თი მაჭავარიანის შეყვარებული

ტაბლოიდი 1726602665

VIDEO: „მე და გიორგიმ ერთმანეთი 2019 წელს გავიცანით...“ - თი მაჭავარიანი შეყვარებულზე საუბრობს

ბლოგერმა თი მაჭავარიანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეყვარებული გამოაჩინა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.მისი რჩეული „ჰოთქარდის“ დამფუძნებელი, გიორგი ჭავჭანიძეა.მოგვიანებით, თიმ გამომწერების კითხვებს უპასუხა, სად და როგორ გაიცნო მან რჩეული.ვრცლად ↓

თი მაჭავარიანი

ტაბლოიდი 1724355373

თი მაჭავარიანი მიმართვას ავრცელებს

ბლოგერ თი მაჭავარიანის გამოჩენას შეყვარებულთან ერთად დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი არჩევანს უწონებს, ხოლო ნაწილმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მოგვიანებით, თიმ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ განცდებზე წერს.ასევე ნახეთ:„გული მიგრძნობს, ეს ისაა, ვისაც დიდი ხანი ელოდი...“ - ცნობილია, ვინ არის თი მაჭავარიანის რჩეული

თი მაჭავარიანის შეყვარებული

ტაბლოიდი 1724182666

„გული მიგრძნობს, ეს ისაა, ვისაც დიდი ხანი ელოდი...“ - ცნობილია, ვინ არის თი მაჭავარიანის რჩეული

თი მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში რჩეულთან გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინფლუენსერის შეყვარებული „ჰოთქარდის“ დამფუძნებელი, გიორგი ჭავჭანიძეა.ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თის არჩევანს უწონებენ.„ასე 2 ადამიანი ერთმანეთს უხდებოდეს, არ მინახავს...“; „თითქოს ესპანური სერიალიდან გადმოხვედით ...“;  „თვალი არ გეცეს ლამაზო, სულ ასეთი ბედნიერები მენახეთ...; გული მიგრძნობს, ეს ისაა, ვისაც დიდი ხანი ელოდი“ - წერენ კომენტარებში.           View this post on Instagram                       A post shared by Ti Machavariani (@ti_machavariani)

თი მაჭავარიანი

ტაბლოიდი 1718566710

თი მაჭავარიანი მიმართვას ავრცელებს

თი მაჭავარიანი მიმართვას ავრცელებს.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და გამოვლილი. ვიცი ძალიან კარგად რა შეგრძნებებს იწვევს ქალში, გოგოში. მინდა კიდევ ერთხელ დაგელაპარაკოთ ამ თემაზე რადგან მოხდა რაღაც ისეთი ფაქტი, მე არ შემეხო, მაგრამ მომიწია ამ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი. ამან რაღაცნაირად მიბიძგა, რომ თქვენ უნდა დაგლაპარაკებოდით. ეს არის საკითხი რომელიც ყველაზე ახლოს მიმაქვს გულთან.ხმა მიკანკალებს, მეორე დღეა ამ თემას ვატრიალებ ტვინში. მოკლედ ძალადობას მინდა შევეხო. როდესაც მამაკაცი გამოხატავს აგრესიას უშუალოდ თქვენს მიმართ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის მოძალადეა. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტიპის მოძალადეა. სამწუხაროდ საქართველოში კაცების უმეტესობა, რომელიც არის მოძალადე, ჯერ ერთი, იმას არ აღიარებს, რომ მოძალადეა და მერე კიდევ, რომ უთხრა, რომ სამკურნალოა და ამას უნდა მიხედოს შეიძლება რაღაც სავალალო შედეგს მიაღწიოთ...გუშინ სტეფანეს კონცერტი იყო და მაომ თავისი სიმღერა იმღერა ძალადობაზე და ფემიციდზე. უშუალოდ კონცერტზე მოხდა რაღაც ინციდენტი. ნებისმიერი სახის ძალადობა არის ძალადობა და აუცილებლად პროგესს განიცდის. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ მამაკაცის მხრიდან თქვენზე ძალადობა“, - ამბობს მიმართვაში თი მაჭავარიანი.

