შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789976088

შალვა პაპუაშვილი: გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი რომ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა, ეს პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში

ის, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ეს ჩანდა თავიდანვე, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არის ანტიკონსტიტუციური მათი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში.„უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო- 4-5-9-25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, რომ მოუწოდებდა მოქალაქეებს, ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას.ასე რომ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მათ შორის, იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა, მანდატები შეუწყდათ კიდევაც, რადგან ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი. თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789719829

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებაზე: ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს. აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას

 ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე, რომ ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებასთან დაკავშირებით.შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტია იმ საერთო პროექტის ნაწილია, რომელსაც რადიკალები წარმოადგენენ გარე ძალების ორკესტრირებით.„გახარიას პარტია არ არის დამოუკიდებელი პარტია, ეს იყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2024 წელს, არჩევნებზე რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალათ საქართველოს ხელისუფლება. ეს იყო სრულად, გარედან, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოთი დაგეგმილი და განხორციელებული ჰიბრიდული ჩარევა საქართველოს არჩევნებში, როდესაც შეეცადნენ, რომ რაღაცნაირად შეექმნათ ისეთი ფლანგი, თითქოს იყო რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით და გახარიას უნდა შეესრულებინა როლი და ამას აკეთებდა კიდეც ის პარტიის დაფუძნების დღიდან, რომ შეხვედრებზე ჩუმად და ჩურჩულით ამბობდა, რომ „სინამდვილეში მე მართლა განდგომილი კი არ ვარ, სინამდვილეში მე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ვმოქმედებ“. მიზანი რა იყო, რომ დაბნეულიყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მიეცა მისთვის ხმა. ეს ყველაფერი ჩავარდა იმ მხილებების შემდეგ, რაც მოხდა გახარიასთან დაკავშირებით. ასევე, გამოაშკარავდა 2024 წლის არჩევნებზე, რომ ეს იყო შეთანხმებული პროექტი. არჩევნებამდე მიდიოდა კამპანია 4, 5, 9, 25 ანუ გვარამიას პარტია, სააკაშვილის პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია. რომ ეს ოთხი არის ერთი და იგივე. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა, გახსოვთ ხელიც მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე და ამბობდა, რომ ამ ოთხიდან მიეცით ხმა ნებისმიერს იმიტომ, რომ ამ ოთხიდან ვისაც არ უნდა მისცეთ ხმა, ერთ მიზანს ემსახურება ყველა. მერე თავადვე დაადასტურეს, რომ იყვნენ გარიგებული ეს ოთხი პარტია საარჩევნო პერიოდში.შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ერთი წელი მათ საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არშემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს განაცხადეს კიდევაც მათ, რომ შედიან იმიტომ, რომ ჩაიშალა 4 ოქტომბერი. შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ მივცემთ შანსს, რომ აღიარონ კონსტიტუციური წყობა მაგრამ ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე, რომ ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789505274

შალვა პაპუაშვილი: ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუვიწყებს, რომ არავის დაუგმია 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობა

