნები ბოჭკოს ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. მათი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას და მიკრობიომის მრავალფეროვნებას.თუმცა, თუ პარკოსნები შებერილობას იწვევს, უმჯობესია, რაციონში მცირე ულუფებით შეიტანოთ და რაოდენობა თანდათან გაზარდოთ.5. კეფირიკეფირი ფერმენტირებული რძის პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა ცოცხალ მიკროორგანიზმს შეიძლება შეიცავდეს.ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ კეფირი შესაძლოა სასარგებლო იყოს ნაწლავის მიკრობიომისთვის, თუმცა მისი ეფექტი პროდუქტის შემადგენლობასა და ადამიანის ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.რა უნდა გავითვალისწინოთ ნაწლავების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?სპეციალისტები გვირჩევენ, ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ მრავალფეროვანი მცენარეული პროდუქტები, მივიღოთ საკმარისი სითხე და შევზღუდოთ ზედმეტად დამუშავებული საკვები.ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ბოჭკოს რაოდენობის თანდათან გაზრდა, რათა თავიდან ავიცილოთ შებერილობა და დისკომფორტი.გაითვალისწინეთ, რომ ნაწლავების ჯანმრთელობისთვის ერთი კონკრეტული პროდუქტი საკმარისი არ არის - ყველაზე დიდი მნიშვნელობა დაბალანსებულ და მრავალფეროვან კვებას აქვს.თუ ხშირად გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ხანგრძლივი ყაბზობა, დიარეა ან სხვა საჭმლის მომნელებელი პრობლემები, სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

მაკა ლუკავა

საზოგადოება • 1792698539

„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე!! მადლობა!!!ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“, - წერს მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში.ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრის დროს დაშავდა.„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე

საზოგადოება • 1792664520

საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე: ჰაბის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა

“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა, მინისა და ბეტონის შენობაში, რომელსაც ოვალური ფორმის დიდი გუმბათი ამშვენებს. ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მუდმივი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს 3D projection mapping-ს, არქიტექტურულ განათებას, ხმასა და რაც ყველაზე საინტერესოა, ინტერაქციულ ტექნოლოგიებს“, - აღნიშნულია საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG-ში, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბის შენობის ინსტალაციებს სპეციალური სტატია მიუძღვნა.გამოცემის მიხედვით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობა უკრაინული განათების დიზაინისა და მედია-არტის სტუდიასთან Expolight-თან თანამშრომლობით, მიკოლა კაბლუკას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, შენობა მუდმივი მედია-განათების სისტემით აღიჭურვა.გამოცემა წერს, რომ მედია კონტენტი შეიქმნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ახალი იდენტობის გათვალისწინებით და სააგენტოს საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ეფუძნება - ტექნოლოგიებს, კვლევას, ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციას.როგორც სტატიაშია აღნიშნული სისტემა რამდენიმე რეჟიმში მუშაობს: ყოველდღიურად ფასადზე ეროვნული სიმბოლოები და ტექნოლოგიური თემატიკის ვიზუალები ჩნდება, ასევე ტარდება სინათლისა და ხმის შოუ.“ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამგანზომილებიანი პროექციული გამოსახვის, არქიტექტურული განათებისა და რეალურ დროში ინტერაქციის სინთეზით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია-განათების ინსტალაციაა, რაც ნათლად გამოხატავს საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარების აქტიურ პროცესს,” - აღნიშნულია სტატიაში.

კვარა

სპორტი • 1792607387

„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს...“ - როგორ ამხნევებენ ხვიჩას მძიმე ტრავმის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარები დაუტოვა.ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხვიჩას კუმირის, რონალდოსია:„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა რონალდომ.ლუკა ლოჩოშვილი: მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ შენს გვერდით ვართ.ბუდუ ზივზივაძე: მიყვარხარ კაპიტანო. მალე დაგვიბრუნდები უფრო ძლიერი.სოსო ნებიერიძე: შენს გვერდით ვართ. ფერან ტორესი: ძმაო, ყოველთვის შენთან ვარ.დონარუმა: წინ, ჩემო მეგობარო! ჩვენ შენთან ვართ!adidasfootball: როცა დაბრუნდები, შენ გვერდით ვიქნებით. მთელი სიყვარული შენ;სიმეონე: მტკიცედ იყავი, ძმაო!„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს, მხოლოდ თავის 3.5 მილიონ ადამიანს მიმართავს და ჰპირდება, რომ ამ მოცემულობასაც ღირსეულად გაუმკლავდება, იშრომებს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.ჩვენი ძვირფასი.. უძვირფასესი სიყვარულის ბიჭი! ხვიჩა, მადლობა ყველაფრისთვის აქამდე და კიდე მომავლისთვის, რომელსაც შენთან ერთად დაველოდებით სულმოუთქმენლად.“ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1792574784