თი მაჭავარიანი

ტაბლოიდი 1718109127

„ცხოვრებაში პირველად...“ - რა ხდება თი მაჭავარიანის პირად ცხოვრებაში

მას შემდეგ, რაც თი მაჭავარიანის ქორწინება განქორწინებით დასრულდა, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ შეკითხვას იღებს. ამჯერადაც, მის ინსტაგრამ გამომწერებს აინტერესებთ, არის თუ არა შეყვარებული და ზოგადად, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. ბლოგერის და ინფლუენსერის პასუხი ასეთია:„პირადი არის ერთადერთი რაღაც, მე მგონი, ცხოვრებაში პირველად, რომლის დალაგებაც არ მიწევს და ნერვები არ მეშლება. პირადი ძლივს დალაგდა, დანარჩენს, ყველაფერს ერთად ვუმკლავდები. გრანდიოზული, ისეთი არაფერი ხდება, რომ თქვენ ამის შესახებ გაიგოთ. რომც მოხდეს და სერიოზული ტიპის ურთიერთობა დავიწყო, ძალიან, ძალიან ცოტა არის იმის შანსი, რომ ეს გავასაჯაროო. პირადი იქნება ალბათ ის თემა, რომელსაც დავტოვებ 100%-ით პირადად და არ გავაზიარებ. იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პირადს ვაზიარებდი, ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა. მირჩევნია, აღარავის არაფერი მოვუყვე და დავტოვო ჩემ და იმ ადამიანს შორის, ვისთანაც მექნება ურთიერთობა,“ - თქვა მაჭავარიანმა. 

თი მაჭავარიანი

ტაბლოიდი 1717064588

VIDEO: „ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია...“ - რას ამბობს თი მაჭავარიანი ორსულობის შესახებ

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი გამომწერების კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, ხშირად იღებს კითხვებს, არის თუ არა ფეხმძიმედ.„ეს კითხვა ყოველთვის აქტუალური როგორ არის... ვინმე მყავს?! არავინ მყავს?! მარტო ვარ?! გათხოვილი ვარ?! სულ იწერება, ყოველთვის... ორსულად არ ვარ, არც ვაპირებ...“, - ამბობს თი მაჭავარიანი.ვრცლად ↓

თი მაჭავარიანი

ტაბლოიდი 1713018050

„როგორ მინდა ვამხილო, პირადში რაებს მწერენ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს თი მაჭავარიანი

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ამხელს, რომლებიც მას აწუხებენ.„როგორ მინდა ხანდახან ამაზრზენად გარყვნილი ტიპები ვამხილო, რაებს მწერენ პირადში... ქალები მეცოდებიან ასეთი „კაცების“ ხელში. „მიტყდება“, რომ ჩემს ქვეყანაში დაიბადეთ და ცხოვრობთ,“ - წერს მაჭავარიანი.

იტაკლიის პოლიცია

მსოფლიო 1710367298

პოლიციამ ახალშობილებზე სექსუალური ძალადობის ვიდეოები აღმოაჩინა - დაკავებულია ხუთი პედოფილი

ხუთიდან ერთ-ერთი მონსტრი ორი წლის განმავლობაში ძალადობდა სამ პატარა გოგონაზე. ორი წლის განმავლობაში ის ტკბებოდა ტერორით, რითაც დაიმორჩილა ორი მათგანი, რომლებიც მასთან დაკავშირებული იყვნენ ოჯახური კავშირებით და მესამე - მეგობრის ნათესავი იყო. ლომბარდია აშფოთებულია ბავშვთა პორნოგრაფიის საქმით. ეს არის ზუსტად ის საშინელება, რომელიც აღმოაჩინა მილანის პოლიციამ, როდესაც დააკავა დანაშაულში მხილბეული ხუთი პედოფილი.აგენტებმა ჩაატარეს 21 ჩხრეკა კომოს, ლოდის, მონცა ბრიანცას, მილანის, პავიასა და ვარესეს პროვინციებში.დაკავებულები ფლობდნენ დიდი რაოდენობით ბავშვთა პორნოგრაფიას და ოპერაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ონლაინ ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტურად აჩვენა, თუ როგორ აწარმოებდა ხუთი პედოფილი მასალას, რომელიც უბიძგებდა ძალიან ახალგაზრდებს, თუნდაც შვიდი-რვა წლის ასაკში, ჩაეტარებინათ სექსუალური აქტები, სტრიმინგის საშუალებით.წარმოუდგენელია, ის, რაც დაკავებულების კომპიუტერების გამოკვლევებმა გამოავლინა.პედოფილები ახალშობილებსაც არ ინდობდნენ. პოლიციელები წააწყდნენ სექსუალური ძალადობის ვიდეოებს, სადაც სექსუალური ძალადობა ხდებოდა ყველაზე პატარაზე, ყველაზე დაუცველზე.კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახალშობილებზე...გამოძიება შესაძლებელი გახდა საერთაშორისო პოლიციის სტრუქტურებთან თანამშრომლობით. - წერს იტალიური მედია.ასევე ნახეთ:„ჩემი საქმე და შემოსავალი არ არის სტაბილური და ამხელა რისკზე მივდივარ...“ - თი მაჭავარიანი14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

