კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პოლიტიკა 1788514882

კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.„ძალიან ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი მეგობრობის 26-საუკუნოვან ისტორიას. როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა არის განსაკუთრებული. ჩვენ მზად ვართ პარტნიორიბისთვის, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა საქმით, რომ არის სანდო პარტნიორი. ყურადღებით ვაკვირდებით აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მივესალმებით მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თუ ძალისხმევას. თქვენ იცით, რომ საქართველოც რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს ინტერესების განუხრელი დაცვა, რათა არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების სამიზნე. მიხარია, რომ სტუმრობთ ჩვენს დედაქალაქს და ვისურვებდი ახლო მომავალში ოჯახთან ერთად ესტუმროთ თბილისს “, - განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, მიშელ ბუსკილამ აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.„მსურს, თქვენამდე მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდება. ვხედავ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ჯანსაღი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. ჩვენს ხალხს ძალიან მოსწონს საქართველო. აქ ბევრი მათგანი ტურისტული მიზნით ჩამოდის და დაცულად გრძნობს თავს. ასევე, დიდია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რადგან თქვენთან ინვესტირება მარტივია და ბიზნესი არის დაცული,“- განაცხადა მიშელ ბუსკილამ.გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია დაესწრო.

რუსთაველის გამზირი

კულტურა 1788352980

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.„კულტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების კვლევის პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ“, - განაცხადა მიხეილ კიკნაძემ.საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი მერაბ ძნელაძე უძღვება. გათხრებში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ძირითადად, X–XII საუკუნეებით თარიღდება და შუა საუკუნეების თბილისის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არქეოლოგიური ფენის გამოვლენისთანავე, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1788345210

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან.როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე იმ კონკრეტული ფაქტით სპეკულირება, რომელიც ერთ-ერთი უფლებადამცველის გარდაცვალებას ეხება და რომელიც დადასტურებულია როგორც სუიციდი.„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განმარტება და კიდევ გავიმეორებ - ძალიან მიჭირს, რთულია და არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც საკითხი ყოფილ თანაგუნდელს ეხება, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს, და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. იგივე ეს კონკრეტული ფაქტი, რაც დადასტურებულად, სამწუხაროდ, არის სუიციდი, და ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია.კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ადამიანურად ვამბობ - ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად, ადამიანურად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი -ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობა“ - ქვეყნის მტრები, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია“, - განაცხადა კახა კალაძემ.ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გახდეს თუ არა ღარიბაშვილის ბოლო განცხადება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების საფუძველი, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიების საფუძველი ვერ გახდება განცხადება ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1788344821

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს ანტიქართული კამპანია, რომელში ჩართული პირები კონკრეტულ დავალებას ასრულებენ.„ჩვენ ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით. ესენი არიან ჩვეულებრივი ქვეყნის მტრები. არაერთხელ დავრწმუნდით ამაში, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ფაქტებით. ის, რაც 2008 წელს თავიანთი ბინძური პოლიტიკით გაუკეთეს ჩვენს სახელმწიფოს, ქართველ ხალს, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. გავიხსენოთ, თუნდაც ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით, როგორი რეაქცია ჰქონდათ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ქვეყნის მტრები არიან. ახლაც რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს ანტიქართული კამპანია. პირდაპირ კონკრეტულ დავალებას ასრულებენ.გავიხსენოთ ბარამიძის განცხადება, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენა და ძალიან მძიმე ბრალდება წაუყენა. იგივე გვარამიას განცხადება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, პარალელების გავლება ყარაბაღთან და ასე შემდეგ. აფხაზეთს და ოკუპირებულ ტერიტორიებს ზოგადად ეს ადამიანები რაღაც ტრავმად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ვისაც ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი უყვარს, ნებისმიერი ადამიანისთვის მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე კომენტარი

პოლიტიკა 1788344682

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად

ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია - ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციამ, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას.მისი თქმით, მძიმე სანახავია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთ ხმაში საუბრობს.„იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული, სამწუხაროდ, სუიციდი - ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ, ადამიანურად ვამბობ: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად.შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ, მიჭირს ამაზე საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო - ერთხმად ლაპარაკობს ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1788344013

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომელიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს.ფაქტის გამოვლენისთანავე, აღნიშნულ არეალში თბილისის მერიის მიერ დაუყოვნებლივ შეჩერდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკითხის შესახებ ეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მათივე რეკომენდაციის საფუძველზე, ისტორიული ძეგლის შესწავლის მიზნით, არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა.„რუსთაველის გამზირის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რა დროსაც ადგილზე არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მაშინვე შევაჩერეთ რეაბილიტაცია და არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. საუბარია X-XI საუკუნეების აღმოჩენებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დაველოდებით შესაბამისი სამუშაოების დასრულებას. სხვა მონაკვეთებს რაც შეეხება, გამზირზე პირველი, რაც კეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაა იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინფრასტრუქტურამ ათეულობით წელს გაუძლოს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. არქეოლოგიური აღმოჩენის გამო მხოლოდ ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული სამუშაოები, თუმცა ძალიან სწრაფად მუშაობენ. ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება. თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, ამაზეც ვისაუბრებთ. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, მომართვა არ გვქონია. გამზირზე ფეხით გადაადგილება არ არის შეზღუდული, თუმცა თუ ბიზნესსექტორს აქვს შეხვედრის სურვილი, მზად ვართ, შევხვდეთ. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კვლევით სამუშაოებს პროფესორი და არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგები ახორციელებენ. სპეციალისტები აღმოჩენილ არტეფაქტებს შეისწავლიან, კვლევების დასრულების შემდეგ კი, მასალა სათანადოდ დამუშავდება, პირვანდელი სახით აღდგება და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება.ისტორიული ადგილი, რომელიც თავის დროზე ე.წ. აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენდა, ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, რადგან გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ქალაქის შუა საუკუნეების ცხოვრების, ხელოსნობისა და ურბანული განვითარების შესახებ არსებული ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.ადგილზე ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ვარაზი