2025 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის წლისთავი და ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას როდისმე დაუვიწყებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.„ცოტა ხანში, ორ კვირაში დადგება 4 ოქტომბერი. 2025 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის წლისთავი და ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას როდისმე დაუვიწყებს და არ შეახსენებს, რომ დღემდე არავის არ დაუგმია ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს და, რომელსაც მანამდე თავისი თავქარიანი ქარაფშუტობით ევროკომისიის სპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის პოზიციით შეგულიანებული საქართველოს დაახლოებით, 7000 მოქალაქე გავიდა თავისუფლების მოედანზე იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაემხოთ, 90-იანი წლები დაებრუნებინათ და სისხლი დაეღვარათ ამ ქვეყანაში.„მოწოდება გაისმა, წავიდნენ პირდაპირ და შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება მანამდეც და ამ შტურმის დროსაც, ვისაც ახსოვს 90-იანი წლები, პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხელახლა მეორდებოდა 90-იანი წლები. იქ ერთი ტყვიის გასროლა იყო საჭირო, რომ უკვე ვეღარავინ ვეღარ გაიგებდა, დედა შვილს ვერ აიყვანდა ხელში, ვინ საით, ვის რას ერჩოდა. ზუსტად ასე მოხდა 90-იან წლებში, ზუსტად ამას აკეთებენ და ამას დაუჭირა მხარი ბრიუსელმა. მხარი დაუჭირა განცხადებით და მხარი დაუჭირა იმ მომენტშიც, შტურმი რომ მიდიოდა. ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენლები, რასა იუკნევიჩიენე და ასე შემდეგ, მათ შორის, სამწუხაროდ, მოლდოვას პრეზიდენტი სანდუ პირდაპირ ტვიტერზე ისხდნენ, სხვა საქმე არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ კიდევ შეეფუცხუნებინათ ცეცხლი ამ ექსტრემისტებისთვის, მიდით ქართველებო, თქვენ გვერდით ვართო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის პოზიციით შეგულიანებული საქართველოს დაახლოებით, 7000 მოქალაქე გავიდა თავისუფლების მოედანზე იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაემხოთ, 90-იანი წლები დაებრუნებინათ და სისხლი დაეღვარათ ამ ქვეყანაში.„მოწოდება გაისმა, წავიდნენ პირდაპირ და შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება მანამდეც და ამ შტურმის დროსაც, ვისაც ახსოვს 90-იანი წლები, პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხელახლა მეორდებოდა 90-იანი წლები. იქ ერთი ტყვიის გასროლა იყო საჭირო, რომ უკვე ვეღარავინ ვეღარ გაიგებდა, დედა შვილს ვერ აიყვანდა ხელში, ვინ საით, ვის რას ერჩოდა. ზუსტად ასე მოხდა 90-იან წლებში, ზუსტად ამას აკეთებენ და ამას დაუჭირა მხარი ბრიუსელმა. მხარი დაუჭირა განცხადებით და მხარი დაუჭირა იმ მომენტშიც, შტურმი რომ მიდიოდა. ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენლები, რასა იუკნევიჩიენე და ასე შემდეგ, მათ შორის, სამწუხაროდ, მოლდოვას პრეზიდენტი სანდუ პირდაპირ ტვიტერზე ისხდნენ, სხვა საქმე არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ კიდევ შეეფუცხუნებინათ ცეცხლი ამ ექსტრემისტებისთვის, მიდით ქართველებო, თქვენ გვერდით ვართო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.გამზადებული ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ელჩები ხვდებოდნენ, დაიდგამდა ქალბატონი სალომე თავის საპრეზიდენტო შტანდარტს, რომელსაც ის უკანონოდ აკეთებდა და ასე მართავდნენ შეხვედრებს და ფოტოებს იღებდნენ. ანუ, ამით ლეგიტიმაციას აძლევდნენ ქართველი ხალხის დასანახად, რომ აი, ეს არის სინამდვილეში თქვენი პრეზიდენტიო და აი, აქამდე მიგვიყვანა ზოგიერთი ელჩის თავქარიანობამ, ზოგიერთი ქვეყნის, ან ბოროტმა განზრახვამ. 4 ოქტომბერზე რომ მიდის ახლა გაბიაბურება, რომ არ მოხდა არაფერი. ხომ, არ მოხდა და ღმერთის მადლით მართლა არაფერი არ მოხდა. აბა, ერთი ტყვია გავარდნილიყო, იქ რა მოხდებოდა და რა ცოდვის კალო დატრიალდებოდა ჩვენ ქვეყანაში, მერე როგორ დაიბადნენ ხელს ეს ელჩები, ზოგიერთი პენსიაში წავიდოდა და ზოგიერთი სხვა ქვეყანაში, როგორ დაიბანდა ხელს ჩვენზე ზოგიერთი სხვა ქვეყანა და დაგვამშვიდებდნენ ჰუმანიტარული დახმარებით. აღარ ვამბობ იმაზე, ეს არეულ-დარეულობა რას გამოიწვევდა რეგიონში, რას გამოიწვევდა ჩვენი მტრის, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისვე თქმით, სამწუხაროდ, დღემდე, ამ სამარცხვინო საქციელის გამო ბრიუსელისგან ერთი ბოდიში არ მოგვისმენია.ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სიტყვა არის ყველაზე დიდი ძალა და სხვათა შორის, ამ სიტყვის ეშინიათ ყველაზე მეტად მათ, ვისაც მავნე მიზნები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1788940476