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა“.ის კითხვას სვამს, „არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?“„თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ. აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არა!!ბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის! სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე);ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული);აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე);ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული); გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა);ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს);ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას);ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას);ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას);მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას);ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს);ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას);თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას);ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას);რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს);ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას);ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას);ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა);მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას);გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს);ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა);ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა);მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა);გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს);თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს);როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას);როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ);ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში)“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ნაკრები

სპორტი • 1792487442

NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს | საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო. აგვისტოს ბოლოს ორი მატჩი გავმართეთ: შინ მონტენეგრო დავამარცხეთ (101:74), გასვლაზე კი პორტუგალიასაც ვძლიეთ (90:98).ამ ორი გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 13 ქულას მოუყარა თავი და მე-3 ადგილს იკავებს. სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბულია. ჯგუფს უკრაინა ლიდერობს (14 ქ.), ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ჩვენსავით 13 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვასწრებს. 4-6 ადგილებს პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო იყოფენ (12-12 ქულით).შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მეორე რაუნდში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ვინაიდან მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გადის, შანსს ექვსივე გუნდი ინარჩუნებს. წინ კიდევ 4 მატჩია და მთავარი ბრძოლები ახლა იწყება.მომდევნო ორ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ნოემბერში გამართავენ: 26 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 ნოემბერს სახლში, პორტუგალიას უმასპინძლებენ.სამწუხაროდ, NBA-ის გადატვირთული კალენდრის გამო, ამ ციკლში ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. სანამ რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე, ორივე ქართველმა NBA-ის წინასასეზონო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და კონკურენტულ ლიგაში ახალი, 2026-2027 წლების სეზონი სტარტს 20 ოქტომბერს იღებს. 82-მატჩიანი რეგულარული მარათონი უზომოდ გადატვირთული კალენდრით ხასიათდება. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობის მიუხედავად, ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის მატჩებს გამოტოვებენ.სანდრო მამუკელაშვილს ლეგენდარული “ლეიკერსის” შემადგენლობაში სულ ახლახან ჰქონდა დებიუტი. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.მატჩის შემდეგ სანდრომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა- “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.მამუკელაშვილის ადაპტაციასა და სათამაშო ასპექტებზე ისაუბრა “ლეიკერსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სანდრო გუნდის სათამაშო სისტემასა და ტაქტიკას უკვე კარგად შეეწყო.წინასასეზონო სამზადისში “ლეიკერსმა” 5 მატჩი გამართა. მამუკელაშვილი პარკეტზე ხუთივე შემთხვევაში ვიხილეთ (საშუალოდ 20 წუთს ატარებდა). ჩინებულად ითამაშა “გოლდენ სტეიტთან” შეხვედრაში (15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), თუმცა სტეფ კარისთან და კომპანიასთან “ლეიკერსმა” ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით (128:98) დამარცხდა.“საკრამენტოსთან” მატჩში მამუ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და მეტოქის კალათში 19 ქულა ჩააგდო, რისთვისაც ლუკა დონჩიჩისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა სლოვენიელმა.მამუკელაშვილმა “გოლდენ სტეიტთან“ მორიგ მატჩშიც მიიქცია ყურადღება, სადაც საოცარი, ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა. ცხადია, ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა.“ლეიკერსი” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში პირველ მატჩს 22 ოქტომბერს ჩაატარებს და პირველსავე შეხვედრაში სწორედ “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება.NBA-ის მორიგი სეზონისთვის აქტიურად ემზადება “ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც. “ორლანდომ” წინასასეზონო ეტაპზე პირველი შეხვედრა “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ ჩაატარა. ბითაძემ პარკეტზე თითქმის 13 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.იქნება თუ არა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი, ამას ცოტა ხანში ვიხილავთ. თუმცა, გოგა აღნიშნავს, რომ “ვეცდები გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო, დავიწყებ სასტარტოში თუ სკამზე ვიქნები, ნებისმიერ როლს გამოწვევად მივიღებო”.ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებსსაქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია

foto

საზოგადოება • 1792181306

„ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი და მწუხარებაა ლუკა…“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

