ეროვნული გამოცდები

საზოგადოება 1687448660

როცა შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებს - ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

აბიტურიენტების გულშემატკივართა რიგებში ხშირად ვხვდებით გამოხატულად აღელვებულ მშობლებს, თუმცა პირიქითაც ხდება. მოიძებნებიან ისეთებიც, ვინც ერთი შეხედვით მშვიდად ტოვებს შვილს საგამოცდო ცენტრთან და შემდეგ საკუთარ საქმეებზე მიდის. რასაკვირველია, როგორც სხვა, ისე არც ამ ქცევებშია მარტივი ოქროს შუალედის პოვნა.EDU.ARIS.GE, ჩვენი რესპონდენტის დახმარებით, სწორედ ამ წონასწორობის პოვნას გაგიმარტივებთ.  მოზარდთა და ზრდასრულთა განვითარების ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა თანმიმდევრულად და დეტალურად გვიხსნის, როგორი უნდა იყოს მშობლის ჯანსაღი ქცევა საგამოცდო დღეს და რა შეცდომები არ უნდა დაუშვას თუ სურს, რომ შვილის საგამოცდო შედეგებზე დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს და არა, პირიქით.როგორ უნდა გამოიყურებოდეს მშობლის ქცევა გამოცდის დღეს?– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული გამოცდები მოზარდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. როდესაც ისინი ემშვიდობებიან სკოლას, ბავშვობას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. ამ დროს კი, მათ ყველაზე მეტად მშობლების იმედების ვერ გამართლების შიში აქვთ. ეს ყველაფერი მათთვის ძალიან სტრესულია და ამიტომ, მშობლების მხრიდან აუცილებელია საკუთარი შვილების უპირობო პოზიტიური მიმღებლობა, მათი აღიარება, ნდობა და მხარდაჭერა. გამოცდების დღეს, მშობლებმა მაქსიმალურად უნდა შექმნან აბიტურიენტისთვის სასურველი, კომფორტული, მშვიდი, პოზიტიური გარემო და განწყობა. უნდა გაუღიმონ, მოეფერონ, ჩაეხუტონ, ანუგეშონ, გაამხნეონ და წაახალისონ შვილები. უნდა აგრძნობინონ, რომ მათ გვერდით არიან და არაფრის ეშინოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ, რაც ყველაზე მთავარია – მშობლებმა შვილების სურვილები უნდა გაითვალისწინონ!– როგორ ამოვიცნოთ მშობლის ჯანსაღი და არაჯანსაღი ქცევა?– ხშირად, მშობლები თავიანთი აუხდენელი ოცნებების ასრულებას შვილებისთვის ცდილობენ და გადაწყვეტილებებსაც მათ ნაცვლად იღებენ. მაგალითად, თავად ირჩევენ იმ უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების სიას, სადაც სურთ, შვილმა ისწავლოს, ბავშვებს კი არჩევანის საშუალებას არ აძლევენ. თავად უგეგმავენ ყველაფერს, რაც სწორი არ არის. ეს მშობლის მხრიდან არაჯანსაღი ქცევა და დამოკიდებულებაა ბავშვისადმი. არაჯანსაღია ისიც, როდესაც მშობელი ძალიან ზედმეტად განიცდის, მთელი ოვაციებით დგას საგამოცდო ცენტრის წინ და არკვევს რაღაც-რაღაცებს. ჯანსაღია ქცევა, როდესაც ის არჩევანის საშუალებას უტოვებს ბავშვს, არ ერევა მის გადაწყვეტილებებში. უბრალოდ, ყველანაირად დგას მის გვერდით, მიყვება მის სურვილებს და ხელს უწყობს მათ რეალიზებაში.– რა შეცდომები არ უნდა დაუშვას მშობელმა გამოცდის დღეს?