შალვა პაპუაშვილი: შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – ეს არის, რასაც ოპოზიციაში ვაკვირდებით, ის, რაც ძირშივე მოწამლულია, იქიდან კარგი არაფერი გამოვა

შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – ეს არის, რასაც ოპოზიციაში ვაკვირდებით. ის, რაც ძირშივე მოწამლულია, იქიდან კარგი არაფერი გამოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი „გულშემატკივრობს ამ პროცესს, რადგან საზოგადოება ბევრ ისეთ რაღაცას იგებს, რაც შეიძლება, საჯაროდ არ ჩანდა“.„მაგალითად, რაც შეეხებოდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, ვამბობდით, რომ უცხოეთიდან სხვადასხვა არხის გამოყენებით პარტიებში ფულის შემოდინება ხდებოდა. ახლა 40 მილიონსა და გილაურზე საუბრობენ, რა გგონიათ, მისი ფული იყო? ასე გამოიყენებოდა სხვადასხვა ადამიანის არხი, რათა უცხოეთიდან ფული შემოსულიყო და საქართველოს არჩევნებში ჩარევა მომხდარიყო. კარგია, რომ 40 მილიონის საკითხი ასე განიხილება და ყველაფერი ნელ-ნელა ცხადი ხდება. თავად ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიაში „შავი ფული“ ტრიალებდა. ასევე ადასტურებენ, რომ საქმე არადეკლარირებულ შემოსავლებთან გვაქვს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ფიქტიური ჩარიცხვები, ადამიანების და სხვა არხების გამოყენება ხდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ფულის შემოდინებისთვის. ფული რისთვის შემოდიოდა, 2024 წელს ვნახეთ. გვარამია სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს. ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, ვიოლა ფონ კრამონს წამოსცდა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ბრიუსელში წინასწარ იყო შეთანხმებული. მან თქვა, რომ ვიცოდით, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას იწყალებდაო. ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ არაფერი ვიცოდით და ეს ყველაფერი ზურაბიშვილმა ბრიუსელს შეუთანხმა. გვარამია იმისთვის გამოუშვეს, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ამრევი ჰყოლოდათ. ამ ყველაფრის შემდეგ რომ ბრიუსელი კიდევ აქეთ გვედავება, როცა კანდიდატ ქვეყანას ასეთ რაღაცებს გაუკეთებ, მის არჩევნებში ღიად ჩაერევი, მათ შორის საკუთარი ელჩის მეშვეობით, როცა მისი არჩევნების დაფინანსებას „შავი ფულით“ ცდილობ, როდესაც ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, დეზინფორმაციას, გაქვს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ამის შემდეგ კიდევ აქეთ ედავებიან ქართველ ხალხს, ეს ამორალურია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა ობოლაძე

პოლიტიკა • 1787920192

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე “ფედერალისტებს” აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაᲨი, არათანმიმდევრულობაᲨი და ტყუილᲨი ჩემპიონები არიან.“ჩერგომ, 2024 წლის არᲩევნები მოვიგეთო, ისე რომ თვითონ არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია. ანუ არᲩევნები მოიგო: მიᲨამ, ხაზარაძემ, გვარამიამ და გახარამ. ეს არის 9-იანი, ეს არის ბიძინას დამარცხების ფორმულაო.მერე, 2024 წლის არᲩევნები ვინც მოიგო, ოთხივე გამარჯვებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია - რუსად, არადემოკრატად, ოლიგარქიულად, სიტყვის თავისუფლების მტრად და ბიძინას დეკორაციად შერაცხა. ჩასარეცხია ეს ოპოზიციაო (ვინაა ჩასარეცხი, მოგებული ოპოზიცია?) მანამდე კამპანია ჰქონდა - ჯარიმებით გავჭედოთ სისტემაო.ახლა 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიᲨნულ არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა.კიდევ ერთხელ: უტიფრობაᲨი, არათანმიმდევრულობაᲨი და ტყუილᲨი, ჩემპიონები არიან ფედერალისტები.” - წერს ობოლაძე.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1787826856

არჩილ გორდულაძე: უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა, ამ ნარატივს ვინც ავრცელებდა, ბოდიში აქვთ მოსახდელი

უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მყისიერ გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და რამდენად გაწევრიანდებიან, არავინ იცის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ამავე შინაარსის განცხადებას სხვადასხვა ბიუროკრატიის წარმომაგენლებიც აკეთებენ.„საქართველოში ვინმე თუ კითხვას დასვამდა, როდის ხდება უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და რა პირობების დაკმაყოფილებით, კითხვის დამსმელი მაშინვე რუსეთუმედ გადაიქცეოდა და მის მიმართ ბულინგი მიმდინარეობდა. ამ ყველაფერს ისინი აკეთებდნენ, ვინც გარედან ფინანსდება და გარე მითითებებს არიან დამორჩილებული. ამ ადამიანებს მოვუწოდებთ, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ საჯარო პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის. სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახსოვთ, სადაც თქვა, ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან და თქვენ ასე იყავითო. თურმე, „ასე იყავითში“ საქართველოში მშვიდობას გულისხმობდა. იმ ადამიანებისთვის რომ დაგვეჯერებინა, რომლებიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, ომის იმ ქარ-ცეცხლს მივიღებდით, რაც უკრაინაშია. უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა, ეს მაშინ, როცა საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. ვინც ამ ნარატივს ავრცელებდა, მათი ცრუპენტელობის გამო ბოდიში აქვთ მოსახდელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

თამარ ჩერგოლეიშვილი1

პოლიტიკა • 1787821601

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.ჩერგოლეიშვილი ზურაბიშვილს ჭორიკანა ცილისმწამებელს უწოდებს და აცხადებს, რომ გავლენები ყოველთვის ჰქონდა, რადგან დავით ზურაბიშვილად არ დაბადებულა.„აი, ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც.ცოტა მწყინს, რომ ვერტალიოტებიდან ავტობუსებზე ჩამომაქვეითეს ამ სუნიანებმა, მაგრამ ავტობუსების ისტორიას მინდა მოვყვე, იმიტომ რომ მაგ დროს ზურაბიშვილი რეჟიმის ლაქია იყო და ბიძინასას ტლეკდა - პირიდან ვერ გლეჯდნენ.საქმე ეხება 2013 წლის 17 მაისს.როცა დავინახე, რომ ვითარება იძაბება და პუშკინის სკვერთან შეკრებილი 50 კაცი შეიძლება რუსთაველზე შეკრებილ აგრესიულ ბრბოს ბრდღვნად არ ეყოს, ვაჭარაძეს შევეხმიანე, უსაფრთხოებას როგორ იცავთ-მეთქი და ღარიბაშვილმა (შს მინისტრი იყო მაშინ) გვითხრა, მეტროთი დაიშალეთო - ასე მომახსენა.ცხადია, სიგიჟედ ჩავთვალე დევნისას მიწისქვეშ ჩასვლა და გიგი უგულავას დავურეკე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მერი იყო, ასეთი ვითარებაა და ეგებ ალტერნატიული გზა მოვიფიქროთ, არ მოკლან ვინმე-მეთქი.გიგიმ დაურეკა ღარიბაშვილს და მასთან შეთანხმებით, ყვითელი ავტობუსები მიაყენა პუშკინის სკვერს (აი, სხვებთან ერთად, შალვა რამიშვილის ორი ყვერი რითიც გაიყვანეს).ანუ ჩავერიე, რომ ხალხი დასისხლიანებას გადამერჩინა მაშინ, როცა ეს ცვედანი ბიძინას უწუწნიდა.რაც შეეხება გავლენას, გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ.მაგ გავლენის დამსახურებაცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

daviti

პოლიტიკა • 1787820896

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას დროს მართლა ჟურნალის რედაქტორი კი არ იყო ან მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე კლერკი. ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა ქართულ პოლიტიკაში, - წერს დავით ზურაბიშვილი.მისი განცხადებით, არაფორმალურ დონეზე, ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის ძალაუფლებაზე გაცილებით მეტი იყო და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ზურაბიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, ახლა ახალგაზრდებს „აბოლებს“, თითქოს, წარსულში ფრილანსერი იდეალისტი იყო.„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა • 1787754182

აზერბაიჯანული მედია ღარიბაშვილზე: საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო მეტად პარიზის ინტერესებს ატარებდა, ვიდრე თბილისის

