პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს ევროვიზია 2023-ის ფინალი გაიმართება.
ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი - მეორე ნახევარფინალიდან გაირკვა.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.
კონკურსის წესის მიხედვით, დიდი ხუთეულის ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა პირდაპირ გადადიან ფინალში.
ცნობისთვის, საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი მეორე ნახევარფინალის მონაწილე იყო, თუმცა ფინალში გადასვლა ვერ შეძლო.
ამ დრომდე უცნობია, მიმართავს თუ არა ფინალურ კონცერტს ვიდეომიმართვით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, კონკურსს ინგლისი მასპინძლობს.