პრემიერმა ვახშამზე უმასპინძლა

პოლიტიკა • 1792692208

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 23 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

ირაკლი კობახიძე მიწვეულია მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს

პოლიტიკა • 1792663810

ირაკლი კობახიძე მიწვეულია მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ოფიციალური მიწვევა გაერო-ს წყლის კონფერენციაზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართება და ასევე მიწვევა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792658942

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.საუბარი შეეხო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა, რომ რეგულარული დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792652647

ირაკლი კობახიძე, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება.„თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, - აღნიშნულია პიტერ მადიარის ოფიციალურ მოსაწვევ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792588777

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ.ღონისძიების ფარგლებში ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ევროპის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.სამიტის მთავარი განსახილველი თემები იქნება ევროკავშირის გაფართოება და კანდიდატი ქვეყნები, ევროპის უსაფრთხოება და რეგიონული პროცესები, ევროკავშირის ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები.„ევრონიუსის“ ევროკავშირის გაფართოების სამიტი ბრიუსელში 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ირაკლი კობახიძე

საზოგადოება • 1792585477

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო, ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის, თამაშის საკუთარი სტილით, შეუპოვრობით სამუდამო კვალი დატოვა სპორტის ისტორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო. ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გამორჩეული პროფესიონალი და მებრძოლი ხასიათის ლიდერი, წარმატებით იცავდა როგორც ეროვნული გუნდის, ისე ქართული და უცხოური კლუბების ღირსებას. თამაშის საკუთარი სტილითა და შეუპოვრობით მან სამუდამო კვალი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ნემსაძის ოჯახს, ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792583387

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, გამოქვეყნებული ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები

ვფიქრობ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ ადამიანს შეუძლია ნახოს, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის.„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის აგენტურიდან, შესაბამისი მედიასაშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, თითქოს გაიფლანგა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები და ამის საპასუხოდ, ჩვენ პირობა გავეცით ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ ყველა ხარჯი თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ. საბოლოო ჯამში დგინდება, რომ ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, აქედან დახარჯეს მხოლოდ, დაახლოებით 722 000 ლარი. დანარჩენი თანხა, დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში. ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ წესით აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული. რაც შეეხება ამ 722 000 ლარს, ეს არის დეტალურად კომპონენტებად ჩაშლილი და რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი - მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს. ამა და ამ საკითხებზე, მაგალითად უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი, რომ თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს, შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის. ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო. ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციით უკვე მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცალსახაა პასუხი, თუმცა თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით არის თუ არა კიდევ კითხვის საფუძველი, ეს შეგიძლიათ დაადგინოთ. მაგალითად 400 ლარი რომ არის თითო სატრანსპორტო საშუალება გამოყოფილი, ხომ არ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი 350 ლარი.პირადად მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ. 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტისთვის კონკრეტული ტრანსპორტირებისთვის ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადახედოს საბაზრო ფასებს და დაადგინოს, არის თუ არა აქ რაიმე ჭარბი ხარჯი გაწეული.  თქვენ დარჩით ბოლო მოჰიკანი, ვისაც სჯერა, რომ სამი მილიონიდან 2 მილიონი 200 დააბრუნო უკან და მაინც მოიპარო ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792581132

ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ჯერ წაიკითხონ სარჩელი, შემდეგ გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები შინაარსთან დაკავშირებით

ყველამ კეთილი უნდა ინებოს, წაიკითხოს სარჩელი და თუ სარჩელში რამე ხელოვნურს ხედავს, ამაზე გააკეთოს კომენტარი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, წაიკითხონ შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და თუ ვინმე დაინახავს სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს გადაწყვეტილების ტექსტში, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ, სამართლებრივი კომენტარები გააკეთონ.„ყველა უნდა მოერიდოს ჩარევას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი. როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა, ბუნებრივია. სამართლებრივი პროცესია, მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს და როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულებას, ყველამ უნდა შეიკავოს თავი რაიმე წინასწარი კომენტარისგან. ყველას შეუძლია, როდესაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილება, წაიკითხოს გადაწყვეტილების შინაარსი, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს და როგორი შინაარსისაც და კეთილი ინებონ და მერე გააკეთონ კომენტარები. ოღონდ აქაც კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით და არა ზოგადად. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, უნდა წაიკითხოს შინაარსი. სარჩელზე არავინ საუბრობს, იქნებ რა წერია, არ წაუკითხავთ ეს სარჩელი, სარჩელზე კი არ საუბრობენ, ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ადამიანის უფლებებში არსებობს ასეთი ტერმინები – უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. უფლების შეზღუდვა არის ნებისმიერი რამე. როდესაც ადამიანი კაცს მოკლავს და მას იჭერ, მას უზღუდავ თავისუფლების ძირითად უფლებას. მთავარია, არ უნდა შეელახოს უფლება. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება, იყოს გამართლებული. შეზღუდვა თუ გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არის დაცული. ეს სახელმძღვანელოებში წერია, ასე ასწავლიან პირველ კურსზე ადამიანის უფლებებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებას. ისეთი მოუმზადებელი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომ ბატონი თევდორაშვილი ეგონა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო დანიშნული. სალომე ზურაბიშვილმა თან იმ დროს დანიშნა, როდესაც უკვე ლეგიტიმური იყო მათი გადმოსახედიდან, თორემ მანამდე ხომ არ იყო ლეგიტიმური და მერე გახდა ლეგიტიმური და როცა ლეგიტიმური იყო უკვე სალომე ზურაბიშვილი, მაშინ დანიშნა ბატონი თევდორაშვილი. ამიტომ, აქაც კი ნახეთ, რამხელა არაპროფესიონალიზმს და მოუმზადებლობას ავლენენ ეს ადამიანები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792580941

ირაკლი კობახიძე: ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირი ფორმით ვერ იქნება აღიარებული, ამ პოზიციას გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი

ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შეეხებოდა.კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792578935

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე სექცია მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია და კიდევ ერთხელ ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი.ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792578672

ირაკლი კობახიძე: ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული პროცესი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა, არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პარტიებს რეალურად რეიტინგიც არ აქვთ და თავად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი.„როდესაც ხალხს არ ელაპარაკები და გამუდმებით ელაპარაკები უცხოურ ძალებს, საკუთარ პატრონებს ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს კარგავ საზოგადოების ნდობას. იმ ნაწილის ნდობასაც კი, რომელიც მანამდე გენდობოდა. აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა. არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, დემოკრატიული სისტემა და ეს პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ამ მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792578575

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს

ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ეს წარმოაჩენს,  ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს.„რაც მოვისმინეთ, ამას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - განაცხადა პრემიერმა.

✕