აზერბაიჯანული მედია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს:საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით პოლიტიკური სკანდალი კვლავ მწვავდება. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს - თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე.პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს 750 ათასი ლარი, დაახლოებით 290 ათასი დოლარი, რამდენიმე ეტაპად, ნაღდი ფულის სახით უკანონოდ გადასცა. გამოძიების ვერსიით, თანხა თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის გაზრდილ ფასად შესყიდვის მიზნით ტენდერის ორგანიზებას უკავშირდებოდა.ოპოზიციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კორუფციის ახალი ფაქტების გასაჯაროება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა პრემიერმა ღია წერილები გამოაქვეყნა და ხელისუფლება მის პოლიტიკაში დაბრუნების ხელშეშლის მიზნით დევნაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფიისა და წარსული საქმიანობის გათვალისწინებით, სტატიის ავტორი ვარაუდობს, თუ რა ძალები ცდილობდნენ ყოფილი პრემიერის დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას.საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პროფრანგულად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსად არის მოხსენიებული. ის არა მხოლოდ საფრანგეთში სწავლობდა, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სტატიის ავტორის შეფასებით, ატარებდა პოლიტიკას, რომელიც უფრო მეტად პარიზის, ვიდრე თბილისის ინტერესებს შეესაბამებოდა. ავტორის მტკიცებით, ამ პოლიტიკის შესაძლო საფრთხეების სრულად შეფასება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი.2020 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მისი უწყების ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 25 მილიონი დოლარით შეამცირა. ავტორის შეფასებით, სახელმწიფო სახსრების ეკონომია დადებითად შეიძლებოდა შეფასებულიყო, რომ არა მიზეზები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა და ის შესაძლო საფრთხეები, რომლებიც მას ახლდა.საქმე ისაა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია აქტიურად დაიწყო. 2015 წელს საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე შეთანხმება შედგა და კონტრაქტი ევროპაში სარაკეტო სისტემების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელ კომპანია MBDA-სთან გაფორმდა. ამის შემდეგ, სტატიის ავტორის მტკიცებით, ფრანგული მხარე სხვადასხვა მიზეზით კონტრაქტის შესრულებას აჭიანურებდა. 2018 წელს გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების ვადა 2020 წლამდე გახანგრძლივდა. ავტორის შეფასებით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი საქართველოს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებას მიზანმიმართულად აფერხებდა — თავად არ აწვდიდა სისტემებს და, ამავდროულად, სხვა მომწოდებლებთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობასაც ზღუდავდა.2020 წელი საბოლოო ვადად განიხილებოდა, როდესაც ფრანგული სისტემები საქართველოს უნდა მიეღო და ისინი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემაში სრულად უნდა ინტეგრირებულიყო. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ეს არ მოხდა. ფრანგულმა მხარემ მიწოდების შეფერხება კორონავირუსის პანდემიით ახსნა, რასაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ შეწინააღმდეგებია. ამასთან, თანხები არც სხვა მომწოდებლებისგან საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე დახარჯულა. თანხები „დაიზოგა“, ხოლო საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღება 2021 წლისთვის გადაიდო.2015 წელს საფრანგეთიდან საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე შეთანხმება შედგა, თუმცა სტატიის ავტორის მტკიცებით, კონტრაქტის შესრულება ფრანგული მხარის მიერ სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდებოდა.სტატიის თანახმად, სწორედ 2020 წელს საქართველოს წინაშე სამხედრო შეჭრის სერიოზული საფრთხე გაჩნდა. დღეს რუსეთისა და სომხეთის თანამშრომლობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ფაქტობრივად შეწყვეტილია. თუმცა 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომის დროს, სტატიის ავტორის მტკიცებით, როგორც ერევანში, ისე პარიზში არსებობდა მოლოდინი, რომ მოსკოვი „ОДКБ-ს ფარგლებში მოკავშირეობრივ ვალდებულებებს შეასრულებდა“ და სომხეთის მხარეს ომში ჩაერთვებოდა, მათ შორის საქართველოს გავლით „სამხედრო დერეფნის“ შექმნის გზით. ავტორის შეფასებით, საქართველოს სუსტი საჰაერო თავდაცვა მსგავსი სცენარის განხორციელების რისკს ზრდიდა. სტატიაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმიის მიერ ყარაბაღში სომხური ძალების სწრაფმა დამარცხებამ საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის კატასტროფული სცენარის განვითარება თავიდან აიცილა.მას შემდეგ, რაც 2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა და პრემიერ-მინისტრი გახდა, მას საფრანგეთისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების კონტრაქტის შეფერხების გამო პრეტენზია არ წაუყენებია. პირიქით, თბილისსა და პარიზს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. 2021-2023 წლების პარტნიორობის ახალი შეთანხმების ფარგლებში საქართველომ სამი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან 483 მილიონი ევროს დახმარება მიიღო. თუმცა სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკის შედეგად ამ დახმარების სანაცვლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო ნაბიჯების გადადგმა მოუწია. ამ კონტექსტში ავტორი 2023 წლის ბოლოს საფრანგეთიდან სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით Bastion-ის ტიპის ჯავშანტექნიკის ტრანზიტთან დაკავშირებულ სკანდალს იხსენებს.საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პროფრანგულად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსად არის მოხსენიებული.სტატიის ავტორის შეფასებით, ღარიბაშვილის პროფრანგული პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“ არ დახმარებია. პირიქით, ავტორი ამტკიცებს, რომ სწორედ პარიზმა დაუჭირა მხარი რადიკალურ ოპოზიციასა და 2024-2025 წლებში საქართველოში „რევოლუციური“ გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს.ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც „აქციის მონაწილეებთან დიალოგს“ ემხრობოდა. ავტორის შეფასებით, ეს ხდებოდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოიყენა. სტატიაში ასევე მკვეთრად არის გაკრიტიკებული სალომე ზურაბიშვილის როლი საპროტესტო პროცესებში. ავტორი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი იმ ვითარებაში მძიმე შედეგებს გამოიწვევდა და არეულობის აღსაკვეთად ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ზომების მიღება იყო საჭირო. ამავე შეფასებით, საპროტესტო აქციების დროს ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ შიგნით საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი „რევოლუციონერების“ ინტერესების გამტარად მოქმედებდა.სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ მრავალდონიან კორუფციულ სქემებს ქმნიდა, არამედ, როგორც პოლიტიკოსი, ისეთ ნაბიჯებსაც დგამდა, რომლებსაც საქართველო შესაძლოა მძიმე საფრთხის წინაშე დაეყენებინა.ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე ხუთწლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიღებას ეხება, მას დამატებით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას უქადის. სტატიის ავტორის შეფასებით, ასეთ კორუფციულ ქმედებებში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის პოლიტიკაში დაბრუნება უკიდურესად უცნაური იქნებოდა.