დედაქალაქი 1788335846

ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა

ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელის განთავსება.„ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა. დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გზის განახლება მიმდინარეობს, ეწყობა ტროტუარი და იგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებების და განათების ქსელის მოწყობაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი და ჩვენ დავპირდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მთლიანად მოვაწესრიგებდით. შესაბამისად, პროექტი ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის ქუჩა

დედაქალაქი 1788334861

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს.„სამუშაოების შედეგად, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.როგორც მერმა აღნიშნა, კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.

ნაგავმზიდი

დედაქალაქი 1788334687

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, რაც მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.„დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ჩვენ საზოგადოებას მიმდინარე წლის მარტში უკვე წარვუდგინეთ 22 ერთეული ახალი, სპეციალიზებული ტექნიკა, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს დაემატა 38 ერთეული ნაგავმზიდი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს, დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის ტექნიკით.

ვერე

დედაქალაქი 1788334541

მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა

მდინარე ვერეს კალაპოტში, მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით,  მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს შეუფერხებელ გატარებას გაზრდილი წყალნაკადის პირობებში.„თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატურად ახორციელებენ მომატებული რისკების შემცველი ტერიტორიებისა და ობიექტების მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სამუშაოები. ამჯერად, მდინარე ვერეს კალაპოტში, მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები. კერძოდ, ამონაყრისგან განთავისუფლდა კალაპოტის ორივე მხარეს, ფერდობებზე მოწყობილი 200 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კონსტრუქცია (გაბიონი), ასევე, გაიკაფა უშუალოდ კალაპოტში გაზრდილი ჭალა, რათა მდინარეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს, ასევე, მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს.

კახა კალაძე

საზოგადოება 1788334540

კახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს

რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია.„სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვდათ ვიდეოები, სადაც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია. სრული პასუსუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი – რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.„ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ, აღნიშნული შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ხალხი

საზოგადოება 1787760846

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.დედაქალაქის მთავარი გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების ალტერნატიული სქემის მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.კერძოდ, ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იქნება საუკეთესო პროექტი, რომლითაც ყველა იამაყებს, თუმცა მანამდე საჭიროა, დედაქალაქის მოსახლეობა მოთმინებით მოეკიდოს სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტს.„რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება, ასევე, ვისაუბრე რუსთაველის გამზირის მნიშვნელობაზე – მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა და რა პრობლემებია მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რასაც ახლავს ძალიან დიდი დისკომფორტი, განსაკუთრებით გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, ხმაური და მტვერი, რაც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება სხვანაირად აბსოლუტურად შეუძლებელია. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იყო, რომ ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ ნოემბრის ბოლომდე და მერწმუნეთ, როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება, ეს იქნება საუკეთესო პროექტი და ყველა ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, გადაადგილების დროებითი სქემის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლებისთვის, შესაბამისად, ვიდეორგოლის სახით ის სოციალური პლატფორმების გარდა, ტელევიზიითაც გავრცელდება იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სიახლეებთან დაკავშირებით.რაც შეეხება მოძრაობის დროებით სქემას, პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.გარდა ამისა, ბესიკის ქუჩის მონაკვეთი, კერძოდ, ჟვანიას ქუჩის კვეთიდან შევჩენკოს ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი, ასევე, ცალმხრივი მოძრაობა იქნება შევჩენკოს ქუჩაზე, ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით; ლერმონტოვის ქუჩაზე გადაადგილება კვლავ ცალმხრივი იქნება, თუმცა შეცვლილი მიმართულებით – შესაძლებელი ხდება ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის ქუჩის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე მოხვედრა.თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა შესაძლებელი იქნება ორი ძირითადი მიმართულებით. კერძოდ, მძღოლები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გადავლენ ჟვანიას ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებენ ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებისკენ. ასევე, როგორც ჭონქაძის, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან გადავლენ მთაწმინდის ქუჩაზე და არსენას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს.შევჩენკოს ქუჩიდან მარხნივ მოხვევით უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების საშუალებით, საიდანაც მძღოლები ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებით დაუკავშირდებიან ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩებს, ასევე თავისუფლების მოედანს; მთაწმინდის ზედა ქუჩებზე მოხვედრა დასაშვები იქნება 9 აპრილის ქუჩიდან არსენას ქუჩის გავლით.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.