ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1722371987

„ჩემი ოცნების ქორწილი მქონდა, ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი…“ - ლიზი ქონიაძე

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე ლიზი ქონიაძე გათხოვდა. მისი რჩეული 29 წლის გიორგი ბუაძეა. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, თავისი ოცნების ქორწილი ჰქონდა:„თამამად ვიტყვი, რომ ჩემი ოცნების ქორწილი მქონდა, ზუსტად ისეთი,როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, სხვათა შორის, წინასაქორწინო პერიოდმაც ძალიან მშვიდად და ნერვიულობის გარეშე ჩაიარა. ალბათ, ეს ჩემი მეუღლის, გიორგის დამსახურებაა. ყველაფერი ერთად გავაკეთეთ…“ლიზი და გიორგი პირველ შვილს ნოემბერში ელოდებიან. ლიზის ქორწილშიც ეტყობოდა მომრგვალებული მუცელი:„ძალიან კარგი ორსულობა მაქვს. ტოქსიკოზი არ მაწუხებს, ძირითადად, ვისვენებ, ვწევარ, თავს არ ვიტვირთავ. გარშემო მყოფებიც მაქსიმალურად მიწყობენ ხელს…“

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1722032294

„ვისურვებდი, რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს“ – ახალი კადრები ლიზი ქონიაძის ულამაზესი ქორწილიდან

ინფლუენსერ ლიზი ქონიაძეს 20 ივლისს ქორწილი ჰქონდა. სოციალურ ქსელში მისი ულამაზესი ქორწილიდან არაერთი ფოტო გავრცელდა.„ვისურვებდი, რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს“, – წერს ლიზი და ქორწილის ამ დრომდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს.            View this post on Instagram                       A post shared by Liza Koni | Elizabet (@lizikoniadze)

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1721505670

VIDEO: ლიზი ქონიაძემ ბავშვის სქესი საკუთარ ქორწილში გაიგო - კადრები

ამ წუთებში, ცნობილი ინფლუენსერის, ლიზი ქონიაძის ქორწილი მიმდინარეობს. პატარძლის მეჯვარეები კი მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია არიან.ცნობილია, რომ ლიზი რამდენიმე თვეში დედა გახდება და წყვილმა ბავშვის სქესი, სწორედ საკუთარ ქორწილში გაიგო.კადრები ↓

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1721123841

ორსული ლიზი ქონიაძე თურქეთში ისვენებს - რა კადრებს აქვეყნებს ყოფილი „პრაიმჰაუსელი“

ლიზი ქონიაძე, რომელიც პოპულარული „პრაიმ ჰაუსიდან“ გახდა, მალე დედა გახდება. რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილემ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და სწორედ ასე ამცნო საზოგადოებას ეს ამბავი.ამჟამად, ფეხმძიმე ლამაზმანი თურქეთში ისვენებს, ნადრებს კვლავ სოციალურ ქსელში გვიზიარებს.ლიზის მეორე ნახევრის შესახებ ცნობილი არაფერია. გოგონამ მარტო ის თქვა, რომ რითაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ეს სოცქსელებში აქტივობაა.

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1719744421

ლიზი ქონიაძე მალე დედა გახდება - რა კადრებს აქვეყნებს რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე

ლიზი ქონიაძე, რომელიც პოპულარული „პრაიმ ჰაუსიდან“ გახდა, მალე დედა გახდება. რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილემ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და სწორედ ასე ამცნო საზოგადოებას ეს ამბავი.როგორც ირკვევა, ამავდროულად, ის ქორწილისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რჩეულმა ხელი საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა.ლიზის მეორე ნახევრის შესახებ ცნობილი არაფერია. გოგონამ მარტო ის თქვა, რომ რითაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ეს სოცქსელებში აქტივობაა.დაათვალიერეთ ფოტოები ↓           View this post on Instagram                       A post shared by Liza Koni | Elizabet (@lizikoniadze)

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1716974632

ვინ არის ლიზი ქონიაძის რჩეული - „ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. ჩემთვის ეს მართლა განსაკუთრებული გრძნობაა“