ვოლსკი

პოლიტიკა • 1787144516

ვოლსკი: სააკაშვილი თავისი წარსულით ხელს უშლის კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მათ თავისი გეგმა განავითარონ, გვარამია მთელი ძალით ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე ვერანაირად იქნებოდა ალიანსის წევრი, თუ მისი ლიდერი სააკაშვილი არ იქნებოდა. სახელი – კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც ამ ალიანსის გარკვეულ შინაარსს გამოხატავს, საფუძვლიანი რეალობაა და არ უნდათ, ამ რეალობას თვალი გაუსწორონ, –  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, სააკაშვილი თავისი წარსულით ხელს უშლის კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, მათ თავისი გეგმა და ინტერესი განავითარონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი იყვნენ.„ამ ალიანსში ვერანაირად ვერ მოხდება საერთო კონსენსუსის მოძებნა. ალიანსი თავიდანვე არ იყო შემდგარი, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირება ამ სივრცეში, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არავის აწყობდა და ბელადის მიმართ ეს მორჩილება, ქედის მოხრა მთავარი შემადგენელი იყო იმ იდეისა, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა. დამთავრდა, ამ პროცესს თავიდანვე არავითარი განვითარება არც ეწერა, ისევე როგორც იმ ქარტიას, რომლის გარშემო სალომე ზურაბიშვილის ხელით პოლიტიკური ექსტრემისტული ძალების გაერთიანებას აპირებდნენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას, ვოლსკის შეფასებით, გვარამია ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს მისი წარსულის გამო.„ქართულ ოცნებას“ არ შეიძლება, ამ ადამიანებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, მით უმეტეს, მოსყიდვა-გაყიდვაზე და ფარდის მიღმა რაღაც პროცესებზე. დაბრალება არასწორია. გვარამია, ისევე როგორც ბოკერია, არის ადამიანი, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს, იმ წარსულის და სისხლის გამო, რომელიც ქვეყანაში სააკაშვილმა დაღვარა და თუნდაც ოკუპაცია განაპირობა. თავად მიაჩნიათ, რომ ბევრი საპროტესტო განწყობის მქონე ადამიანი არ უერთდება პროტესტს, რომელსაც სააკაშვილის ბანერი ამშვენებს. სტრატეგიულად ასე ხედავენ. არ ვიცი, სააკაშვილს გულუბრყვილობით მოსდის, თუ რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება მისი განცხადებები, ცდილობს, მათ მართლაც გაემიჯნოს და იქნებ წარმატება ჰპოვონ. ესეც უნდა დავუშვათ, რომ პირიქით, სააკაშვილი ხელს უწყობს, მათ განავითარონ პროცესი, რომელიც სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული არ იქნება და თავისი ბნელი გეგმების დივერსიფიცირება მოახდინოს. ერთიც და მეორეც ბნელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაქცინაცია

რეგიონი • 1786698859

რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო იდენტიფიკაციასა (ჩიპირება) და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი პატრონიანი ძაღლების ჩიპირების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში  გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას.რეგიონებში პატრონიან ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და სტერილიზაცია უფასოდ უტარდებათ.ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში, რასაც ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები  სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდეს. ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ითვალისწინებს როგორც მიუსაფარი და მიკედლებული, ასევე პატრონიანი  ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციასა და სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც ხელს შეუწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,  ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუკ-პლატფორმაზე(https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226 ... ).  ასევე ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1786532654

ირაკლი კობახიძე: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია

2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ეს არის კოორდინირებული მცდელობა და მათ შორის, ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება.„ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება და ვერ იქნება განხილული როგორც შემთხვევითი მოვლენა. როდესაც ასეთ რამეს ამბობს ბარამიძე, 35 წლის წინანდელ საკითხზე საუბრობს და ასეთ ტყუილს კადრულობს, ესეც ამ კოორდინაციის ნაწილი უნდა იყოს, ბუნებრივია. როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით, რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კოორდინაციის შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით ბათუმის პლაჟზე და და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ, შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე კამპანიას აწარმოებს ისევ და ისევ იგივე აგენტურა – პოლიტიკოსები, პარტიული აქტივი, პარტიული ტელევიზიები, ისინი კოორდინირებულად მხარს უჭერენ ამ რუსოფობიურ კამპანიას. ეს არის კოორდინაციის შედეგი ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით. გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყელა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კობახიძე.მისივე თქმით, ასევე იყო 2022 წელს, როდესაც მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022-ში სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება.„ადრეც ეგრე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი, შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე, ეს იყო სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. როდესაც ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს, ვინაიდან საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას მოაყოლეს შემდეგ მარტო იმ 1 წელიწადში სამი რუსოფობიური კამპანია. ამ კამპანიებში პირდაპირ იყო ჩართული მთელი აქტივი, უცხოური აგენტურა, ეს იყო მათ შორის პარტიული აქტივი, პოლიტიკოსები პირდაპირ იყვნენ ჩართულები რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში და ტურისტების წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული ეს კამპანიები. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს, როგორც ასეთს. ამაში ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოები“, პარტაქტივი, მაშინდელი პრეზიდენტი სალომემ ზურაბიშვილი და პარტიული ტელევიზიები. სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია. მაგრამ მთელი აგენტურა, ნაცმოძრაობა, თავისი დანამატი პარტიებით, „ახალი“ „ლელო“ და ა.შ. იმ წელს არსებული პარტიები, ამაში იყვნენ ჩართულები, ასევე „ენჯეოები“, მთელი აქტივი, პოლიტაქტივისტები და პარტიული ტელევიზიები, ანუ სამი რუსოფობიური კამპანია იყო მარტო 2022 წელს და შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას“, – განაცხადა კობახიძემ.

✕