რუსთავის მესამე სკოლა კურსდამთავრებულის, ლუკა ვანიშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლა ახალგაზრდას ემოციური წერილით ემშვიდობება და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.„გლოვობს მესამე სკოლა…  ლუკა ვანიშვილი,მშვიდობით, ძვირფასო კურსდამთავრებულო…მესამე სკოლა შენით ყოველთვის იამაყებს. არის ამბები, რომელთა დაჯერებაც შეუძლებელია… არის ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს...დღეს ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი და მწუხარებაა ლუკა.ის იყო იმ ახალგაზრდების სახე, რომლებითაც სკოლა ამაყობს. თავისი ცოდნით, შრომისმოყვარეობით, თავმდაბლობითა და ადამიანური ღირსებებით მან მასწავლებლებისა და თანაკლასელების გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.ჩვენ გვეამაყებოდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. გვეამაყებოდა მისი წარმატებები, მისი მიღწევები, მისი მომავალი, რომელიც წინ იყო გადაშლილი… მომავალი, რომელსაც ამდენი იმედი და ოცნება ახლდა.მაგრამ დღეს ამ ყველაფერზე ფიქრი აუტანლად მტკივნეულია…ძნელია, შეეგუო იმას, რომ ახალგაზრდა სიცოცხლე ასე მოულოდნელად წყდება; რომ ოცნებები, მიზნები და გეგმები შუა გზაზე რჩება; რომ ადამიანი, რომელსაც წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა, მხოლოდ მოგონებებში უნდა გააგრძელო…ჩვენი სკოლის კედლები კვლავ ინახავს იმ წლების მოგონებებს, როცა ის ჩვენთან იყო. მასწავლებლების მეხსიერებაში დარჩება მისი სახე, მისი ზრდილობა, მისი ადამიანური სითბო და ის სიამაყე, რომელსაც მისი წარმატებები გვანიჭებდა.ზოგიერთი ადამიანი ძალიან ადრე მიდის, მაგრამ მისი კვალი დიდხანს რჩება…დღეს ჩვენი სკოლა გლოვობს თავის კურსდამთავრებულს. ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს ტკივილს. ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი ტრაგედიაა.ნათელში იყოს შენი სული, ლუკა ვანიშვილიშენ ჩვენი სკოლის ისტორიის, ჩვენი მოგონებებისა და ჩვენი გულების ნაწილად დარჩები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომისია

საზოგადოება • 1792163996

პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლუკა ეხვაიამ გახსნა.კომისიას პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს, შემადგენლობაში კი მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შედიან.საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი, ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს.საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

პოლიტიკა • 1792059016

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო ხელმძღვანელობს.იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შორის თანამშრომლობა და სამომავლო ღონისძიებები.„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს თანმიმდევრულ და ეფექტიან თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრედერიკ დოლტი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი უილიამ მასოლინი“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ნათია შამათავა

საზოგადოება • 1791963120

კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ, რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის კულტურის სამინისტროს კულტურული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსს, მასიმო ოსანას, ამავე დეპარტამენტის კულტურული საქმიანობისა და საავტორო უფლებების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელს, ფრანჩესკა საკონეს და რომის ეროვნული მუზეუმების დირექტორატის ხელმძღვანელს, ლუკა მერკურის შეხვდა.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოფენების გაცვლის მიმართულებას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.

ლაშა ბექაური

სპორტი • 1791793103

რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს.აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო.ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურს აქებს:„ბექაურმა გუნდურ შეჯიბრებაში თავისი ნამდვილი შესაძლებლობები გამოავლინა. ეჭვგარეშეა, ის კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს გმირი.მან პირველ ორთაბრძოლაში მიტროვიჩის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ დაპირისპირებაში ტატამზე კოჭლობით გავიდა და გუნდისთვის ყველაფერი გაიღო.აშკარად ეტყობოდა, რომ ძლიერი ტკივილი ტანჯავდა, თუმცა ქულა მაინც მოიპოვა და თავისი ნაკრები ფინალურ ბლოკში გაიყვანა.”

ძიუდო

სპორტი • 1791729368

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

✕