– პირველ რიგში, მშობლებმა შვილები გამოცდის წინა დღეს უნდა დაასვენონ. გამოცდის დღეს დაივიწყონ ნებისმიერ თემაზე საყვედური, ნუ მიაწვდიან უარყოფით ინფორმაციას და ნუ შეუქმნიან ნეგატიურ განწყობას ან გარემოს. არ შეადარონ სხვებს. მნიშვნელოვანია, მშობელმა არ აგრძნობინოს შვილს მისდამი უნდობლობა და მაქსიმალურად თავი შეიკავოს საკუთარი მღელვარებისა და შფოთის გამოხატვისგან აბიტურიენტის თანდასწრებით.– აუცილებელია შვილს გამოცდაზე თან გავყვეთ, ან როგორ ვიქცევით თუ მარტო წასვლას გადაწყვეტს?– ეს ინდივიდუალურია. ზოგიერთ აბიტურიენტს ურჩევნია, მარტო იყოს და გარეთ არავინ ელოდებოდეს, ზოგიერთ აბიტურიენტს კი ძალას მატებს ის, რომ მისი მშობლები იქნებიან თუ მეგობრები, გარედან გულშემატკივრობენ. საბოლოო ჯამში, ეს მაინც აბიტურიენტის გადასაწყვეტია და თუ ის მშობლებს სთხოვს, რომ მარტო ურჩევნია, გაუწიეთ ანგარიში და ამაზე ადეკვატური რეაქცია გქონდეთ. რაც შეეხება სიტუაციას, როცა შვილი გამოცდაზე მარტო იმყოფება, აქ მთავარია თქვენი თავის კონტროლი შეძლოთ. მაგალითად, ნუ დაურეკავთ ყოველ წამს ამბის გასაგებად. ასეთ დაძაბულ დროსაც კი, მშობელმა გონების, ტვინის გადართვა და კონცენტრაცია სხვა რამეზე უნდა მოახერხოს. იფიქრეთ პოზიტიურად და განეწყვეთ დადებითად; გქონდეთ თქვენი შვილის იმედი და რაც შეიძლება მშვიდად დაელოდეთ გამოცდის დასრულებას.– ფრაზები, რომელიც შვილს გამოცდის დღეს უნდა ვუთხრათ, რათა შედეგებზე დადებითად ვიმოქმედოთ და არა პირიქითსასურველია, ეს ფრაზები, რომლებსაც ახლა მე გავაჟღერებ ხშირად ვუთხრათ შვილებს, ასეთ მომენტებში კი მათ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვთ:„მე შენ მიყვარხარ“ნუ იფიქრებთ, რომ შვილებმა ისედაც იციან თქვენი სიყვარულის შესახებ. მილიონჯერ უნდა გაუმეოროთ თქვენს ბავშვებს, რომ გიყვართ ყველაფრის მიუხედავად; მაშინაც, როცა გაბრაზებული ხართ ან მისგან შორს ხართ. აგრძნობინეთ, რომ თქვენი სიყვარული ყოველთვის მათთანაა.„მე ვამაყობ შენით“ხშირად უთხარით შვილებს, რაოდენ ძლიერ ამაყობთ მათით. ამ დროს ბავშვი თავდაჯერებული და ზომიერად ამბიციური ხდება. ასე უყალიბდება მაღალი თვითშეფასება, რომელსაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე იყენებს.„ეს შენი პასუხისმგებლობაა“. შვილებს ყოველთვის უნდა მისცეთ საშუალება, რომ მან საკუთარი გამოცდილება მიიღოს. წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიური საფუძველი ბავშვობაში მიღებული გამოცდილებაა.„შენ ყველაფერს შეძლებ”თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს მომავალში საკუთარი ადგილის პოვნა გაუადვილდეს, ეს ფრაზა ხშირად უთხარით. როგორც ფსიქოლოგები აღვნიშნავთ ხოლმე, ამ გულწრფელ შეძახილს ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა შეუძლია.ასევე ნახეთ:VIDEO: ირაკლისა და კრისტის დაპირისპირება და ატირებული მერიემი - რა მოხდა პროექტში,,პრაიმ ჰაუსი" ინფორმაციას ავრცელებს,,სად იქნებოდა, თუ არა..." - ნახეთ, ხვიჩას და ნიცას რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელშიVIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა

ხორცი

საზოგადოება 1687440262

,,ტრიქინელოზის შემთხვევა დადასტურდა" - თბილისში ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. აღნიშნულთან დაკავშირებით სესი განცხადებას ავრცელებს.„სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ, იურიდიული მისამართი: გორის რაიონი, სოფელი ფლავისმანი; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ივერთუბნის 131), სადაც, პაციენტის განცხადებით, რეგულარულად ყიდულობდა ღორის ხორცს.სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტიდან აიღო ღორის ხორცის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.ასევე ნახეთ:VIDEO: ირაკლისა და კრისტის დაპირისპირება და ატირებული მერიემი - რა მოხდა პროექტში,,პრაიმ ჰაუსი" ინფორმაციას ავრცელებს,,სად იქნებოდა, თუ არა..." - ნახეთ, ხვიჩას და ნიცას რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელშიVIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა

სტიქია

საზოგადოება 1687439791

VIDEO: ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა - კადრები ადგილიდან

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ზუმში რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის გამო ღელე ადიდდა.ადიდებული წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა ქალაქ ჯვარში.ქალაქის ცენტრში მეხი დაეცა მრავალწლოვან კედრის ხეს, რის გამოც გაბუნიას და რუსთაველის ქუჩებზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხებული იყო.ასევე ნახეთ:VIDEO: ირაკლისა და კრისტის დაპირისპირება და ატირებული მერიემი - რა მოხდა პროექტში,,პრაიმ ჰაუსი" ინფორმაციას ავრცელებს,,სად იქნებოდა, თუ არა..." - ნახეთ, ხვიჩას და ნიცას რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელშიVIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა

 ჩვილი

საზოგადოება 1687438871

ოზურგეთის კლინიკაში გოლიათი ბიჭი დაიბადა - ფოტო

ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გოლიათი ბიჭუნა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციასოციალურ ქსელში გავრცელდა.დუდა გურული 5,500 კილოგრამია.ასევე ნახეთ:VIDEO: ირაკლისა და კრისტის დაპირისპირება და ატირებული მერიემი - რა მოხდა პროექტში,,პრაიმ ჰაუსი" ინფორმაციას ავრცელებს,,სად იქნებოდა, თუ არა..." - ნახეთ, ხვიჩას და ნიცას რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელშიVIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა

ნაზღო

ტაბლოიდი 1687436437

VIDEO: „დაელოდე პასუხს...“ - კრისტი სანქციის მოლოდინშია

პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი დასასრულს უახლოვდება. პროექტის მონაწილეებს შორის დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს.გადაცემის პრომოდან ვიგებთ, რომ კრისტი სანქციის მოლოდინშია. მან როგორც ჩანს პროექტის დავალება არ შეასრულა. „პასუხს პარასკევს წვეულების მერე გავიგებთ“,- ამბობს გიორგი ნაზღაიძე. ნახეთ ვიდეო:ასევე ნახეთ:VIDEO: ირაკლისა და კრისტის დაპირისპირება და ატირებული მერიემი - რა მოხდა პროექტში,,პრაიმ ჰაუსი" ინფორმაციას ავრცელებს,,სად იქნებოდა, თუ არა..." - ნახეთ, ხვიჩას და ნიცას რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელშიVIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა

ნიცა კვარა

სპორტი 1687432816

,,სად იქნებოდა, თუ არა..." - ნახეთ, ხვიჩას და ნიცას რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ახალი ფოტო ვრცელდება.როგორც ჩანს, ფეხბურთელი გუშინდელ მატჩს საცოლესთან ერთად დაესწრო. "სად იქნებოდა დღეს, თუ არა დინამოზე?!მექვაბიშვილმა თქვა გუშინ, კვარა სულ გვეკონტაქტება, გვამხნევებს ბიჭებს და ჩვენთან ერთად არისო.ჩვენთან ერთად აღნიშნა დღეს პირველი გამარჯვებაც",- წერს MatchDay.ასევე ნახეთ:VIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა„ტვინი ვეღარ აღიქვამდა საფრთხეს, გული შენელებული მქონდა და მეგონა მოვკვდებოდი“ - რას ჰყვება ცნობილი მსახიობების შვილი გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემაზეთი მაჭავარიანის კომენტარი მის ორსულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ირუ ხეჩანოვი

საზოგადოება 1687299528

VIDEO: პირველობისთვის ბრძოლა და მენტალური პრობლემები - ირუ ხეჩანოვის გულახდილი აღიარება

პირველობისთვის ბრძოლამ მენტალური პრობლემების წინაშე დაგაყენათ? - ეს კითხვა, მომღერალ ირუ ხეჩანოვს გადაცემა,  „სიცრუის დეტექტორში“ დაუსვეს.„აბიტურიენტობის პერიოდში დამემართა, მანდაც სულ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახისთვის ყველაფერი საუკეთესოდ გამეკეთებინა, რომ ეამაყათ მთელი ცხოვრება ჩემით. აქედან გამომდინარე ჩემს თავს ზედმეტად ვთრგუნავ და ბევრს ვთხოვ, სულ უკმაყოფილო ვიყავი. ახლა ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. დამემართა პანიკური შეტევები, სუნთქვის უკმარისობა მქონდა, უფუნქციო ვიყავი. ამდენი მოთხოვნებიდან გამომდინარე დამემართა შფოთვითი აშლილობა. ფსიქიატრი დამჭირდა, ძალიან ცოტახანია რაც წამლებს თავი დავანებე“,- ამბობს ირუ ხეჩანოვი. ნახეთ ვიდეო: ასევე დაგაინტერესებთ:👉 PHOTO: როგორია გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა👉 ნათია თოდუას ოჯახური იდილია ბათუმში - ნახეთ, პატარა ჰუგოს ფოტოები