თი

ტაბლოიდი 1710358642

„ჩემი საქმე და შემოსავალი არ არის სტაბილური და ამხელა რისკზე მივდივარ...“ - თი მაჭავარიანი

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დილემის წინაშეა. „ხშირად მაქვს განცდები, ფიქრები და ეჭვები რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, ამას ისიც ემატება რომ ტიპიური სასწორი ვარ და “აზრზე არ ვარ რა მინდა, ხან ვიცი, ხან - არა”, თუმცა, როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, უკან აღარ ვიხევ და ბოლომდე მივყვები.. პროცესია რთული…ეს გადაწყვეტილება კი, რაზეც მაქვს საუბარი და უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, ეხება ჩემს კარიერას..პროფესიას.. სრულად მიცვლის ცხოვრების ტრაექტორიას და მეშინია..ახლაც კი…დილემა კი შემდეგი იყო:ვაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და მეტი რესურსი და ფინანსები ჩავდო ამ კუთხით ჩემს განვითარებაში,თუმოვაკლო დრო, ფინანსები, ენერგია, ყურადღება, რესურსები იმ ყველაფერს რასაც ახლა ვაკეთებ, გავრისკო და დავიწყო იმის კეთება, რაც უზომოდ მინდა, ძალიან დიდი ხანია…მაშინ როდესაც ჩემი საქმე და შემოსავალი არ არის სტაბილური და ამხელა რისკზე მივდივარ ჩემს ასაკში, 3 შვილით, უზარმაზარი ვალდებულებებით, თითქოს ძალიან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან.. მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ გაჭედილი ვარ და ასე ყოფნა არ მომწონს.. მინდა განვითარება, სიახლე, იმ საქმის კეთება სადაც რეალურად ვხედავ ჩემს თავს.. და თან ჩემი დასრულებული ურთიერთობის შემდეგ, ძალიან ამეწია სტანდარტები ცხოვრებაზეც და საკუთარ თავზეც...“, - წერს თი მაჭავარიანი. ასევე დაგაინტერესებთ:სესხზე პროცენტი მცირდება - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებალელიანის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

wvima

საზოგადოება 1708457002

საქართველოში ამინდი უარესდება - როდიდან უნდა ველოდოთ წვიმას, თოვლსა და ნისლს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურას +13, +15 გრადუსს ვარაუდობენ.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 თებერვალს ზოგან მოთოვს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +8, +10 გრადუსს ვარაუდობენ.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო):ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა -1, +1 გრადუსი იქნება.ასევე ნახეთ:VIDEO: ვრცელდება 85 წლის ნანი ბრეგვაძის კადრები - ვიდეო ვირუსულად გავრცელდაცნობილია, რატომ დაშორდნენ “ბზიკო” და თი მაჭავარიანი - ნახეთ, ვინ არის მისი ახალი სიყვარული

გლოვა

საზოგადოება 1708346975

„სამედიცინო სფერომ დაკარგა ღირსეული ექიმი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „98 წლის ასაკში გარდაიცვალა სენაკის საპატიო მოქალაქე, ჩვენი ქალაქის კოლორიტი, ღვაწლმოსილი ექიმი, გიორგი (გოგი) კალანდარიშვილი.სამედიცინო სფერომ დაკარგა ღირსეული ექიმი, ქალაქმა - გულისხმიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული კაცი.ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი გიორგი (გოგი) კალანდარიშვილის გარდაცვალების გამო.ამ დიდ დანაკლისს, ვუსამძიმრებ სენაკს, ოჯახს და ბატონი გოგის კოლეგებს“,- ნათქვამია განცხადებაში. ასევე ნახეთ:სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენცნობილია, რატომ დაშორდნენ “ბზიკო” და თი მაჭავარიანი - ნახეთ, ვინ არის მისი ახალი სიყვარულიროგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ცნობები

ლენტა

სამართალი 1708319614

ისრაელში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ისრაელში, ქალაქ ჰოლონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. ის დაკავებულია.როგორც ისრაელის პრესა წერს, სასიკვდილო ჭრილობები დაღუპულს დანით აქვს მიყენებული. მძიმედ დაჭრილი 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს ძიება.ასევე ნახეთ:ცნობილია, რატომ დაშორდნენ “ბზიკო” და თი მაჭავარიანი - ნახეთ, ვინ არის მისი ახალი სიყვარული“ყველა სიძნელემ რაც გამოვიარე შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს ვარ…” – ილია თოფურია