ახლახან ლიზი ქონიაძეს, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარული რეალითი შოუდან გახდა, დაბადების დღეზე რჩეულმა ხელი სთხოვა.ლიზი საკუთარ პირად ცხოვრებას ფართო აუდიტორიისთვის ყოველთვის ასაიდუმლოებდა. ამიტომ სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის ამსახველი კადრების ხილვამ ბევრი გააკვირვა…„პრაიმჰაუსის“ მონაწილე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს თავისი ბედნიერი მომენტის შესახებ…ლიზი ქონიაძე: ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის გრანდიოზულად ვხვდები, რადგან ძალიან მიყვარს: წინასწარ ვგეგმავ, ვემზადები… წელსაც ასე მინდოდა მოვქცეულიყავი, თუმცა ჩემმა შეყვარებულმა (ახლა უკვე – მეუღლემ) მითხრა, – მოდი, ეს მე მომანდე, ყველაფერს თავად გავაკეთებო… დავთანხმდი. ვიფიქრე, რომ დაბადების დღის ზუსტად ისეთ წვეულებას მომიწყობდა, როგორიც მინდოდა – ჩემი გემოვნების შესახებ იცის… ამიტომ არ მინერვიულია, პირიქით – მთლიანად რჩეულს მივენდე. თან, ისიც იცის, ჩემი დაბადების დღე როგორ მიყვარს. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად გააკეთა, ამაზე კარგს ვერც ვისურვებდი. თან, თურმე, წინ სიურპრიზი მელოდა (იღიმის)… ჩემი და მისი ოჯახის ყველა წევრიც იქ იმყოფებოდა… ძალიან ბედნიერი დღე იყო!..- პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდი. ახლა მაინც გვითხარი, შენი რომანი როდის, როგორ დაიწყო?– დაახლოებით 3 წელია, რაც მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა თავდაპირველად, ხშირი კონტაქტი არ გვქონია. 1 წელია, რაც შეყვარებულები ვართ. ერთმანეთს ყველაფრით ვეწყობით… გადაწყვიტა, რომ ჩემს დაბადების დღეზე ასე გავეხარებინე – ხელი მთხოვა. მოკლედ, 3-წლიანი ნაცნობობის და 1-წლიანი შეყვარებულობის მერე, ცოლად გავყევი (იღიმის).- როგორ მოიგო შენი გული?ძალიან დადებითი, ყველანაირად იდეალური ადამიანია. მანამდე შეყვარებული საერთოდ არ მყოლია – ჩემი პირველი სიყვარულია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. ჩემთვის ეს მართლა განსაკუთრებული გრძნობაა. ყველას ძალიან უკვირდა – რა? შეგიყვარდა? ძლივსო!.. უახლოეს დაქალებს, ოჯახის წევრებსაც ასეთი რეაქცია ჰქონდათ… ჩემი რჩეულის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან სხვებისგან გამორჩეულია ღირსებით, მამაკაცურობით, სერიოზულობით, პატიოსნებით… განსაკუთრებულად ამიტომ მოვიხიბლე.- ვინ არის შენი რჩეული?ჩემგან განსხვავებით, საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის – მგონი, ყველაზე მეტად ამით განვსხვავდებით, თუმცა ყველაფერში მხარს მიჭერს. მთავარია, ჩემი გემოვნებისაა, იდეალური ბიჭია და ღირსეული, კარგი ოჯახი ჰყავს. ისიც და მისი ოჯახიც ძალიან მიყვარს.

ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1714160921

VIDEO: ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს - ნახეთ, ემოციური კადრები

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს. „და მე ვთქვი, დიახ“, – წერს ლიზი და გამომწერებს ემოციურ კადრებს უზიარებს.ნახეთ კადრები: ⬇️ 

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1684609305

როგორ გამოიყურებოდა ლიზი ქონიაძე წლების წინ - ნახეთ ფოტოები

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს რეალითი შოუმ წარმატება ნამდვილად მოუტანა. ლიზი ფართო საზოგადოებამ გაიცნო და ახლა უკვე, სხვა შოუებშიც აქტიურად იწვევენ.ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ის წლების წინ.

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1682490084

ნახეთ, როგორ აღნიშნა ლიზი ქონიაძემ 21 წლის იუბილე (ფოტოები)

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, ლიზი ქონიაძე იუბილარია. როგორც ირკვევა, 21 წლის აღსანიშნავად ის მეგობრებთან ერთად იტალიაში, ქალაქ მილანში გაემგზავრა.

ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1682275760

„შეპყრობილი ვარ შენით...“ - რა საჩუქარი მიიღო ლიზი ქონიაძემ (ფოტოები)

ფოტომოდელმა და ინფლუენსერმა ლიზი ქონიაძემ ულამაზესი ვარდების თაიგული მიიღო საჩუქრად. ფოტოებს იგი გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს. „შეპყრობილი ვარ შენით... ყოველთვის ლამაზია...ბრწყინავ...“, - უწერენ გამომწერები კომენტარებში. 

ლიზი

ტაბლოიდი 1680200919

„ჩემი პირველი სიყვარული“ - ლიზი ქონიაძეს ავტომობილი აჩუქეს

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ავტომობილი აჩუქეს. ლიზიმ ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის პირველია. „ავტომობილი ოჯახის საჩუქარია, ყველამ ერთად ვიყიდეთ. ძალიან გახარებული ვარ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედი. დიდი ხანია, მინდოდა მანქანა მყოლოდა. კარგად ვმართავ, ძალიან კომფორტულად ვარ უკვე საჭესთან. სამი გამოცდა ჩავაბარე, ქალაქის, მოედანი და თეორია, შესაბამისად, კარგად შემომესწავლა (იცინის). ჩემი აზრით, კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ქალაქის გამოცდა დაამატეს. მართლა სხვანაირი გამოცდილებაა, თავად ხვდები, რა გელოდება.“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ლიზი ქონიაძე.

nazgaidze

ტაბლოიდი 1677872288

უცნობი გოგონა და გიორგი ნაზღაიძის გასაიდუმლოებული მოგზაურობა - ნახეთ, ფოტოები

გიორგი ნაზღაიძე ცივ მარტს თბილ ქვეყანაში ატარებს. თუმცა, მოგზაურობის ადგილს, პირველად ასაიდუმლოებს. ეს მხოლოდ ერთადერთი რამ არ არის, რასაც ის საჯაროდ არ ამხელს. სოციალურ ქსელში შეგნებულად არ დებს გარემოცვის ფოტოს. თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ორი ფოტო - გიორგისთან ერთად უცნობი გოგონა ისვენებს. ნაზღაიძეს ვერაფერი დავაცდენინეთ. ეს კი უკვე საეჭვოა. ჩვენი ინფორმაციით, კი ეს გოგონა ბიზნესვუმენია. მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.გიორგი "პრაიმტაიმთან" პატარა კომენტარს აკეთებს."არ ვამბობ, სად ვისვენებ. ბევრი კი მეკითხება, მაგრამ ვასაიდუმლოებ. ასევე ბევრი შეკითხვა მომდის, დავშორდი თუ არა ლიზი ქონიაძეს? კიდევ აქვთ ეჭვი, რომ განსაკუთრებით ვმალავ ახალ ურთიერთობას. მაგრამ იმედს გაგიცრუებთ, ძალიან პირადულზე არ ვსაუბრობ... ჩემს გარემოცვაზეც ვერაფერს გეტყვით," - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.