ხუჯაძე

ტაბლოიდი 1687253280

„შედევრი“ - დათო ხუჯაძე ქალიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელის მომხმარებლებს საკუთარი შვილის ფოტოებს ხშირად უზიარებს. ახლაც, მომღერლის გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საოცარი სილამაზით გამორჩეულმა ილამ ბევრი მოწონება და კომპლიმენტი დაიმსახურა.ცნობისთვის, დათო ხუჯაძე მამა გასული წლის იანვარში გახდა.  მომღერლისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილია. ხუჯაძეს პირველი ქორწინებიდან ასევე ქალიშვილი, მელანო ჰყავს.ასევე ნახეთ:⇒ VIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა⇒ თი მაჭავარიანის კომენტარი მის ორსულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე⇒ „ახლახან აღმოვაჩინე, რომ ყველგან „სოფი ლორენის სარძლოდ“ ვარ მოხსენიებული, არადა...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს მარიამ შარმანაშვილი

ირუ

ტაბლოიდი 1687249302

VIDEO: „არ გამიმართლა...“ - ირუ ხეჩანოვის თქმით, დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა

ირუ ხეჩანოვი 22 წლის მომღერალია, რომელმაც საქართველოს "ევროვიზიაზე" წარდგენის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა.ირუ მანამდე ჯგუფ „ქენდის“ წევრი იყო და 2011 წელს მონაწილეობას საბავშვო "ევროვიზიაზე" იღებდა, სადაც გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს წარმომადგენელი, ირუ ხეჩანოვი ,,ევროვიზია 2023-ს" გამოეთიშა.ირუ გადაცემა, „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო და გულახდილად ისაუბრა. „აღმოგიჩენიათ, რომ დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემოგრჩათ?“- კი პასუხობს ირუ.„ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ არ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. არ გამიმართლა... ისე მოხდა, რომ ბევრი მეგობარი არ შემომრჩა... ძალიან გადაყოლა ვიცი ადამიანებზე, ხშირად მქონდა ის მომენტი, რომ მათგანაც ველოდებოდი მსგავს მიდგომებს“,- ამბობს ირუ ხეჩანოვი. ნახეთ ვიდეო:ასევე დაგაინტერესებთ:👉 VIDEO: დაუჯერებელი კადრები დიდი დიღმიდან - რა ხდებოდა წვიმის დროს ქუჩებში👉 „ტვინი ვეღარ აღიქვამდა საფრთხეს, გული შენელებული მქონდა და მეგონა მოვკვდებოდი“ - რას ჰყვება ცნობილი მსახიობების შვილი გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემაზე👉 თი მაჭავარიანის კომენტარი მის ორსულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ევროვიზია

კულტურა 1683999240

დღეს ევროვიზიის ფინალია

დღეს ევროვიზია 2023-ის ფინალი გაიმართება.ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი - მეორე ნახევარფინალიდან გაირკვა.წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.კონკურსის წესის მიხედვით, დიდი ხუთეულის ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა პირდაპირ გადადიან ფინალში.ცნობისთვის, საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი მეორე ნახევარფინალის მონაწილე იყო, თუმცა ფინალში გადასვლა ვერ შეძლო.ამ დრომდე უცნობია, მიმართავს თუ არა ფინალურ კონცერტს ვიდეომიმართვით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, კონკურსს ინგლისი მასპინძლობს.

ირუ

შოუბიზნესი 1683839408

ირუ ხეჩანოვი ,,ევროვიზია 2023-ს" გამოეთიშა

საქართველოს წარმომადგენელი, ირუ ხეჩანოვი ,,ევროვიზია 2023-ს" გამოეთიშა. ირუ ხეჩანოვმა კონკურსზე საქართველო მე-11 ნომრად წარადგინა.მეორე ნახევარფინალური კონცერტი ლივერპულში გაიმართა.,,ევროვიზია 2023-ის" ფინალი 13 მაისს გაიმართება.

ირუ ხეჩანოვი

შოუბიზნესი 1683835811

VIDEO: ,,საქართველო, მიყვარხარ!" - ირუ ხეჩანოვის შთამბეჭდავი გამოსვლა „ევროვიზიაზე"

მომღერალმა ირუ ხეჩანოვმა „ევროვიზია 2023-ზე" საქართველო მე-11 ნომრად წარადგინა.მეორე ნახევარფინალური კონცერტი ამ წუთებში ლივერპულში მიმდინარეობს.ნახეთ, ირუს შთამბეჭდავი გამოსვლა: